ცულნისკარტა, ქოჩორა ცულნისკარტა[1] (ლათ. Fratercula cirrhata) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 600-800 გ აღწევს. აქვს გვერდებიდან შებრტყელებული ძლიერი ნისკარტი, თვალებს უკან გრძელი ყვითელი ბუმბულების კონები. შეფერილია მოშავო-მურად, ლოყები თეთრია, ფეხები — წითელი. გავრცელებულია ალეუტის კუნძულებზე, ბერინგის ზღვის კუნძულებზე, ალასკაზე, აშშ-ში წყნარი ოკეანის სანაპიროზე, იაპონიაში. ნაპრალში დებს 1 კვერცხს. იკვებება წვრილი თევზით, ზღვის უხერხემლოებით. ცულნისკარტა კარგად ფრენს, ცურავს და ყვინთავს. ზოგან რეწვის ობიექტია (იყენებენ მის კვერცხებს, ხორცს, ნაწილობრივ ბუმბულს).

ცულნისკარტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Fratercula cirrhata (Pallas, 1769)
სინონიმები
  • Lunda cirrhata
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694934

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 83, 171, 193.