ორჰან I
ორჰან I (ოსმ. أورخان غازي — Orhân Gâzî , თურქ. Orhan Gazi, Birinci Orhan; დ. 1281 — გ. 1359) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი ოსმანების დინასტიიდან, ქვეყანას მართავდა 1326-1359 წლებში. 1327 წელს მისი მმართველობის პერიოდში მოჭრეს პირველი ოსმალური ვერცხლის ფული (აქჩე), ოსმანების ხელისუფლება ანატოლიაში კიდევ უფრი გაძლიერდა. მოხდა არმიის რეორგანიზაცია, მათი რიგები ქვეითი ჯარით შეივსო, რომლებსაც იანიჩარები უწოდეს. ორჰანის დროს მოეწყო ოსმალთა პირველი ლაშქრობა ევროპაში.
ორჰან I | |
---|---|
Orhân Gâzî | |
ოსმალეთის მე-2 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1326 |
მმართ. დასასრული: | 1359 |
წინამორბედი: | ოსმან I |
მემკვიდრე: | მურად I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1281 |
დაბ. ადგილი: | მცირე აზია |
გარდ. თარიღი: | 1359 |
გარდ. ადგილი: | ბურსა, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: |
ასპორჩა ხათუნი ნილუფერ ხათუნი თეოდორა - იოანე VI-ის შვილი |
შვილები: |
სულეიმან-ფაშა გაზი მურად I, იბრაჰიმი ხალილი, ქასიმი ფატმა ხათუნი შაჰ ხათუნი |
მამა: | ოსმან I |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ორჰან I“ ვიკისაწყობში.
- The project "involves extracting and analysing detailed information from primary sources, including contemporary chronicles, cartularies, necrologies and testaments."
- A listing of descendants of Ertuğrul, alongside other royalty