საქართველოს ფლორა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ მომხმარებელმა Otogi გვერდი „საქართველოს ფლორა და მცენარეულობა“ გადაიტანა გვერდზე „საქართველოს ფლორა“ გადამისამართებაზე |
ვრცელი ვერსიის აღდგენა [შერწყმის პროცესში] იარლიყები: ხელით გაუქმება მრავალმნიშვნელოვანი ბმულები |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{მრავალი სურათი |
|||
'''საქართველოს [[მცენარე|მცენარეთა]] სამყარო ([[ფლორა]])''' მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 [[თესლოვანი მცენარეები|თესლოვან მცენარეთა]] რიცხვს მიეკუთვნება, 75 - [[გვიმრები|გვიმრისებურს]], 600 - [[ხავსები|ხავსებს]], 650 - [[ლიქენები|ლიქენებს]], 5000 - [[სოკო]]ვნებსა და 2000 - [[წყალმცენარეები|წყალმცენარეებს]]. |
|||
| ზონა= მარჯვნივ |
|||
| მიმართულება = vertical |
|||
| სიგანე = 200 |
|||
| ფაილი3= Castanea sativa kz01.jpg |
|||
| წარწერა3 = [[წაბლი]] და [[შქერი]] [[მტირალას ეროვნული პარკი|მტირალას ეროვნულ პარკში]] |
|||
| ფაილი2= ბუჩქისძირა Corydalis cava Lerchensporn.jpg |
|||
| წარწერა2 = [[ბუჩქისძირა]] [[ანანური|ანანურში]] |
|||
| ფაილი1 = Wild flowers on the trail from Juta to Chaukhi Pass.jpg |
|||
| წარწერა1 = [[ნაღველა]] [[ჭაუხის უღელტეხილი|ჭაუხის უღელტეხილზე]] |
|||
}} |
|||
'''საქართველოს ფლორა''' — მცენარეთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომელიც ამჟამად გვხვდება [[საქართველო|მის]] [[ტერიტორია (ქვეყნის დანაყოფი)|ტერიტორიაზე]] და [[ტერიტორიული ზღვა|საზღვაო წყლებში]]. საქართველო, [[ზომიერი სარტყლები|ზომიერი]] [[კლიმატი]]ს [[ქვეყნების სია|ქვეყნებს]] შორის, [[ფლორისტიკა|ფლორისტული]] თვალსაზრისით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს [[კავკასია]]ში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა [[ენდემები|ენდემურია]] (აქედან 600 — კავკასიის, ხოლო 300 — საქართველოს ენდემია). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც, სადაც 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო [[კულტურული მცენარეები|კულტურულ მცენარეთა]] წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია, საიდანაც — [[ვაზი]]ს, [[მარცვლოვანნი|მარცვლოვნების]], ხეხილისა და სხვა მრავალი შესანიშნავი ჯიშის ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაედო სათავე.<ref group="კომ.">უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების ბიომრავალფეროვნება მკვლევარებს საფუძველს აძლევს, საქართველო რიგი კულტურული მცენარეების წარმოშობის კერად მიიჩნიონ. მეცნიერული გამოკვლევებით მტკიცდება, რომ კულტურულ მცენარეთა წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კერა მდებარეობს წინა აზიის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და წინააზიურ ადრესამიწათმოქმედო კერის განუყრელ ნაწილად ითვლება. ''იხ. [https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/373263/1/Saqartvelos_Agraruli_Kultura.pdf საქართველოს აგრარული კულტურა], 2021, გვ. 4.''</ref> |
|||
==ზოგადი ინფორმაცია== |
|||
საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. თანდათან, კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა. |
|||
საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. [[მესამეული სისტემა|მესამეულ პერიოდში]] საქართველოს ფლორა [[ტროპიკული სარტყლები|ტროპიკული]] [[მცენარეები|მცენარეულობის]] სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. თანდათან, [[კლიმატი]]ს აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ [[ზომიერი სარტყლები|ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის]] დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა. |
|||
[[კავკასია]]ში უძველესი ფლორის არსებობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნებული იქნა მხოლოდ კოლხეთსა და თალიშში ([[აზერბაიჯანი]]). სწორედ აქ, მიუხედავად [[მეოთხეული სისტემა|მეოთხეულის]] [[გამყინვარების პერიოდი|გამყინვარებისა]], შენარჩუნებულია შედარებით თბილი და [[ნოტიო კონტინენტური კლიმატი|ნოტიო ჰავა]], შესაბამისი — სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებით. |
|||
ადგილობრივი |
ადგილობრივი — [[ენდემები|ენდემურია]] მცენარეული სამყაროს 380 სახეობა, რომელთაგანაც ზოგი რელიქტურ მცენარეებსაც მიეკუთვნება. საქართველოს ენდემური მცენარეებიდან ცნობილია [[ბიჭვინთის ფიჭვი|ბიჭვინთისა]] და [[ელდარის ფიჭვი]], [[მეგრული არყი]], ქართული [[ნუში]] და სხვ. |
||
რელიქტური მცენარეები ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში ( |
რელიქტური მცენარეები ფართოდაა გავრცელებული [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთში]] ([[პონტოური მუხა]], [[შქერი]], [[წყავი]] და სხვ.). რელიქტები გვხვდება საქართველოს სხვა რაიონებშიც. |
||
<gallery mode="packed"> |
|||
Pinus brutia var eldarica kz1.jpg|[[ელდარის ფიჭვი]] |
|||
PitsundaPineGrove.jpg|[[ბიჭვინთის ფიჭვი]] |
|||
Quercus pontica-2.JPG|[[პონტოური მუხა]] |
|||
Prunus laurocerasus, Akhaldaba, Lesser Caucasus, Georgia 2.jpg|[[წყავი]] |
|||
Betula megrelica kz02.jpg|[[მეგრული არყი]] |
|||
Tskaltsitela River.jpg|[[წყალწითელა]] |
|||
</gallery> |
|||
ტერიტორიის მდებარეობა, რთული [[რელიეფი]], ჰავის მრავალგვარობა განაპირობებს [[საქართველო]]ს ბუნებრივი მცენარეული საფარის სტრუქტურულ მრავალფეროვნებას. წამყვან მცენარეულ ტიპს წარმოადგენს ტყე (ტყეები), რომლითაც დაფარულია ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 32–35%. საკმაოდ ვრცელი ტერიტორია უჭირავს ბუჩქნარებსა და მდელოებს. გვხვდება [[სტეპის ზონები|სტეპები]], [[ნახევრად უდაბნოს ზონები|ნახევრად უდაბნოები]] და [[წყლის და ჭაობის მცენარეულობა|ჭაობის მცენარეულობა]]. მცენარეული საფარის თითოეულ წარმომადგენელს (მცენარეულ ტიპს) გააჩნია არა მარტო სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა (შედგენილობა, აგებულება), არამედ თავისი განვითარების ისტორია, რომელიც მილიონობით წლებს ითვლის.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=5–6.}} |
|||
==სახეობრივი მრავალფეროვნება== |
|||
[[საქართველო]], როგორც [[კავკასია|კავკასიის]] [[ეკორეგიონი]]ს ნაწილი,<ref group="კომ.">კავკასიის ეკორეგიონი მოიცავს 586,800 კმ²-ს და მის შემადგენლობაში შედის აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის მხარე, ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთი და ჩრდილო-დასავლეთ ირანი. კავკასიის ეკორეგიონში გავრცელებულია მცენარეთა 2 791 სახეობა და 21 გვარი, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება; რეგიონში გავრცელებული მცენარეთა 25%-ზე მეტი ენდემური სახეობაა. ''იხ. [https://wwfeu.awsassets.panda.org/downloads/ecp_part_for_youth.pdf?6345516/---- კავკასიის ეკორეგიონი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია]''</ref> წარმოადგენს [[ბიომრავალფეროვნება|ბიომრავალფეროვნების]] ერთ-ერთ „ცხელ წერტილს“. (ამჟამად Conservation International- ის მიერ გამოყოფილია 34 „ცხელი წერტილი“, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით, რომელიც ამასთანავე არის მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე).<ref group="კომ.">მეცნიერების მიერ განისაზღვრა გლობალური მასშტაბით არსებული ეკოსისტემების მნიშვნელობა. სახეობათა სიმრავლე, ენდემური სახეობები, ტაქსონომიური სიმდიდრე, უნიკალური ევოლუციური და ეკოლოგიური მოვლენები, გლობალური მასშტაბით იშვიათი ჰაბიტატების არსებობა. ამ კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულ იქნა „ცხელი წერტილები“, რომელთა შორის არის კავკასია, თავისი უნიკალური და შეუცვლელი ბიომრავალფეროვნებით.</ref><ref group="კომ.">საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კავკასია, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეგიონადაა აღიარებული. WWF-ის 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ ერთ-ერთი („შავი ზღვის დიდი აუზი“) მოიცავს კავკასიის რეგიონს; Conservation International-ის მიერ განსაზღვრული „ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილიდან“ (ტერიტორიები, რომლებიც გამოირჩევიან უმდიდრესი, მაგრამ სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ბიომრავალფეროვნებით) საქართველოს ტერიტორია ორი „ცხელი წერტილის“ — კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაში შედის. ''იხ. [https://www.gov.ge/files/382_42235_853286_343-1.pdf 2014–2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა. 2. საქართველოს ბიომრავალფეროვნება. 2.1 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა]''</ref><ref group="კომ.">საფრთხეში მყოფი სახეობები. საფრთხის წინაშეა მცენარეთა ენდემური სახეობების 60%-მდე, საარსებო გარემოზე ზემოქმედების, ჭარბი მოპოვების, პათოგენების და სხვა ფაქტორების გამო. მერქნიანი მცენარეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები: წაბლი, იმერული მუხა, კოლხური ბზა და თელადუმა, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ ინვაზიური სოკოვანი დაავადებების გამო. ''იხ. [https://eiec.gov.ge/-/Documents/ViewFile/176 2014–2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა. 2.2 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა]''</ref> |
|||
კავკასიის ეკორეგიონი, აგრეთვე, არის [[ბუნების მსოფლიო ფონდი]]ს (WWF) მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი გლობალური მნიშვნელობის ეკორეგიონი, რომელიც ხასიათდება სახეობრივი მრავალფეროვნებით, [[ენდემები|ენდემიზმის]] მაღალი დონით, ევოლუციური პროცესებისა და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებებით, [[მცენარეები|მცენარეულობის]] ტიპების მრავალფეროვნებითა და [[ბიომი|ბიომებით]], რომლებიც იშვიათია გლობალურ დონეზე. |
|||
[[რელიეფი]]ს სირთულე და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებითად განსხვავებული კლიმატური პირობების არსებობა განაპირობებენ საქართველოს [[ლანდშაფტი|ლანდშაფტებისა]] და [[ეკოსისტემა|ეკოსისტემების]] მრავალფეროვნებას. საქართველოს ძირითადი ბიომებია: [[ტყე]]ები, [[მტკნარი წყალი|მტკნარი წყლები]] და [[ჭაობი|ჭაობები]], [[ზღვა]] და [[სანაპირო]], მაღალი [[მთა|მთები]], [[ნახევრად უდაბნოს ზონები|ნახევრადუდაბნოები]] და [[სტეპის ზონები|სტეპები]]. [[ბიომრავალფეროვნება|სახეობების მრავალფეროვნებითა]] და [[ენდემები|ენდემიზმის]] მაღალი დონით განსაკუთრებით გამორჩეულია კოლხეთის რეფუგიუმი, [[დასავლეთი კავკასიონი|დასავლეთ კავკასიონის]] კირქვიანებისა და მაღალმთის მცენარეული კომპლექსები. ტყით დაფარულია საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 39,9%. ენდემური და რელიქტური სახეობებით მდიდარი ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები ქვეყნის ნამდვილი სიმდიდრეა. საქართველოს ტყეების 97% ბუნებრივია. მათი დიდი ნაწილი (98%) მთის ტყეებს წარმოადგენს და გააჩნია წყალმარეგულირებელი, [[ნიადაგი]]ს დამცველი, [[კლიმატი]]ს მასტაბილიზებელი ფუნქციები, ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს მცენარეთა და ცხოველთა მრავალი რელიქტური, ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისათვის. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია თითქმის ხელუხლებელი ტყის [[კორომი|კორომები]], რომლებსაც გააჩნიათ უდიდესი კონსერვაციული ღირებულება. |
|||
საქართველოს ფლორა ერთ-ერთი უმდიდრესია [[ზომიერი სარტყლები|ზომიერი]] [[კლიმატი]]ს ქვეყნებს შორის. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში აღრიცხულ ჭურჭლოვან მცენარეთა შორის 900-მდე სახეობა (დაახლოებით 21%) კავკასიისა და საქართველოს ენდემია. საქართველოსა და კავკასიის ფლორის შემადგენლობაში 16 ენდემური გვარია. საქართველოს ფლორის 2000-მდე სახეობას გააჩნია პირდაპირი ეკონომიკური ღირებულება, გამოიყენება რა მერქნად, სათბობად, საკვებად (ხილი, თხილი), საფურაჟედ და ცხოველთა საკვებად, სამკურნალოდ, საღებრებად და ეთერ-ზეთების მისაღებად. საქართველოში გავრცელებულია [[კულტურული მცენარეები|კულტურული ჯიშების]] (განსაკუთრებით [[მარცვლოვანნი|ხორბლებისა]] და [[პარკოსნები]]ს) მრავალი ადგილობრივი ვარიაცია და ველური ნათესავი. ძალიან მდიდარია, აგრეთვე, საქართველოს [[კულტურული მცენარეები|კულტურული ფლორა]].<ref>[https://eiec.gov.ge/-/Documents/ViewFile/22 საქ. IV ეროვნ. მოხსენება] // [[ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია|ბმკ]]-სადმი, 2009, გვ. 3.</ref> |
|||
საქართველოს ფლორის შემადგენლობაში აღრიცხულია 4130 ჭურჭლოვანი მცენარე. მათ შორის [[გვიმრანაირნი|გვიმრანაირები]] — 79, [[შიშველთესლოვნები|შიშველთესლოვანნი]] — 17, [[ყვავილოვანი მცენარეები|ფარულთესლოვანნი]] — 4034 ([[ორლებნიანნი]] — 3278; [[ერთლებნიანები|ერთლებნიანნი]] — 756) საქართველოს ფლორის სიმდიდრის მაჩვენელია [[ენდემები|ენდემიზმის]] მაღალი დონე. საქართველოს ფლორის დაახლოებით 21% — 900-მდე სახეობა ენდემურია. მათ შორის 600-მდე სახეობა (მთელი სახეობების 14,2%) კავკასიის ენდემია; 300 სახეობამდე (მთელი სახეობების 9,0%) უშუალოდ საქართველოს ენდემია. მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. საქართველოსა და კავკასიის ფლორის შემადგენლობაში 16 ენდემური გვარია: ''Alboviodoxa, Woronowia, Chymsydia, Trigonocaryum, Symphyoloma, Pseudobetckea, Charesia, Mandenovai, Sredinskaya, Grossheimia, Cladocheta, Pseudovesicaria, Gadellia, Agasyllis, Paederotella'' და ''Kemulariella''. |
|||
საქართველოს ფლორაში სახეობთა მრავალრიცხოვნობით შემდეგი 10 ოჯახი გამოირჩევა: ''Compositae'' (538 სახეობა), ''Gramineae'' (332 სახეობა), ''Leguminosae'' (317 სახეობა), ''Rosacea'' (238), ''Cruciferae'' (183), ''Scrophulariacea'' (179), ''Umbeliferae'' (177), ''Labiatae'' (149), ''Caryophyllacea'' (135) და ''Liliacea'' (129). |
|||
საქართველოში აღრიცხულია [[ხავსები]]ს 812 სახეობა. |
|||
საქართველოს შიდა წლებში აღწერილია [[წყალმცენარეები|წყალმცენარეთა]] 2605 ტაქსონი, მათგან Chloropyta — 1039, Bacillariophyta — 830, Cyanophyta — 431, Euglenophyta — 161, Xanthophyta — 60, Pyrrophyta — 35, Chrysophyta — 26, Rhodophyta — 10, Charophyta — 13. |
|||
საქართველოში აღიცხულია [[ლიქენები]]ს 800-ზე მეტი და [[სოკოები]]ს 7000-მდე სახეობა. თუმცა ეს მონაცემი სრულად არ ასახავს საქართველოს [[წყალმცენარეები]]ს, [[ლიქენები]]სა და [[სოკოები]]ს მრავალფეროვნებას. |
|||
საქართველო მდიდარია ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მცენარეებით. საქართველოს ფლორის 2000-მდე სახეობას გააჩნია პირდაპირი ეკონომიკური ღირებულება, გამოიყენება რა მერქნად, სათბობად, საკვებად ([[ხილი]], [[თხილი]]), [[ფურაჟი|საფურაჟედ]] და ცხოველთა საკვებად, სამკურნალოდ, საღებრებად და ეთერ-ზეთების მისაღებად. საქართველოში გავრცელებულია კულტურული ჯიშების (განსაკუთრებით [[ხორბალი|ხორბლებისა]] და [[პარკოსნები]]ს) მრავალი ადგილობრივი ვარიაცია და ველური ნათესავი. ძალიან მდიდარია, აგრეთვე, საქართველოს [[კულტურული მცენარეები|კულტურული ფლორა]]. [[ნიკოლოზ ვავილოვი|ვავილოვის]] მიხედვით, საქართველო არის [[კულტურული მცენარეები|კულტურულ მცენარეთა]] წარმოშობის [[დასავლეთი აზია|დასავლეთ აზიის]] ცენტრის ნაწილი, რომელიც მიჩნეულია [[ქერი]]ს, [[ხორბალი|ხორბლის]], [[პარკოსნები]]ს, [[ვაზი]]სა და [[ხილი]]ს მრავალი ჯიშის წარმოშობის ცენტრად. საქართველოში უძველესი დროიდან მოყავთ [[მარცვლოვანნი|მარცვლოვნების]] ([[ხორბალი]], [[ქერი]], [[შვრია]]), [[პარკოსნები]]ს, [[ვაზი]]ს, [[ბოსტნეული]]სა და [[ხილი]]ს ([[ვაშლი]], [[მსხალი]], [[კომში]], [[ქლიავი]], [[ნუში]], [[ატამი]] და სხვა) მრავალი ჯიში.<ref>[https://eiec.gov.ge/-/Documents/ViewFile/22 საქ. IV ეროვნ. მოხსენება] // [[ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია|ბმკ]]-სადმი, 2009, გვ. 8.</ref> |
|||
კულტურული მცენარეების აღიარებული სპეციალისტი, პროფესორი ევგენია სინსკაია თავის ნაშრომში მიუთითებს, რომ წინა აზია არის ხორბლის 12 სახეობის სამშობლო, ხოლო ამათგან 8 სახეობის სამშობლო [[სამხრეთი კავკასია|სამხრეთ კავკასიაა]].{{sfn-2|''Синская Е.Н.''|1969|გვ=47–57.}} ქართველი გენეტიკოს-სელექციონერი, კულტურული ფლორის მკვლევარი, აკადემიკოსი [[ვლადიმერ მენაბდე]] აღნიშნავდა: „საქართველოს ხორბლების ენდემური სახეობები წარმოიშვა ისტორიულ წარსულში, ქართველურ ხალხთა თავდაპირველი სამშობლოს მინდვრებზე; ისინი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდანაა მოსული ქართველურ ტომთან ერთად, რომლებმაც შეინარჩუნეს ეს რელიქტი ჩვენ დრომდე“. |
|||
ხორბლის სახეობათა ენდემიზმისა და პოლიმორფიზმის მაღალმა დონემ საფუძველი მისცა [[ლეონარდ დეკაპრელევიჩი|ლეონარდ დეკაპრელევიჩს]], ჯერ კიდევ 1938 წელს წამოეყენებინა დებულება იმის შესახებ, რომ საქართველო ხორბლის სახეობათა წარმოშობის ერთ-ერთი კერათაგანია.{{sfn-2|საქართველოს აგრარული კულტურა|2021|გვ=8.}} |
|||
სადღეისოდ ხორბლის Triticum ბოტანიკურ გვარში შემავალი სახეობებიდან საქართველოში აღნიშნულია 15 სახეობა: ''Triticum boeoticum, T. monococcum, T. timopheevii, T. zhukovskyi, T. dicoccum, T. palaeocolchicum, T. carthlicum, T. turgidum, T. durum, T. polonicum, T. turanicum, T. spelta, T. macha, T. aestivum, T. compactum''.<ref>მაისაია, 2009.</ref><ref>Mosulishvili et al., 2019.</ref>{{sfn-2|საქართველოს აგრარული კულტურა|2021|გვ=8–9.}} |
|||
წინააზიური გენცენტრის ამიერკავკასიის ნაწილში განსაკუთრებული ადგილი უკავია დასავლეთ საქართველოს, სადაც კულტურაში დადგენილ იქნა ხორბლის ენდემური სახეობები: ''T. macha, T. timopheevii, T. zhukovskyi, T. palaeocolchicum, T. carthlicum''.<ref>''В. Дорофеев и др.,'' [https://books.google.ge/books/about/%D0%9A%D1%83%D0%BB%D1%8C%D1%82%D1%83%D1%80%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D1%84%D0%BB%D0%BE%D1%80%D0%B0_%D0%A1%D0%A1%D0%A1%D0%A0.html?id=HwRQEAAAQBAJ&redir_esc=y Культурная флора СССР, 1979].</ref><ref>Index Seminum, Gatersleben, 1996.</ref> აქედან 4 სახეობა საქართველოს კულტურული ფლორის უძველეს ნაშთს წარმოადგენს, ხოლო ''T. carthlicum'' საქართველოს ფარგლებს გარეთაც გვხვდება (სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი, თურქეთი, თუმცა სახესხვაობების სიმრავლით საქართველო გამოირჩევა.{{sfn-2|საქართველოს აგრარული კულტურა|2021|გვ=9.}} |
|||
როგორც [[ივანე ჯავახიშვილი]] აღნიშნავდა, ქართულ სამიწათმოქმედო ტერმინოლოგიაში ხორბლის კულტურა მოხსენიებულია წერილობით ძეგლებში, რომელიც განეკუთვნება [[ძვ. წ. V საუკუნე]]ს. უძველეს ქართულ ლექსიკაში კარგადაა ასახული ხორბლის სახეობრივი და ჯიშობრივი დიფერენციაცია, ხორბლის ქართული სახელწოდებები: [[ზანდური]], [[მახა]], [[ასლი]], [[იფქლი]], ხულუგო და სხვ.{{sfn-2|საქართველოს აგრარული კულტურა|2021|გვ=10.}} |
|||
<gallery mode="packed-hover" heights="154px"> |
|||
File:Rhododendron ponticum & Fagus orientalis kz05.jpg|ალტ=|შქერი და აღმოსავლური წიფელი მტირალას ეროვნულ პარკში |
|||
File:Rhododendron ponticum & Fagus orientalis kz03.jpg|ალტ=|შქერი და აღმოსავლური წიფელი მტირალას ეროვნულ პარკში |
|||
File:Rhododendron ponticum & Fagus orientalis kz04.jpg|ალტ=|შქერი და აღმოსავლური წიფელი მტირალას ეროვნულ პარკში |
|||
File:Rhododendron ponticum & Fagus orientalis kz01.jpg|ალტ=|შქერი და აღმოსავლური წიფელი მტირალას ეროვნულ პარკში |
|||
</gallery> |
|||
==მცენარეული საფარის ისტორია== |
|||
პირველი ცნობები საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მოზარდი ხმელეთის მცენარეების შესახებ განეკუთვნება პალეოზოური ერის კარბონულ (ქვანახშირის) პერიოდს (360–290 მლნ წლის წინ). საქართველოს პალეოზოური ასაკის დანალექებში მკვლევართა მიერ აღმოჩენილია დედამიწის უძველეს მცენარეთა მრავალი წარმომადგენელი, კერძოდ [[ლეპიდოდენდრონი|ლეპიდოდენდრონები]], სიგილარიები, კალამიტისებრნი, [[თესლოვანი გვიმრები]], [[კორდაიტები]] და სხვ. ამ მცენარეთაგან ზოგიერთი (ლეპიდოდენდრონები, სიგილარიები, კალამიტები) 50 მ-მდე სიმაღლეს აღწევდა. აღნიშნული უძველესი მცენარეების უმეტესობა, როგორც ცნობილია, დედამიწის ზურგზე პალეოზოურ ერაშივე ამოწყდა (მათგან ნაწილმა დასაბამი მისცა შემდეგდროინდელ მცენარეებს).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=7.}} |
|||
<gallery mode="packed-hover" heights="154px"> |
|||
File:უჯარმა - იორი 0017.JPG|ალტ=|მდინარე იორი, ხედი უჯარმის ციხიდან |
|||
File:უჯარმა - იორი 0012.JPG|ალტ=|მდინარე იორი, ხედი უჯარმის ციხიდან |
|||
File:უჯარმა - იორი 0016.JPG|ალტ=|მდინარე იორი, ხედი უჯარმის ციხიდან |
|||
File:უჯარმა - იორი 0018.JPG|ალტ=|მდინარე იორი, ხედი უჯარმის ციხიდან |
|||
</gallery> |
|||
[[პალეოზოური ჯგუფი|პალეოზოურ ერაშიც]] და [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური ერის]] [[იურული სისტემა|იურულ პერიოდში]] (200–137 მლნ წლის წინ), როგორც [[პალეოგეოგრაფია|პალეოგეოგრაფიული]] წყაროებიდანაა ცნობილი, საქართველოს დღევანდელი ტერიტორია ზღვით იყო დაფარული. წყლიდან ამოწეული იყო მხოლოდ უძველესი მასივები (ძირულის, ხრამის, ლოქის) და სხვა ცალკეული კუნძულები. აღნიშნული კუნძულები იურულ პერიოდში დაფარული იყო ტროპიკული ტიპის მცენარეული საფარით, რომლის შემადგენლობაში, პალეობოტანიკოსთა გამოკვლევების თანახმად, მონაწილეობდა დედამიწის უძველესი მცენარეები — კალამიტისებრნი, შვიტასნაირები, [[გვიმრანაირნი|გვიმრანაირები]], [[ბენეტიტისნაირნი|ბენეტიტისნაირნი]], [[თესლოვანი გვიმრები]], კეიტონიასებრნი, საგოვანასებრნი, [[გინკგო]]სებრნი, [[არაუკარია]]სებრნი და სხვ. იმდროინდელმა უხვმა ტროპიკულმა მცენარეულობამ, როგორც მეცნიერები ასკვნიან, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ [[ქვანახშირი]]ს იურულ საბადოებს — [[ტყიბული]]ს, შაორის, [[ტყვარჩელი]]ს.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=7.}} |
|||
პალეოზოურ და ადრეულ მეზოზოურ ერაში ([[ტრიასული სისტემა|ტრიასული]] და [[იურული სისტემა|იურული პერიოდები]]), როგორც პალეობოტანიკური მასალები ადასტურებს, დედამიწის მთელ ხმელეთზე მცენარეულობა ([[ფლორა]], მცენარეული საფარი) საკმაოდ ერთგვაროვანი იყო, ზემოაღნიშნული უძველესი მცენარეები ფაქტობრივად დედამიწის ყველა ნაწილში ვრცელდებოდა. მცენარეულობის რეგიონული დიფერენცირება დაიწყო შედარებით გვიან და იგი დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის ფორმირებასთან იყო დაკავშირებული.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=7–8.}} |
|||
მეზოზოურ ერაში (ასევე კაინოზოური ერის დიდ მანძილზე) ჩვენს პლანეტაზე, მექსიკიდან მოკიდებული ჩრდილო ჩინეთამდე, გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვა — [[ტეთისი]], რომელიც ჰყოფდა ჩრდილოეთის ხმელეთს სამხრეთის მატერიკებისაგან. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთის და სამხრეთის ხმელეთზე უძველესი ფლორების განვითარება პრაქტიკულად დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან განსხვავებული გზით წარიმართა (არის გამონაკლისიც, როგორიცაა, მაგალითად, [[აღმოსავლეთი აზია|აღმოსავლეთ აზიის]] ფლორა და ზოგიერთი სხვ.).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=8.}} |
|||
პალეობოტანიკური მასალების თანახმად, [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური ერის]] [[ტრიასული სისტემა|ტრიასულ]] და [[იურული სისტემა|იურულ პერიოდებში]] (145–137 მლნ წლის წინ) ჩრდილოეთის ხმელეთზე (ტეთისის ოკეანის ჩრდილოეთით) გავრცელებული იყო საკმაოდ ერთგვაროვანი ტროპიკული ფლორა. მოგვიანებით, როცა ამ ფლორის დიფერენცირება განხორციელდა ([[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური ერის]] [[მესამეული სისტემა|მესამეულ პერიოდში]]), მისგან წარმოიშვა ჰოლარქტიკული (ჰოლარქტიკის ფიტოგეოგრაფიული ოლქის — დღევანდელი ფიტოგეოგრაფიული დარაიონების მიხედვით) სუბტროპიკული მარადმწვანე, ფოთოლცვენია და წიწვიანთა ფლორები.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=8.}} |
|||
[[ცარცული სისტემა|ცარცული პერიოდის]] ბოლომდე (70–67 მლნ წლის წინ) [[ტეთისი]]ს ზღვაში, [[საქართველო]]ს დღევანდელი ტერიტორიის ადგილზე არსებული მომცრო ზომის [[კუნძული|კუნძულები]] (მათ შორის [[კავკასიონი]]ს და [[მცირე კავკასიონი|ანტიკავკასიონის]] წინამორბედები) კვლავ ტროპიკული ტიპის მდიდარი მცენარეულობით იყო დაფარული, რაც სათანადო პალეობოტანიკური მასალებით მტკიცდება. [[ცარცული სისტემა|ცარცული პერიოდის]] დასასრულს [[ევრაზია]]ში (ევროპის და აზიის ნაწილი, ცენტრალური [[ჩინეთი]]) ფორმირებული იქნა არიდული ზონა, რომლის გავლენით [[ტეთისი]]ს ზღვის კუნძულების მცენარეული საფარი საგრძნობლად შეიცვალა. დათმო პოზიციები ხემაგვარმა [[გვიმრები|გვიმრებმა]], [[ბენეტიტისნაირნი|ბენეტიტისნაირებმა]] და სხვა უძველესმა მცენარეებმა (ბევრი მათგანი საერთოდ ამოწყდა). სამაგიეროდ თანდათანობით განიმტკიცა პოზიციები [[ტაქსოდიუმისებრნი|ტაქსოდიუმისებრთა]] (ოჯახი — Taxodiaceae) და [[წიწვოვნები|წიწვოვანთა]] (რიგი — Coniferales) წარმომადგენლებმა. [[ცარცული სისტემა|ცარცული პერიოდის]] ბოლოს დიდი ცვლილებები მოხდა საერთოდ [[დედამიწა|დედამიწის]] მცენარეულ სამყაროში, რაც დაკავშირებულია ფარულთესლოვან მცენარეთა — [[მაგნოლია|მაგნოლიების]], [[ევკალიპტი|ევკალიპტების]], [[დაფნა|დაფნისებრთა]] წარმომადგენლების, [[ჭადარი|ჭადრის]], [[მუხა|მუხის]] და სხვათა ფართო განსახლებასთან.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=8–9.}} |
