სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. კონსტიტუციითა და 1987 წელს შესწორებული საპრეზიდენტო არჩევნების აქტით, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პირდაპირი, ფარული კენჭის ყრით. პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობის გარეშე. თუ ქვეყანაში შეიქნება საპრეზიდენტო ვაკანსია, მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 60 დღის ვადაში, რომლის დროსაც საპრეზიდენტო უფლებამოვალეობებს ასრულებს პრემიერ-მინისტრი ან კაბინეტის სხვა უპირატესი წევრი, რასაც არეგულირებს კანონი. ოფიციალური რეზიდენციაა ლურჯი სახლი.

ფაილი:Moon Jae-in presidential portrait.jpg
ამჟამინდელი პრეზიდენტი — მუნ ჯე ინი

2022 წლის 10 მაისიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტია იუნ სოკ იოლი.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სია

რედაქტირება
# სახელი მშობლიური
სახელი
მმართველობის ვადა პოლიტიკური პარტია

კორეის დროებითი მთავრობის პრეზიდენტები

1 ლი სინ მანი კორ. 이승만 1919—1925
2 პაკ ინ სიკი კორ. 박은식 1925
3 ლი სან რიონი კორ. 이상룡 1925—1926
4 ჰონ ჯინი კორ. 홍진 1926
5 ლი დონ ნიონი კორ. 이동녕 1926, 1927—1933, 1935—1940
6 კიმ გუ კორ. 김구 1926—1927, 1940—1948 한국독립당
7 იან გი თაკი კორ. 양기탁 1933—1935

დროებითი საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარეები

1 კიმ გიუ სიკი კორ. 김규식 1946—1948
2 ლი სინ მანი კორ. 이승만 1948

საკონსტიტუციო ასამბლეის სპიკერი

1 ლი სინ მანი კორ. 이승만 1948

კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტები

1 ლი სინ მანი კორ. 이승만 1948—1960 კორეის ლიბერალური პარტია 자유당
მ/შ Heo Jeong კორ. 허정 1960 დემოკრატიული პარტია 민주당
2 იუნ ბო სონი კორ. 윤보선 1960—1962 დემოკრატიული პარტია 민주당
მ/შ პაკ ჩონ ჰი კორ. 박정희 1962—1963 - -
3 პაკ ჩონ ჰი კორ. 박정희 1963—1979 სენური 민주공화당
მ/შ ჩჰვე გიუ ჰა კორ. 최규하 1979 სენური
4 ჩჰვე გიუ ჰა კორ. 최규하 1979—1980 სენური
მ/შ Park Chung-hun კორ. 박충훈 1980 - -
5 ჩონ დუ ჰვანი კორ. 전두환 1980—1988 სენური 민주정의당
6 რო დე უ კორ. 노태우 1988—1993 სენური 민주자유당
7 კიმ იონ სამი კორ. 김영삼 1993—1998 სენური
8 კიმ დე ჯუნი კორ. 김대중 1998—2003 დემოკრატიული პარტია 새천년 민주당
9 ნო მუ ჰიენი კორ. 노무현 2003—2004 დემოკრატიული პარტია, ურიდანი 새천년 민주당, 열린 우리당
მ/შ გო კუნი კორ. 고건 2004 - -
9 ნო მუ ჰიენი კორ. 노무현 2004—2008 დემოკრატიული პარტია, ურიდანი 새천년 민주당, 열린 우리당
10 ლი მიონ ბაკი კორ. 이명박 2008 — 2013 სენური კორ. 한나라당
11 პაკ კინ ჰე კორ. 박근혜 2013 — 2017 სენური კორ. 새누리당
მ/შ ჰვან გეანი კორ. 황교안 2017 დამოუკიდებელი
12 მუნ ჯე ინი კორ. 문재인 10 მაისი, 2017 — 9 მაისი, 2022 კორეის დემოკრატიული პარტია კორ. 민주당
13 იუნ სოკ იოლი კორ. 윤석열 10 მაისი, 2022 — დღემდე კონსერვატიული „სახალხო ძალაუფლების“ პარტია კორ. 국민의힘

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება