უილ როჯერსი
უილ როჯერსი (ინგლ. Will Rogers) (დ. 4 ნოემბერი, 1879 – გ. 15 აგვისტო, 1935) — ამერიკელი იუმორისტი.
ციტატები
რედაქტირებადიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, იყო კომიკოსი, როცა მთელი მთავრობა შენთვის მუშაობს. |
ყოველი ჩვენგანი ვერ გახდება გმირი, ვიღაც ხომ მაინც უნდა დარჩეს ტაშის დამკვრელი. |
ვერ იტყვი, რომ ცივილიზაცია წინ არ მიიწევს - სხვა თუ არაფერი, ყოველ ომში განსხვავებული მეთოდებით ხოცავენ ხალხს. |
მადლობა უნდა ვთქვათ, რომ არ გვყავს იმდენი ხელისუფალი, რამდენსაც ვუხდით. |
რეკლამა - ეს არის ხელოვნება, დაარწმუნო ხალხი, დახარჯონ ფული, რომელიც არ აქვთ, იმაზე, რაც საერთოდ არ სჭირდებათ. |
ჩვენ ვართ პირველი ერი ისტორიაში, რომელიც ღატაკთა სახლში ავტომობილით მიდის. |
მე არ ვარ ნამდვილი კინოვარსკვლავი. მე ჯერ კიდევ ის ცოლი მყავს, რომელიც ოცდარვა წლის წინ. |
ხახვს შეუძლია ცხარე ცრემლებით აატიროს ადამიანი, მაგრამ ჯერ არ გამოუგონიათ ბოსტნეული, რომელიც მათ გააცინებს. |
დიპლომატია ხელოვნებაა, თქვა : „რა საყვარელი ძაღლია!“, როცა კლდეს უყურებ. |
ჩვენი კონსტიტუცია იცავს ჯაშუშებს, ლოთებსა და ამერიკის სენატორებს. |
თუკი აღმოაჩინე, რომ ორმოში ზიხარ, პირველი რაც უნდა გააკეთო, ესაა - შეწყვიტო თხრა. |
მხოლოდ მანამდე ხარ კომიკოსი, სანამ საკუთარ თავს სერიოზულად უყურებ და მაყურებელი სერიოზულად აღგიქვამს. |
გმირობა ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა. |
ყველაფერი სასაცილოა, სანამ შენ არ გეხება. |
ამერიკას არასდროს წაუგია ომი და არასდროს მოუგია კონფერენცია. |