|||
[[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური ერის]] [[მესამეული სისტემა|მესამეული პერიოდის]] დასაწყის და შუა ხანაში (პალეოცენის და ეოცენის ეპოქები; 67–40 მლნ წლის წინ) საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის ადგილზე კვლავ ზღვა იდგა ([[ტეთისი]]ს ზღვის ნაწილი, ე.წ. „მაიკოპური ზღვა“), რომელშიც უკვე ფორმირებული იყო [[კავკასიონი]]ს მოგრძო [[კუნძული]]. ოლიგოცენის (40–25 მლნ წლის წინ) დასაწყისში მაიკოპურ ზღვაში გაჩნდა [[მცირე კავკასიონი|ანტიკავკასიონის]] მოზრდილი კუნძულიც, რომელთა შორის ზღვა, ე.წ. „ამიერკავკასიის სრუტე“ ჩადგა (მარუაშვილი, 1981). [[პალეოგეოგრაფია|პალეოგეოგრაფები]] თვლიან, რომ [[ოლიგოცენი|ოლიგოცენში]] [[კავკასიონი]]სა და [[მცირე კავკასიონი|ანტიკავკასიონის]] კუნძულებზე უკვე ფორმირებული იყო საკმაოდ დანაწევრებული საშუალომთიანი [[რელიეფი]] ([[ბორცვი|ბორცვები]], [[ზეგანი|ზეგნები]] და სხვ., რომელთა სიმაღლე [[ზღვის დონე|ზ.დ.]] 1000–1500 მ აღწევდა).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=9.}} |
|||
პალეოცენში [[კავკასია]] [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] ფართო ბიოგეოგრაფიული ოლქის ნაწილს წარმოადგენდა. ზღვის თბილი წყალი და მისი გავლენით — თბილი და ტენიანი ჰავა უზრუნველყოფდა ძირითადად მარადმწვანე სუბტროპიკული ტიპის მცენარეულობის არსებობას. შემადგენლობაში კვლავ დომინირებდა [[თესლოვანი გვიმრები]], [[წიწვოვნები]] (მეტწილად [[ფიჭვი]]სებრთა — Pinaceae წარმომადგენლები), [[პალმები]], [[მაგნოლია|მაგნოლიები]] და სხვ.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=9.}} |
|||
ეოცენი, როგორც ცნობილია, [[მესამეული სისტემა|მესამეული პერიოდის]] ყველაზე თბილი ჰავით ხასიათდებოდა. პალეობოტანიკური მონაცემების (უზნაძე, 1967, და სხვ.) მიხედვით, ამ ეპოქაში კავკასიის კუნძულებზე განვითარებული იყო მარადმწვანე თერმომეზოფილური სუბტროპიკული (ზოგიერთი მეცნიერის აზრით — [[ტროპიკული ტყეები|ტროპიკული]]) ტყეები, რომელთა შემადგენლობაში ძირითადად მონაწილეობდა — [[პალმები]] (ოჯახი — Palmaceae), ევკალიპტები (ოჯახი — Myrtaceae), დაფნისებრნი (ოჯახი — Lauraceae), [[მაგნოლიასებრნი]] (ოჯახი — Magnoliaceae), [[ტაქსოდიუმისებრნი]] (ოჯახი — Taxodiaceae) და სხვ.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2002|გვ=9.}} |
|||
==მცენარეულობის კლასიფიკაცია== |
|||
საქართველოს ფლორა და მცენარეული საფარი მეტად მრავალფეროვანია. საფარის ცვალებადობა ხშირად იმდენად მკვეთრად და დროის მოკლე მონაკვეთში ხდება, რომ რთულდება მათი რაიმე ცხრილში მოქცევა. სუბალპების ფართოფოთლიანი ბალახეულობა ძალიან ხშირად ესაზღვრება კლდეთა ქსეროფიტებს ([[თეთრობის აღკვეთილი|თეთრობის ხეობა]], [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთი]], მთა[[თუშეთი]]) ''Acantholimon lepturoides'' (Jaub. & Spach) Boiss.,<ref>[https://www.gbif.org/species/4089301 ''Acantholimon lepturoides'' (Jaub. & Spach) Boiss.] // ''GBIF''</ref> და [[ფრინტა]] (''Anemone fasciculata'' L.)<ref>[https://worldfloraonline.org/taxon/wfo-0000535281;jsessionid=C31566E1DF83ACED8FC2A0B227F67347 ''Anemone fasciculata'' L.] // ''World Flora Online''</ref> ხშირად ერთმანეთისაგან ორი-სამი მეტრით არის დაცილებული, პირველს სამხრეთის ფერდობზე ვხვდებით, ხოლო მეორეს დასავლეთისაზე, ან ძალიან ხშირად ერთმანეთში არიან გადახლართულ-გადაჯაჭვული.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=38.}} |
|||
მიუხედავად ამისა, მცენარეული საფარი მაინც შესაძლებელია თავისუფლად მოთავსდეს ისეთ ფორმაციათა ჯგუფებში, როგორიცაა: უდაბნოებისა და ტრამალების მცენარეულობა, ველის მცენარეულობა, დაბლობთა და ვაკეთა ტყეების მცენარეულობა, მთების შუა სარტყლის ტყეების მცენარეულობა, სუბალპებისა და ალპების მცენარულობა, ხოლო აზონალური ტიპები ცალკე გამოიყოფა. ამ ცალკეულ ჯგუფებში უკვე ადვილად ნაწილდება ტიპები და ქვეტიპები. საქართველოსა და კავკასიის მცენარულობის კლასიფიკაციაზე მრავალი შრომაა გამოქვეყნებული.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=38.}} |
|||
'''I. ნახევარუდაბნოს მცენარეულობა'''. 1. აბზინდიან-უროიანის მცენარეულობა; 2. აბზინდიანები; 3. აბზინდიან-კაპუტიანის; 4. ხურხუმოიანები; 5. ყარღანიანები; 6. შავჯაგიანის ნახევარუდაბნო. |
|||
'''II. ველების მცენარეულობა'''. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე და ბარი — 7. უროიანი ველი; 8. ციწვერიანი ველი; 9. წივანიანი ველი; 10. წიწვიან-უროიანი ველი; 11. ნაირბალახოვანი ველი; 12. ნაირმარცვლოვანი ველი; 13. ჯაგ-ეკლიანი ველი სხვა ბუჩქებთან ერთად. სამხრეთ მთიანეთის ზეგნების ველები — 14. ვაციწვერიანი მთის ელემენტები; 15. მარცვლოვან-ნაირბალახოვანი; 16. წივანიანი; 17. ნაირბალახოვანი და სხვ.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=39.}} |
|||
'''III. დაბლობებისა და ვაკის ტყეები'''. ჭალის ტყეები — 18. ვერხვნარები; 19. ტირიფნარები; 20. მუხნარები; 21. თელნარი; 22. ლაფნარი. ნათელი ტყეები — 23. საკმლის ხიანი; 24. აკაკიანები; 25. ბერყენიანები; 26. ბროწეულიანი; 27. ნეკერჩხლიანები; 28. თელიანი, ჭალის თელისაგან; 29. ფიჭვნარები ელდარის ფიჭვისგან; 30. ღვიანი (ხემაგვარი ღვიები). აღმოსავლეთ საქართველოს ვაკის ტყეები — 31. მუხნარები ჭალის მუხისგან; 32. მუხნარები ქართული მუხისგან; 33. მუხნარ-თელნარი; 34. მუხნარ-რცხილნარები; 35. მუხნარ-ძელქვნარები და სხვ.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=40.}} |
|||
'''IV. დასავლეთ საქართველოს დაბლობისა და ვაკის მცენარეულობა'''. 36. ზღვისპირა ქვიშიანების მცენარეულობა; 37. ჭაობები; 38. ჭაობიანი თხმელნარები; 39. ლაფნარები; 40. მუხნარები იმერული მუხისაგან; 41. რცხილნარები დაბლობისა; 42. ძელქვნარები; 43. მუხნარები; 44. წაბლნარები; 45. ჯაგრცხილნარები; 46. დაფნარები; 47. წიფლნარები; 48. ფიჭვნარი ბიჭვინთის ფიჭვისაგან და სხვ.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=40.}} |
|||
'''V. მთების შუა სარტლის ტყეები'''. ფოთლოვანი ტყეები — 49. წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყით; 50. წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყის გარეშე; 51. ფოთლოვანი ტყე მუხის სიჭარბით; 52. ფოთლოვანი ტყე რცხილის სიჭარბით. წიწვიანი ტყეები — 53. ნაძვნარები; 54. სოჭნარები; 55. ფიჭვნარები კავკასიის ფიჭვისაგან. |
|||
'''VI. სუბალპების მცენარეულობა'''. სუბალპების ტყეები — 56. მუხნარები აღმოსავლეთ მუხისაგან; 57. მუხნარები პონტოური მუხისაგან; 58. არყნარები; 59. ნეკერჩხლიანები; 60. სოჭნარ-ნაძვნარები; 61. წიფლნარები. სუბალპების ბუჩქნარები — 62. დეკიანები; 63. ღვიიანები; 64. კეწერიანები; 65. მოცვნარები. სუბალპების მდელოები — 66. სუბალპების მაღალი ბალახეულობა; 67. წივანიანები; 68. ჭრელწივანიანები; 69. ძიგვიანები; 70. ნაირმარცვლოვანები. 71. ნაირბალახოვანი ფართოფოთლოვანები; 72. ნაირბალახოვანი წვრილფოთლოვანები; 73. ნაირბალახოვან-პარკოსნები და სხვ.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=41.}} |
|||
'''VII. ალპური მდელოები'''. 74. ისლიანები; 75. წივანიანები; 76. ძიგვიანები; 77. ჭრელწივანიანები; 78. ნაირმარცვლოვანები; 79. ნაირბალახოვანი მდელოები; 80. ალპური ხალები; 81. ნაშალთა და ღორღიანთა მცენარეულობა და სხვ. |
|||
'''VIII. ქსეროფიტები'''. 82. ნარეკლიანები (უმთავრესად ეკლიანი Astragalus-ები.); 83. ძეძვიანები; 84. შავჯაგიანები; 85. კლდეთა ბალახეული ქსეროფიტები. |
|||
'''IX. მდელოები'''. 86. ნესტიანი მდელოები; 87. მეზოფილური მდელოები; 88. ნატყევარი მდელოები და სხვ. |
|||
'''X. ჭაობები'''. 89. ლელიანები; 90. ლაქაშიანები; 91. ისლიანები (Carex-ის სხვადასხვა სახეობები); 92. ჭილიანები (Juncus-ების სხვადასხვა სახეობები); 93. ნაირბალახოვანები; 94. მარცვლოვანები. |
|||
'''XI. წყლის მცენარეულობა''' 95. წყლის პირისა და ფსკერზე მიმაგრებული მცენარეები; 96. წყალში მცურავი მცენარეები.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=41.}} |
|||
==საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები== |
|||
საქართველოს მცენარეული საფარის შემადგენლობაში მონაწილეობს მცენარეულობის მრავალი ტიპი, რომელთა შორის შედარებით ფართოდაა გავრცელებული [[ტყე|ტყეები]], ბუჩქნარები, [[მდელო]]ები, [[სტეპის ზონები|სტეპები]], [[ნახევრად უდაბნოს ზონები|ნახევრად უდაბნოები]] და [[წყლის და ჭაობის მცენარეულობა|ჭაობის მცენარეულობა]].{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2009|გვ=41.}} |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
File:Alpine meadows, Grassland, Georgia.jpg|ალტ=|ალპური მდელო [[ხევი (მხარე)|ხევში]] |
|||
File:Colchicum trigynum 40173515.png|ალტ=|''Colchicum trigynum'' |
|||
File:Dactylis glomerata (Cock's-foot, სათითურა), Shkmeri, Georgia.jpg|ალტ=|[[სათითურა]] [[შქმერი|შქმერში]] |
|||
File:Colchicum trigynum 40173541.jpg|ალტ=|''Colchicum trigynum'' |
|||
</gallery> |
|||
[[საქართველო]] [[მთიანი ქვეყანა]]ა და ვერტიკალური ზონალობა მკვეთრად არის გამოსახული. გარდა ამისა დასავლეთ საქართველოში [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სიახლოვე განსაკუთრებულ თერმულ პირობებს ქმნის აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებთან შედარებით, რომელიც კავკასიის ცხელი ველებისა და ტრამალების გაგრძელებას წარმოადგენს, შესაბამისად [[ზონალური მცენარეულობა|ჰორიზონტალური ზონალობაც]] საკმაოდ მკვეთრია. ამის გათვალისწინებით ეს ზონები საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგნაირად გამოისახება. |
|||
===I. დასავლეთ საქართველოს ვაკე და დაბლობი=== |
|||
1. ჰიდროფიტული ბალახეული მცენარეულობა და ტენიანი ტყეები (9–250 მ ზღვის დონიდან). |
|||
ამ სარტყელს ქმნიან [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროს [[ქვიშნარი]]ს მცენარეულობა, ბალახიანი [[ჭაობი|ჭაობები]], ტყიანი ჭაობები, ჭაობიანი ტყეები, ვაკეთა და დაბლობთა ლეშაბნიანი და მარადმწვანე ქვეტყიანი ტყეები. ამ ტყეების ძირითადი შემქმნელებია [[მურყანი]], [[ვერხვი|ხვალო]], [[ოფი]], [[ტირიფი]], [[ლაფანი]], [[იმერული მუხა]], ზოგან [[რცხილა]] და დღემდე ამ ადგილებში გადარჩენილი [[წიფელი]] და სხვ. |
|||
2. კოლხეთის მარადმწვანე ქვეტყიანი და ლეშამბიანი ტყეების სარტყელი (ქვედა ზოლი მერყეობს 150–250 მ შორის, ზემო საზღვარი კი 450–500 მ შორის ზღვის დონიდან). |
|||
ამ ტყეების ძირითადი შემქმნელი სახეობებია: [[რცხილა]], [[ჰართვისის მუხა]], [[ქართული მუხა]], [[იფანი]], [[წაბლი]], [[წიფელი]]. ქვეტყეში კი ჩვეულებრივია: [[წყავი]], [[შქერი]], [[ბაძგი]], [[თაგვისარა]], [[ძმერხლი]], აგრეთვე [[მოცვი]], [[იელი]] და სხვა მისთანანი. ამ სარტყელში ტიპიურია ლეშამბოც, ეკალ-ღიქი, [[სურო]], [[კოლხური სურო]], კრიკინა, [[ღვედკეცი]] და მისთანანი.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=36.}} |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Quercus hartwissiana 1.jpg|[[ჰართვისის მუხა]] |
|||
Quercus petraea iberica 1.jpg|[[ქართული მუხა]] |
|||
Fraxinus excelsior Arboretum Robert Lenoir.jpg|[[იფანი]] |
|||
Castanea vesca kz03.jpg|[[წაბლი]] |
|||
</gallery> |
|||
===II. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე და დაბლობი=== |
|||
3. კახეთის ლეშაბნიანი ტყე მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] ნაპირზე და [[ჭალის ტყე]]ები (200-დან 600 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, მდინარის ტერასით ვიწრო ზოლად). |
|||
მთავარი შემქმნელი სახეობანია: ხვალო, [[ოფი]], [[ლაფანი]], ჭალის მუხა, [[ჭალა|ჭალის]] [[თელა]], [[მურყანი]], [[ტირიფი]], კახეთში ზოგან [[ძელქვა]]. ლეშამბონი: [[ჩვეულებრივი სურო]], [[პასტუხოვის სურო]], [[ღვედკეცი]], [[უსურვაზი|კრიკინა]], ეკალ-ღიკი, [[კატაბარდა]], [[სვია]], [[მაყვალი]] და სხვ. |
|||
4. ნათელი ტყეები (200-დან – 500 მ-დე გავაკებისაკენ). |
|||
ამ ტყის ძირითადი შემქმნელია: [[საკმლის ხე]], [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ქართული ნეკერჩხალი]], ბერყენები, [[ღვია|ღვიები]], [[ელდარის ფიჭვი]]. ნათელი ტყის ელემენტები ზოგი მდინარის კანიონით ([[ხრამი|მდ. ქცია]]) 1000–1100 მ სიმაღლემდეც აღწევს. |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Terebinth in Elah Valley.jpg|[[საკმლის ხე]] |
|||
Nettle tree leaf.jpg|[[აკაკი (მცენარე)|აკაკი]] |
|||
Flora della Sardegna 011 (02).jpg|[[ღვია]] |
|||
Leaning tree near beach.jpg|[[ელდარის ფიჭვი]] |
|||
</gallery> |
|||
5. ვაკეთა მუხნარი ტყეები (დასავლეთ ნაწილში უშუალოდ ჭალის ტყის პირიდან 800 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან). |
|||
მთავარი სახეობანია: ჭალის მუხა,<ref group="კომ."> ჭალის მუხა (გრძელყუნწა) — 30 მ-მდე სიმაღლის ფოთლოვანი ჯიშის ხე. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ჭალებში. მისი მერქანი გამოირჩევა შესანიშნავი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით და პრაქტიკულად სახალხო მეურნეობის ყველა დარგში გამოიყენება.</ref> [[თელა]], [[ქართული მუხა]], [[ნეკერჩხალი]], [[იფანი]], [[პანტა]], [[მაჟალო]]. |
|||
6. ველები და ნახევარუდაბნოები (ზონალურად ენაცვლება ნათელი ტყეებისა და ვაკეთა მუხნარების სარტყელს, ბევრგან მათ ნაალაგევზეა გავრცელებული). |
|||
ველებში მთავარია შემდეგი ცენოზები: ჯაგ-ეკლიანები, [[უროიანი|უროიანები]], ვაციწვერიანები, წივანიანები, ნაირბალახოვანები, ნაირმარცვლოვანები, ნარეკლიანები, ქსეროფიტული ბუჩქნარები; წმინდა ძეძვიანები, ხურხუმოიანები, ყარღანიანები, აბზინდიანები და სხვ. |
|||
7. მთებისწინა კალთების რცხილნარ-მუხნარები (გვხვდება ვაკეთა მუხნარებიდან 800 მ-დან დაწყებული 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან). |
|||
ამ სარტყელში ჩვეულებრივია [[ქართული მუხა]], [[რცხილა]], [[უხრავი]], [[თამელი]], [[იფანი]], [[კუნელი]], [[ნეკერჩხალი]], [[პანტა]], [[ბალამწარა]], [[მაჟალო]], [[ზღმარტლი]] და სხვ.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=36–37.}} |
|||
===III. სამხრეთ საქართველო=== |
|||
8. მაღალმთის ველების სარტყელი (1400 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან). |
|||
ზონალურად ეს ველები მდებარეობს მთის ტყეების სარტყელში. მეორადი ტიპია და ტყეების მოსპობის შემდეგაა ფეხმოკიდებული. |
|||
===IV. მთების შუა სარტყელი=== |
|||
9. დასავლეთ საქართველოს წიფლნარები (500 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან). |
|||
აღმოსავლეთ საქართველოს წიფლნარები — 800–2100 მ-დე ზღვის დონიდან. |
|||
10. წიწვიანი ტყეები (800 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე). |
|||
ეს ორი ფორმაცია ხეობათა მიხედვით ხშირად ურთიერთს ენაცვლება.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=37.}} |
|||
===V. მთამაღალი=== |
|||
11. სუბალპური ფორმაციები: |
|||
ა. სუბალპების ტყეები, 2000–2500 მ შორის მდებარე სარტყელია. სიმაღლე მერყეობს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. დასავლეთ კავკასიონზე უფრო დაბლა მდებარეობს, ვიდრე აღმოსავლეთში. მთავარი სახეობებია; არყები ([[მტირალა არყი|მეჭეჭიანი არყი]], [[თეთრი არყი|ლიტვინოვის არყი]], [[რადეს არყი]], [[მედვედევის არყი]], [[მეგრული არყი]]), [[მთის ბოყვი]], [[კავკასიური მუხა|მაღალმთის მუხა]], [[პონტოური მუხა]], [[ცირცელი|ჭნავი]], [[ვერხვი]]. |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Betula pendula (1).JPG|[[მტირალა არყი|მეჭეჭიანი არყი]] |
|||
Betula raddeana RB1.JPG|[[რადეს არყი]] |
|||
Betula pubescens - Burgwald 002.jpg|[[თეთრი არყი]] |
|||
Sorbus aucuparia (fruits).jpg|[[ცირცელი|ჭნავი]] |
|||
Betula medwediewii Brzoza Medwediewa 2019-05-19 05.jpg|[[მედვედევის არყი]] |
|||
ID 430 Bergahorn Gutschy 0001.jpg|[[მთის ბოყვი]] |
|||
Quercus macranthera Tbilisi.jpg|[[კავკასიური მუხა|მაღალმთის მუხა]] |
|||
</gallery> |
|||
ბ. მთამაღალის ბუჩქნარები, ძალიან ხშირად ემთხვევა სუბალპების ტყის სარტყელსაც, 2600 მ სიმაღლემდე ტიპურია. ამ სარტყელში მთავარი სახეობანია: [[დეკა (მცენარე)|დეკა]], [[კენკრა]], [[კავკასიური მოცვი|მთის მოცვი]], [[ღვია]] (სამხრეთ ფერდობებზე). |
|||
გ. სუბალპების მაღალი ბალახეულობა. სუბალპების ტყის სიმაღლეებშია ტიპური. |
|||
დ. ალპური მაღალბალახიანი მდელოები — დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი მარცვლოვანების (სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფერდობი) და ფართოფოთლოვანი ორლებნიანების (ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფერდობები) ფორმაციები. ხშირად სცილდება 2500 მ სიმაღლეს ზღვის დონიდან. |
|||
12. ალპური მდელოები და ხალები (2600 მ-დან თოვლის ქვემო ხაზამდე, საშუალოდ 3500 მ). |
|||
13. ნაშალებისა და ქვიანების მცენარეულობა (გავრცელებულია უშუალოდ თოვლის ხაზისა და ალპურ ზემო საზღვარს შორის). |
|||
==ტყეები== |
|||
ბუნებრივ ტყეებს [[საქართველო]]ში 2767300 ჰა ფართობი უკავია, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 39%-ს შეადგენს. ეს ტერიტორიის საერთო ტყიანობის დონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც საქართველოს [[ევროპა|ევროპის]] ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს აკუთვნებენ.<ref group="კომ.">ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 3007.6 ათას ჰექტარს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰექტარი) — 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) ეკავა 2822.4 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი), რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იმ დროისთვის მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებელი 27%-ს, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისათვის 15%-ს არ ღემატებოდა. ტყეებში მერქნის (ხეთა ღეროების) საერთო მარაგი შეადგენდა 454.5 მლნ [[კუბური მეტრი|მ³]]-ს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი — 4.5 მლნ მ³-ს</ref> |
|||
არსებითად [[საქართველოს კლიმატი|განსხვავებული კლიმატის]] გამო, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტყეების ვერტიკალური სარტყლიანობა ერთმანეთს არ ემთხვევა. დასავლეთ საქართველოში [[არიდული მცენარეულობა|არიდული მცენარეულობის]] სარტყელი არ არსებობს. [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ნაპირიდანვე ვაკეები და მთების წინა კალთები დაფარულია [[სუბტროპიკული ტყეები და ბუჩქნარები|სუბტროპიკული ტყეებით]], მაშინ, როცა აღმოსავლეთ საქართველოში [[ნახევრად უდაბნოს ზონები|ნახევარუდაბნოს ზონის]] შემდეგ, ზღვის დონიდან 300–500 მ სიმაღლემდე არიდული მეჩხერების, ანუ ნათელი ტყეების სარტყელია წარმოდგენილი. საერთოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ვერტიკალური სარტყლიანობა უფრო რთულია: [[ვასილ გულისაშვილი]]ს მიერ (1964), გამოყოფილია არიდული ტყეების (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) ქართული მუხის (500–1000 მ). წიფლის (1000–1500 მ), მუქწიწვიანი ტყეების (ნაძვისა და სოჭის) (1500–1900 მ), სუბალპური (1900–2500 მ), ალპური (2500–3000 მ), სუბნივალური (2000–3700 მ) და ნივალური (3700 მ-ს ზევით) სარტყლები. ამრიგად, ტყეების გავრცელება ვერტიკალური სარტყლების მიხედვით, ანუ ვერტიკალური ზონალობა აპირობებს მათ ბიომრავალფეროვნებას.{{sfn-2|გიგაური, გიორგი.|2000|გვ=92.}} |
|||
ტყეების [[ბიომრავალფეროვნება]]ს განსაზღვრავს აგრეთვე მთის [[ფერდობი|ფერდობთა]] დაქანება და დახრილობის მიმართულება (ექსპოზიცია). ცნობილია, რომ დამრეც (10°-მდე) დაქანების ფერდობებზე განლაგებულია საქართველოს ტყეების 5,5%. დაფერდებულ (11–20°) ფერდობებზე — 16,5%; ციცაბო (21–35°) ფერდობებზე — 54,4%; ძლიერ ციცაბო ფერდობებზე (35° და მეტი) — 23,6%. ამრიგად, საქართველოს ტყეების დიდი ნაწილი (78%) ციცაბო და ძლიერ ციცაბო ფერდობებზეა განლაგებული. ტყეების ასეთი არათანაბარი განაწილება ფერდობის დაქანების სიმკვეთრის მიხედვით განსაზღვრავს მათ [[ბიომრავალფეროვნება]]ს. ტყეების ბომრავალფეროვნებას აგრეთვე განსაზღვრავს მათი გავრცელების ხასიათი ფერდობთა ექსპოზიციების მიხედვით, რომლებიც განლაგებულნი არიან, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის რუმბის ექსპოზიციებზე. |
|||
ტყის ბიომრავალფეროვნებას აგრეთვე განსაზღვრავს კორომთა განაწილება შემადგენლობის, სიხშირის, ხნოვანებისა და პროდუქტიულობის მიხედვით. მეტად მრავალფეროვანია საქართველოს ტყის სახეობრივი შემადგენლობა. ტყეში ველურად იზრდება დაახლოებით 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. ბოტანიკოსების მიერ აგრეთვე აღწერილია ამ სახეობათა 182 ფორმა და 91 ვარიაცია. ტ. ჩიქოვანის გამოთვლით მათ შორის: [[ხე]]ებია — 153 სახეობა; [[ბუჩქი|ბუჩქებია]] — 202 სახეობა; ნახევარბუჩქებია — 29 სახეობა; [[ლიანები]] — 11 სახეობა.{{sfn-2|გიგაური, გიორგი.|2000|გვ=17.}} |
|||
სიმაღლის მიხედვით, ველურად მოზარდი 153 სახეობიდან მაღალტანიანია (25 მეტრზე მეტი) 51 სახეობის ხე. მათ შორის აღსანიშნავია [[კავკასიური სოჭი]] (იზრდება 70 მ-მდე), [[აღმოსავლეთის ნაძვი]] (იზრდება 40–50 მ-მდე), [[აღმოსავლური წიფელი|აღმოსავლეთის წიფელი]] (იზრდეა 40–50 მ-მდე), [[სოსნოვსკის ფიჭვი|სოსნოვსკისა]] და [[ბიჭვინთის ფიჭვი|ბიჭვინთის ფიჭვები]], [[ქართული მუხა]], მაღალმთის მუხა, [[იმერული მუხა]], [[ჰართვისის მუხა]], გრძელყუნწა მუხა, ჩვეულებრივი [[წაბლი]], თელები, ჩვეულებრივი [[იფანი]], [[კავკასიური რცხილა]], კავკასიური და წვრილფოთლა ცაცხვები, ხვალო, [[ოფი]], [[ძელქვა]], [[მთის ბოყვი]], [[დათვისთხილა|ქართული თხილი]], [[მურყანი]] და სხვ. |
|||
საშუალო სიმაღლისაა (8-დან 24 მ-მდე) 56 სახეობის ხე. მათ შორის აღსანიშნავია: მაღალმთის [[ნეკერჩხალი]], [[კავკასიური აკაკი]], ღვიები, [[მეგრული არყი]], [[მედვედევის არყი]], [[რადეს არყი]], [[ლიტვინოვის არყი]], [[მეჭეჭიანი არყი]], [[მაჟალო]], [[პანტა]], [[ჩვეულებრივი ხურმა]], [[კოლხური ბზა]], [[ქორაფი]], [[საღსაღაჯი]] და სხვ. |
|||
დაბალტანიანია (7 მ და ნაკლები სიმაღლის) 46 სახეობის ხე, მათ შორის: [[ღვია]], [[წიფელი]], [[ჭანჭყატი|ჭანჭყატები]], [[პონტოური მუხა]], [[ხეჭრელი]], [[ქაცვი]], [[ძახველი]], [[შინდი]], [[ბროწეული]], [[ფშატი]], [[დიდგულა]], [[ზღმარტლი]], [[კუნელი]], [[კოწახური]] და სხვ.{{sfn-2|გიგაური, გიორგი.|2000|გვ=18.}} |
|||
დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემურ [[მერქნიანი ჯიშები|მერქნიან მცენარეთა]] სიმრავლე, მათ შორის 2000 წლისთვის არსებული მონაცემებით საქართველოს [[ენდემები|ენდემს]] წარმოადგენდა — 61 სახეობა, ხოლო [[კავკასია|კავკასიის]] — 43 სახეობა. ასევე, 2000 წლისთვის არსებული მონაცემებით ინტროდუცირებული იყო 6 ათასზე მეტი მერქნიანი სახეობა, რომელთაგან [[ბოტანიკური ბაღი|ბოტანიკურ ბაღებსა]] და დასახლებული ადგილების გამწვანებაში წარმოადგენლი იყო 3 600-ზე მეტი. ზემოთ მოტანილი მონაცემები საქართველოს მერქნიან მცენარეთა მრავალფეროვნებას ადასტურებს. ტყეების ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, ტყის ეკოსისტემათა ნაირგვარობასა და რთულ სტრუქტურაზე მიუთითებს როგორც წმინდა, ისე შერეული კორომების არსებობა.{{sfn-2|გიგაური, გიორგი.|2000|გვ=18.}} |
|||
საქართველოს ტყეების ბიოლოგიური მრავალფეროვნების თავისებურებებზე აგრეთვე მეტყველებს მათი ტიპოლოგიური ნაირგვარობის ფართო სპექტრი. ტყის ტიპოლოგიური მაჩვენებლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ამა თუ იმ ტყის ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებისა, როგორც ბიოგეოცენოზში მრავალი ერთგვაროვანი ტიპის ერთობლიობა.{{sfn-2|გიგაური, გიორგი.|2000|გვ=22.}} |
|||
საქართველოს ტყეებში ყველაზე მეტად გავრცელებულია წიფლით გაბატონებული კორომები, მათ უკავიათ ტყით დაფარული ფართობების 48,5%; მუხნარებს — 10,5%, სოჭნარებს 8,5%, რცხილნარებს — 6,6%, ნაძვნარებს — 5,7%, ფიჭვნარებს — 4,7%, არყნარებს — 3,1%, მურყნარებს — 3,2%, წაბლნარებს — 2,5% და სხვა სახეობების ტყეებს — 6,6%.<ref>[https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/112568/1/Satyeo_Moambe_2009_N2.pdf მთის ტყეების ბიომრავალფეროვნების არსი]</ref> |
|||
შესაბამისად, საქართველოს ძირეული ტყეების მთავარი ფორმაციებია (საერთო ფართობის მიხედვით) — წიფლნარი (''Fagus orientalis''), ქართული მუხის (''Quercus iberica'') მუხნარი, წაბლნარი (''Castanea sativa''), სოჭნარი (''Abies nordmanniana''), ნაძვნარი (''Picea orientalis''). მათ წილად მოდის ქვეყნის ბუნებრივი ტყეების ორ მესამედზე მეტი. ძირეულ ტყეებს მიეკუთვნება შედარებით შეზღუდული გავრცელების ფორმაციებიც — ჭალის მუხის (''Quercus longipes''), მაღალმთის მუხის (''Quercus macranthera''), იმერული მუხის (''Quercus imeretina'') და მუხის სხვა სახეობებისაგან შექმნილი ტყეების ფორმაციები (მუხნარები); არიდული ტყეები — საკმლისხიანი (''Pistacia mutica'') და ღვიიანი (''Juniperus foetidissima, J. polycarpos''); მურყნარი (''Alnus barbata''); ლიტვინოვის არყის (''Betula litwinowii'') არყნარი; კავკასიური ფიჭვის (''Pinus sosnowskyi'') ფიჭვნარი; ბიჭვინთის ფიჭვის (''Pinus pithyusa'') ფიჭვნარი; ძელქვნარი (''Zelkova carpinifolia'') და სხვ.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=3.}} |
|||
აკადემიკოს [[ვასილ გულისაშვილი]]ს მიხედვით საქართველოს ტყეები განლაგებულია შვიდ განსხვავებულ ბუნებრივ-ისტორიულ ტერიტორიაზე (ტყემცენარეულობის ოლქები). წარმოდგენილია როგორც ნახევრად უდაბნოების არიდული (ნათელი), ასევე კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტყეები. ტყემცენარეულობის ოლქები განსხვავებულია აგრეთვე ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, რის გამოც თითოეულ ტყემცენარეულობის ოლქში გამოიყოფა ვერტიკალური სარტყლები. ვერტიკალური სარტყლიანობის მიხედვით ტყეები იწყება უშუალოდ შავი ზღვის პირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლემდე (სუბტროპიკული ზონიდან ალპურ მდელოებამდე).<ref>[https://geography.ge/საქართველოს-ტყეები/ საქართველოს ტყეები] // ''geography.ge''</ref> |
|||
ქვეყნის ტყეების დაახლოებით 98% გავრცელებულია [[კავკასიონი]]ს და [[მცირე კავკასიონი]]ს მთათა კალთებზე. დიდი ნაწილი ტყეებისა (დაახლოებით 45%) გავრცელებულია დიდი (30%-ზე მეტი) დაქანების ფერდობებზე. ამ ტყეებს უაღრესად მნიშვნელოვანი რესურსწარმოებითი (მდინარეთა წყლის, მინერალური წყაროების, ჰავის ფორმირების და სხვ.) და გარემოსდაცვითი (ეროზიასაწინააღმდეგო, ზვავსაწინააღმდეგო და სხვ.) ფუნქციები გააჩნია. უშუალო ეკონომიკური მიზნით ამ ტყეების რესურსების (მერქნის და ტყის ე.წ. არამერქნიანი რესურსების) გამოყენება ასეთ რთულ რელიეფურ პირობებში ძალზე შეზღუდულია, განსაკუთრებით მგრძნობიარე ბუნებრივ ეკოსისტემებში კი საერთოდ გამორიცხულია.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2009|გვ=41–42.}} |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Lagodekhi Green (Photo by Peretz Partensky, 2009) (5).jpg |
|||
Lagodekhi Managed Reserve 2023-08-13-6.jpg |
|||
Lagodekhi Nature Reserve1.jpg |
|||
Lagodekhi 04.jpg |
|||
</gallery> |
|||
საქართველოს ტერიტორიაზე ტყეების (ტყის ფორმაციების) ჰორიზონტალური და ვერტიკალურ-ზონალური განაწილება ლიმიტირებულია ჰავით, კერძოდ, მისი მთავარი მახასიათებლების სითბური და ტენიანობის რეჟიმის კანონზომიერი ცვალებადობით ტერიტორიის შავი ზღვიდან დაშორებასთან და ზღვის დონიდან ამაღლებასთნ დაკავშირებით. საერთო ბუნებრივ კანონზომიერებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები (რამაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყნის ლანდშაფტური ცვლილებების ხასიათიც კი შეიძინა), როგორიცაა – ტყეების გავრცელების ქვედა და ზედა საზღვრების ხელოვნური გადაადგილება ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში და ხეობებში, ტყიან ტერიტორიებზე (ე.წ. სატყეო მიწებზე) ტყისშემდგომი ბუჩქნარი და ბალახოვანი (მდელოს, სტეპის) მცენარეულობის არეალის მკვეთრი გაფართოება, — პრაქტიკულად მთლიანად უკავშირდება ადამიანის არაგონივრულ საქმიანობას (ტყის რესურსების გამოყენება დადგენილი წესების იგნორირებით).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2009|გვ=42.}} |
|||
<gallery mode="packed-hover" heights="154px"> |
|||
File:Lagodekhi NP.jpg|ალტ=|ხავსები ქვებზე ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში |
|||
File:Ninoskhevi waterfall 2.jpg|ალტ=|ნინოსხევის ჩანჩქერი |
|||
File:Სუბალპური ტყე - იელის ყვავილობა.jpg|ალტ=|სუბალპური ტყე, იელის ყვავილობა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში |
|||
File:Ტყის სიმფონია ლაგოდეხი.jpg|ალტ=|ტყის სიმფონია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში |
|||
</gallery> |
|||
საქართველოს ტყეების დიდი უმეტესობა, ფიტოცენოლოგიური შინაარსით, წარმოადგენს ევროპული ტყეების ორგანულ ნაწილს (განიხილებოდა კიდეც ევროპის ტყეებთან ერთად; სსრკ ევროპული ნაწილის მცენარეულობა, 1980, და სხვ.). ტყის ედიფიკატორების (ტყის შემქმნელი სახეობების) და ასოციაციათა დამახასიათებელი სახეობების უმეტესობა გენეზისურად და სისტემატიკურად ახლოსაა ევროპულ (ხმელთაშუაზღვეთურ, შუაევროპულ და სხვ.) სახეობებთან. |
|||
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია ფოთოლმცვენი (83,6%) და წიწვიანი (16,4%) ტყეები, მომცრო ფართობებზე შემორჩენილია მარადმწვანე ფოთლოვანი ტყეებიც.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2009|გვ=43.}} |
|||
'''ტყის ეკოსისტემები.''' ტყის ეკოსისტემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ტყით დაფარულია ქვეყნის ტერიტორიის 39,9%. საქართველოს ტყეების 97% ბუნებრივია. მათი დიდი ნაწილი (98%) მთის ტყეებს წარმოადგენს და გააჩნია წყალმარეგულირებელი, ნიადაგის დამცველი, კლიმატის მასტაბილიზებელი ფუნქციები, ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს მცენარეთა და ცხოველთა მრავალი რელიქტური, ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისათვის. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია თითქმის ხელუხლებელი ტყის კორომები, რომლებსაც გააჩნიათ უდიდესი კონსერვაციული ღირებულება. ტყის ეკოსისტემები გვხვდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის პლატო]], ხოლო [[ხევი (მხარე)|ხევისა]] და [[თუშეთი]]ს რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია.<ref>[https://eiec.gov.ge/-/Documents/ViewFile/22 საქ. IV ეროვნ. მოხსენება] // [[ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია|ბმკ]]-სადმი, 2009, გვ. 11.</ref> |
|||
დასავლეთ საქართველოში ტყე ზღვის დონიდანვეა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი 600–700 მეტრის სიმაღლიდან იწყება. საქართველოს ტყეებში დაახლოებით 400 სახეობის [[მერქნიანი ჯიშები|მერქნიანი]] მცენარე იზრდება. საქართველოს დენდროფლორის 26% (104 სახეობა) საქართველოსა და კავკასიის ენდემია. ნიადაგობრივ და კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულებით ტყის ძირითადად გავრცელებული ტიპებია ფოთლოვანი, წიწვოვანი, სუბალპური მეჩხერი და ტანბრეცილი, არიდული მეჩხერი და ჭალის ტყეები. ფოთლოვან ტყეებს უკავია ტყით დაფარული ფართობების 81%, ხოლო წიწვოვან ტყეებს შესაბამისად, — 19%. სახეობების მიხედვით ტყის ფონდი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: წიფლნარები (46,6%). მუხნარები (10,6%), რცხილნარები (8,8%), სოჭნარები (7%), მურყნარები (5,5%), ნაძვნარები (4,5%), ფიჭვნარები (4%), წაბლნარები (3,2)%). |
|||
დასავლეთ საქართველოს ტყეებისათვის დამახასიათებელია მარადმწვანე ფართოფოთლოვანი მერქნიანი სახეობების ქვეტყე, რომელიც შექმნილია რელიქტური გვარების Rhododendron, Epigaea, Ruscus, Ilex, Daphne, Hedera, Laurocerasus-ის სახეობებით: [[შქერი]] (''Rhododendron ponticum''), უნგერნის შქერი (''Rhododendron ungernii''), სმირნოვის შქერი (''Rhododendron smirnowii''), წყავი (''Laurocerasus officinalis''), [[კოლხური ბაძგი]] (''Ilex colchica''), [[ძმერხლი]] (''Ruscus colchicus''), [[გაულთერიასმაგვარი ეპიგეა|ეპიგეა]] (''Epigaea gaultherioides''), [[კოლხური სურო]] (Hedera colchica) ''Daphne alboviana, D. pontica''. აღნიშნული სახეობები კოლხეთის ბიოგეოგრაფიული პროვინციის ტყეებში ქვეტყეს ქმნიან, როგორც დამოუკიდებლად, ისე ერთმანეთში შერეული ნაირგვარი კომბინაციების სახით, რაც ამ ტყეების განუმეორებლობასა და მაღალ საკონსერვაციო ღირებულებას განაპირობებს. კოლხური ქვეტყე განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთში. აქ ის ზღვის დონიდან 2300–2400 მ-მდე ვრცელდება. |
|||
აღსანიშნავია [[ურთხელი|უთხოვრისა]] და [[ძელქვა|ძელქვის]] რელიქტური ტყეები, რომლებიც შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოში [[ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი|ბაწარისა]] და [[ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი|ბაბანეურის ნაკრძალებში]]. |
|||
1800–1900 მეტრის სიმაღლიდან იწყება სუბალპური მეჩხერი ანუ „პარკისებური“ ტყეები, რომლებსაც ძირითადად წარმოქნიან მაღალი [[მთის ბოყვი]] და მაღალმთის მუხა. |
|||
კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან [[წიფელი]] (''Fagis orientalis''), [[არყი]] (''Betula litwinowii''), მაღალმთის ბოყვი, [[იმერული ხეჭრელი]]. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით: [[მეგრული არყი]] (''Betula megrelica''), [[მედვედევის არყი]] (''Betula medwediewii''), [[პონტოური მუხა]] (''Quercus pontica''). |
|||
აღმოსავლეთ საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაციებს შორის დომინირებს ქართული მუხის (''Quercus iberica'') ტყე (მუხნარი) და აღმოსავლური წიფლის (''Fagus orientalis'') ტყე (წიფლნარი). საქართველოს ძირეული ტყეების უძველესი ფორმაციები — აღმოსავლური ნაძვის (''Picea orientalis'') და კავკასიური სოჭის (''Abies nordmanniana'') ტყეები (ნაძვნარი, სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, წიფლნარ-სოჭნარი და სხვ.) აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია, ძირითადად, დასავლურ (კოლხეთის მოსაზღვრე) ნაწილში (ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონი, მდ. დიდი ლიახვის ხეობა). ნაძვნარები და ნაძვის სიჭარბით ტყეები (წიფლნარ-ნაძვნარი, სოჭნარ-ნაძვნარი) საკმაოდ ფართო გავრცელებას აღწევს ცენტრალურ თრიალეთზეც, გვხვდება აღმოსავლეთ თრიალეთზეც (მდ. ალგეთის ზემო წელის აუზი).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=5.}} |
|||
ჭალის ტყეები აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებულია დაბლობებსა და მთისწინეთში მდინარეების მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა (''Quercus pedunculiflora''), აგრეთვე, ვერხვი (''Populus canescens, Populus hybrida''), ეს ტყეები მდიდარია [[ლიანები]]თ. დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში კი წამყვანი პოზიცია უჭირავს [[მურყნარი|მურყნარებს]].<ref>[https://eiec.gov.ge/-/Documents/ViewFile/22 საქ. IV ეროვნ. მოხსენება] // [[ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია|ბმკ]]-სადმი, 2009, გვ. 12.</ref> |
|||
===ნათელი ტყეები=== |
|||
საქართველოში ნათელი ტყეები გავრცელებულია აღმოსავლეთ ნაწილში. ტიპური ნათელი ტყეები გვხვდება ჩვენი ველებისა და ნახევარუდაბნოების გაბატონების არეში; შირაქში, ელდარში, გარეჯში, [[გარდაბანი (მხარე)|გარდაბნის მხარეს]], [[იაღლუჯის ქედი|იაღლუჯზე]]. გარდა ამისა ნათელი ტყის ფრაგმენტები ან ზოგჯერ შედარებით მისი მეზოფილური ვარიანტები აღნიშნულია ველების პერიფერიებზე, მთებისწინა კალთების ტყეების ([[მუხნარი|მუხნარების]]) არეში. ბოლნისსა და ქვ. დმანისს შორის, [[მაშავერა]]ს მარცხენა ნაპირას, შულავერის მიდამოებში [[ბოლნისისწყალი|მდ. ფოლადაურის]] ნაპირის გორაკებზე, სადაც იგი [[ბერდიკის ციხე|ბერდიკის ციხის]] ფერდობებზე გვხვდება [[აკაკი (მცენარე)|აკაკისა]] და [[ძეძვი]]ანების სახით, [[სარკინეთი]]ს ხევზე, მდ. ქციის ხრამის კანიონებზე, ქალაქ [[სამშვილდე]]ს ნანგრევთა მიდამოებში.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=51.}} |
|||
ნათელი ტყე თავისებური ფლორისტული შემადგენლობით ხასიათდება. ამ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობებია: [[საკმლის ხე]] (''Pistacia mutica'' F. et M.), [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]] (''Celtis caucasica'' W.), [[ქართული ნეკერჩხალი]] (''Acer ibericum'' M.Bieb.), ბერყენები (''Pyrus georgica'' Sch. Knthath., ''P. Ketzkhovelii'' Sch. Kuthath., ''P. Demetrii'' Sch. Kuthath., ''P. Sachokiana'' Sch. Kuthah., ''P. salicifolia'' Pall.), თელა (''Ulmus foliacea'' Gilib.), ელდარის ფიჭვი (''Pinus eldarica'' Medw.), ღვიები (''Juniperus foetidissina'' W., ''J. isophyllos'' C. Koch., ''J. oxycedrus'' L. და სხვ.), ე. ი. სახეობები, რომლებიც სხვა ტიპის ტყეების შექმნაში მოანაწილეობას არ იღებს, ანდა თუ არიან, შემთხვევითია, ან ვაკის ტყეებში ქმნის თავისებურ ორიგინალურ ცენოზს.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=53.}} |
|||
ნათელ ტყეებში ორ ძირითად, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ტიპს ვარჩევთ, სახელდობრ — ცენოზებს, რომლებიც ფოთლოვანებისგანაა შექმნილი და წიწვოვანებისაგან შექმნილ ცენოზებს. ამ ორ ჯგუფს შორის გარდამავალი ცენოზები არსებობს, მაგ. როდესაც ღვიიანში [[საკმლის ხე|კევის ხეც]] გვხვდება ან პირიქით. |
|||
1. ფოთლოვანი ნათელი ტყე — თავის მხრივ რამდენიმე გარკვეულ ფორმაციას შეიცავს, სახელდობრ: ა. საკმლისხიანი, რომელიც შექმნილი საკმლის ხისაგან (''Pistacia mutica'' F. et M.). ბ. [[აკაკიანი]] (''Celtis caucasica'' W.); გ. ნეკერჩხლიანი, (''Acer ibericum'' M.B.); დ. [[ბერყენიანი]] (''Pyrus salicifolia''-ს ბერყენების ტიპისანი). ესენი მთავარია, მაგრამ გვაქვს აგრეთვე თავისებური ვარიანტები და გარდამავალი საფეხურები, ასე მაგალითად: ე. ნარევი ტყე, რომელიც შექმნილია დასახელებული სამივე სახეობისაგან (გვხვდება ფრიად იშვიათად, ე.წ. „ალესილების“ ძირში). ვ. თელიანი (შემქმნელია ''Ulmus foliacea'' Gilib.) იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება, უმთავრესად — შედარებით მეზოფილურ ადგილსამყოფელზე, ხევის პირებზე, ალესილების გაყოლებით, სადაც ხშირად წყალი ჟონავს. ზ. საკმლისხიანი — ქართული მუხით, გვხვდება ნათელი ტყეების გავრცელების პერიფერიებზე. უმთავრესად ფოლადაურის, მაშავერას, ქციის, მტკვრის შუა წელის (სარკინეთი) ხეობებზე და შირაქიდან ალაზნისაკენ გასულ ხევებში. თ. საკმლისხიანი ჭალის მუხით (''Quercus longipes'' Stev.) — ივრის ნაპირებზე, ელდარ-სამუხის მიდამოებში. ი. საკმლისხიანი ილღუნით (''Tamarix''-ებით).{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=53.}} |
|||
2. წიწვიანი ნათელი ტყე თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფა, ესენია: ა. [[ფიჭვნარი]], რომელიც [[ელდარის ფიჭვი]]საგან არის შექმნილი. ბ. ღვიიანი, რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებს რამდენიმენაირი [[ღვია]], მათ შორის, პირველ რიგში, ხისმაგვარი ღვიები. გ. სარკინეთის და არმაზის ქედზე გავრცელებულ ღვიიანი — მის ჩამოყალიბებაში დიდ მონაწილეობას იღებს ქართული მუხის ტყის ელემენტები.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=54.}} |
|||
===არიდული ტყეები=== |
|||
არიდული ტყეებიდან, რომლებიც გეოლოგიურ წარსულში (ისტორიულ ხანაშიც) აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთის ქვედა სარტყელში მნიშვნელოვან ტერიტორიას იჭერდა, სადღეისოდ შემორჩენილია, ძირითადად, საკმლის ხიანი (''Pistacea mutica'') და ღვიიანი (''Juniperus foetidissima, J. polycarpos'') — შირაქში, [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]], უფრო იშვიათად — [[შიდა ქართლი|შიდა ქართლშიც]]. ძლიერი ანთროპოგენური პრესის გავლენით (უსისტემო ჭრა, ზამთრის საძოვრად გამოყენება) არიდული ტყეების ფიტოცენოზების უმეტესობა მეტ-ნაკლებად სახეცვლილია (მეტისმეტად გამეჩხერებული, მეორადი ცოცხალი საფარით); მათი ბუნებრივი განახლება არადამაკმაყოფილებელია, დიდი ნაწილისა კი — პრაქტიკულად შეწყვეტილია.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=49.}} |
|||
===სუბალპური ტყეები=== |
|||
[[სუბალპური სარტყელი|სუბალპურ სარტყელში]] (ზ.დ. 1800 მ ზემოთ) ტყის რამდენიმე ფორმაცია ვრცელდება. ზემოგანხილული ფორმაციებიდან სუბალპებში საკმაოდ ღრმად შედის (ზ.დ. 2100–2300 მ-მდე, [[ფიჭვნარი]] — 2450 მ-მდე) [[სოჭნარი]], [[ნაძვნარი]], წიფლნარი, ფიჭვნარი. ტყის ზოგიერთი ფორმაცია ([[არყნარი]], მაღალმთის ნეკერჩხლიანი, მაღალმთის მუხნარი) მხოლოდ [[სუბალპური სარტყელი|სუბალპურ სარტყელშია]] გავრცელებული, იშვიათად ჩამოდის მთის ზედა სარტყელში.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=49.}} |
|||
'''არყნარები.''' მაღალმთის (სუბალპური) ძირეული ტყეების ერთ-ერთ მთავარ ფორმაციას წარმოადგენს არყნარი (''Betula litwinowii''). არყის მეჩხერი და ტანბრეცილი ტყეები ზ.დ. ყველაზე მაღლა (2600 მ) ვრცელდება. სადღეისოდ არყნარების უდიდესი ნაწილი განადგურებულია, მათ ნაალაგევზე განვითარებულია მაღალმთის ბუჩქნარები ([[დეკიანი]], [[იელი (მცენარე)|იელიანი]] და სხვ.) და [[მდელო]]ები ([[სუბალპური მცენარეულობა|სუბალპური მეორადი მდელოები]]). არყის ტყის ცენოზები, რომლებიც შემორჩენილია მთის ტყეებში, მეტ-ნაკლებად დეგრადირებულია (სახეცვლილი).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=49.}} |
|||
'''ნეკერჩხლიანები.''' სუბალპური ტყეების ერთ-ერთი ფორმაციაა ნეკერჩხლიანი (''Acer trautvetteri''). მაღალმთის ნეკერჩხლის ძირეული ტყეები სადღეისოდ ცოტაღაა შემორჩენილი, მეტწილად დასავლეთ საქართველოს სუბალპებში (ტანბრეცილი ნეკერჩხლიანები). სუბალპური მეჩხერი ნეკერჩხლიანები, რომლებიც გავრცელებულია ქვემო სუბალპურ ქვესარტყელში და მთის ზედა სარტყელში (ზ.დ. 1700–2100 მ ფარგლებში), მეორადია, განვითარებულია ძირეული ტყეების — წიფლნარებისა და მუქწიწვიანი ტყეების (ნაძვნარი, სოჭნარი) ნაალაგევზე.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=50.}} |
|||
'''მაღალმთის მუხის მუხნარები.''' მაღალმთის მუხის (''Quercus macranthera'') ტყეები (მუხნარები) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სუბალპებში და მთის ზედა სარტყელში (ზ.დ. 1600–1700მ ზემოთ). დასავლეთ საქართველოში (კავკასიონზე) მუხის ტყე [[სვანეთი|სვანეთამდე]] ვრცელდება. მუხნარებს უჭირავს სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობები, სადაც სხვა სუბალპური ფორმაციები ([[არყნარი]], ნეკერჩხლიანი, მაღალმთის წიფლნარი) მუხნარ ტყეებს კონკურენციას ვერ უწევს (ნიადაგის მეტი სიმშრალე).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=50.}} |
|||
===ჭალის ტყე=== |
|||
აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეთა მდინარეების ნაპირების გასწვრიევ ე. წ. ჭალებში, ძირითადი ტიპია ჭალის ტყე. ამ ტყეებისათვის მთავარი და დამახასიათებელი ხეებია: ვერხვები, ხვალო, [[ოფი]], [[მურყანი]], [[ტირიფი|ტირიფები]], ცოტა უფრო მშრალ ადგილსამყოფელზე — ჭალის მუხა (''Quercus longipes'' Steven)<ref>[https://www.gbif.org/species/8171760 ''Quercus longipes'' Steven] // ''GBIF''</ref> და ჭალის თელა (''Ulmus suberosa'' Moench).<ref>[https://www.gbif.org/species/5680328 ''Ulmus suberosa'' Moench] // ''GBIF''</ref> |
|||
ქვეტყეში კი მრავლადაა აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობის ტყეებში შემავალი ბუჩქნარი: [[კუნელი]], განსაკუთრებით კი — ამ ტყისათვის ტიპურია [[ქაცვი]], [[იალღუნი]] ანუ სამასრე ტირიფი, მგლის ყურძენა და სხვ. |
|||
ჭალის ტყეები გავრკელებულია მტკვრის ხეობაში, [[ალაზანი|მდ. ალაზნის]], [[იორი|ივრის]], [[არაგვი]]ს, [[ქსანი|ქსნის]], [[პატარა ლიახვი]]ს, [[დიდი ლიახვი]]ს, [[ფცა (მდინარე)|ფცის]], [[ფრონე|ფრონის]], [[ხრამი|ქციის]], [[მაშავერა]]ს, [[ალგეთი]]ს, [[ვერე]]ს, [[ძამა]]ს, [[თეძამი]]სა და სხვა მდინარეთა ჭალებში.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=76.}} |
|||
ალაზნის ჭალის ტყეები თავის იერითა და შემადგენლობით განახვავდება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მდინარეთა ჭალის ტყეებისაგან. აქ გარდა დასახელებული სახეობებისა მონაწილეობას იღებს [[ლაფანი]], [[პასტუხოვის სურო]]. |
|||
მდინარის სიახლოვეს, სადაც ნიადაგში გრუნტის წყალი საკმაოდ ზემოთ არის ტირიფები და ვერხვები ჭარბობენ. გრუნტის წყლის სიღრმეზე წასვლის შედეგად — მუხები და თელები. ცალკეული ხეების მიხედვით შეიძლება ზოგან ეს კანონზომიერება დაირღვეს, თუმცა ცენოლოგიურად ეს ეკოლოგიური რიგი უფრო მყარია.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=77.}} |
|||
[[ჭალის ტყე]]ში მრავალფეროვანი ვარიანტის აღნიშვნა შეიძლება, რომელთა შორის შესაძლებელია აღინიშნოს: 1. ტირიფნარი; 2. ვერხვნარი; 3. ვერხვნარ-ტირიფნარი, რომელიც უშუალოდ წყლის პირზე ვრცელდება და ხშირად პირველ დაჯგუფებას ენაცვლება; 4. [[მურყნარი]]; 5, ვერხვნარ-მუხნარი — წყლის პირიდან ჩეეულებრივ იგი მეორე ზოლის დაჯგუფებაა და მუხნარის ზოლში გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს; 6. [[მუხნარი]], რომელშიც გაბატონება ჭალის მუხას (''Quercus longipes'' Steven) მიეკუთვნება. იგი ამ ტყის მესამე ზოლად უნდა დაისახოს; 7. მუხნარ-თელნარი — ეს უკანასკნელი ზოლია წყლის პირიდან, რომელიც უშუალოდ ეკვრის ველებს. მაგრამ ველისა და ამ ტიპის ტყეთა შორის ჩეეულებრივ გარდამავალი საფეხურიც არსებობს ბუჩქნარის სახით; 8. ბუჩქნარი, რომელშიაც ველის ელემენტები საგრძნობლად ჭარბობს.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=77.}} |
|||
არის ადგილები, სადაც მარტო ერთი რომელიმე ვარიანტია გამოსახული, მაგალითად — ვერხვნარი ან [[მუხნარი]]. ვერხვნარი, ტირიფნარი, ვერხვნარ-ტირიფნარი — ჩვეულებრივ, გავრცელებულია ისეთ ნაპირებზე, რომელიც წყლის გავლენას უფრო განიცდის, შედარებით დიდხანს არის დაფარული წყლით და ამის გამო ნიადაგშიც მეტი ტენია. [[მუხნარი]] გვხვდება, შედარებით პირველ ტიპთან, უფრო მშრალ ადგილებზე, ხოლო რაც შეეხება მუხნარ-თელნარს — მისი ადგილსამყოფელი დანარჩენ დაჯგუფებათა ადგილსამყოფელთან შედარებით უფრო მშრალია და ზოგიერთ შემთხვევებში ველის ბუჩქნარის ადგილსამყოფელოს უახლოვდება. ამ მხრივ ეს ვარიანტი გარდამავალი ზოლია ჯაგ-ეკლიან ველსა და ტიპურ [[ჭალის ტყე]]ს შორის.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=78.}} |
|||
ამ ეკოლოგიური რიგების ნახვა შეიძლება [[რუსთავი|რუსთავში]], [[ყორუღი|ყორუღში]], [[იორი|იორზე]], [[ჭოპორტი|ჭოპორტში]] და სხვაგან. ხშირია, როდესაც მდინარის თანამედროვე ტერასაზე გავრცელებულია ეერხვნარი და იგი არავითარ გარდამავალ საფეხურს აღარ ქმნის, პირდაპირ ველს ან ბიცობის დაჯგუფებას ესაზღვრება, რადგან თანამედროვე ტერასის წინამორბედი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული და მასზე ტყე ან არ ყოფილა, ანდა თუ ყოფილა განადგურებულა და დაწერილია უკეთეს შემხვევაში ჯაგ- ეკლიანი ველით, ხოლო უარეს შემთხვევაში ველით ან ვეძიანით და ბიცობის დაჯგუფებით (მაშავერის ნაპირები, მტკვრის შესართავთან). თუ ეს ტიპი ღრმადაა მთების კალთებს შორის შეჭრილი, ხშირად ვერხვნარს წიფლნარიც ესაზღვება.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=78.}} |
|||
===რელიქტური ტყეები=== |
|||
'''კახეთის ლეშამბიანი ტყე'''. ალაზნის ხეობის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილია ლეშამბიანი ტყე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში კოლხეთის ლეშამბიანი ტყის ანალოგს წარმოადგენს. ეს ტყე ტიპურია და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყის გამდიდრებულ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც უახლოვდება რიონის ჭალის ტყეებს. ამ ტყეს ჭალის ტყეებისაგან გამოვყოფთ შემადგენლობის გამო და, მეორე იმიტომ, რომ მოქცეულია ჭალის ტყის პირობებისგან განსხვავებულ გარემოში, რაც მის იერს თავისებურ დაღს ასვამს.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=84.}} |
|||
[[ალაზანი|ალაზნის]] პირას გაერცელებული ტყე ლეშამბიანი (ლიანებიანი) ტყეა. იგი ტიპურად გავრცელებულია მის მარცხენა ნაპირზე და ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლემდე აღწევს. აღმოსავლეთ-სამხრეთის ნაწილით [[ზაქათალა]]ში და აქედან [[აზერბაიჯანი]]ს ვაკეთა მხარეში გადადის. [[ალაზანი|ალაზნის]] მარჯვენა ნაპირზეც უფრო ტიპურად [[გურჯაანი]]ს გასწვრივამდეა გამოსახული. შედარებით ამაღლებულ ადგილებზე, სადაც წყალი ადვილად იწრიტება, მას აღმოსავლეთ ველების გავლენა საკმაოდ ძლიერ ეტყობა და მრავალ ადგილას უკვე განვითარებულია მეორადი წარმოშობის ტიპები: [[ჯაგრცხილა|ჯაგრცხილნარი]], რცხილნარ-მუხნარი და ბევრგან კი ძეძვიანი თავისი ტიპური თანამყოლებით, როგორც ბუჩქნარებიდან, ისე ბალახეულ მცენარეულობიდან.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=86.}} |
|||
სახეობები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ ტყის შექმნაში, დაბლობის და ვაკის ტყეების ელემენტებია, დაბლობის მუხა (''Quercus longipes'' Steven),<ref>[https://www.gbif.org/species/8171760 ''Quercus longipes'' Steven] // ''GBIF''</ref> ხვალო (''Populus hybrida'' M.Bieb.),<ref>[https://www.gbif.org/species/3040187 ''Populus hybrida'' M.Bieb.] // ''GBIF''</ref> [[ლაფანი]] (''Pterocarya pterocarpa'' (Michx.) Kunth ex Iljinsk.)<ref>[https://www.gbif.org/species/4205311 ''Pterocarya pterocarpa'' (Michx.) Kunth ex Iljinsk.] // ''GBIF''</ref> და სხვ. სავარაუდოდ, ახლო წარსულში აქ ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული [[ძელქვა]]ც. მისი კორომები გადარჩენილია [[ახმეტის მუნიციპალიტეტი]]ს [[ფიჩხოვანი|სოფ. ფიჩხოვანთან]] და [[ლალისყური|ლალისყურთან]], მუხნარ-ჯაგრცხილნარის ზონაში.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=86.}} |
|||
ლეშამბოთა (მხვიარა მცენარეები) შორის მნიშვნელოვანია: [[ღვედკეცი]], კრიკინა, [[კატაბარდა]], [[ეკალღიჭი]], [[ჩვეულებრივი სურო]], [[პასტუხოვის სურო]] და სხვ.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=86.}} |
|||
ალაზნის ქვედა მიმდინარეობის ნაპირებზე ჭარბობს ეერხვის ვარიანტი, სადაც ალაზნის მიერ ნიადაგიც მეტად დანესტიანებული და დაჭაობებულია.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=87.}} |
|||
კახეთის ალაზნის პირისა და გავაკების მთებისწინა კალთების ტყეები, რომ ტიპური რელიქტური ტყეებია, იქიდანაც დასტურდება, რომ იქ ნანახია არა ერთეული ხეები, არამედ [[ძელქვა|ძელქვის]] ტყეც. [[ძელქვა]], ანუ ალუხი, როგორც მას კახეთში ეძახიან, გვხვდება სამხრეთისაკენ დაქანებულ ფერდობებზე. ზოგან [[ძელქვა]] დაბლობშიც იზრდება, გავაკებაზე, ჭალის ტყის ფარგლებში.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=89.}} |
|||
ქვეტყეში ხშირია [[შინდანწლა]], [[შინდი]], [[ზღმარტლი]], [[კვიდო]], აღმოსავლეთის [[კუნელი]] და სხვ.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=89.}} |
|||
1957 წელს [[სტორი]]ს მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილი იქნა ძელქვების მეორე კერა, სადაც ძელქვნარი დაახლოებით იმავე ტიპისაა როგორიცაა ბაბანაურისა და არგოხის ძელქვნარი (ი. ვაჩნაძე).{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=89.}} |
|||
ამ მხარეში ორნაირი ძელქვნარია, ერთი მთებისწინა კალთების ძირისა, ქვემო სარტყელში ზღვის დონიდან 430 მ სიზაღლეზე, მეორე კი დაახლოებით 450-დან 502 მ სიმაღლემდე, სადაც ტყე უფრო შენახულია. პირველი ძელქვნარი უფრო ძელქვნარ-ჯაგნარია, სადაც [[ძეძვი]] დიდ მონაწილეობას იღებს.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=90.}} |
|||
'''კოლხეთის რელიქტური ტყეები.''' წარსულ [[გეოლოგიური ეპოქა|გეოლოგიურ ეპოქებში]] არსებული ტყის იერი უფრო კარგად შემორჩა იმ ტყეს და საერთოდ მცენარეულობას, რომელიც გავრცელებულია [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]] და ბარში მთებისწინა კალთების ჩათვლით. მას რელიქტურ ტყესაც უწოდებენ. კოლხურ ტიპად ამ შემთხეევაში იგულისხმება ის მცენარეულობა, რომელიც კოლხეთის დაბლობზეა გავრცელებული. ძირითადად 450–500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. 500 მ სიმაღლის ზევით არსებული ტყეებიც კოლხეთის, რელიქტური იერის მატარებელია, მაგრამ აქ ეს იერი უფრო ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე დაბლა და ამიტომ ამ ზონის მცენარეულობა განხილულია მთების შუა სარტყელის ტყეების ან ალპურ მცენარეულობასთან ერთად (მთის წიფლნარები, წაბლნარები და სხვ.).{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=92.}} |
|||
[[კოლხეთის დაბლობი]]ს ტყის შემქმნელ ძირითად სახეობებად მიიჩნევა, ჭალებში — [[ლაფანი]], ხვალო (''Populus hybrida'' M.Bieb.), [[მურყანი]], [[ხურმა]] და სხვ. გავაკების ძირითად არეზე — [[ჰართვისის მუხა]], [[რცხილა]], [[წიფელი]], [[წაბლი]]. ჩრდილოეთისაკენ, სადაც კირქვების ქანების გავლენა უფრო მკვეთრია ([[სოხუმი]], [[გაგრა]]) ძირითად შემქმნელ სახეობებში ჭარბობენ [[ქართული მუხა]] და [[რცხილა]]. ვაკეზე (სამეგრელოს დაბლობი და ვაკე) კირქვები პატარ-პატარა გორაკებად და ქედებად არის ამოწეული, აქ ზოგან იერის მომცემ ჯიშად ჭარბობს [[დაფნა]], [[ჯაგრცხილა]], [[ლეღვი]]. ამათ გარდა ვაკისა და დაბლობის ტყეში დიდ მონაწილეობას იღებს — [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[ცაცხვი]], [[თელა]], [[თელადუმა]], [[მაჟალო]], [[პანტა]], [[ძელქვა]].{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=96.}} |
|||
ამ ტყეებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე თავისებური ქვეტყე, რომელშიც იერის მიმცემია მარადმწვანე ბუჩქები, ან ხეები, რომლებიც აქ ბუჩქებად მონაწილეობენ, ''Taxus baccata'' L., ''Ilex colchica'' Pojark.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=97.}} |
|||
მუხებიდან დაბლობზე, ვაკეზე, ჭალის ტყის არეებში [[იმერული მუხა]]ა გავრცელებული. ბარში, შემაღლებულ ადგილებზე კი კოლხური მუხა, ხოლო [[ქართული მუხა]] ჩვეულებრივია შემაღლებულზე — [[კირქვა|კირქვებზე]]. [[ძელქვა]]ც შემაღლებულ ადგილებში გვხვდება, ე.ი. მესამე საფეხურის არისათვის უფრო ტიპური და დამახასიათებელია. [[ვერხვი]], [[ლაფანი]], [[ტირიფი]] კი ჩვეულებრივია მდინარის პირის ტყეებისათვის.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=97.}} |
|||
===მთების შუა სარტყელის ტყეები=== |
|||
მთების შუა სარტყელის ტყე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში 500-დან 2150 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, აღმოსავლეთ საქართველოში 800-დან – 2250 მ-მდე, თუმცა ქვემო და ზემო საზღვარი სხვადასხვა პუნქტისათვის 100–250 მ ფარგლებში მერყეობს.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=113.}} |
|||
მთების შუა სარტყელში გავრცელებული ტყეები შეიძლება ოთხ ძირითად ჯგუფად დაიყოს: 1. დასავლეთ საქართველოს წიფლის ტყეები, 2. აღმოსავლეთ საქართველოს წიფლის ტყეები, 3. წიწვიანი ტყეები, 4. მუხნარ-რცხილნარები. ეს ჯგუფები თავის მხრივ მრავალ ფორმაციას შეიცავს, სახელდობრ: წიფლნარებს, სოჭნარებს, ნაძვნარებს, ფიჭვნარებს, სოჭნარ-ნაძვნარებს, მუხნარებს, მურყნარებს, ნარევფოთოლმცვივანებისას და სხვ. მურყნარების ფორმაცია ზემოაღნიშნულ ყველა ფორმაციის გავრცელების არეში შეიძლება შეგვხვდეს.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=117.}} |
|||
'''წიწვიანი ტყეების ჯგუფი.''' წიწვიანი ტყეებიდან მთავარი ტიპები — ნაძვნარები და სოჭნარები უმთავრესად და უპირატესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მთავარი მასივები მოქცეულია ისეთ მდინარეთა ხეობებში როგორიცაა: [[ხანისწყალი]], [[სუფსა]], [[ჭოროხი]], [[რიონი]], [[ცხენისწყალი]], [[ტეხური]], [[ენგური]], [[კოდორი]], [[ბზიფი]], [[მზიმთა]] და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოში კი ფოცხოვის, ქობლიანისწყლის ხეობებზე, [[ბორჯომის ხეობა|ბორჯომის]], [[ატენის ხეობა|ატენის]] და ლიახვის ხეობაზე, [[თუშეთი|მთათუშეთში]] — [[პირიქითი ალაზანი|პირიქითის ალაზნების]] ხეობებზე. რამდენიმე წერტილი აღნიშნულია [[არაგვის ხეობა]]ზე და სამხრეთით — თბილის-მანგლისს შორის.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=120.}} |
|||
[[ფიჭვნარი|ფიჭვნარებში]] ასოციაციები მეტად მრავალნაირია, ერთი მხრივ, გვხვდება ფიჭვნარები კოლხური ([[ჭოროხი]]ს ხეობა) ელემენტებით და, მეორე მხრივ, [[ანატოლია|ანატოლიის]] [[ქსეროფიტები]]თ ([[ჯავახეთი|ჯავახეთში]] — [[თეთრობის აღკვეთილი|თეთრობის ხეობა]]). ველის ელემენტებით ([[მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი|მარიამჯვარის]] [[ფიჭვნარი|ფიჭვნარები]]) და სუბალპების ელემენტებით (მაღლა მთაში, [[ბორჯომის ხეობა]], [[თუშეთი|მთათუშეთი]] და სხვ.). ჩრდილოეთის ხავსიანი და სელშავიანი ფიჭვნარები ([[აფხაზეთი]], [[თუშეთი|მთათუშეთი]] და სხვ.).{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=121–122.}} |
|||
'''ნარევი ტყე.''' ფოთოლმცვივან ტყეთა შორის გვხვდება ნარევი ტყე, რომელშიც მონაწილეობას იღებს: [[ცაცხვი]], [[რცხილა]], [[მუხა]], [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[მურყანი]] და სხვ. ხშირია ორსახოვანი და სამსახოვანი ასოციაციები. მათში შეიძლება გამოიყოს აგრეთვე ასოციაციები ბალახეული საფარისა და ქვეტყის მიხედვით.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=122.}} |
|||
'''მუხნარები და რცხილნარები.''' ტყეების ეს ტიპი ვითარდება ზღვის დონიდან 750 მ-დან, ველების ზონის შემდეგ 1000–1200 მ სიმაღლემდე აღმოსავლეთ საქართველოში; დასავლეთ საქართველოში კი კოლხური ტიპის ტყეების შემდეგ 800–850 მ სიმაღლემდე. |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Algeti National Park 2022-10-22-12.jpg |
|||
Borjomi Kharagauli National Park Georgia.jpg |
|||
Algeti National Park 2022-10-22-14.jpg |
|||
Hills forest (3337727183).jpg |
|||
</gallery> |
|||
მთების შუა სარტყელის მუხნარებისა და რცხილნარების ფორმაციებში მრავალი ასოციაცია გვხვდება, საინტერესო, როგორც გენეტიკურად ისე ფლორისტულად: [[ქართული მუხა|ქართული მუხისგან]] შექმნილი [[მუხნარი|მუხნარები]] და რცხილნარები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოშიც და დასავლეთ საქართველოშიც. ქვეტყის და ბალახეული საფარის მიხედვით მათ შორის გვხვდება ურთიერთდამთხვეული ასოციაციები, მაგრამ ერთიმეორისაგან განსხვავებულიც ბევრია. დასავლეთ საქართველოს ამ ზონის მუხნარებში ვხვდებით მუხნარებს კოლხური ბუჩქნარებით, რაც აღმოსავლეთ საქართველოში სრულიად გამორიცხულია, სამაგიეროდ აღმოსავლეთში მუხნარები ღვიის ქვეტყით ჩვეულებრივი მოვლენაა.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=122.}} |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Lagodekhi Managed Reserve 2023-08-13-6.jpg |
|||
Lagodekhi Managed Reserve 2023-08-13-8.jpg |
|||
Lagodekhi Managed Reserve 2023-08-13-3.jpg |
|||
Lagodekhi Managed Reserve 2023-08-13-4.jpg |
|||
</gallery> |
|||
რცხილნარი ზოგადად კარგადაა გამოსახული ზღვის დონიდან 800–1200 მ სიმაღლეთა შორის. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლეთ საქართველოში [[გომბორის ქედი]], სამხრეთ კავკასიონის, [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის]] სამხრეთ-აღმოსავლეთის ქედები, სომხითის მთები, ლორე-[[ბამბაკი]]საკენ და სხვ., რომელშიც სხვა სახეობათა მონაწილეობა შედარებით მცირეა.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=122.}} |
|||
მუხნარები აღმოსავლეთ საქართველოს მთის ქვედა იარუსების ტყეებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მას დაკავებული აქვს არეები 800-დან 1100 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ის შექმნილია [[ქართული მუხა|ქართული მუხისაგან]] და ბევრგან მეორადი წარმოშობისა უნდა იყოს, რადგან რცხილნარების ადგილას განვითარდა, ხოლო თვით რცხილნარი კი, წიფლნარების გაჩანაგების შედეგად. მთავარი შემადგენელი სახეობის — [[ქართული მუხა|ქართული მუხის]] გარდა, ნარევის სახით აღინიშნება: [[ნეკერჩხალი]], [[იფანი]], [[თელა]]. ქვეტყეში კი ჩვეულებრივ გაბატონებულია სხვადასხვა [[კუნელი]], [[კვიდო]], [[დიდგულა]], [[ზღმარტლი]]. მნიშვნელოვანია აგრეთვე [[მაჟალო]]ს, [[პანტა|პანტის]], [[კუნელი]]ს, [[თამელი]]ს და მისთანების მონაწილეობა.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=123.}} |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Lagodekhi National Park. Forest.jpg |
|||
Shatili, Argun 5, Georgia.jpg |
|||
Borjomula River Georgia.jpg |
|||
Hills forest (3338558462).jpg |
|||
</gallery> |
|||
[[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლში]], ფოლადაურის ხეობაზე, განვითარებულია შესანიშნავი მუხნარები, მუხნარ-ჯაგრცხილნარები და მუხნარ-რცხილნარები. მუხები აქ უმეტესად უზარმაზარია, 300–500 წლისანი. ასეთ მუხნარში ხილეული ([[პანტა]], [[მაჟალო]], [[ბალამწარა]]) ხშირი მოვლენაა. [[ზღმარტლი]] უფრო ხისმაგვარ მცენარედ იზრდება, მეტად ბევრია [[კვრინჩხი]], მრავალ ადგილას, შიგ ტყეში და ტყის მეჩხერში [[ძეძვი]]ა შეჭრილი (ბერდიკი, ფოლადაური), ბევრგან ნასოფლარზე განვითარებულია [[მუხნარი]]. აქ ხეები, ჩვეულებრივ, 300–500 წლისაა.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1959|გვ=125.}} |
|||
===ფოთოლმცვენი ტყეები=== |
|||
'''წიფლნარები''' (Fageta; ''Fagus orientalis''). აღმოსავლური წიფლის მიერ შექმნილი ტყე (წიფლნარი) საქართველოს ძირეული ტყეების უმთავრესი ფორმაციაა. წიფლნარების საერთო ფართობი შეადგენს 1 175 მლნ ჰექტარს.<ref group="კომ.">ტყეების ფართობი მოტანილია სახელმწიფო ტყეთმოწყობის 2000 წლისათვის არსებული მასალების მიხედვით.</ref><ref group="კომ.">საქართველოს წიფლნარების ტიპები საკმაოდ ფართოდ არის შესწავლილი. ამ მხრივ აღსანიშნავია ვ. გულისაშვილის (1964), ა. დოლუხანოვის (1963), ი. თუმაჯანოვის (1938), ლ. მახათაძის (1965), მ. სვანიძის (1978; 1999), რ. ქვაჩაკიძის (1992) და სხვათა შრომები.</ref> |
|||
წიფლნარები გავრცელებულია [[კავკასიონი]]სა და [[მცირე კავკასიონი]]ს მთების საშუალო და დიდი დაქანების კალთებზე, სადაც უდიდეს გარემოსდაცვით (წყალმარეგულირებელ, კლიმატმარეგულირებელ, ნიადაგდაცვით და სხვ.) ფუნქციებს ასრულებს — ზღვის დონიდან 150–200 მ-დან (აღმოსავლეთ საქართველოში 600–800 მ-დან) 2300–2350 მ-მდე (აღმოსავლეთ საქართველოში 2100–2150 მ-მდე). წიფლის ტყეების გავრცელება მკვეთრად შეზღუდულია სამხრეთ საქართველოში (მესხეთში), ხოლო თუშეთში საერთოდ არ ვრცელდება.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რევაზ.|2009|გვ=43.}}{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=20.}} |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Fagus orientalis kz07.jpg |
|||
Fagus orientalis kz09.jpg |
|||
Fagus orientalis kz10.jpg |
|||
Буковый лес. Озеро Рица. Абхазия.JPG |
|||
</gallery> |
|||
არარაციონალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს წიფლნარების საერთო ფართობი და გაუარესდა არსებული ტყეების მდგომარეობა (სტრუქტურა, პროდუქტიულობა, ბუნებრივი განახლება). ოფიციალური მონაცემებით წიფლნარების დაახლოებით 55% — 0,5 და უფრო დაბალი სიხშირისაა; სამეურნეო ტყეებში შემცირდა (ხელუხლებელ წიფლის ტყესთან შედარებით) მერქნის წლიური შემატება და საერთო მარაგი (მერქნის მარაგი 1 ჰა-ზე შემცირდა 2–3-ჯერ, ზოგან — მეტადაც); გაძლიერდა წიფლნარი კორომების ცვლა მეორადი (წარმოებული) ტყეებით და ტყისშემდგომი მცენარეულობით (ბუჩქნარები, ბალახეულობა). სატყეო-სამეურნეო საქმიანობაში ხანგრძლივი დროის მანძილზე არასწორი მეთოდების გამოყენების შედეგად მასიურად ჩამოყალიბდა ტრანსფორმირებული (სახეშეცვლილი) წიფლნარი ცენოზები და მეჩხერები, რომლებიც სუსტად ან საერთოდ არ განახლდება, რითაც შეიქმნა წიფლნარების ფართობის კიდევ უფრო შემცირების საშიშროება.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=20.}} |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Fagus orientalis kz04.jpg |
|||
Fagus orientalis kz08.jpg |
|||
Fagus orientalis kz06.jpg |
|||
BigCovert03LB.jpg |
|||
</gallery> |
|||
წიფლნარი ტყის ცენოზები განვითარებულია ეკოლოგიურად განსხვავებულ ადგილსამყოფელებში (სხვადასხვა ექსპოზიციის და დაქანების ფერდობები; სხვადასხვა სიღრმის, განსხვავებული შემადგენლობისა და ტენიანობის ნიადაგები), რაც მათ დიდ მრავალფეროვნებას განაპირობებს. საქართველოს წიფლნარების ტიპოლოგიური სპექტრი 50-ზე მეტ ასოციაციას მოიცავს: |
|||
==ველები== |
|||
'''უროიანი ველი.''' [[უროიანი]] ველები საქართველოს ფარგლებში ტიპურად გავრცელებულია [[თბილისი]]ს ქვემოთ — [[მტკვარი|მტკვრის]] [[ხეობა|ხეობის]] ორივე ნაპირას. მისი გავრცელება ჩვეულებრივ აღწევს 750 მ-მდე და გვხვდება, როგორც დაბლობებში (250 მ), ისე ზეგნებზე (770 მ). გარდა მლაშობი ადგილებისა, იგი ყოველგვარ ნიადაგზე საკმაოდ კარგად ვითარდება. უროიან ველს ვხვდებით შავმიწა ნიადაგებზე, წაბლა ნიადაგების სხვახვა ტიპებზე, ნათელ, პრიმიტიულ ნიადაგებზე, შავმიწაღორღიან ნიადაგებზე და სხვ.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1935|გვ=22.}} |
|||
მტკვრის მარჯვენა ნაპირას იგი გავრცელებულია [[თბილისი]]დან [[კუმისის ტბა]]მდე, აქ წყდება და [[იაღლუჯის ქედი|იაღლუჯს]] მტკვრის მხრიდან ვიწრო ზოლად გაუვლის იაღლუჯსა და სარვანის დაბლობს შორის, აქ გადაკვეთს [[ხრამი|ხრამს]] და მარჯვენა ნაპირით გადადის სომხეთ-აზერბაიჯანში, სადაც მთის ფერდობისკენ მისი საზღვარია ჯაგეკლიანი ველი და დაბლობისაკენ — მლაშობის ტიპის დაჯგუფებანი და სხვა მისი მსგავსნი. მთავარი გავრცელება მისი გამოსახულია მარჯვენა ნაპირზე, სადაც მტკვრის ნაპირიდან, კერძოდ კი, მტკვრის პირას გავრცელებულ ტუგაის ტიპის ტყის პირიდან მოყოლებული ვრცელდება მთელ ზეგანზე, დაახლოებით 750 მ სიმაღლემდე. აქედან გადაკვეთს [[გომბორის ქედი]]ს დაბლობ ადგილებს [[სიღნაღი]]ს მიდამოებში. იმავე სიმაღლეზე ვრცელდება [[შირაქის ვაკე|შირაქში]]. შიგნით [[კახეთი|კახეთში]], [[გომბორი]]სკენ მიქცეულ მხარეზე, გვხვდება [[გურჯაანი|გურჯაანამდე]]. ეს გავრცელების არე ყოველთვის მთლიანი არ არის, მრავალ ადგილას იგი გადაკვეთილია სხვა ფორმაციებით და უმთავრესად კი ჯაგეკლიანი ველით.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1935|გვ=24.}} |
|||
საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, [[უროიანი]] ველები, ძირითადად, წარმოდგენილია: წმინდა უროიანი (''Andropogon ischaemum'' L.), უროიან-წივანიანი (''Andropogoneta-Festueta''), უროიან-ვაციწვერიანი (''Andropogoneta-Stipeeta''), უროიან-ჭანგიანი (''Andropogoneta-Agropyrumeta''), უროიან-ნაირბალახოვანი (''Andropogoneta-mixtoherbosa''), უროიან-ძეძვიანი (''Andropogoneta-Paliureta''), უროიან-გრაკლიან-ძეძვიანი (''Andropogoneta-Paliureta''), უროიან-გრაკლიან-ღვიიანი (''Andropogoneta-Spiraeta-Junipereta'') და სხვა ბალახოვნების სახით, სადაც ფართოდაა, ასევე, წარმოდგენილი ეფემერებიც. |
|||
'''უროიან-წივანიანი ველი.''' უროიან-წივანიანი ველი უმთავრესად გვხვდება გორაკებზე და გორაკთა ზურგებზე: დაბლობებზე, მტკვრის პირებზე.{{sfn-2|კეცხოველი, ნიკო.|1935|გვ=24.}} |
|||
==მდელოები== |
|||
'''სუბალპური მდელოები.''' სუბალპური მდელოები — საქართველოს მაღალმთიან ნაწილში ზღვის დონიდან 2000–2600 მ სიმაღლეზე გვხდება, სადაც ბალახეულობის სიმაღლე უმეტესად დაახლ. 35–55 სმ ფარგლებში მერყეობს. დამახასიათებელია ხშირი, მრავალიარუსიანი დაჯგუფებები. ჭარბობს — ნაირბალახოვანი, პარკოსანი და მარცვლოვანი მცენარეები. |
|||
'''ალპური მდელოები.''' ალპური მდელოები — გავრცელებულია ზღვის დონიდან 3000–3200 მ სიმაღლეზე, სადაც ბალახეულობის სიმაღლე უმეტესად დაახლ. 25–35 სმ ფარგლებში მერყეობს. აქ გვხდება მარცვლოვანი მცენარეულობა. ალპური მდელოებისთვის ტიპურია ცალკეული დაბალბალახოვანი დაჯგუფებები, რომელთაც „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ. |
|||
==ჯაგრცხილნარი== |
|||
[[ჯაგრცხილა]] (''Carpinus orientalis'') — ფართო ეკოლოგიური არეალის მქონე ბუჩქია (ზოგჯერ იზრდება დაბალ და საშუალო სიმაღლის ხედ). იგი გვხვდება ნაირგვარ ნიადაგურ პირობებში, არ უყენებს განსაკუთრებულ მოთხოვნას ნიადაგის სიმდიდრეს და ტენიანობას, ასევე ადგილსამყოფელის განათებულობას. მას შეუძლია ზრდა და განვითარება როგორც ტყის (მუხნარის) საბურველქვეშ, ისე ტყისპირებში და ღია ადგილებში, არ გაურბის ეროზირებულ მშრალ ნიადაგებსაც. ამ მხრივ ჯაგრცხილა არსებითად განსხვავდება ამავე გვარის მეორე სახეობა — რცხილისაგან (''Carpinus caucasica''). საქართველოში ჯაგრცხილა ფიტოცენოლოგიურად ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულია ქართულ მუხასთან (მუხნართან). აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მუხნარ-ჯაგრცხილნარი ცენოზები (კორომები), სადაც ჯაგრცხილა კარგად გამოსახულ ქვეტყეს ქმნის. მეორად მუხნარებში ჯაგრცხილა ხშირად აღწევს მთავარ (A) იარუსსაც და ქართულ მუხასთან ერთად ბიდომინანტურ საბურველს ქმნის (ჯაგრცხილნარ-მუხნარი).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=11.}} |
|||
აღმოსავლეთ საქართველოში, მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში ჯაგრცხილნარი პრაქტიკულად ყველგანაა განვითარებული. ჯაგრცხილნარი ცენოზები განვითარებულია ყველა ექსპოზიციის ნაირგვარი დაქანების ფერდობებზე, ნაირგვარ ნიადაგებზე. გენეზისურად ახალგაზრდა ჯაგრცხილნარების და ჩრდილოეთის ფერდობების ჯაგრცხილნარების ქვეშ განვითარებული ნიადაგები, პროფილის მორფოლოგიის მიხედვით, ახლო დგას მუხნარი ტყის ნიადაგებთან (საერთო სიღრმე, მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ჰორიზონტი).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=11.}} |
|||
ჯაგრცხილნარი ცენოზები უმეტეს შემთხვევაში მუხნარი ტყის სხვადასხვა ტიპის (ასოციაციის) ცენოზებიდან განვითარდა. მუხნარებთან მათ სუქცესიურ კავშირზე მეტყველებს გავრცელება და ადგილსამყოფელის პირობები, ფლორისტული მსგავსება (ფიტოცენოზური რელიქტები) და სხვ. გენეზისურად ახალგაზრდა და კალთაშეკრული ჯაგრცხილნარი ცენოზების შემადგენლობაში საკმაოდ მრავლად მონაწილეობს მუხნარის დამახასიათებელი სახეობები, კერძოდ: ხეებიდან (დაბალტანიანი და დაბუჩქული სახით) — [[ქართული მუხა]], [[იფანი]], მინდვრის ნეკერჩხალი; ბუჩქებიდან — [[შინდი]], [[ზღმარტლი]], [[შინდანწლა]], წერწა, [[ჯიქა]], [[კვიდო]] და სხვ.{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=11.}} |
|||
==ძეძვიანები== |
|||
ძეძვიანები ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში, ზ. დ. 1000–1200 მ-მდე. უფრო მშრალ რეგიონებში (ცენტრალური და აღმოსავლეთი თრიალეთი, [[გომბორის ქედი]]ს სამხრული კალთა) ძეძვიანებში აღინიშნება ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე. შედარებით ნაკლებად მშრალ რეგიონებში კი (აღმოსავლეთ საქართველოს დასავლური ნაწილი, [[კახეთის კავკასიონი]]) ძეძვიანები მეტწილად განვითარებულია სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. ძეძვიანების ქვეშ განვითარებული ნიადაგები (ყოფილი ტყის ნიადაგები) დეგრადირებულია, მათ პრაქტიკულად დაკარგული აქვთ ტყის ნიადაგების მთავარი ნიშნები (მდგრადი მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ჰორიზონტი და სხვ.).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=14.}} |
|||
ძეძვიანები მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. მათგან უმეტესად გვხვდება წმინდა ძეძვიანი (მონოდომინანტური ცენოზები), ნაირბუჩქნარ-ძეძვიანი, გრაკლიანძეძვიანი და შავჯაგიან-ძეძვიანი. ბალახეული საფარის მიხედვით გამოიყოფა ორი მთავარი ვარიანტი (ასოციაცია): ძეძვიანი უროს საფარით (''Paliuretum botriochloosum''), ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი საფარით (''Paliuretum graminoso-mixtoherbosum'').{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=14.}} |
|||
ძეძვიან ცენოზებში კარგად არის ფორმირებული ორი იარუსი — ბუჩქების (I იარუსი) და ბალახების (II იარუსი). I იარუსში მეტწილ შემთხვევებში დომინირებს [[ძეძვი]]. უფრო იშვიათად თანადომინანტის როლში მონაწილეობს [[გრაკლა]] (''Spiraea hypericifolia''), შავჯაგა (''Rhamnus pallasii'') ან ნაირბუჩქები — [[ჯაგრცხილა]] (''Carpinus orientalis''), წითელი [[კუნელი]] (''Crataegus kyrtostyla''), [[ჟასმინი]] (''Jasminum fruticans''). გარდა აღნიშნული ბუჩქებისა, I იარუსში მონაწილეობს (დამახასიათებელი სახეობები) — [[კვიდო]] (''Ligustrum vulgare''), [[ასკილი]] (''Rosa canina, R. spinosissima, R. corymbifera''), [[ვაშლანა|ჩიტაკომშა]] (''Cotoneaster racemiflora''). დაბალი კონსტანტობით აღინიშნება — ღვიები (''Iuniperus oblonga, J. rufescens''), გარეული [[ბალი]] (''Cerasus incana''), [[ხორციფერა]] (''Atraplaxis spinosa''), [[გლერძი|გლერძა]] (''Astragalus caucasicus, A. microcephalus''), [[თრიმლი]] (''Cotinus coggygria''), [[თუთუბო]] (''Rhus coriaria'') და სხვ. I იარუსის საშუალო სიმაღლე 1,0–2,0 მ შეადგენს, საშუალო პროექციული დაფარულობა 35–50%-ია (ცვალებადობს 20–70% ფარგლებში).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=14–15.}} |
|||
ძეძვიანებში ბალახეული საფარი (II იარუსი) მეტწილად კარგად განვითარებულია მხოლოდ ბუჩქთშორისებში, სადაც მისი პროექციული დაფარულობა საშუალოდ 40–60% შეადგენს. განაწილება აქაც არათანაბარია, ცვალებადობს 30–70% ფარგლებში. უშუალოდ ბუჩქებქვეშ ბალახეული საფარი თხელია, ან პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ბალახეული საფარის დომინანტებს შორის უწინარესად უნდა აღინიშნოს ურო (''Botriochloa ischaemum''); უფრო იშვიათად აღინიშნება დომინირება სხვა სახეობებისაც. უროს გარდა დამახასიათებელ სახეობებს წარმოადგენს — ''Achillea milefolium, Eringium campestre, Euphorbia sequeriana, Festuca sulcata, Galium verum, Lolium rigidum, Melica transilvanica, Koeleria gracilis, Phleum phleoides, Poterium Polygamum, Teucrium chamaedrys, T. polium, Tragopogon graminifolius, Trisetum rigidum, Xeranthemum squarrosum'' და სხვ. საერთოდ, ძეძვიანები ფლორისტულად მდიდარია (კონკრეტული ნაკვეთების აღწერებში გვხვდება 50–60 სახეობა).{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=15.}} |
|||
ძეძვიანი ცენოზებიდან (ასოციაციებიდან) ყველაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება ძეძვიან-უროიანი (Paliuretum botriochloosum) და ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი საფარით (''Paliuretum graminoso-mixtoherbosum''); შედარებით იშვიათად აღინიშნება: ძეძვიანი გლერძათი (Paliuretum astragalosum) — გვხვდება მეტწილად ცენტრალურ თრიალეთზე; ძეძვიანი ავშანით (''Paliuretum artemisiosum'') — გვხვდება [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლში]].{{sfn-2|ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.|2004|გვ=15.}} |
|||
==წყლის და ჭაობის მცენარეულობა== |
|||
[[წყლის და ჭაობის მცენარეულობა]] [[საქართველო]]ში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]]. არც ისე დიდი ხნის წინ აქ ვრცელი ფართობი ეჭირა დაჭაობებულ [[მურყნარი|მურყნარებს]], აგრეთვე ისლიან-თეთრხავსიან (სფაგნუმიან) ჭაობებს. ამჟამად [[მურყნარი|მურყნარები]] ძირითადად გაჩეხილია, [[ჭაობი|ჭაობები]] ამოშრობილია. ტბის ნაპირები და თხელი წყლები კოლხეთში დაფარულია [[ლერწამი|ლერწმის]], [[ლაქაში]]ს და სხვა რაყებით. მდგარ და მდოვრე წყლებში, გარდა წყალმცენარეებისა, იზრდება [[დუმფარა]], წყლის პური, [[წყლის ვაზი]], [[წყლის კაკალი]], [[წყლის ბაია]]; ჭაობებში — [[ისლი]]ს, [[ჭილი (გვარი)|ჭილის]] სახეობები, [[წყლის ზამბახი]] და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში, [[წყალსატევი|წყალსატევების]] დაჭაობებულ ნაპირებზე გავრცელებულია ლერწმისა და [[ლაქაში]]ს რაყები. |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
268A1484.jpg |
|||
268A1504.jpg |
|||
268A2692.jpg |
|||
Forest - Kolkheti National Park.jpg |
|||
</gallery> |
|||
[[ნახევრად უდაბნოს ზონები|ნახევრადუდაბნოების ზონის]] ტენიან ადგილებში იზრდება სიმლაშის ამტანი მცენარეები. მთებში წყლისა და ჭაობის მცენარეულობას შედარებით ნაკლები ფართობი უკავია; აქ იგი გავრცელებულია უმთავრესად ტაფობებში და ლავურ პლატოებზე, განსაკუთრებით [[საქართველოს სამხრეთი მთიანეთი|სამხრეთ საქართველოს]] [[ვულკანური პლატო|ვულკანურ პლატოზე]]. სიმაღლის მატებასთან ერთად [[წყლის და ჭაობის მცენარეულობა|წყლისა და ჭაობის მცენარეულობა]] თანდათანობით ღარიბდება: ალაგ-ალაგ გვხვდება [[ისლიანი]] და თეთრხავსიან-ისლიანი ჭაობის მცირე ფართობები. წყაროსეული ჭაობები გვხვდება მთის კალთებზე — უმთავრესად [[სუბალპური სარტყელი|სუბალპურ სარტყელში]] და ალპური სარტყლის ქვედა ნაწილში. ამ ჭაობებში, გარდა სხვადასხვანაირი [[ხავსები|ხავსისა]], ისლისა, ჭილისა და ჭაობისათვის დამახასიათებელი სხვა მცენარეებისა, იზრდება [[მახრჩობელა]], დიდბათა, [[ფურისულა]] და სხვ.) |
|||
==თბილისის მიდამოების ფლორა== |
|||
'''თბილისის მიდამოების ფლორის ზოგადი დახასიათება.''' [[ფიტოგეოგრაფია|ფიტოგეოგრაფიულად]] [[თბილისი]] და თბილისის მიდამოები გაერთიანებულია (დიდიდან მცირესკენ) უძველესი [[ხმელთაშუაზღვისპირეთი]]ს სამყაროს, სუბხმელთაშუაზღვისპირეთის ოლქის, ივერიის ან აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პროვინციის, თრიალეთის ფლორისტულ რაიონში. თბილისის მიდამოები ფლორისტულად მრავალფეროვანი შემადგენლობით ხასიათდება. თბილისის მიდამოების ფლორის მრავალფეროვნებას მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მრავალგვარობა და განსხვავებული [[კლიმატი|კლიმატური]] ზონების თავმოყრა განაპირობებს. თბილისი წარმოადგენს ერთგვარ ფლორისტულ კვანძს, სადაც სახეზეა როგორც ეკოსისტემური ასევე ფლორისტული მრავალფეროვნება. [[თბილისი]]ს მიდამოებისათვის აღწერილია 1640-ზე მეტი სახეობა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ასეთი პატარა ტერიტორიისთვის. |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
2023-10-21 On the trail between Kiketi and Kojori 2.jpg |
|||
2023-12-26 Tbilisi Sea.jpg |
|||
2024-04-28 Mtatsminda mount in spring 2.jpg |
|||
2023-10-21 On the trail between Kiketi and Kojori 3.jpg |
|||
</gallery> |
|||
თბილისის მიდამოებისათვის დამახასიათებელია შემდეგი მცენარეული ტიპის თანასაზოგადოებები: 1. ტყის მცენარეულობა (მთისწინების, მთის ქვედა და შუა სარტყლის ფოთლოვანი ტყეები (''Quercus petraea subsp. iberica, Carpinus caucasica''), ჭალის ტყეები (''Populus nigra, Salix excelsae''), ასევე ე.წ. „მეორეული ტყეები“ (''Carpinus orientalis''), რომლებიც ტყის სხვადასხვა ფორმაციების გაჩეხვის შედეგადაა წარმოქმნილი და გარდამავალია ტიპურ ტყეებსა და ბუჩქნარებს შორის; 2. ქსეროფიტული ტყეები (არიდული მეჩხერი ტყეები) (''Juniperus spp. Pistacia mutica, Celtis caucasica''); 3. ქსერომეზოფილური ბუჩქნარები (''Carpinus orientalis''); 4. შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები (''Paliurus spina-christi, Spirea hypericifoliae''); 5. მდელო-სტეპი (''Poa spp.''); 6. სტეპი (''Bothriochloa ischaemum, Festuca valesiaci, Stipa pennatae''); 7. ტრაგაკანთული ბუჩქნარები (''Astragalus microcephalus, A. caucasici, A. tanaea''); 8. უდაბნოს (ნახევარუდაბნოს) მცენარეულობა (''Artemisia lerchianae, Salsola dendroides''); 9. მლაშობი მდელოები (''Elytrigia repens''); 10. ჰიგროფილური ანუ წყლის მოყვარული მცენარეულობის ფრაგმენტები (''Phragmites australis, Typhetum''); 11. სპონტანური მცენარეულობა (''Elytrigia repens, Artemisia lerchianae''); 12. კლდოვან და ნაშალ-ღორღიან ეკოტოპების ფლოროცენოკომპლექსები; 13. ხელოვნური ნარგაობა (''Pinus nigra, P. brutia subsp. eldarica, Amygdalus communis''). |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
2023-12-26 Tbilisi Sea seen from The Chronicle of Georgia 2.jpg |
|||
2024-04-19 Trail from Asureti to Kiketi 1.jpg |
|||
2024-05-06 A view from Tsavkisi.jpg |
|||
2024-04-27 Trail from Sameba to Tabakhmela.jpg |
|||
</gallery> |
|||
თბილისის მიდამოებისთვის დამახასიათებელი ტყის მცენარეულობა განსხვავებული ვარიანტებითაა წარმოდგენილი. ძირითადი ფორმაციებია: [[მუხნარი]], შექმნილი ქართული მუხით (''Quercus petraea subsp. iberica''), რცხილნარი (Carpineta caucasica), წიფლნარი (Fageta orientalis), რცხილნარ-მუხნარი (Carpineto-Quercetum), რცხილნარ-წიფლნარი (Carpineto-Fagetum) და სხვა თანასაზოგადოებანი, ხოლო ჭალის ტყეები წარმოდგენილია ვერხვნარისა (Populeta nigrae) და ტირიფნარის (Saliceta excelsae) კორომებით. |
|||
თბილისის მიდამოებისთვის ([[ლისის ტბა|ლისის]] [[პლატო]], [[დიდგორი (თბილისი)|დიდგორის]] მისადგომები, [[კუს ტბა|ქორქის ტბა]], [[თელეთის ქედი]], [[შიომღვიმე]]) — დამახასითებელია შემდეგი მცენარეული ტიპები: ქსეროფიტული ტყეები (არიდული მეჩხერი ტყეები ''Celtis caucasica, Pistacia mutica'' და სხვა), ფრაგმენტები გვხვდება როგორც წაბლა და კარბონატულ-შავმიწა ნიადაგებზე ისე, ვეძიანებზე, ბიცობებზე, ხირხატიანებზე და სხვა. ნათელი ტყეებისათვის დამახასითებელია ხეების ერთმანეთისაგან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორება. |
|||
ნათელი ტყე თავისებური ფლორისტული შემადგენლობით ხასიათდება, ძირითადი შემქმნელი სახეობებია: საკმლის ხე (''Pistacia mutica''), აკაკი (''Celtis caucasica''), [[ქართული ნეკერჩხალი]] (''Acer ibericum''), ბერყენები (''Pyrus spp.''), [[თელა]] (''Ulmus foliaceae''), ღვიები (''Juniperus spp.'') და სხვ. ნათელ ტყეებში განარჩევენ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ტიპს: 1) ფოთლოვანი ნათელი ტყე, რომელიც შექმნილია [[საკმლის ხე|საკმლის ხის]] (''Pistacia mutika'') [[კავკასიური აკაკი]]სა (''Celtis caucasica'') და სხვა სახეობებით. 2) წიწვოვანი ნათელი ტყე, რომელიც შექმნილია ღვიას სახეობებით (''Junipesus spp.''). თბილისის მიდამოებში წიწვოვანი ნათელი ტყე წარმოდგენილია [[სხალტბის სერი|სხალტბის სერზე]] და ნაწილობრივ [[არმაზის ქედი|არმაზის ქედზე]]. ძირითადი შემქმნელია ღვიიანები (Junipereta). |
|||
ნათელი ტყის ფრაგენტებთან ერთად გვხვდება ასევე ჯაგეკლიანი დაჯგუფებანი. ნათელი ტყეების დეგრადაციის შედეგად ჯაგეკლიანების წარმოშობა მეორადი ტიპის ველების განვითარების პირველი სტადიაა და ის განსაკუთრებით კარგად თბილისის მიდამოებშია გამოხატული. მათი ზედა საზღვრის სიმაღლე პირობითად 750 მ უნდა იქნას მიჩნეული, თუმცა ზოგან, სადაც მთის შუა სარტყლის ტყეების განადგურება ინტენსიურად მიმდინარეობდა და ფერდობები შიშვლდებოდა ჯაგეკლიანების გავრცელების სიმაღლემ 900 მ-მდეც მიაღწია. |
|||
ამ ტიპის ფონის შემქმნელია [[ძეძვი]] (''Paliurus spina-christi''), რომელიც ხშირად გაუვალ რაყას ქმნის, ხოლო იქ სადაც ბუჩქები ერთმანეთისგან საკმაო მანძილითაა დაცილებული — ტერიტორია კორდის შემქმნელ მცენარეულობას უჭირავს, უმთავრესად [[ურო (მცენარე)|უროს]] (''Bothriochloa ischaemum''), [[წივანა]]ს (''Festuca valesiaci'') და სხვებს. |
|||
ბუჩქებიდან მთავარი მონაწილენი არიან: ძეძვი (''Paliurus spina-christi''), შავჯაგა (''Rhamnus pallasii''), გრაკლა (''Spiraea hypericifoliae''), ქართული ნუში (''Amygdalus georgica''), მენახირის ბალი (''Prunus incana''), კვრინჩხი (''Prunus spinosa''). შედარებით ახალ ჯაგეკლიანებში ხშირია კუნელი (''Crataegus spp.''), ასკილი (''Rosa canina''), ჯაგრცხილა (''Carpinus orientalis''). შემადგენლობა სხვადასხვა ადგილას რაოდენობის მიხედვით იცვლება. ქსერომეზოფილურ ბუჩქნარების ძირითადი ფორმაციაა ჯაგრცხილნარი (Carpineta orientalis), შიბლიაკის ტიპის ბუჩქნარების შემქმნელია გრაკლიანი (Spiraeta hypericifoliae) და ძეძვიანი (Paliureta spina-christi) ფორმაციები. რაც შეეხება ტრაგაკანთულ ბუჩქნარებს მათ შექმნაში დომინირებს ''Astragalus microcephalus'' Willd.,<ref>[https://www.gbif.org/species/5352983 ''Astragalus microcephalus'' Willd.] // ''GBIF''</ref> ''Astragalus caucasicus'' Pall.,<ref>[https://www.gbif.org/species/5353022 ''Astragalus caucasicus'' Pall.] // ''GBIF''</ref> ''Astragalus tanae'' Sosn. (''Astragalus sosnowskyi'' Grossh.)<ref>[https://www.gbif.org/species/5347158 ''Astragalus sosnowskyi'' Grossh.] // ''GBIF''</ref> ეს უკანასკნელი ფორმაციები მრავლად გვხვდება [[თაბორი (თბილისი)|თაბორის]], [[თელეთის ქედი|თელეთის]], ლისის, [[იალნოს ქედი|იალნოს]] და სხვა ქედების მთისწინებზე. |
|||
მდელო სტეპები შექმნილია მარცვლოვან-ნაირბალახოვანი თანასაზოგადოებით. სტეპები წარმოდგენილია რამდენიმე ფორმაციის მცენარეული თანასაზოგადოებით: [[ჩვეულებრივი ურო|უროიანი]] (''Bothriochloeta ischaemum''), [[წივანა|წივანიანი]] (''Festuca valesiaca'') და შედარებით იშვიათად [[ვაციწვერა|ვაციწვერიანი]] (''Stipa pennata'') ფორმაციებით. უდაბნოს (ნახევარუდაბნოს) მცენარეულობის თანასაზოგადოებებია: [[ავშნიანი]] (''Artemisia lercheana''), ყარღანიან-ავშნიანი (''Salsola dendroides-Artemisia lercheana'') და სხვ. |
|||
რაც შეეხება მლაშობ მდელოებს ისინი ჭაგნიანი თანასაზოგადოებით ფრაგმენტულადაა გავრცელებული [[მტკვარ-არაქსის დაბლობი|მტკვარ-არაქსის დაბლობზე]]. ჰიგროფილური მცენარეულობის შემთხვევაშიც ფრაგმენტებია გავრცელებული [[ლისის ტბა|ლისისა]] და [[კუს ტბა|კუს ტბის]] პერიფერულ ნაწილში და ძირითადად ლელიანი (''Phragmites australis'') და ლაქაშიანი თანასაზოგადოებებია. ხოლო ხელოვნური ნარგაობებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია [[შავი ფიჭვი]]ს, [[ელდარის ფიჭვი]]ს და [[ყირიმული ფიჭვი]]ს ხელოვნური კორომები, რომლებსაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ თბილისის მიდამოების მცენარეული საფარის ჩამოყალიბებაში. |
|||
'''თბილისის ეროვნული პარკი.''' [[თბილისის ეროვნული პარკი]]ს მრავალფეროვანი ფლორა წარმოდგენილია 675 სახეობის ბალახოვანი და [[მერქნიანი ჯიშები|მერქნიანი]] მცენარეული საფარით. ეროვნული პარკის ტყის საფარში ძირითადად გვხვდება — [[ქართული მუხა|ქართული მუხის]], [[წიფელი|წიფლის]], [[რცხილა|რცხილის]], ჩვეულებრივი [[იფანი|იფნის]], [[ჯაგრცხილა|ჯაგრცხილისა]] და [[პანტა|პანტის]] ტყის ეკოსისტემები. ქვეტყეში გვხვდება: [[კუნელი]]ს, [[შინდი]]ს, [[ზღმარტლი]]ს, [[ჭანჭყატი]]ს, [[თრიმლი]]ს და სხვა დასახელების ბუჩქები. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორებზე ნაირფეროვან ბალახოვან საფარს, წივანას სხვადასხვა სახეობები ქმნის. წივანასთან ერთად გვხვდება: ტყის [[თაგვისარა (გვარი)|თაგვისარა]], [[კრაზანა]], [[ბრძამი]], ჩვეულებრივი [[თავშავა]] და სხვა მცენარეები. ბალახოვან მცენარეულობაში დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სამკურნალო მცენარეებიც. პარკში ხელოვნურად არის გაშენებული [[ფიჭვნარი|ფიჭვნარები]] და უნიკალური [[ურთხელი|უთხოვრის]] [[კორომი|კორომები]]. თბილისის ეროვნულ პარკში ტყეებს ვერტიკალური ზონალობა ახასიათებთ.<ref>[https://nationalparks.ge/ka/site/tbilisinp/natureCulture თბილისის ეროვნული პარკი]</ref> |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Tbilisi National Park 2023-08-05.jpg |
|||
Tbilisi National Park2.jpg |
|||
In Tbilisi National Park.jpg |
|||
Tbilisi National Park6.jpg |
|||
</gallery> |
|||
[[საქართველოს წითელი ნუსხა|საქართველოს „წითელი ნუსხის“]] სახეობები. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან, თბილისის ეროვნულ პარკში გავრცელებულია: [[კოლხური ბზა]] (''Buxus colchica''), [[ურთხელი|უთხოვარი]] (''Taxus baccata''), [[თელადუმა]] (''Ulmus glabra''), [[პატარა თელა]] (''Ulmus minor''), [[კაკალი]] (''Juglans regia''), [[პონტოური მუხა]] (''Quercus pontica'') და სხვ. |
|||
'''ენდემური და რელიქტური სახეობები.''' [[თბილისის ეროვნული პარკი]]ს დენდროფლორა იმითაც არის საინტერესო, რომ აქ გავრცელებულია მესამეული პერიოდის კოლხეთის ფლორის წარმომადგენელები: [[კოლხური ბაძგი|კოლხური ჭყორი]], [[კოლხური სურო|კოლხური სურო]], [[პასტუხოვის სურო]], აღმოსავლეთის [[ძახველი]], [[თაგვისარა]], [[ურთხელი|უთხოვარი]], [[დეკა (მცენარე)|კავკასიური დეკა]], [[წყავი]] და სხვა.<ref>[https://apa.gov.ge/ge/biomravalferovneba/tbilisis-erovnuli-parkis-biomravalferovneba თბილისის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება]</ref> |
|||
==სამცხე-ჯავახეთის ფლორა და მცენარეულობა== |
|||
[[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის რეგიონი]] განცალკევებული [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] წარმონაქმნია. მისი მცენარეულობა თავისებურია და გარკვეული ხარისხით კონტრასტული. ის წარმოადგენს ხმელთაშუაზღვეთის, ირან-თურქეთისა და ჩრდ. ნახევარსფეროს უძველესი ფლორებისათვის დამახასიათებელი გეოგრაფიულ-გენეტიკური ელემენტების გზაჯვარედინს. ეს ლანდშაფტურ-გეობოტანიკური ზონა მოიცავს [[ჭარბტენიანი ტერიტორიები|ჭარბტენიან ტერიტორიებს]], უნიკალურ ტბებსა და ჭაობებს, მთის სტეპების მრავალ მოდიფიკაციას, მთის ქსეროფიტულ ბუჩქნარებს, მშრალ და მეზოფილურ მდელოებსა და ტყის რელიქტურ ნაშთებს, რომლებიც ერთ დროს ჩვეულებრივ არსებობდა [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]]. სამხრეთ მთიანეთის რეგიონის ზეგანზე ([[პლატო]]ზე) წარმოდგენილია ორი რელიეფური ფორმა, წარმოქმნილი [[ლავური ნაკადი|ლავური ნაკადებისა]] და [[ვულკანური კონუსი|ვულკანური კონუსებისაგან]] (პიკები). ვულკანოგენური და ოროგენული პროცესები ემთხვეოდა გლაციალურს (პლიოცენ-პლეისტოცენი), რის შედეგაც მოხდა [[არქტომესამეული ფლორა|მესამეული პერიოდის მცენარეულობის]] ტოტალური დესტრუქცია.{{sfn-2|მ. ახალკაცი, მ. ქიმერიძე და სხვ.|2008|გვ=13.}} |
|||
თანამედროვე ფლორა განვითარდა, აგრეთვე, კომპლექსური პროცესების შედეგად. გამყინვარებას მოსდევდა ქსეროთერმული პერიოდები, რომელთაც განაპირობეს მეზოფილური, ქსერომეზოფილური და [[ქსეროფიტები|ქსეროფიტული]] მდელოების წარმოქმნა. პარალელურად ვითარდებოდა [[ჭარბტენიანი ტერიტორიები]]ს მცენარეულობა. ისტორიული წყაროების თანახმად,[[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]] [[ტყე]]ებს ეკავა დიდი ტერიტორია. ეს ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა ადამიანის მიერ; ამჟამად შემორჩენილია მცირე ფრაგმენტების სახით.{{sfn-2|მ. ახალკაცი, მ. ქიმერიძე და სხვ.|2008|გვ=13.}} |
|||
სამცხე-ჯავახეთის ფართობი 6 413 კმ²-ია. აქ თვალშისაცემია [[ეკოსისტემა]]თა კონტრასტული ხასიათი, რაც გამომდინარეობს კლიმატური, [[ლითოლოგია|ლითოლოგიური]], [[რელიეფი|რელიეფური]], [[პალეოგეოგრაფია|პალეოგეოგრაფიული]] ფაქტორებიდან და ადამიანის საქმიანობიდან. რეგიონი [[ჰიფსომეტრია|ჰიფსომეტრიულად]] ვრცელდება 745–3301 მ დიაპაზონში, შესაბამისად მკვეთრადაა გამოხატული ვერტიკალური სარტყლურობა. |
|||
[[ეკოსისტემა]]თა მრავალფეროვნებას განაპირობებს: 1. [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] გავლენა და დასავლეთ საქართველოს ნოტიო ოლქებთან სიახლოვე; 2. [[კლიმატი]]ს კონტინენტურობის ზრდა აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთისაკენ; 3. მთის [[ქვაბული]]ს ფარგლებში [[ატმოსფერული ნალექები|ნალექების]] მკვეთრი შემცირება და ზაფხულის მაღალი ტემპერატურები; 4. მაღალი ვულკანური ზეგნები; 5. სიახლოვე [[აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი|ანატოლიის რეგიონთან]]; 6. [[რელიეფის ფორმები|პალეოგლაციალური]] ფაქტორი.<ref>[http://conference.ens-2018.tsu.ge/uploads/5a74d37508fb5Roman-Maisuradze_GEO.docx.pdf სამცხე-ჯავახეთის ეკოსისტემები, რუკათშედგენა და შეფასება]</ref> |
|||
===მცენარეულობის ვერტიკალური ზონალობა და ფლორისტული ოლქები=== |
|||
საქართველოს სამხრეთ მთიანეთის რეგიონში წარმოდგენილია მცენარეულობის შემდეგი სარტყლები: |
|||
1. მთის შუა სარტყელი (800–1500 მ) — უმეტესად გამოყენებულია სახნავ მიწებად. ბუნებრივი მცენარეულობა შემორჩენილია ჭალის ტყეების, მუხნარ-რცხილნარების, მთის ქსეროფიტული ბუჩქნარებისა და მთის სტეპების სახით; |
|||
2. მთის ზედა სარტყელი მოიცავს წიფლნარ-წიწვოვან შერეულ ტყეებს (1200–2050 მ); |
|||
3. [[სუბალპური სარტყელი]] (1900–2500 მ) — წარმოდგენილია ტყის ზედა საზღვრის ეკოტონით, მაღალბალახეული მცენარეულობით, ბუჩქნარებითა და სუბალპური პოლიდომინანტური მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოებით. ეს ზონა ტიპოლოგიურად მრავალფეროვანია; |
|||
4. ალპური სარტყელი (2500–2900 მ) — ალპური მდელოები და [[ალპური ხალი|ალპური ხალების]] თანასაზოგადოებები ძირითადად საძოვრებადაა გამოყენებული. მცენარეულობა აქ სუბალპურთან შედარებით, როგორც ბიომასის, ისე ტიპოლოგიური მრავალფეროვნებით საკმაოდ ღარიბია; |
|||
5. სუბნივალური სარტყელი (2900–3300 მ) — წარმოდგენილია მხოლოდ [[სამსრის ქედი|აბულ-სამსრის ქედზე]]; |
|||
6. აზონალური მცენარეულობა წარმოდგენილია ბორეალური ფლორის სახეობებით მდიდარი ვეტლენდების, უდაბნოს ჰალოფილური და კლდოვანი ადგილების თანასაზოგადოების ფრაგმენტებით. უნდა აღინიშნოს, რომ კლდოვანი ადგილების ქსეროფიტები შეიცავენ მრავალ [[ენდემები|ენდემურ]] სახეობას. |
|||
რეგიონი განეკუთვნება 3 ფლორისტულ ოლქს: ევქსინურს, არმენო-ირანულს და კავკასიურს. ევქსინური აღწევს [[არსიანის ქედი|არსიანის ქედამდე]], რომელიც რეგიონის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს და ნაწილობრივ ვრცელდება [[მესხეთის ქედი|აჭარა-იმერეთის ქედზე]]. არმენო-ირანული ოლქი ვრცელდება [[მესხეთი]]ს სამხრეთ ნაწილსა და [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის პლატოზე]], წარმოდგენიილია მთის სტეპებით. კავკასიის ოლქი მოიცავს თითქმის ყველა დანარჩენ მთათა სისტემას. |
|||
სამცხე-ჯავახეთში ა. დოლუხანოვი (Долуханов, 1989) განასხვავებს 2 რეგიონს — ადიგენ-ბორჯომის რეგიონსა და [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანს]]. პირველი მოიცავს [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილო დასავლეთ კალთებს, [[მესხეთის ქედი]]ს სამხრეთ კალთებს, ახალციხის დეპრესიას და [[ქვაბლიანი (მდინარე)|მდ. ქვაბლიანის]] ხეობას. [[ხაშური]]ს ზემოთ, მდ. [[მტკვარი]] აჭარა-თრიალეთის მთათა სისტემას ყოფს თრიალეთისა და მესხეთის ქედებად. ამ ნაწილში სიმაღლე მერყეობს 750–800 მ-დან 2 700–2 900 მ-მდე, ახალციხის დეპრესიის სიმაღლე ზღვის დონიდან ყველაზე დაბალია ახალციხის მახლობლად 950–1 000 მ-ია. სიმაღლე მნიშვნელოვნად მატულობს [[თურქეთი]]ს საზღვრისაკენ, სამხრეთის მიმართულებით. |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Samtskhe-Javakheti, Georgia - panoramio (10).jpg |
|||
Lambad ja tee Väike-Kaukasuses - panoramio.jpg |
|||
KHodjabeki chayr-@ - panoramio.jpg |
|||
Samtskhe-Javakheti, Georgia - panoramio (9).jpg |
|||
</gallery> |
|||
===ტყის საფარი=== |
|||
ტყეები მეტად არათანაბრადაა განაწილებული სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. ტყით დაფარული ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 12 881 ჰა-ს (1997–98 წლებში ჩატარებული ტყეთმოწყობის მასალების მიხედვით). აქედან ყველაზე მეტი ტყიანობით გამოირჩევა ბაკურიანის სატყეო უბანი, რომლის ტერიტორიის 28 896 ჰა ტყითაა დაფარული. ტყიანობით მეორე ადგილზეა ადიგენის სატყეო უბანი, რომლის ტერიტორიის 27 909 ჰა ტყეა. ტყიანობით გამოირჩევა ახალციხის სატყეო უბანი 27 048 ჰა. თუმცა ახალციხის სატყეო უბნის სახელმწიფო ტყის ფონდის საერთო ფართობი შედარებით მეტია ვიდრე ადიგენის სატყეო უბნის. შესაბამისად, ახალციხის სატყეო უბნის სახელმწიფო ტყის ფონდის საერთო ფართობი შეადგენს 32 168 ჰა-ს, ადიგენის კი 31 156 ჰაა. ტყიანობით გამოირჩევა ბორჯომის სატყეო უბანიც 21 875 ჰა. ყველაზე ნაკლებდაა ტყით დაფარული ნინოწმინდის სატყეო უბანი 2 209 ჰა. ტყით დაფარული ფართობით საშუალედო ადგილი უჭირავს ასპინძის 12 197 ჰა და ახალქალაქის 4 747 ჰა სატყეო უბნებს. |
|||
<gallery mode="packed"> |
|||
Samtskhe-Javakheti, Georgia - panoramio (7).jpg |
|||
Samtskhe-Javakheti, Georgia - panoramio (8).jpg |
|||
ს8, Georgia - panoramio (1).jpg |
|||
Adigeni-xulos gza - panoramio.jpg |
|||
</gallery> |
|||
სამცხე-ჯავახეთის ტყით დაფარული ტერიტორიის ფართობიდან 83 473 ჰა [[წიწვოვნები|წიწვოვნებს]] უჭირავს. წიწვოვნები [[სოჭი]]თ, [[ნაძვი]]თ და [[ფიჭვი]]თ არის წარმოდგენილი. ყველაზე დიდი ფართობები რეგიონში 38 019 ჰა [[ფიჭვი]]თ არის დაკავებული, აქედან 35 056 ჰა [[ნაძვი]]ა, 10,398 ჰა [[სოჭი]]ს ტყითაა დაფარული. [[ფიჭვი]]ს ყველაზე დიდი ფართობით ახალციხის სატყეო გამოირჩევა 9 842 ჰა, შემდეგ მოდის ადიგენის სატყეო 8 374 ჰა, ყველაზე მცირე ფართობზე ფიჭვი წარმოდგენილია ნინოწმინდის სატყეოში 2 209 ჰა.<ref>[http://samtskhe-javakheti.tsu.ge/uploads/images/mcenareebi.pdf სამცხე-ჯავახეთის მცენარეული საფარი]</ref> |
|||
==საქართველოს დაცული ტერიტორიები== |
|||
2023 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 912 908 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13%-ია. აქედან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 100 [[დაცული ტერიტორია]], ხოლო 5 დაცულ ლანდშაფტს მართავს [[ადგილობრივი თვითმმართველობა|ადგილობრივი მუნიციპალიტეტი]]. |
|||
[[საქართველო]]ში ([[ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი]]ის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით) 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 [[დაცული ტერიტორია]]ა, კერძოდ — 14 [[სახელმწიფო ნაკრძალი]], 14 [[ეროვნული პარკი]], 40 [[ბუნების ძეგლი]], 26 [[აღკვეთილი]] და 5 [[დაცული ლანდშაფტი]].<ref>[https://apa.gov.ge/ge/protected-areas/cattestone/zogadi-informacia-teritoriuli-administraciebis-shesaxeb საქართველოს დაცული ტერიტორიები] // ''apa.gov.ge''</ref> |
|||
==საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები და ჰაბიტატები== |
|||
'''დეგრადაციისა და ფრაგმენტაციის საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები და ჰაბიტატები.''' საქართველოს ტყეები საფრთხის ქვეშაა არამდგრადი ჭრის, ძოვებისა და სუსტი მართვის სისტემის გამო. ქვეყნის სატყეო ფონდის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია, ზოგ ადგილას კი, ტყის საფარი სრულიად გამქრალია. შედეგად, შემცირებულია ტყეზე დამოკიდებული ფლორისა და ფაუნის სახეობების რიცხოვნობაც. ამას გარდა, დაკნინებულია ტყის ეკოსისტემების მიერ მიწოდებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემური სერვისები. |
|||
'''სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეში მყოფი გენეტიკური რესურსები.''' [[კონსერვაციული ბიოლოგია|კონსერვაციული]] თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოში უძველესი დროიდან გაკულტურებული მცენარეები (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები/ლენდრასები) და მათი ველური მონათესავე სახეობები (როგორც ადგილობრივი ჯიშების გაკულტურების შესაძლო წყარო). ესენია: (ა) ყურძენი და მისი ველური მონათესავე სახეობები (''Vitis vinifera subsp. sylvestris''),<ref>[https://gd.eppo.int/taxon/VITVS ''Vitis vinifera subsp. sylvestris''] // ''gd.eppo.int''</ref> აგრეთვე, ხილი და კაკლოვნები (Malus, Pyrus, Prunus Corylus); (ბ) მინდვრის კულტურები — ხორბალი (მათ შორის, ხუთი ენდემური კულტურული სახეობა, მრავალი ადგილობრივი ჯიში და შვიდი ველური მონათესავე სახეობა), ქერი და სხვა [[სამარცვლე კულტურები|მარცვლოვანი]] და [[პარკოსნები|პარკოსანი]] კულტურები, ასევე, [[სელი]]; (გ) [[კულტურული მცენარეები|კულტურული]] [[ბალახოვანი მცენარე]]ები. |
|||
[[კულტურული მცენარეები|კულტურულ მცენარეთა]] ველური მონათესავე სახეობების ბუნებრივი პოპულაციები საფრთხის ქვეშაა, ძირითადად, [[ჰაბიტატი|ჰაბიტატების]] განადგურებისა და ფრაგმენტაციის, ასევე, ჭარბი ძოვებისა და [[გაუდაბნოება|გაუდაბნოების]] გამო. ასევე, არსებობს ამ სახეობების გენეტიკური ეროზიისა<ref group="კომ.">გენეტიკური ეროზია — გენეტიკური ინფორმაციის დაკარგვა პოპულაციის მცირერიცხოვნობის, გარემოსთან უკეთ ადაპტირებული ნაირსახეობის ფართო გავრცელების ან ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითად მოქმედი სხვადასხვა გარემოებების შედეგად.</ref> და დაბინძურების საფრთხე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან. |
|||
[[სამკურნალო მცენარეები]]ს ლოკალურ [[პოპულაცია|პოპულაციებს]] სრული გაქრობის საფრთხეს უქმნის სამრეწველო მიზნით ჭარბი შეგროვება, ძირითადად, ფარმაცევტული ინდუსტრიის დაკვეთით. მრავალი [[სამკურნალო მცენარეები|სამკურნალო მცენარე]] ამჟამად საფრთხის ქვეშაა, მაგ.: ''[[Origanum vulgare]], Helichrysum plicatum,<ref>[https://powo.science.kew.org/taxon/urn:lsid:ipni.org:names:213189-1 ''Helichrysum plicatum'' DC.] // ''powo.science.kew.org''</ref> Hypericum spp.''<ref>[https://hypericum.myspecies.info/ Hypericum online] // ''hypericum.myspecies.info''</ref> და სხვ.<ref>[https://eiec.gov.ge/-/Documents/ViewFile/176 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა]</ref> |
|||
'''ტყის მავნებლები და დაავადებები.''' ტყის მავნებლები და დაავადებები, მაგ. წაბლის კიბო (''Cryphonectria parasitica'', ძველი სახელწოდება ''Endothia parasitica'') სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ტყეებს.<ref group="კომ.">XX საუკუნეში ევროპიდან შემოსულმა კრიფონეკროზის ეპიდემიამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოში გავრცელებული წაბლის (''Castanea sativa'' Mill.) კორომები. ''იხ. [http://conference.sens-2018.tsu.ge/lecture/view/616 წაბლის კიბოს გამომწვევი ფიტოპათოგენური სოკოს Cryphonectria Parasitica-ის (Murrill) ანტაგონისტი მიკროსკოპული სოკოების შესწავლა საჩხერის რაიონში]''</ref> მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს [[კოლხური ბზა|კოლხური ბზის]] ხმობა, [[ფიჭვი]]ს ხმობა [[თუშეთი|თუშეთსა]] და [[თბილისი]]ს შემოგარენში და სხვა. |
|||
'''ხე-მცენარეთა არაადგილობრივი და ინვაზიური სახეობები.''' ხელოვნურად გაშენებული ტყეების საერთო ფართობი საქართველოში დაახლოებით 110 000 ჰექტარია. ამ ტყეების გაშენების მთავარი მიზანი ტყის საფარის გაფართოება და ამ გზით, დამატებითი სოციო-ეკოლოგიური სარგებლის უზრუნველყოფა იყო. ხელოვნურად გაშენებული ტყეების დიდი ნაწილი ახლა 50–60-წლოვან მონოკულტურებს წარმოადგენს, სადაც ხშირად, ეგზოტიკური და გარემოსთან ნაკლებად ადაპტირებული სახეობებია გამოყენებული (მაგ. [[შავი ფიჭვი]]). ბიომრავალფეროვნების მხრივ, ეს მონოკულტურები ბევრად ღარიბია, ვიდრე შერეული ტყის კულტურები, სადაც რამდენიმე ადგილობრივი სახეობა გამოიყენება. საქართველოს ტყეებს, განსაკუთრებით ჭალის ტყეებს, საშიშროებას უქმნის არაკონტროლირებადი [[ინვაზიური სახეობა|ინვაზიური სახეობები]], მაგ. პავლოვნია ({{lang-la|''Paulownia tomentosa''}}), ჭალის ტყეების შემთხვევაში — [[ჩინური ხემყრალი]] და სხვ. |
|||
==იხილეთ აგრეთვე== |
|||
* [[საქართველოს დაცული ტერიტორიები]] |
|||
* [[საქართველოს წითელი ნუსხა]] |
|||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
{{Refbegin}} |
{{Refbegin}} |
||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = გიგაური, გიორგი. |
|||
|სათაური = საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნება |
|||
|ბმული = https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/485778/1/SaqartvelosTyisBiologiuriMravalferovneba.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = შპს რარიტეტი |
|||
|წელი = 2000 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 160 |
|||
|isbn = |
|||
|ref = გიგაური, გიორგი.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = კეცხოველი, ნიკო. |
|||
|სათაური = საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები |
|||
|ბმული = https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/490961/1/SaqartvelosMcenareulobisDziritadiTipebi_1935.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = თბ. სახ. უნ-ტი. |
|||
|წელი = 1935 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 445 |
|||
|isbn = |
|||
|ref = კეცხოველი, ნიკო.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = კეცხოველი, ნიკო. |
|||
|სათაური = საქართველოს მცენარეული საფარი |
|||
|ბმული = https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/448048/1/Saqartvelos_Mcenareuli_Safari.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = საქ. მეცნ. აკად. |
|||
|წელი = 1959 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 413 |
|||
|isbn = |
|||
|ref = კეცხოველი, ნიკო.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = კეცხოველი, ნიკო. |
|||
|სათაური = კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში |
|||
|ბმული = https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/371488 |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = საქ. მეცნ. აკად. |
|||
|წელი = 1957 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 488 |
|||
|isbn = |
|||
|ref = კეცხოველი, ნიკო.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = ქვაჩაკიძე, რ., იაშაღაშვილი, კ., ლაჩაშვილი, ნ. |
|||
|სათაური = საქართველოს ძირეული ტყეები |
|||
|ბმული = https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/5988/1/Saqartvelos_Dzireuli_Tkeebi.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = |
|||
|წელი = 2004 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 58 |
|||
|isbn = |
|||
|ref = ქვაჩაკიძე, რ. და სხვ.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = ქვაჩაკიძე, რევაზ. |
|||
|სათაური = საქართველოს მცენარეულობა |
|||
|ბმული = https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/5980/1/Rezo%20Kvachakidze.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ. |
|||
|წელი = 2009 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 156 |
|||
|isbn = |
|||
|ref = ქვაჩაკიძე, რევაზ.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = ქვაჩაკიძე, რევაზ. |
|||
|სათაური = საქართველოს მცენარეული საფარის ისტორია |
|||
|ბმული = https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/476130/1/Saqartvelos_Mcenareuli_Safaris_Istoria_2002.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = მეცნიერება |
|||
|წელი = 2002 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 44 |
|||
|isbn = |
|||
|ref = ქვაჩაკიძე, რევაზ.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = |
|||
|სათაური = სამცხე-ჯავახეთის იშვიათი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება |
|||
|ბმული = http://eprints.iliauni.edu.ge/872/1/samk_geo.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = |
|||
|წელი = 2008 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 212 |
|||
|ref = მ. ახალკაცი, მ. ქიმერიძე და სხვ.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = სადუნიშვილი, თ., მაისაია, ი. და სხვ. |
|||
|ნაწილი = |
|||
|სათაური = საქართველოს აგრარული კულტურა |
|||
|ბმული = https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/373263/1/Saqartvelos_Agraruli_Kultura.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია |
|||
|წელი = 2021 |
|||
|ტომი = |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 308 |
|||
|isbn = |
|||
|ტირაჟი = |
|||
|ref = საქართველოს აგრარული კულტურა}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = შეთეკაური, შამილ. |
|||
|სათაური = თუშ-ფშავ-ხევსურეთის ფლორა : აღმოსავლეთი კავკასიონი |
|||
|ბმული = http://www.nplg.gov.ge/bios/en/00015870/ |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = მერიდიანი |
|||
|წელი = 2017 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 600 |
|||
|isbn = |
|||
|ref = შეთეკაური, შ.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = შეთეკაური, შ., ჭელიძე, დ. |
|||
|სათაური = მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთის ფლორა (მცირე კავკასიონი) |
|||
|ბმული = http://www.nplg.gov.ge/bios/en/00015870/ |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = მერიდიანი |
|||
|წელი = 2016 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 512 |
|||
|isbn = |
|||
|ref = შეთეკაური, შ., ჭელიძე, დ.}} |
|||
* {{რუსული წიგნი |
|||
|ავტორი = Синская Е.Н. |
|||
|ნაწილი = |
|||
|სათაური = Историческая география культурной флоры (на заре земледелия) |
|||
|ბმული = https://books.google.ge/books?id=dFNUDwAAQBAJ&pg=PA462&source=gbs_toc_r&cad=2#v=onepage&q=%D0%B7%D0%B0%D0%BA%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%8C%D0%B5&f=false |
|||
|ადგილი = Л. |
|||
|გამომცემლობა = Колос |
|||
|წელი = 1969 |
|||
|ტომი = |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 480 |
|||
|isbn = |
|||
|ტირაჟი = |
|||
|ref = Синская Е.Н.}} |
|||
{{Refend}} |
|||
==ბიბლიოგრაფია== |
|||
{{Refbegin}} |
|||
{{ქსე|10|178|სახოკია მ.}} |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = შემდგ.: მაყაშვილი, ა. |
|||
|სათაური = თბილისის მიდამოების ფლორა : წიგნი II |
|||
|ბმული = https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/449448/1/Tbilisis_Midamoebis_Flora_1953_Wigni_II.pdf |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = თბ. სახ. უნ. გამ-ბა. |
|||
|წელი = 1953 |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 418 |
|||
|isbn = |
|||
|ref = მაყაშვილი, ა.}} |
|||
* ''შემდგ.: ლ. კემულარია-ანთაძე, ა. შხიანი.,'' [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/400431/1/Saqartvelos_Flora_1973_Tomi_II.pdf საქართველოს ფლორა : ტომი II], თბ.: მეცნიერება, 1973. |
|||
* {{წიგნი |
* {{წიგნი |
||
|ავტორი = შემდგ.: რ. გაგნიძე, ა. დოლუხანოვი, შ. ქუთათელაძე და სხვ. |
|ავტორი = შემდგ.: რ. გაგნიძე, ა. დოლუხანოვი, შ. ქუთათელაძე და სხვ. |
||
|ნაწილი = |
|ნაწილი = |
||
|სათაური = საქართველოს ფლორა |
|სათაური = საქართველოს ფლორა : ტომი III |
||
|ბმული = http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=simple&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=Juglandaceae-Amaranthaceae |
|ბმული = http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=simple&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=Juglandaceae-Amaranthaceae |
||
|ადგილი = თბ. |
|ადგილი = თბ. |
||
ხაზი 25: | ხაზი 711: | ||
|ტირაჟი = |
|ტირაჟი = |
||
|ref = საქართველოს ფლორა ტ. 3.}} |
|ref = საქართველოს ფლორა ტ. 3.}} |
||
* ''შემდგ.: შ. ქუთათელაძე და სხვ.,'' [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/400433/1/Saqartvelos_Flora_1978_Tomi_IV.pdf საქართველოს ფლორა : ტომი IV], თბ.: მეცნიერება, 1978. |
|||
* {{წიგნი |
|||
|ავტორი = |
|||
|ნაწილი = |
|||
|სათაური = სვანეთის ფლორა და მცენარეულობა |
|||
|ბმული = https://opac.iliauni.edu.ge/eg/opac/record/73465 |
|||
|პასუხისმგებელი = ნახუცრიშვილი, გ. (მთ. რედ.) |
|||
|ადგილი = თბ. |
|||
|გამომცემლობა = მეცნიერება |
|||
|წელი = 1985 |
|||
|ტომი = |
|||
|გვერდები = |
|||
|გვერდნი = 262 |
|||
|isbn = |
|||
|ტირაჟი = |
|||
|ref = სვანეთის ფლორა და მცენარეულობა.}} |
|||
* ''ქვლივიძე, ა.,'' [http://conference.sens-2018.tsu.ge/uploads/5b408f827871aანა_ქვლივიძე_სამაგისტრო.pdf დავით-გარეჯის მონასტრის მიდამოების ფლორა და მცენარეულობა], თბ.: სახ. უნ-ტი, 2018. |
|||
* ''ეროვნული სატყეო სააგენტო,'' [https://forestry.gov.ge/Ge/Files/ViewFile/61 ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა], 2019. |
|||
{{Refend}} |
{{Refend}} |
||
==რესურსები ინტერნეტში== |
==რესურსები ინტერნეტში== |
||
{{Commonscat|Flora of Georgia|საქართველოს ფლორა}} |
|||
* [https://pbsociety.org.pl/journals/index.php/am/article/view/am.571 A Revised Catalog of Lichens of Georgia (South Caucasus)] |
|||
{{Refbegin}} |
|||
* [http://environment.cenn.org/app/uploads/2016/10/mcenareuli_safari_Final_s.pdf საქართველოს მცენარეული საფარი] · [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/95467/1/Geobotanikuri_leksikoni.pdf გეობოტანიკური ლექსიკონი] |
|||
* [https://apa.gov.ge/ge/biomravalferovneba/saqartvelos-biomravalferovneba საქართველოს დაცული ტერიტორიების ფლორა] |
|||
* [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10925/1/Saqrtvelos%20_Flora.pdf საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის ისტორია] |
|||
* [http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=simple&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=საქართველოს+ფლორა საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფია] |
* [http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=simple&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=საქართველოს+ფლორა საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფია] |
||
* [https://apa.gov.ge/ge/biomravalferovneba საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო] |
|||
* [https://dspace.nplg.gov.ge/simple-search?query=საქართველოს+ფლორა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა] |
* [https://dspace.nplg.gov.ge/simple-search?query=საქართველოს+ფლორა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა] |
||
* [https://pbsociety.org.pl/journals/index.php/am/article/view/am.571 ''A Revised Catalog of Lichens of Georgia''] |
|||
* [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/461005/1/SaqartvelosErovnuliBotanikuriBaghisBunebriviFlora_2014.pdf Natural Flora of National Botanical Garden of Georgia] |
|||
{{Refend}} |
|||
{| width="600" style="background: #f9f9f9; border: 2px #aaa solid; border-collapse: collapse; border-color: white; color:black; font-size: 85%;" border="1" cellspacing="0" |
|||
|- bgcolor="#c2d2e5" |
|||
! scope=col | თემატური საიტები |
|||
|- |
|||
! scope=row |[https://www.epa.wa.gov.au/sites/default/files/Policies_and_Guidance/Guideline-Flora-Vegetation-131216_4.pdf Flora and Vegetation] · [https://identify.plantnet.org/ru/k-world-flora/identify PlantNet] |
|||
|} |
|||
{| width="600" style="background: #f9f9f9; border: 2px #aaa solid; border-collapse: collapse; border-color: white; color:black; font-size: 85%;" border="1" cellspacing="0" |
|||
|- bgcolor="#c2d2e5" |
|||
! scope=col | საქართველოს ფლორა |
|||
|- |
|||
! scope=row |[https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400430 ტომი I] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400431 ტომი II] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400432 ტომი III] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400433 ტომი IV] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400434 ტომი V] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400478 ტომი VI] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400479 ტომი VII] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400480 ტომი VIII] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400481 ტომი IX] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400486 ტომი X] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/400487 ტომი XI] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/401131 ტომი XII] · [https://opac.iliauni.edu.ge/eg/opac/record/61645 ტომი XIII] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/401132 ტომი XIV] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/401147 ტომი XV] · [https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/401148 ტომი XVI] |
|||
|} |
|||
==კომენტარები== |
|||
{{Reflist|group=კომ.}} |
|||
==სქოლიო== |
|||
{{სქოლიო}} |
|||
{{საქართველოს დაცული ტერიტორიები}} |
|||
{{საქართველოს წყლის რესურსები}} |
|||
{{კავკასიონის მდინარეები}} |
|||
{{ქართული ვაზის ჯიშები}} |
|||
[[კატეგორია:საქართველოს ფლორა]] |
[[კატეგორია:საქართველოს ფლორა]] |
12:52, 12 ივნისი 2024-ის ვერსია
საქართველოს ფლორა — მცენარეთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომელიც ამჟამად გვხვდება მის ტერიტორიაზე და საზღვაო წყლებში. საქართველო, ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის, ფლორისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (აქედან 600 — კავკასიის, ხოლო 300 — საქართველოს ენდემია). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც, სადაც 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია, საიდანაც — ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვა მრავალი შესანიშნავი ჯიშის ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაედო სათავე.[კომ. 1]
ზოგადი ინფორმაცია
საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. თანდათან, კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა.
კავკასიაში უძველესი ფლორის არსებობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნებული იქნა მხოლოდ კოლხეთსა და თალიშში (აზერბაიჯანი). სწორედ აქ, მიუხედავად მეოთხეულის გამყინვარებისა, შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ჰავა, შესაბამისი — სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებით.
ადგილობრივი — ენდემურია მცენარეული სამყაროს 380 სახეობა, რომელთაგანაც ზოგი რელიქტურ მცენარეებსაც მიეკუთვნება. საქართველოს ენდემური მცენარეებიდან ცნობილია ბიჭვინთისა და ელდარის ფიჭვი, მეგრული არყი, ქართული ნუში და სხვ.
რელიქტური მცენარეები ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში (პონტოური მუხა, შქერი, წყავი და სხვ.). რელიქტები გვხვდება საქართველოს სხვა რაიონებშიც.
ტერიტორიის მდებარეობა, რთული რელიეფი, ჰავის მრავალგვარობა განაპირობებს საქართველოს ბუნებრივი მცენარეული საფარის სტრუქტურულ მრავალფეროვნებას. წამყვან მცენარეულ ტიპს წარმოადგენს ტყე (ტყეები), რომლითაც დაფარულია ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 32–35%. საკმაოდ ვრცელი ტერიტორია უჭირავს ბუჩქნარებსა და მდელოებს. გვხვდება სტეპები, ნახევრად უდაბნოები და ჭაობის მცენარეულობა. მცენარეული საფარის თითოეულ წარმომადგენელს (მცენარეულ ტიპს) გააჩნია არა მარტო სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა (შედგენილობა, აგებულება), არამედ თავისი განვითარების ისტორია, რომელიც მილიონობით წლებს ითვლის.[1]
სახეობრივი მრავალფეროვნება
საქართველო, როგორც კავკასიის ეკორეგიონის ნაწილი,[კომ. 2] წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ „ცხელ წერტილს“. (ამჟამად Conservation International- ის მიერ გამოყოფილია 34 „ცხელი წერტილი“, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით, რომელიც ამასთანავე არის მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე).[კომ. 3][კომ. 4][კომ. 5]
კავკასიის ეკორეგიონი, აგრეთვე, არის ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი გლობალური მნიშვნელობის ეკორეგიონი, რომელიც ხასიათდება სახეობრივი მრავალფეროვნებით, ენდემიზმის მაღალი დონით, ევოლუციური პროცესებისა და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებებით, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნებითა და ბიომებით, რომლებიც იშვიათია გლობალურ დონეზე.
რელიეფის სირთულე და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებითად განსხვავებული კლიმატური პირობების არსებობა განაპირობებენ საქართველოს ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების მრავალფეროვნებას. საქართველოს ძირითადი ბიომებია: ტყეები, მტკნარი წყლები და ჭაობები, ზღვა და სანაპირო, მაღალი მთები, ნახევრადუდაბნოები და სტეპები. სახეობების მრავალფეროვნებითა და ენდემიზმის მაღალი დონით განსაკუთრებით გამორჩეულია კოლხეთის რეფუგიუმი, დასავლეთ კავკასიონის კირქვიანებისა და მაღალმთის მცენარეული კომპლექსები. ტყით დაფარულია საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 39,9%. ენდემური და რელიქტური სახეობებით მდიდარი ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები ქვეყნის ნამდვილი სიმდიდრეა. საქართველოს ტყეების 97% ბუნებრივია. მათი დიდი ნაწილი (98%) მთის ტყეებს წარმოადგენს და გააჩნია წყალმარეგულირებელი, ნიადაგის დამცველი, კლიმატის მასტაბილიზებელი ფუნქციები, ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს მცენარეთა და ცხოველთა მრავალი რელიქტური, ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისათვის. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია თითქმის ხელუხლებელი ტყის კორომები, რომლებსაც გააჩნიათ უდიდესი კონსერვაციული ღირებულება.
საქართველოს ფლორა ერთ-ერთი უმდიდრესია ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში აღრიცხულ ჭურჭლოვან მცენარეთა შორის 900-მდე სახეობა (დაახლოებით 21%) კავკასიისა და საქართველოს ენდემია. საქართველოსა და კავკასიის ფლორის შემადგენლობაში 16 ენდემური გვარია. საქართველოს ფლორის 2000-მდე სახეობას გააჩნია პირდაპირი ეკონომიკური ღირებულება, გამოიყენება რა მერქნად, სათბობად, საკვებად (ხილი, თხილი), საფურაჟედ და ცხოველთა საკვებად, სამკურნალოდ, საღებრებად და ეთერ-ზეთების მისაღებად. საქართველოში გავრცელებულია კულტურული ჯიშების (განსაკუთრებით ხორბლებისა და პარკოსნების) მრავალი ადგილობრივი ვარიაცია და ველური ნათესავი. ძალიან მდიდარია, აგრეთვე, საქართველოს კულტურული ფლორა.[2]
საქართველოს ფლორის შემადგენლობაში აღრიცხულია 4130 ჭურჭლოვანი მცენარე. მათ შორის გვიმრანაირები — 79, შიშველთესლოვანნი — 17, ფარულთესლოვანნი — 4034 (ორლებნიანნი — 3278; ერთლებნიანნი — 756) საქართველოს ფლორის სიმდიდრის მაჩვენელია ენდემიზმის მაღალი დონე. საქართველოს ფლორის დაახლოებით 21% — 900-მდე სახეობა ენდემურია. მათ შორის 600-მდე სახეობა (მთელი სახეობების 14,2%) კავკასიის ენდემია; 300 სახეობამდე (მთელი სახეობების 9,0%) უშუალოდ საქართველოს ენდემია. მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. საქართველოსა და კავკასიის ფლორის შემადგენლობაში 16 ენდემური გვარია: Alboviodoxa, Woronowia, Chymsydia, Trigonocaryum, Symphyoloma, Pseudobetckea, Charesia, Mandenovai, Sredinskaya, Grossheimia, Cladocheta, Pseudovesicaria, Gadellia, Agasyllis, Paederotella და Kemulariella.
საქართველოს ფლორაში სახეობთა მრავალრიცხოვნობით შემდეგი 10 ოჯახი გამოირჩევა: Compositae (538 სახეობა), Gramineae (332 სახეობა), Leguminosae (317 სახეობა), Rosacea (238), Cruciferae (183), Scrophulariacea (179), Umbeliferae (177), Labiatae (149), Caryophyllacea (135) და Liliacea (129).
საქართველოში აღრიცხულია ხავსების 812 სახეობა.
საქართველოს შიდა წლებში აღწერილია წყალმცენარეთა 2605 ტაქსონი, მათგან Chloropyta — 1039, Bacillariophyta — 830, Cyanophyta — 431, Euglenophyta — 161, Xanthophyta — 60, Pyrrophyta — 35, Chrysophyta — 26, Rhodophyta — 10, Charophyta — 13.
საქართველოში აღიცხულია ლიქენების 800-ზე მეტი და სოკოების 7000-მდე სახეობა. თუმცა ეს მონაცემი სრულად არ ასახავს საქართველოს წყალმცენარეების, ლიქენებისა და სოკოების მრავალფეროვნებას.
საქართველო მდიდარია ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მცენარეებით. საქართველოს ფლორის 2000-მდე სახეობას გააჩნია პირდაპირი ეკონომიკური ღირებულება, გამოიყენება რა მერქნად, სათბობად, საკვებად (ხილი, თხილი), საფურაჟედ და ცხოველთა საკვებად, სამკურნალოდ, საღებრებად და ეთერ-ზეთების მისაღებად. საქართველოში გავრცელებულია კულტურული ჯიშების (განსაკუთრებით ხორბლებისა და პარკოსნების) მრავალი ადგილობრივი ვარიაცია და ველური ნათესავი. ძალიან მდიდარია, აგრეთვე, საქართველოს კულტურული ფლორა. ვავილოვის მიხედვით, საქართველო არის კულტურულ მცენარეთა წარმოშობის დასავლეთ აზიის ცენტრის ნაწილი, რომელიც მიჩნეულია ქერის, ხორბლის, პარკოსნების, ვაზისა და ხილის მრავალი ჯიშის წარმოშობის ცენტრად. საქართველოში უძველესი დროიდან მოყავთ მარცვლოვნების (ხორბალი, ქერი, შვრია), პარკოსნების, ვაზის, ბოსტნეულისა და ხილის (ვაშლი, მსხალი, კომში, ქლიავი, ნუში, ატამი და სხვა) მრავალი ჯიში.[3]
კულტურული მცენარეების აღიარებული სპეციალისტი, პროფესორი ევგენია სინსკაია თავის ნაშრომში მიუთითებს, რომ წინა აზია არის ხორბლის 12 სახეობის სამშობლო, ხოლო ამათგან 8 სახეობის სამშობლო სამხრეთ კავკასიაა.[4] ქართველი გენეტიკოს-სელექციონერი, კულტურული ფლორის მკვლევარი, აკადემიკოსი ვლადიმერ მენაბდე აღნიშნავდა: „საქართველოს ხორბლების ენდემური სახეობები წარმოიშვა ისტორიულ წარსულში, ქართველურ ხალხთა თავდაპირველი სამშობლოს მინდვრებზე; ისინი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდანაა მოსული ქართველურ ტომთან ერთად, რომლებმაც შეინარჩუნეს ეს რელიქტი ჩვენ დრომდე“.
ხორბლის სახეობათა ენდემიზმისა და პოლიმორფიზმის მაღალმა დონემ საფუძველი მისცა ლეონარდ დეკაპრელევიჩს, ჯერ კიდევ 1938 წელს წამოეყენებინა დებულება იმის შესახებ, რომ საქართველო ხორბლის სახეობათა წარმოშობის ერთ-ერთი კერათაგანია.[5]
სადღეისოდ ხორბლის Triticum ბოტანიკურ გვარში შემავალი სახეობებიდან საქართველოში აღნიშნულია 15 სახეობა: Triticum boeoticum, T. monococcum, T. timopheevii, T. zhukovskyi, T. dicoccum, T. palaeocolchicum, T. carthlicum, T. turgidum, T. durum, T. polonicum, T. turanicum, T. spelta, T. macha, T. aestivum, T. compactum.[6][7][8]
წინააზიური გენცენტრის ამიერკავკასიის ნაწილში განსაკუთრებული ადგილი უკავია დასავლეთ საქართველოს, სადაც კულტურაში დადგენილ იქნა ხორბლის ენდემური სახეობები: T. macha, T. timopheevii, T. zhukovskyi, T. palaeocolchicum, T. carthlicum.[9][10] აქედან 4 სახეობა საქართველოს კულტურული ფლორის უძველეს ნაშთს წარმოადგენს, ხოლო T. carthlicum საქართველოს ფარგლებს გარეთაც გვხვდება (სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი, თურქეთი, თუმცა სახესხვაობების სიმრავლით საქართველო გამოირჩევა.[11]
როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, ქართულ სამიწათმოქმედო ტერმინოლოგიაში ხორბლის კულტურა მოხსენიებულია წერილობით ძეგლებში, რომელიც განეკუთვნება ძვ. წ. V საუკუნეს. უძველეს ქართულ ლექსიკაში კარგადაა ასახული ხორბლის სახეობრივი და ჯიშობრივი დიფერენციაცია, ხორბლის ქართული სახელწოდებები: ზანდური, მახა, ასლი, იფქლი, ხულუგო და სხვ.[12]
-
შქერი და აღმოსავლური წიფელი მტირალას ეროვნულ პარკში
-
შქერი და აღმოსავლური წიფელი მტირალას ეროვნულ პარკში
-
შქერი და აღმოსავლური წიფელი მტირალას ეროვნულ პარკში
-
შქერი და აღმოსავლური წიფელი მტირალას ეროვნულ პარკში
მცენარეული საფარის ისტორია
პირველი ცნობები საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მოზარდი ხმელეთის მცენარეების შესახებ განეკუთვნება პალეოზოური ერის კარბონულ (ქვანახშირის) პერიოდს (360–290 მლნ წლის წინ). საქართველოს პალეოზოური ასაკის დანალექებში მკვლევართა მიერ აღმოჩენილია დედამიწის უძველეს მცენარეთა მრავალი წარმომადგენელი, კერძოდ ლეპიდოდენდრონები, სიგილარიები, კალამიტისებრნი, თესლოვანი გვიმრები, კორდაიტები და სხვ. ამ მცენარეთაგან ზოგიერთი (ლეპიდოდენდრონები, სიგილარიები, კალამიტები) 50 მ-მდე სიმაღლეს აღწევდა. აღნიშნული უძველესი მცენარეების უმეტესობა, როგორც ცნობილია, დედამიწის ზურგზე პალეოზოურ ერაშივე ამოწყდა (მათგან ნაწილმა დასაბამი მისცა შემდეგდროინდელ მცენარეებს).[13]
-
მდინარე იორი, ხედი უჯარმის ციხიდან
-
მდინარე იორი, ხედი უჯარმის ციხიდან
-
მდინარე იორი, ხედი უჯარმის ციხიდან
-
მდინარე იორი, ხედი უჯარმის ციხიდან
პალეოზოურ ერაშიც და მეზოზოური ერის იურულ პერიოდში (200–137 მლნ წლის წინ), როგორც პალეოგეოგრაფიული წყაროებიდანაა ცნობილი, საქართველოს დღევანდელი ტერიტორია ზღვით იყო დაფარული. წყლიდან ამოწეული იყო მხოლოდ უძველესი მასივები (ძირულის, ხრამის, ლოქის) და სხვა ცალკეული კუნძულები. აღნიშნული კუნძულები იურულ პერიოდში დაფარული იყო ტროპიკული ტიპის მცენარეული საფარით, რომლის შემადგენლობაში, პალეობოტანიკოსთა გამოკვლევების თანახმად, მონაწილეობდა დედამიწის უძველესი მცენარეები — კალამიტისებრნი, შვიტასნაირები, გვიმრანაირები, ბენეტიტისნაირნი, თესლოვანი გვიმრები, კეიტონიასებრნი, საგოვანასებრნი, გინკგოსებრნი, არაუკარიასებრნი და სხვ. იმდროინდელმა უხვმა ტროპიკულმა მცენარეულობამ, როგორც მეცნიერები ასკვნიან, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქვანახშირის იურულ საბადოებს — ტყიბულის, შაორის, ტყვარჩელის.[13]
პალეოზოურ და ადრეულ მეზოზოურ ერაში (ტრიასული და იურული პერიოდები), როგორც პალეობოტანიკური მასალები ადასტურებს, დედამიწის მთელ ხმელეთზე მცენარეულობა (ფლორა, მცენარეული საფარი) საკმაოდ ერთგვაროვანი იყო, ზემოაღნიშნული უძველესი მცენარეები ფაქტობრივად დედამიწის ყველა ნაწილში ვრცელდებოდა. მცენარეულობის რეგიონული დიფერენცირება დაიწყო შედარებით გვიან და იგი დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის ფორმირებასთან იყო დაკავშირებული.[14]
მეზოზოურ ერაში (ასევე კაინოზოური ერის დიდ მანძილზე) ჩვენს პლანეტაზე, მექსიკიდან მოკიდებული ჩრდილო ჩინეთამდე, გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვა — ტეთისი, რომელიც ჰყოფდა ჩრდილოეთის ხმელეთს სამხრეთის მატერიკებისაგან. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთის და სამხრეთის ხმელეთზე უძველესი ფლორების განვითარება პრაქტიკულად დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან განსხვავებული გზით წარიმართა (არის გამონაკლისიც, როგორიცაა, მაგალითად, აღმოსავლეთ აზიის ფლორა და ზოგიერთი სხვ.).[15]
პალეობოტანიკური მასალების თანახმად, მეზოზოური ერის ტრიასულ და იურულ პერიოდებში (145–137 მლნ წლის წინ) ჩრდილოეთის ხმელეთზე (ტეთისის ოკეანის ჩრდილოეთით) გავრცელებული იყო საკმაოდ ერთგვაროვანი ტროპიკული ფლორა. მოგვიანებით, როცა ამ ფლორის დიფერენცირება განხორციელდა (კაინოზოური ერის მესამეულ პერიოდში), მისგან წარმოიშვა ჰოლარქტიკული (ჰოლარქტიკის ფიტოგეოგრაფიული ოლქის — დღევანდელი ფიტოგეოგრაფიული დარაიონების მიხედვით) სუბტროპიკული მარადმწვანე, ფოთოლცვენია და წიწვიანთა ფლორები.[15]
ცარცული პერიოდის ბოლომდე (70–67 მლნ წლის წინ) ტეთისის ზღვაში, საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის ადგილზე არსებული მომცრო ზომის კუნძულები (მათ შორის კავკასიონის და ანტიკავკასიონის წინამორბედები) კვლავ ტროპიკული ტიპის მდიდარი მცენარეულობით იყო დაფარული, რაც სათანადო პალეობოტანიკური მასალებით მტკიცდება. ცარცული პერიოდის დასასრულს ევრაზიაში (ევროპის და აზიის ნაწილი, ცენტრალური ჩინეთი) ფორმირებული იქნა არიდული ზონა, რომლის გავლენით ტეთისის ზღვის კუნძულების მცენარეული საფარი საგრძნობლად შეიცვალა. დათმო პოზიციები ხემაგვარმა გვიმრებმა, ბენეტიტისნაირებმა და სხვა უძველესმა მცენარეებმა (ბევრი მათგანი საერთოდ ამოწყდა). სამაგიეროდ თანდათანობით განიმტკიცა პოზიციები ტაქსოდიუმისებრთა (ოჯახი — Taxodiaceae) და წიწვოვანთა (რიგი — Coniferales) წარმომადგენლებმა. ცარცული პერიოდის ბოლოს დიდი ცვლილებები მოხდა საერთოდ დედამიწის მცენარეულ სამყაროში, რაც დაკავშირებულია ფარულთესლოვან მცენარეთა — მაგნოლიების, ევკალიპტების, დაფნისებრთა წარმომადგენლების, ჭადრის, მუხის და სხვათა ფართო განსახლებასთან.[16]
კაინოზოური ერის მესამეული პერიოდის დასაწყის და შუა ხანაში (პალეოცენის და ეოცენის ეპოქები; 67–40 მლნ წლის წინ) საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის ადგილზე კვლავ ზღვა იდგა (ტეთისის ზღვის ნაწილი, ე.წ. „მაიკოპური ზღვა“), რომელშიც უკვე ფორმირებული იყო კავკასიონის მოგრძო კუნძული. ოლიგოცენის (40–25 მლნ წლის წინ) დასაწყისში მაიკოპურ ზღვაში გაჩნდა ანტიკავკასიონის მოზრდილი კუნძულიც, რომელთა შორის ზღვა, ე.წ. „ამიერკავკასიის სრუტე“ ჩადგა (მარუაშვილი, 1981). პალეოგეოგრაფები თვლიან, რომ ოლიგოცენში კავკასიონისა და ანტიკავკასიონის კუნძულებზე უკვე ფორმირებული იყო საკმაოდ დანაწევრებული საშუალომთიანი რელიეფი (ბორცვები, ზეგნები და სხვ., რომელთა სიმაღლე ზ.დ. 1000–1500 მ აღწევდა).[17]
პალეოცენში კავკასია ხმელთაშუა ზღვის ფართო ბიოგეოგრაფიული ოლქის ნაწილს წარმოადგენდა. ზღვის თბილი წყალი და მისი გავლენით — თბილი და ტენიანი ჰავა უზრუნველყოფდა ძირითადად მარადმწვანე სუბტროპიკული ტიპის მცენარეულობის არსებობას. შემადგენლობაში კვლავ დომინირებდა თესლოვანი გვიმრები, წიწვოვნები (მეტწილად ფიჭვისებრთა — Pinaceae წარმომადგენლები), პალმები, მაგნოლიები და სხვ.[17]
ეოცენი, როგორც ცნობილია, მესამეული პერიოდის ყველაზე თბილი ჰავით ხასიათდებოდა. პალეობოტანიკური მონაცემების (უზნაძე, 1967, და სხვ.) მიხედვით, ამ ეპოქაში კავკასიის კუნძულებზე განვითარებული იყო მარადმწვანე თერმომეზოფილური სუბტროპიკული (ზოგიერთი მეცნიერის აზრით — ტროპიკული) ტყეები, რომელთა შემადგენლობაში ძირითადად მონაწილეობდა — პალმები (ოჯახი — Palmaceae), ევკალიპტები (ოჯახი — Myrtaceae), დაფნისებრნი (ოჯახი — Lauraceae), მაგნოლიასებრნი (ოჯახი — Magnoliaceae), ტაქსოდიუმისებრნი (ოჯახი — Taxodiaceae) და სხვ.[17]
მცენარეულობის კლასიფიკაცია
საქართველოს ფლორა და მცენარეული საფარი მეტად მრავალფეროვანია. საფარის ცვალებადობა ხშირად იმდენად მკვეთრად და დროის მოკლე მონაკვეთში ხდება, რომ რთულდება მათი რაიმე ცხრილში მოქცევა. სუბალპების ფართოფოთლიანი ბალახეულობა ძალიან ხშირად ესაზღვრება კლდეთა ქსეროფიტებს (თეთრობის ხეობა, თრიალეთი, მთათუშეთი) Acantholimon lepturoides (Jaub. & Spach) Boiss.,[18] და ფრინტა (Anemone fasciculata L.)[19] ხშირად ერთმანეთისაგან ორი-სამი მეტრით არის დაცილებული, პირველს სამხრეთის ფერდობზე ვხვდებით, ხოლო მეორეს დასავლეთისაზე, ან ძალიან ხშირად ერთმანეთში არიან გადახლართულ-გადაჯაჭვული.[20]
მიუხედავად ამისა, მცენარეული საფარი მაინც შესაძლებელია თავისუფლად მოთავსდეს ისეთ ფორმაციათა ჯგუფებში, როგორიცაა: უდაბნოებისა და ტრამალების მცენარეულობა, ველის მცენარეულობა, დაბლობთა და ვაკეთა ტყეების მცენარეულობა, მთების შუა სარტყლის ტყეების მცენარეულობა, სუბალპებისა და ალპების მცენარულობა, ხოლო აზონალური ტიპები ცალკე გამოიყოფა. ამ ცალკეულ ჯგუფებში უკვე ადვილად ნაწილდება ტიპები და ქვეტიპები. საქართველოსა და კავკასიის მცენარულობის კლასიფიკაციაზე მრავალი შრომაა გამოქვეყნებული.[20]
I. ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. 1. აბზინდიან-უროიანის მცენარეულობა; 2. აბზინდიანები; 3. აბზინდიან-კაპუტიანის; 4. ხურხუმოიანები; 5. ყარღანიანები; 6. შავჯაგიანის ნახევარუდაბნო.
II. ველების მცენარეულობა. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე და ბარი — 7. უროიანი ველი; 8. ციწვერიანი ველი; 9. წივანიანი ველი; 10. წიწვიან-უროიანი ველი; 11. ნაირბალახოვანი ველი; 12. ნაირმარცვლოვანი ველი; 13. ჯაგ-ეკლიანი ველი სხვა ბუჩქებთან ერთად. სამხრეთ მთიანეთის ზეგნების ველები — 14. ვაციწვერიანი მთის ელემენტები; 15. მარცვლოვან-ნაირბალახოვანი; 16. წივანიანი; 17. ნაირბალახოვანი და სხვ.[21]
III. დაბლობებისა და ვაკის ტყეები. ჭალის ტყეები — 18. ვერხვნარები; 19. ტირიფნარები; 20. მუხნარები; 21. თელნარი; 22. ლაფნარი. ნათელი ტყეები — 23. საკმლის ხიანი; 24. აკაკიანები; 25. ბერყენიანები; 26. ბროწეულიანი; 27. ნეკერჩხლიანები; 28. თელიანი, ჭალის თელისაგან; 29. ფიჭვნარები ელდარის ფიჭვისგან; 30. ღვიანი (ხემაგვარი ღვიები). აღმოსავლეთ საქართველოს ვაკის ტყეები — 31. მუხნარები ჭალის მუხისგან; 32. მუხნარები ქართული მუხისგან; 33. მუხნარ-თელნარი; 34. მუხნარ-რცხილნარები; 35. მუხნარ-ძელქვნარები და სხვ.[22]
IV. დასავლეთ საქართველოს დაბლობისა და ვაკის მცენარეულობა. 36. ზღვისპირა ქვიშიანების მცენარეულობა; 37. ჭაობები; 38. ჭაობიანი თხმელნარები; 39. ლაფნარები; 40. მუხნარები იმერული მუხისაგან; 41. რცხილნარები დაბლობისა; 42. ძელქვნარები; 43. მუხნარები; 44. წაბლნარები; 45. ჯაგრცხილნარები; 46. დაფნარები; 47. წიფლნარები; 48. ფიჭვნარი ბიჭვინთის ფიჭვისაგან და სხვ.[22]
V. მთების შუა სარტლის ტყეები. ფოთლოვანი ტყეები — 49. წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყით; 50. წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყის გარეშე; 51. ფოთლოვანი ტყე მუხის სიჭარბით; 52. ფოთლოვანი ტყე რცხილის სიჭარბით. წიწვიანი ტყეები — 53. ნაძვნარები; 54. სოჭნარები; 55. ფიჭვნარები კავკასიის ფიჭვისაგან.
VI. სუბალპების მცენარეულობა. სუბალპების ტყეები — 56. მუხნარები აღმოსავლეთ მუხისაგან; 57. მუხნარები პონტოური მუხისაგან; 58. არყნარები; 59. ნეკერჩხლიანები; 60. სოჭნარ-ნაძვნარები; 61. წიფლნარები. სუბალპების ბუჩქნარები — 62. დეკიანები; 63. ღვიიანები; 64. კეწერიანები; 65. მოცვნარები. სუბალპების მდელოები — 66. სუბალპების მაღალი ბალახეულობა; 67. წივანიანები; 68. ჭრელწივანიანები; 69. ძიგვიანები; 70. ნაირმარცვლოვანები. 71. ნაირბალახოვანი ფართოფოთლოვანები; 72. ნაირბალახოვანი წვრილფოთლოვანები; 73. ნაირბალახოვან-პარკოსნები და სხვ.[23]
VII. ალპური მდელოები. 74. ისლიანები; 75. წივანიანები; 76. ძიგვიანები; 77. ჭრელწივანიანები; 78. ნაირმარცვლოვანები; 79. ნაირბალახოვანი მდელოები; 80. ალპური ხალები; 81. ნაშალთა და ღორღიანთა მცენარეულობა და სხვ.
VIII. ქსეროფიტები. 82. ნარეკლიანები (უმთავრესად ეკლიანი Astragalus-ები.); 83. ძეძვიანები; 84. შავჯაგიანები; 85. კლდეთა ბალახეული ქსეროფიტები.
IX. მდელოები. 86. ნესტიანი მდელოები; 87. მეზოფილური მდელოები; 88. ნატყევარი მდელოები და სხვ.
X. ჭაობები. 89. ლელიანები; 90. ლაქაშიანები; 91. ისლიანები (Carex-ის სხვადასხვა სახეობები); 92. ჭილიანები (Juncus-ების სხვადასხვა სახეობები); 93. ნაირბალახოვანები; 94. მარცვლოვანები.
XI. წყლის მცენარეულობა 95. წყლის პირისა და ფსკერზე მიმაგრებული მცენარეები; 96. წყალში მცურავი მცენარეები.[23]
საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები
საქართველოს მცენარეული საფარის შემადგენლობაში მონაწილეობს მცენარეულობის მრავალი ტიპი, რომელთა შორის შედარებით ფართოდაა გავრცელებული ტყეები, ბუჩქნარები, მდელოები, სტეპები, ნახევრად უდაბნოები და ჭაობის მცენარეულობა.[24]
-
ალპური მდელო ხევში
-
Colchicum trigynum
-
Colchicum trigynum
საქართველო მთიანი ქვეყანაა და ვერტიკალური ზონალობა მკვეთრად არის გამოსახული. გარდა ამისა დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სიახლოვე განსაკუთრებულ თერმულ პირობებს ქმნის აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებთან შედარებით, რომელიც კავკასიის ცხელი ველებისა და ტრამალების გაგრძელებას წარმოადგენს, შესაბამისად ჰორიზონტალური ზონალობაც საკმაოდ მკვეთრია. ამის გათვალისწინებით ეს ზონები საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგნაირად გამოისახება.
I. დასავლეთ საქართველოს ვაკე და დაბლობი
1. ჰიდროფიტული ბალახეული მცენარეულობა და ტენიანი ტყეები (9–250 მ ზღვის დონიდან).
ამ სარტყელს ქმნიან შავი ზღვის სანაპიროს ქვიშნარის მცენარეულობა, ბალახიანი ჭაობები, ტყიანი ჭაობები, ჭაობიანი ტყეები, ვაკეთა და დაბლობთა ლეშაბნიანი და მარადმწვანე ქვეტყიანი ტყეები. ამ ტყეების ძირითადი შემქმნელებია მურყანი, ხვალო, ოფი, ტირიფი, ლაფანი, იმერული მუხა, ზოგან რცხილა და დღემდე ამ ადგილებში გადარჩენილი წიფელი და სხვ.
2. კოლხეთის მარადმწვანე ქვეტყიანი და ლეშამბიანი ტყეების სარტყელი (ქვედა ზოლი მერყეობს 150–250 მ შორის, ზემო საზღვარი კი 450–500 მ შორის ზღვის დონიდან).
ამ ტყეების ძირითადი შემქმნელი სახეობებია: რცხილა, ჰართვისის მუხა, ქართული მუხა, იფანი, წაბლი, წიფელი. ქვეტყეში კი ჩვეულებრივია: წყავი, შქერი, ბაძგი, თაგვისარა, ძმერხლი, აგრეთვე მოცვი, იელი და სხვა მისთანანი. ამ სარტყელში ტიპიურია ლეშამბოც, ეკალ-ღიქი, სურო, კოლხური სურო, კრიკინა, ღვედკეცი და მისთანანი.[25]
II. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე და დაბლობი
3. კახეთის ლეშაბნიანი ტყე მდინარე ალაზნის ნაპირზე და ჭალის ტყეები (200-დან 600 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, მდინარის ტერასით ვიწრო ზოლად).
მთავარი შემქმნელი სახეობანია: ხვალო, ოფი, ლაფანი, ჭალის მუხა, ჭალის თელა, მურყანი, ტირიფი, კახეთში ზოგან ძელქვა. ლეშამბონი: ჩვეულებრივი სურო, პასტუხოვის სურო, ღვედკეცი, კრიკინა, ეკალ-ღიკი, კატაბარდა, სვია, მაყვალი და სხვ.
4. ნათელი ტყეები (200-დან – 500 მ-დე გავაკებისაკენ).
ამ ტყის ძირითადი შემქმნელია: საკმლის ხე, აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, ბერყენები, ღვიები, ელდარის ფიჭვი. ნათელი ტყის ელემენტები ზოგი მდინარის კანიონით (მდ. ქცია) 1000–1100 მ სიმაღლემდეც აღწევს.
5. ვაკეთა მუხნარი ტყეები (დასავლეთ ნაწილში უშუალოდ ჭალის ტყის პირიდან 800 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან).
მთავარი სახეობანია: ჭალის მუხა,[კომ. 6] თელა, ქართული მუხა, ნეკერჩხალი, იფანი, პანტა, მაჟალო.
6. ველები და ნახევარუდაბნოები (ზონალურად ენაცვლება ნათელი ტყეებისა და ვაკეთა მუხნარების სარტყელს, ბევრგან მათ ნაალაგევზეა გავრცელებული).
ველებში მთავარია შემდეგი ცენოზები: ჯაგ-ეკლიანები, უროიანები, ვაციწვერიანები, წივანიანები, ნაირბალახოვანები, ნაირმარცვლოვანები, ნარეკლიანები, ქსეროფიტული ბუჩქნარები; წმინდა ძეძვიანები, ხურხუმოიანები, ყარღანიანები, აბზინდიანები და სხვ.
7. მთებისწინა კალთების რცხილნარ-მუხნარები (გვხვდება ვაკეთა მუხნარებიდან 800 მ-დან დაწყებული 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან).
ამ სარტყელში ჩვეულებრივია ქართული მუხა, რცხილა, უხრავი, თამელი, იფანი, კუნელი, ნეკერჩხალი, პანტა, ბალამწარა, მაჟალო, ზღმარტლი და სხვ.[26]
III. სამხრეთ საქართველო
8. მაღალმთის ველების სარტყელი (1400 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან).
ზონალურად ეს ველები მდებარეობს მთის ტყეების სარტყელში. მეორადი ტიპია და ტყეების მოსპობის შემდეგაა ფეხმოკიდებული.
IV. მთების შუა სარტყელი
9. დასავლეთ საქართველოს წიფლნარები (500 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან).
აღმოსავლეთ საქართველოს წიფლნარები — 800–2100 მ-დე ზღვის დონიდან.
10. წიწვიანი ტყეები (800 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე).
ეს ორი ფორმაცია ხეობათა მიხედვით ხშირად ურთიერთს ენაცვლება.[27]
V. მთამაღალი
11. სუბალპური ფორმაციები:
ა. სუბალპების ტყეები, 2000–2500 მ შორის მდებარე სარტყელია. სიმაღლე მერყეობს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. დასავლეთ კავკასიონზე უფრო დაბლა მდებარეობს, ვიდრე აღმოსავლეთში. მთავარი სახეობებია; არყები (მეჭეჭიანი არყი, ლიტვინოვის არყი, რადეს არყი, მედვედევის არყი, მეგრული არყი), მთის ბოყვი, მაღალმთის მუხა, პონტოური მუხა, ჭნავი, ვერხვი.
ბ. მთამაღალის ბუჩქნარები, ძალიან ხშირად ემთხვევა სუბალპების ტყის სარტყელსაც, 2600 მ სიმაღლემდე ტიპურია. ამ სარტყელში მთავარი სახეობანია: დეკა, კენკრა, მთის მოცვი, ღვია (სამხრეთ ფერდობებზე).
გ. სუბალპების მაღალი ბალახეულობა. სუბალპების ტყის სიმაღლეებშია ტიპური.
დ. ალპური მაღალბალახიანი მდელოები — დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი მარცვლოვანების (სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფერდობი) და ფართოფოთლოვანი ორლებნიანების (ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფერდობები) ფორმაციები. ხშირად სცილდება 2500 მ სიმაღლეს ზღვის დონიდან.
12. ალპური მდელოები და ხალები (2600 მ-დან თოვლის ქვემო ხაზამდე, საშუალოდ 3500 მ).
13. ნაშალებისა და ქვიანების მცენარეულობა (გავრცელებულია უშუალოდ თოვლის ხაზისა და ალპურ ზემო საზღვარს შორის).
ტყეები
ბუნებრივ ტყეებს საქართველოში 2767300 ჰა ფართობი უკავია, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 39%-ს შეადგენს. ეს ტერიტორიის საერთო ტყიანობის დონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროპის ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს აკუთვნებენ.[კომ. 7]
არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტყეების ვერტიკალური სარტყლიანობა ერთმანეთს არ ემთხვევა. დასავლეთ საქართველოში არიდული მცენარეულობის სარტყელი არ არსებობს. შავი ზღვის ნაპირიდანვე ვაკეები და მთების წინა კალთები დაფარულია სუბტროპიკული ტყეებით, მაშინ, როცა აღმოსავლეთ საქართველოში ნახევარუდაბნოს ზონის შემდეგ, ზღვის დონიდან 300–500 მ სიმაღლემდე არიდული მეჩხერების, ანუ ნათელი ტყეების სარტყელია წარმოდგენილი. საერთოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ვერტიკალური სარტყლიანობა უფრო რთულია: ვასილ გულისაშვილის მიერ (1964), გამოყოფილია არიდული ტყეების (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) ქართული მუხის (500–1000 მ). წიფლის (1000–1500 მ), მუქწიწვიანი ტყეების (ნაძვისა და სოჭის) (1500–1900 მ), სუბალპური (1900–2500 მ), ალპური (2500–3000 მ), სუბნივალური (2000–3700 მ) და ნივალური (3700 მ-ს ზევით) სარტყლები. ამრიგად, ტყეების გავრცელება ვერტიკალური სარტყლების მიხედვით, ანუ ვერტიკალური ზონალობა აპირობებს მათ ბიომრავალფეროვნებას.[28]
ტყეების ბიომრავალფეროვნებას განსაზღვრავს აგრეთვე მთის ფერდობთა დაქანება და დახრილობის მიმართულება (ექსპოზიცია). ცნობილია, რომ დამრეც (10°-მდე) დაქანების ფერდობებზე განლაგებულია საქართველოს ტყეების 5,5%. დაფერდებულ (11–20°) ფერდობებზე — 16,5%; ციცაბო (21–35°) ფერდობებზე — 54,4%; ძლიერ ციცაბო ფერდობებზე (35° და მეტი) — 23,6%. ამრიგად, საქართველოს ტყეების დიდი ნაწილი (78%) ციცაბო და ძლიერ ციცაბო ფერდობებზეა განლაგებული. ტყეების ასეთი არათანაბარი განაწილება ფერდობის დაქანების სიმკვეთრის მიხედვით განსაზღვრავს მათ ბიომრავალფეროვნებას. ტყეების ბომრავალფეროვნებას აგრეთვე განსაზღვრავს მათი გავრცელების ხასიათი ფერდობთა ექსპოზიციების მიხედვით, რომლებიც განლაგებულნი არიან, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის რუმბის ექსპოზიციებზე.
ტყის ბიომრავალფეროვნებას აგრეთვე განსაზღვრავს კორომთა განაწილება შემადგენლობის, სიხშირის, ხნოვანებისა და პროდუქტიულობის მიხედვით. მეტად მრავალფეროვანია საქართველოს ტყის სახეობრივი შემადგენლობა. ტყეში ველურად იზრდება დაახლოებით 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. ბოტანიკოსების მიერ აგრეთვე აღწერილია ამ სახეობათა 182 ფორმა და 91 ვარიაცია. ტ. ჩიქოვანის გამოთვლით მათ შორის: ხეებია — 153 სახეობა; ბუჩქებია — 202 სახეობა; ნახევარბუჩქებია — 29 სახეობა; ლიანები — 11 სახეობა.[29]
სიმაღლის მიხედვით, ველურად მოზარდი 153 სახეობიდან მაღალტანიანია (25 მეტრზე მეტი) 51 სახეობის ხე. მათ შორის აღსანიშნავია კავკასიური სოჭი (იზრდება 70 მ-მდე), აღმოსავლეთის ნაძვი (იზრდება 40–50 მ-მდე), აღმოსავლეთის წიფელი (იზრდეა 40–50 მ-მდე), სოსნოვსკისა და ბიჭვინთის ფიჭვები, ქართული მუხა, მაღალმთის მუხა, იმერული მუხა, ჰართვისის მუხა, გრძელყუნწა მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, თელები, ჩვეულებრივი იფანი, კავკასიური რცხილა, კავკასიური და წვრილფოთლა ცაცხვები, ხვალო, ოფი, ძელქვა, მთის ბოყვი, ქართული თხილი, მურყანი და სხვ.
საშუალო სიმაღლისაა (8-დან 24 მ-მდე) 56 სახეობის ხე. მათ შორის აღსანიშნავია: მაღალმთის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, ღვიები, მეგრული არყი, მედვედევის არყი, რადეს არყი, ლიტვინოვის არყი, მეჭეჭიანი არყი, მაჟალო, პანტა, ჩვეულებრივი ხურმა, კოლხური ბზა, ქორაფი, საღსაღაჯი და სხვ.
დაბალტანიანია (7 მ და ნაკლები სიმაღლის) 46 სახეობის ხე, მათ შორის: ღვია, წიფელი, ჭანჭყატები, პონტოური მუხა, ხეჭრელი, ქაცვი, ძახველი, შინდი, ბროწეული, ფშატი, დიდგულა, ზღმარტლი, კუნელი, კოწახური და სხვ.[30]
დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემურ მერქნიან მცენარეთა სიმრავლე, მათ შორის 2000 წლისთვის არსებული მონაცემებით საქართველოს ენდემს წარმოადგენდა — 61 სახეობა, ხოლო კავკასიის — 43 სახეობა. ასევე, 2000 წლისთვის არსებული მონაცემებით ინტროდუცირებული იყო 6 ათასზე მეტი მერქნიანი სახეობა, რომელთაგან ბოტანიკურ ბაღებსა და დასახლებული ადგილების გამწვანებაში წარმოადგენლი იყო 3 600-ზე მეტი. ზემოთ მოტანილი მონაცემები საქართველოს მერქნიან მცენარეთა მრავალფეროვნებას ადასტურებს. ტყეების ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, ტყის ეკოსისტემათა ნაირგვარობასა და რთულ სტრუქტურაზე მიუთითებს როგორც წმინდა, ისე შერეული კორომების არსებობა.[30]
საქართველოს ტყეების ბიოლოგიური მრავალფეროვნების თავისებურებებზე აგრეთვე მეტყველებს მათი ტიპოლოგიური ნაირგვარობის ფართო სპექტრი. ტყის ტიპოლოგიური მაჩვენებლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ამა თუ იმ ტყის ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებისა, როგორც ბიოგეოცენოზში მრავალი ერთგვაროვანი ტიპის ერთობლიობა.[31]
საქართველოს ტყეებში ყველაზე მეტად გავრცელებულია წიფლით გაბატონებული კორომები, მათ უკავიათ ტყით დაფარული ფართობების 48,5%; მუხნარებს — 10,5%, სოჭნარებს 8,5%, რცხილნარებს — 6,6%, ნაძვნარებს — 5,7%, ფიჭვნარებს — 4,7%, არყნარებს — 3,1%, მურყნარებს — 3,2%, წაბლნარებს — 2,5% და სხვა სახეობების ტყეებს — 6,6%.[32]
შესაბამისად, საქართველოს ძირეული ტყეების მთავარი ფორმაციებია (საერთო ფართობის მიხედვით) — წიფლნარი (Fagus orientalis), ქართული მუხის (Quercus iberica) მუხნარი, წაბლნარი (Castanea sativa), სოჭნარი (Abies nordmanniana), ნაძვნარი (Picea orientalis). მათ წილად მოდის ქვეყნის ბუნებრივი ტყეების ორ მესამედზე მეტი. ძირეულ ტყეებს მიეკუთვნება შედარებით შეზღუდული გავრცელების ფორმაციებიც — ჭალის მუხის (Quercus longipes), მაღალმთის მუხის (Quercus macranthera), იმერული მუხის (Quercus imeretina) და მუხის სხვა სახეობებისაგან შექმნილი ტყეების ფორმაციები (მუხნარები); არიდული ტყეები — საკმლისხიანი (Pistacia mutica) და ღვიიანი (Juniperus foetidissima, J. polycarpos); მურყნარი (Alnus barbata); ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) არყნარი; კავკასიური ფიჭვის (Pinus sosnowskyi) ფიჭვნარი; ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) ფიჭვნარი; ძელქვნარი (Zelkova carpinifolia) და სხვ.[33]
აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის მიხედვით საქართველოს ტყეები განლაგებულია შვიდ განსხვავებულ ბუნებრივ-ისტორიულ ტერიტორიაზე (ტყემცენარეულობის ოლქები). წარმოდგენილია როგორც ნახევრად უდაბნოების არიდული (ნათელი), ასევე კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტყეები. ტყემცენარეულობის ოლქები განსხვავებულია აგრეთვე ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, რის გამოც თითოეულ ტყემცენარეულობის ოლქში გამოიყოფა ვერტიკალური სარტყლები. ვერტიკალური სარტყლიანობის მიხედვით ტყეები იწყება უშუალოდ შავი ზღვის პირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლემდე (სუბტროპიკული ზონიდან ალპურ მდელოებამდე).[34]
ქვეყნის ტყეების დაახლოებით 98% გავრცელებულია კავკასიონის და მცირე კავკასიონის მთათა კალთებზე. დიდი ნაწილი ტყეებისა (დაახლოებით 45%) გავრცელებულია დიდი (30%-ზე მეტი) დაქანების ფერდობებზე. ამ ტყეებს უაღრესად მნიშვნელოვანი რესურსწარმოებითი (მდინარეთა წყლის, მინერალური წყაროების, ჰავის ფორმირების და სხვ.) და გარემოსდაცვითი (ეროზიასაწინააღმდეგო, ზვავსაწინააღმდეგო და სხვ.) ფუნქციები გააჩნია. უშუალო ეკონომიკური მიზნით ამ ტყეების რესურსების (მერქნის და ტყის ე.წ. არამერქნიანი რესურსების) გამოყენება ასეთ რთულ რელიეფურ პირობებში ძალზე შეზღუდულია, განსაკუთრებით მგრძნობიარე ბუნებრივ ეკოსისტემებში კი საერთოდ გამორიცხულია.[35]
საქართველოს ტერიტორიაზე ტყეების (ტყის ფორმაციების) ჰორიზონტალური და ვერტიკალურ-ზონალური განაწილება ლიმიტირებულია ჰავით, კერძოდ, მისი მთავარი მახასიათებლების სითბური და ტენიანობის რეჟიმის კანონზომიერი ცვალებადობით ტერიტორიის შავი ზღვიდან დაშორებასთან და ზღვის დონიდან ამაღლებასთნ დაკავშირებით. საერთო ბუნებრივ კანონზომიერებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები (რამაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყნის ლანდშაფტური ცვლილებების ხასიათიც კი შეიძინა), როგორიცაა – ტყეების გავრცელების ქვედა და ზედა საზღვრების ხელოვნური გადაადგილება ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში და ხეობებში, ტყიან ტერიტორიებზე (ე.წ. სატყეო მიწებზე) ტყისშემდგომი ბუჩქნარი და ბალახოვანი (მდელოს, სტეპის) მცენარეულობის არეალის მკვეთრი გაფართოება, — პრაქტიკულად მთლიანად უკავშირდება ადამიანის არაგონივრულ საქმიანობას (ტყის რესურსების გამოყენება დადგენილი წესების იგნორირებით).[36]
-
ხავსები ქვებზე ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში
-
ნინოსხევის ჩანჩქერი
-
სუბალპური ტყე, იელის ყვავილობა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში
-
ტყის სიმფონია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში
საქართველოს ტყეების დიდი უმეტესობა, ფიტოცენოლოგიური შინაარსით, წარმოადგენს ევროპული ტყეების ორგანულ ნაწილს (განიხილებოდა კიდეც ევროპის ტყეებთან ერთად; სსრკ ევროპული ნაწილის მცენარეულობა, 1980, და სხვ.). ტყის ედიფიკატორების (ტყის შემქმნელი სახეობების) და ასოციაციათა დამახასიათებელი სახეობების უმეტესობა გენეზისურად და სისტემატიკურად ახლოსაა ევროპულ (ხმელთაშუაზღვეთურ, შუაევროპულ და სხვ.) სახეობებთან.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია ფოთოლმცვენი (83,6%) და წიწვიანი (16,4%) ტყეები, მომცრო ფართობებზე შემორჩენილია მარადმწვანე ფოთლოვანი ტყეებიც.[37]
ტყის ეკოსისტემები. ტყის ეკოსისტემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ტყით დაფარულია ქვეყნის ტერიტორიის 39,9%. საქართველოს ტყეების 97% ბუნებრივია. მათი დიდი ნაწილი (98%) მთის ტყეებს წარმოადგენს და გააჩნია წყალმარეგულირებელი, ნიადაგის დამცველი, კლიმატის მასტაბილიზებელი ფუნქციები, ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს მცენარეთა და ცხოველთა მრავალი რელიქტური, ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისათვის. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია თითქმის ხელუხლებელი ტყის კორომები, რომლებსაც გააჩნიათ უდიდესი კონსერვაციული ღირებულება. ტყის ეკოსისტემები გვხვდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯავახეთის პლატო, ხოლო ხევისა და თუშეთის რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია.[38]
დასავლეთ საქართველოში ტყე ზღვის დონიდანვეა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი 600–700 მეტრის სიმაღლიდან იწყება. საქართველოს ტყეებში დაახლოებით 400 სახეობის მერქნიანი მცენარე იზრდება. საქართველოს დენდროფლორის 26% (104 სახეობა) საქართველოსა და კავკასიის ენდემია. ნიადაგობრივ და კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულებით ტყის ძირითადად გავრცელებული ტიპებია ფოთლოვანი, წიწვოვანი, სუბალპური მეჩხერი და ტანბრეცილი, არიდული მეჩხერი და ჭალის ტყეები. ფოთლოვან ტყეებს უკავია ტყით დაფარული ფართობების 81%, ხოლო წიწვოვან ტყეებს შესაბამისად, — 19%. სახეობების მიხედვით ტყის ფონდი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: წიფლნარები (46,6%). მუხნარები (10,6%), რცხილნარები (8,8%), სოჭნარები (7%), მურყნარები (5,5%), ნაძვნარები (4,5%), ფიჭვნარები (4%), წაბლნარები (3,2)%).
დასავლეთ საქართველოს ტყეებისათვის დამახასიათებელია მარადმწვანე ფართოფოთლოვანი მერქნიანი სახეობების ქვეტყე, რომელიც შექმნილია რელიქტური გვარების Rhododendron, Epigaea, Ruscus, Ilex, Daphne, Hedera, Laurocerasus-ის სახეობებით: შქერი (Rhododendron ponticum), უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii), სმირნოვის შქერი (Rhododendron smirnowii), წყავი (Laurocerasus officinalis), კოლხური ბაძგი (Ilex colchica), ძმერხლი (Ruscus colchicus), ეპიგეა (Epigaea gaultherioides), კოლხური სურო (Hedera colchica) Daphne alboviana, D. pontica. აღნიშნული სახეობები კოლხეთის ბიოგეოგრაფიული პროვინციის ტყეებში ქვეტყეს ქმნიან, როგორც დამოუკიდებლად, ისე ერთმანეთში შერეული ნაირგვარი კომბინაციების სახით, რაც ამ ტყეების განუმეორებლობასა და მაღალ საკონსერვაციო ღირებულებას განაპირობებს. კოლხური ქვეტყე განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთში. აქ ის ზღვის დონიდან 2300–2400 მ-მდე ვრცელდება.
აღსანიშნავია უთხოვრისა და ძელქვის რელიქტური ტყეები, რომლებიც შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოში ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებში.
1800–1900 მეტრის სიმაღლიდან იწყება სუბალპური მეჩხერი ანუ „პარკისებური“ ტყეები, რომლებსაც ძირითადად წარმოქნიან მაღალი მთის ბოყვი და მაღალმთის მუხა.
კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან წიფელი (Fagis orientalis), არყი (Betula litwinowii), მაღალმთის ბოყვი, იმერული ხეჭრელი. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით: მეგრული არყი (Betula megrelica), მედვედევის არყი (Betula medwediewii), პონტოური მუხა (Quercus pontica).
აღმოსავლეთ საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაციებს შორის დომინირებს ქართული მუხის (Quercus iberica) ტყე (მუხნარი) და აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis) ტყე (წიფლნარი). საქართველოს ძირეული ტყეების უძველესი ფორმაციები — აღმოსავლური ნაძვის (Picea orientalis) და კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana) ტყეები (ნაძვნარი, სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, წიფლნარ-სოჭნარი და სხვ.) აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია, ძირითადად, დასავლურ (კოლხეთის მოსაზღვრე) ნაწილში (ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონი, მდ. დიდი ლიახვის ხეობა). ნაძვნარები და ნაძვის სიჭარბით ტყეები (წიფლნარ-ნაძვნარი, სოჭნარ-ნაძვნარი) საკმაოდ ფართო გავრცელებას აღწევს ცენტრალურ თრიალეთზეც, გვხვდება აღმოსავლეთ თრიალეთზეც (მდ. ალგეთის ზემო წელის აუზი).[39]
ჭალის ტყეები აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებულია დაბლობებსა და მთისწინეთში მდინარეების მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა (Quercus pedunculiflora), აგრეთვე, ვერხვი (Populus canescens, Populus hybrida), ეს ტყეები მდიდარია ლიანებით. დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში კი წამყვანი პოზიცია უჭირავს მურყნარებს.[40]
ნათელი ტყეები
საქართველოში ნათელი ტყეები გავრცელებულია აღმოსავლეთ ნაწილში. ტიპური ნათელი ტყეები გვხვდება ჩვენი ველებისა და ნახევარუდაბნოების გაბატონების არეში; შირაქში, ელდარში, გარეჯში, გარდაბნის მხარეს, იაღლუჯზე. გარდა ამისა ნათელი ტყის ფრაგმენტები ან ზოგჯერ შედარებით მისი მეზოფილური ვარიანტები აღნიშნულია ველების პერიფერიებზე, მთებისწინა კალთების ტყეების (მუხნარების) არეში. ბოლნისსა და ქვ. დმანისს შორის, მაშავერას მარცხენა ნაპირას, შულავერის მიდამოებში მდ. ფოლადაურის ნაპირის გორაკებზე, სადაც იგი ბერდიკის ციხის ფერდობებზე გვხვდება აკაკისა და ძეძვიანების სახით, სარკინეთის ხევზე, მდ. ქციის ხრამის კანიონებზე, ქალაქ სამშვილდეს ნანგრევთა მიდამოებში.[41]
ნათელი ტყე თავისებური ფლორისტული შემადგენლობით ხასიათდება. ამ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობებია: საკმლის ხე (Pistacia mutica F. et M.), აკაკი (Celtis caucasica W.), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum M.Bieb.), ბერყენები (Pyrus georgica Sch. Knthath., P. Ketzkhovelii Sch. Kuthath., P. Demetrii Sch. Kuthath., P. Sachokiana Sch. Kuthah., P. salicifolia Pall.), თელა (Ulmus foliacea Gilib.), ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica Medw.), ღვიები (Juniperus foetidissina W., J. isophyllos C. Koch., J. oxycedrus L. და სხვ.), ე. ი. სახეობები, რომლებიც სხვა ტიპის ტყეების შექმნაში მოანაწილეობას არ იღებს, ანდა თუ არიან, შემთხვევითია, ან ვაკის ტყეებში ქმნის თავისებურ ორიგინალურ ცენოზს.[42]
ნათელ ტყეებში ორ ძირითად, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ტიპს ვარჩევთ, სახელდობრ — ცენოზებს, რომლებიც ფოთლოვანებისგანაა შექმნილი და წიწვოვანებისაგან შექმნილ ცენოზებს. ამ ორ ჯგუფს შორის გარდამავალი ცენოზები არსებობს, მაგ. როდესაც ღვიიანში კევის ხეც გვხვდება ან პირიქით.
1. ფოთლოვანი ნათელი ტყე — თავის მხრივ რამდენიმე გარკვეულ ფორმაციას შეიცავს, სახელდობრ: ა. საკმლისხიანი, რომელიც შექმნილი საკმლის ხისაგან (Pistacia mutica F. et M.). ბ. აკაკიანი (Celtis caucasica W.); გ. ნეკერჩხლიანი, (Acer ibericum M.B.); დ. ბერყენიანი (Pyrus salicifolia-ს ბერყენების ტიპისანი). ესენი მთავარია, მაგრამ გვაქვს აგრეთვე თავისებური ვარიანტები და გარდამავალი საფეხურები, ასე მაგალითად: ე. ნარევი ტყე, რომელიც შექმნილია დასახელებული სამივე სახეობისაგან (გვხვდება ფრიად იშვიათად, ე.წ. „ალესილების“ ძირში). ვ. თელიანი (შემქმნელია Ulmus foliacea Gilib.) იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება, უმთავრესად — შედარებით მეზოფილურ ადგილსამყოფელზე, ხევის პირებზე, ალესილების გაყოლებით, სადაც ხშირად წყალი ჟონავს. ზ. საკმლისხიანი — ქართული მუხით, გვხვდება ნათელი ტყეების გავრცელების პერიფერიებზე. უმთავრესად ფოლადაურის, მაშავერას, ქციის, მტკვრის შუა წელის (სარკინეთი) ხეობებზე და შირაქიდან ალაზნისაკენ გასულ ხევებში. თ. საკმლისხიანი ჭალის მუხით (Quercus longipes Stev.) — ივრის ნაპირებზე, ელდარ-სამუხის მიდამოებში. ი. საკმლისხიანი ილღუნით (Tamarix-ებით).[42]
2. წიწვიანი ნათელი ტყე თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფა, ესენია: ა. ფიჭვნარი, რომელიც ელდარის ფიჭვისაგან არის შექმნილი. ბ. ღვიიანი, რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებს რამდენიმენაირი ღვია, მათ შორის, პირველ რიგში, ხისმაგვარი ღვიები. გ. სარკინეთის და არმაზის ქედზე გავრცელებულ ღვიიანი — მის ჩამოყალიბებაში დიდ მონაწილეობას იღებს ქართული მუხის ტყის ელემენტები.[43]
არიდული ტყეები
არიდული ტყეებიდან, რომლებიც გეოლოგიურ წარსულში (ისტორიულ ხანაშიც) აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთის ქვედა სარტყელში მნიშვნელოვან ტერიტორიას იჭერდა, სადღეისოდ შემორჩენილია, ძირითადად, საკმლის ხიანი (Pistacea mutica) და ღვიიანი (Juniperus foetidissima, J. polycarpos) — შირაქში, ქვემო ქართლში, უფრო იშვიათად — შიდა ქართლშიც. ძლიერი ანთროპოგენური პრესის გავლენით (უსისტემო ჭრა, ზამთრის საძოვრად გამოყენება) არიდული ტყეების ფიტოცენოზების უმეტესობა მეტ-ნაკლებად სახეცვლილია (მეტისმეტად გამეჩხერებული, მეორადი ცოცხალი საფარით); მათი ბუნებრივი განახლება არადამაკმაყოფილებელია, დიდი ნაწილისა კი — პრაქტიკულად შეწყვეტილია.[44]
სუბალპური ტყეები
სუბალპურ სარტყელში (ზ.დ. 1800 მ ზემოთ) ტყის რამდენიმე ფორმაცია ვრცელდება. ზემოგანხილული ფორმაციებიდან სუბალპებში საკმაოდ ღრმად შედის (ზ.დ. 2100–2300 მ-მდე, ფიჭვნარი — 2450 მ-მდე) სოჭნარი, ნაძვნარი, წიფლნარი, ფიჭვნარი. ტყის ზოგიერთი ფორმაცია (არყნარი, მაღალმთის ნეკერჩხლიანი, მაღალმთის მუხნარი) მხოლოდ სუბალპურ სარტყელშია გავრცელებული, იშვიათად ჩამოდის მთის ზედა სარტყელში.[44]
არყნარები. მაღალმთის (სუბალპური) ძირეული ტყეების ერთ-ერთ მთავარ ფორმაციას წარმოადგენს არყნარი (Betula litwinowii). არყის მეჩხერი და ტანბრეცილი ტყეები ზ.დ. ყველაზე მაღლა (2600 მ) ვრცელდება. სადღეისოდ არყნარების უდიდესი ნაწილი განადგურებულია, მათ ნაალაგევზე განვითარებულია მაღალმთის ბუჩქნარები (დეკიანი, იელიანი და სხვ.) და მდელოები (სუბალპური მეორადი მდელოები). არყის ტყის ცენოზები, რომლებიც შემორჩენილია მთის ტყეებში, მეტ-ნაკლებად დეგრადირებულია (სახეცვლილი).[44]
ნეკერჩხლიანები. სუბალპური ტყეების ერთ-ერთი ფორმაციაა ნეკერჩხლიანი (Acer trautvetteri). მაღალმთის ნეკერჩხლის ძირეული ტყეები სადღეისოდ ცოტაღაა შემორჩენილი, მეტწილად დასავლეთ საქართველოს სუბალპებში (ტანბრეცილი ნეკერჩხლიანები). სუბალპური მეჩხერი ნეკერჩხლიანები, რომლებიც გავრცელებულია ქვემო სუბალპურ ქვესარტყელში და მთის ზედა სარტყელში (ზ.დ. 1700–2100 მ ფარგლებში), მეორადია, განვითარებულია ძირეული ტყეების — წიფლნარებისა და მუქწიწვიანი ტყეების (ნაძვნარი, სოჭნარი) ნაალაგევზე.[45]
მაღალმთის მუხის მუხნარები. მაღალმთის მუხის (Quercus macranthera) ტყეები (მუხნარები) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სუბალპებში და მთის ზედა სარტყელში (ზ.დ. 1600–1700მ ზემოთ). დასავლეთ საქართველოში (კავკასიონზე) მუხის ტყე სვანეთამდე ვრცელდება. მუხნარებს უჭირავს სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობები, სადაც სხვა სუბალპური ფორმაციები (არყნარი, ნეკერჩხლიანი, მაღალმთის წიფლნარი) მუხნარ ტყეებს კონკურენციას ვერ უწევს (ნიადაგის მეტი სიმშრალე).[45]
ჭალის ტყე
აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეთა მდინარეების ნაპირების გასწვრიევ ე. წ. ჭალებში, ძირითადი ტიპია ჭალის ტყე. ამ ტყეებისათვის მთავარი და დამახასიათებელი ხეებია: ვერხვები, ხვალო, ოფი, მურყანი, ტირიფები, ცოტა უფრო მშრალ ადგილსამყოფელზე — ჭალის მუხა (Quercus longipes Steven)[46] და ჭალის თელა (Ulmus suberosa Moench).[47]
ქვეტყეში კი მრავლადაა აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობის ტყეებში შემავალი ბუჩქნარი: კუნელი, განსაკუთრებით კი — ამ ტყისათვის ტიპურია ქაცვი, იალღუნი ანუ სამასრე ტირიფი, მგლის ყურძენა და სხვ.
ჭალის ტყეები გავრკელებულია მტკვრის ხეობაში, მდ. ალაზნის, ივრის, არაგვის, ქსნის, პატარა ლიახვის, დიდი ლიახვის, ფცის, ფრონის, ქციის, მაშავერას, ალგეთის, ვერეს, ძამას, თეძამისა და სხვა მდინარეთა ჭალებში.[48]
ალაზნის ჭალის ტყეები თავის იერითა და შემადგენლობით განახვავდება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მდინარეთა ჭალის ტყეებისაგან. აქ გარდა დასახელებული სახეობებისა მონაწილეობას იღებს ლაფანი, პასტუხოვის სურო.
მდინარის სიახლოვეს, სადაც ნიადაგში გრუნტის წყალი საკმაოდ ზემოთ არის ტირიფები და ვერხვები ჭარბობენ. გრუნტის წყლის სიღრმეზე წასვლის შედეგად — მუხები და თელები. ცალკეული ხეების მიხედვით შეიძლება ზოგან ეს კანონზომიერება დაირღვეს, თუმცა ცენოლოგიურად ეს ეკოლოგიური რიგი უფრო მყარია.[49]
ჭალის ტყეში მრავალფეროვანი ვარიანტის აღნიშვნა შეიძლება, რომელთა შორის შესაძლებელია აღინიშნოს: 1. ტირიფნარი; 2. ვერხვნარი; 3. ვერხვნარ-ტირიფნარი, რომელიც უშუალოდ წყლის პირზე ვრცელდება და ხშირად პირველ დაჯგუფებას ენაცვლება; 4. მურყნარი; 5, ვერხვნარ-მუხნარი — წყლის პირიდან ჩეეულებრივ იგი მეორე ზოლის დაჯგუფებაა და მუხნარის ზოლში გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს; 6. მუხნარი, რომელშიც გაბატონება ჭალის მუხას (Quercus longipes Steven) მიეკუთვნება. იგი ამ ტყის მესამე ზოლად უნდა დაისახოს; 7. მუხნარ-თელნარი — ეს უკანასკნელი ზოლია წყლის პირიდან, რომელიც უშუალოდ ეკვრის ველებს. მაგრამ ველისა და ამ ტიპის ტყეთა შორის ჩეეულებრივ გარდამავალი საფეხურიც არსებობს ბუჩქნარის სახით; 8. ბუჩქნარი, რომელშიაც ველის ელემენტები საგრძნობლად ჭარბობს.[49]
არის ადგილები, სადაც მარტო ერთი რომელიმე ვარიანტია გამოსახული, მაგალითად — ვერხვნარი ან მუხნარი. ვერხვნარი, ტირიფნარი, ვერხვნარ-ტირიფნარი — ჩვეულებრივ, გავრცელებულია ისეთ ნაპირებზე, რომელიც წყლის გავლენას უფრო განიცდის, შედარებით დიდხანს არის დაფარული წყლით და ამის გამო ნიადაგშიც მეტი ტენია. მუხნარი გვხვდება, შედარებით პირველ ტიპთან, უფრო მშრალ ადგილებზე, ხოლო რაც შეეხება მუხნარ-თელნარს — მისი ადგილსამყოფელი დანარჩენ დაჯგუფებათა ადგილსამყოფელთან შედარებით უფრო მშრალია და ზოგიერთ შემთხვევებში ველის ბუჩქნარის ადგილსამყოფელოს უახლოვდება. ამ მხრივ ეს ვარიანტი გარდამავალი ზოლია ჯაგ-ეკლიან ველსა და ტიპურ ჭალის ტყეს შორის.[50]
ამ ეკოლოგიური რიგების ნახვა შეიძლება რუსთავში, ყორუღში, იორზე, ჭოპორტში და სხვაგან. ხშირია, როდესაც მდინარის თანამედროვე ტერასაზე გავრცელებულია ეერხვნარი და იგი არავითარ გარდამავალ საფეხურს აღარ ქმნის, პირდაპირ ველს ან ბიცობის დაჯგუფებას ესაზღვრება, რადგან თანამედროვე ტერასის წინამორბედი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული და მასზე ტყე ან არ ყოფილა, ანდა თუ ყოფილა განადგურებულა და დაწერილია უკეთეს შემხვევაში ჯაგ- ეკლიანი ველით, ხოლო უარეს შემთხვევაში ველით ან ვეძიანით და ბიცობის დაჯგუფებით (მაშავერის ნაპირები, მტკვრის შესართავთან). თუ ეს ტიპი ღრმადაა მთების კალთებს შორის შეჭრილი, ხშირად ვერხვნარს წიფლნარიც ესაზღვება.[50]
რელიქტური ტყეები
კახეთის ლეშამბიანი ტყე. ალაზნის ხეობის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილია ლეშამბიანი ტყე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში კოლხეთის ლეშამბიანი ტყის ანალოგს წარმოადგენს. ეს ტყე ტიპურია და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყის გამდიდრებულ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც უახლოვდება რიონის ჭალის ტყეებს. ამ ტყეს ჭალის ტყეებისაგან გამოვყოფთ შემადგენლობის გამო და, მეორე იმიტომ, რომ მოქცეულია ჭალის ტყის პირობებისგან განსხვავებულ გარემოში, რაც მის იერს თავისებურ დაღს ასვამს.[51]
ალაზნის პირას გაერცელებული ტყე ლეშამბიანი (ლიანებიანი) ტყეა. იგი ტიპურად გავრცელებულია მის მარცხენა ნაპირზე და ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლემდე აღწევს. აღმოსავლეთ-სამხრეთის ნაწილით ზაქათალაში და აქედან აზერბაიჯანის ვაკეთა მხარეში გადადის. ალაზნის მარჯვენა ნაპირზეც უფრო ტიპურად გურჯაანის გასწვრივამდეა გამოსახული. შედარებით ამაღლებულ ადგილებზე, სადაც წყალი ადვილად იწრიტება, მას აღმოსავლეთ ველების გავლენა საკმაოდ ძლიერ ეტყობა და მრავალ ადგილას უკვე განვითარებულია მეორადი წარმოშობის ტიპები: ჯაგრცხილნარი, რცხილნარ-მუხნარი და ბევრგან კი ძეძვიანი თავისი ტიპური თანამყოლებით, როგორც ბუჩქნარებიდან, ისე ბალახეულ მცენარეულობიდან.[52]
სახეობები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ ტყის შექმნაში, დაბლობის და ვაკის ტყეების ელემენტებია, დაბლობის მუხა (Quercus longipes Steven),[53] ხვალო (Populus hybrida M.Bieb.),[54] ლაფანი (Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth ex Iljinsk.)[55] და სხვ. სავარაუდოდ, ახლო წარსულში აქ ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული ძელქვაც. მისი კორომები გადარჩენილია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ფიჩხოვანთან და ლალისყურთან, მუხნარ-ჯაგრცხილნარის ზონაში.[52]
ლეშამბოთა (მხვიარა მცენარეები) შორის მნიშვნელოვანია: ღვედკეცი, კრიკინა, კატაბარდა, ეკალღიჭი, ჩვეულებრივი სურო, პასტუხოვის სურო და სხვ.[52]
ალაზნის ქვედა მიმდინარეობის ნაპირებზე ჭარბობს ეერხვის ვარიანტი, სადაც ალაზნის მიერ ნიადაგიც მეტად დანესტიანებული და დაჭაობებულია.[56]
კახეთის ალაზნის პირისა და გავაკების მთებისწინა კალთების ტყეები, რომ ტიპური რელიქტური ტყეებია, იქიდანაც დასტურდება, რომ იქ ნანახია არა ერთეული ხეები, არამედ ძელქვის ტყეც. ძელქვა, ანუ ალუხი, როგორც მას კახეთში ეძახიან, გვხვდება სამხრეთისაკენ დაქანებულ ფერდობებზე. ზოგან ძელქვა დაბლობშიც იზრდება, გავაკებაზე, ჭალის ტყის ფარგლებში.[57]
ქვეტყეში ხშირია შინდანწლა, შინდი, ზღმარტლი, კვიდო, აღმოსავლეთის კუნელი და სხვ.[57]
1957 წელს სტორის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილი იქნა ძელქვების მეორე კერა, სადაც ძელქვნარი დაახლოებით იმავე ტიპისაა როგორიცაა ბაბანაურისა და არგოხის ძელქვნარი (ი. ვაჩნაძე).[57]
ამ მხარეში ორნაირი ძელქვნარია, ერთი მთებისწინა კალთების ძირისა, ქვემო სარტყელში ზღვის დონიდან 430 მ სიზაღლეზე, მეორე კი დაახლოებით 450-დან 502 მ სიმაღლემდე, სადაც ტყე უფრო შენახულია. პირველი ძელქვნარი უფრო ძელქვნარ-ჯაგნარია, სადაც ძეძვი დიდ მონაწილეობას იღებს.[58]
კოლხეთის რელიქტური ტყეები. წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში არსებული ტყის იერი უფრო კარგად შემორჩა იმ ტყეს და საერთოდ მცენარეულობას, რომელიც გავრცელებულია კოლხეთის დაბლობზე და ბარში მთებისწინა კალთების ჩათვლით. მას რელიქტურ ტყესაც უწოდებენ. კოლხურ ტიპად ამ შემთხეევაში იგულისხმება ის მცენარეულობა, რომელიც კოლხეთის დაბლობზეა გავრცელებული. ძირითადად 450–500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. 500 მ სიმაღლის ზევით არსებული ტყეებიც კოლხეთის, რელიქტური იერის მატარებელია, მაგრამ აქ ეს იერი უფრო ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე დაბლა და ამიტომ ამ ზონის მცენარეულობა განხილულია მთების შუა სარტყელის ტყეების ან ალპურ მცენარეულობასთან ერთად (მთის წიფლნარები, წაბლნარები და სხვ.).[59]
კოლხეთის დაბლობის ტყის შემქმნელ ძირითად სახეობებად მიიჩნევა, ჭალებში — ლაფანი, ხვალო (Populus hybrida M.Bieb.), მურყანი, ხურმა და სხვ. გავაკების ძირითად არეზე — ჰართვისის მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი. ჩრდილოეთისაკენ, სადაც კირქვების ქანების გავლენა უფრო მკვეთრია (სოხუმი, გაგრა) ძირითად შემქმნელ სახეობებში ჭარბობენ ქართული მუხა და რცხილა. ვაკეზე (სამეგრელოს დაბლობი და ვაკე) კირქვები პატარ-პატარა გორაკებად და ქედებად არის ამოწეული, აქ ზოგან იერის მომცემ ჯიშად ჭარბობს დაფნა, ჯაგრცხილა, ლეღვი. ამათ გარდა ვაკისა და დაბლობის ტყეში დიდ მონაწილეობას იღებს — იფანი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, თელა, თელადუმა, მაჟალო, პანტა, ძელქვა.[60]
ამ ტყეებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე თავისებური ქვეტყე, რომელშიც იერის მიმცემია მარადმწვანე ბუჩქები, ან ხეები, რომლებიც აქ ბუჩქებად მონაწილეობენ, Taxus baccata L., Ilex colchica Pojark.[61]
მუხებიდან დაბლობზე, ვაკეზე, ჭალის ტყის არეებში იმერული მუხაა გავრცელებული. ბარში, შემაღლებულ ადგილებზე კი კოლხური მუხა, ხოლო ქართული მუხა ჩვეულებრივია შემაღლებულზე — კირქვებზე. ძელქვაც შემაღლებულ ადგილებში გვხვდება, ე.ი. მესამე საფეხურის არისათვის უფრო ტიპური და დამახასიათებელია. ვერხვი, ლაფანი, ტირიფი კი ჩვეულებრივია მდინარის პირის ტყეებისათვის.[61]
მთების შუა სარტყელის ტყეები
მთების შუა სარტყელის ტყე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში 500-დან 2150 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, აღმოსავლეთ საქართველოში 800-დან – 2250 მ-მდე, თუმცა ქვემო და ზემო საზღვარი სხვადასხვა პუნქტისათვის 100–250 მ ფარგლებში მერყეობს.[62]
მთების შუა სარტყელში გავრცელებული ტყეები შეიძლება ოთხ ძირითად ჯგუფად დაიყოს: 1. დასავლეთ საქართველოს წიფლის ტყეები, 2. აღმოსავლეთ საქართველოს წიფლის ტყეები, 3. წიწვიანი ტყეები, 4. მუხნარ-რცხილნარები. ეს ჯგუფები თავის მხრივ მრავალ ფორმაციას შეიცავს, სახელდობრ: წიფლნარებს, სოჭნარებს, ნაძვნარებს, ფიჭვნარებს, სოჭნარ-ნაძვნარებს, მუხნარებს, მურყნარებს, ნარევფოთოლმცვივანებისას და სხვ. მურყნარების ფორმაცია ზემოაღნიშნულ ყველა ფორმაციის გავრცელების არეში შეიძლება შეგვხვდეს.[63]
წიწვიანი ტყეების ჯგუფი. წიწვიანი ტყეებიდან მთავარი ტიპები — ნაძვნარები და სოჭნარები უმთავრესად და უპირატესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მთავარი მასივები მოქცეულია ისეთ მდინარეთა ხეობებში როგორიცაა: ხანისწყალი, სუფსა, ჭოროხი, რიონი, ცხენისწყალი, ტეხური, ენგური, კოდორი, ბზიფი, მზიმთა და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოში კი ფოცხოვის, ქობლიანისწყლის ხეობებზე, ბორჯომის, ატენის და ლიახვის ხეობაზე, მთათუშეთში — პირიქითის ალაზნების ხეობებზე. რამდენიმე წერტილი აღნიშნულია არაგვის ხეობაზე და სამხრეთით — თბილის-მანგლისს შორის.[64]
ფიჭვნარებში ასოციაციები მეტად მრავალნაირია, ერთი მხრივ, გვხვდება ფიჭვნარები კოლხური (ჭოროხის ხეობა) ელემენტებით და, მეორე მხრივ, ანატოლიის ქსეროფიტებით (ჯავახეთში — თეთრობის ხეობა). ველის ელემენტებით (მარიამჯვარის ფიჭვნარები) და სუბალპების ელემენტებით (მაღლა მთაში, ბორჯომის ხეობა, მთათუშეთი და სხვ.). ჩრდილოეთის ხავსიანი და სელშავიანი ფიჭვნარები (აფხაზეთი, მთათუშეთი და სხვ.).[65]
ნარევი ტყე. ფოთოლმცვივან ტყეთა შორის გვხვდება ნარევი ტყე, რომელშიც მონაწილეობას იღებს: ცაცხვი, რცხილა, მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, მურყანი და სხვ. ხშირია ორსახოვანი და სამსახოვანი ასოციაციები. მათში შეიძლება გამოიყოს აგრეთვე ასოციაციები ბალახეული საფარისა და ქვეტყის მიხედვით.[66]
მუხნარები და რცხილნარები. ტყეების ეს ტიპი ვითარდება ზღვის დონიდან 750 მ-დან, ველების ზონის შემდეგ 1000–1200 მ სიმაღლემდე აღმოსავლეთ საქართველოში; დასავლეთ საქართველოში კი კოლხური ტიპის ტყეების შემდეგ 800–850 მ სიმაღლემდე.
მთების შუა სარტყელის მუხნარებისა და რცხილნარების ფორმაციებში მრავალი ასოციაცია გვხვდება, საინტერესო, როგორც გენეტიკურად ისე ფლორისტულად: ქართული მუხისგან შექმნილი მუხნარები და რცხილნარები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოშიც და დასავლეთ საქართველოშიც. ქვეტყის და ბალახეული საფარის მიხედვით მათ შორის გვხვდება ურთიერთდამთხვეული ასოციაციები, მაგრამ ერთიმეორისაგან განსხვავებულიც ბევრია. დასავლეთ საქართველოს ამ ზონის მუხნარებში ვხვდებით მუხნარებს კოლხური ბუჩქნარებით, რაც აღმოსავლეთ საქართველოში სრულიად გამორიცხულია, სამაგიეროდ აღმოსავლეთში მუხნარები ღვიის ქვეტყით ჩვეულებრივი მოვლენაა.[66]
რცხილნარი ზოგადად კარგადაა გამოსახული ზღვის დონიდან 800–1200 მ სიმაღლეთა შორის. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლეთ საქართველოში გომბორის ქედი, სამხრეთ კავკასიონის, თრიალეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქედები, სომხითის მთები, ლორე-ბამბაკისაკენ და სხვ., რომელშიც სხვა სახეობათა მონაწილეობა შედარებით მცირეა.[66]
მუხნარები აღმოსავლეთ საქართველოს მთის ქვედა იარუსების ტყეებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მას დაკავებული აქვს არეები 800-დან 1100 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ის შექმნილია ქართული მუხისაგან და ბევრგან მეორადი წარმოშობისა უნდა იყოს, რადგან რცხილნარების ადგილას განვითარდა, ხოლო თვით რცხილნარი კი, წიფლნარების გაჩანაგების შედეგად. მთავარი შემადგენელი სახეობის — ქართული მუხის გარდა, ნარევის სახით აღინიშნება: ნეკერჩხალი, იფანი, თელა. ქვეტყეში კი ჩვეულებრივ გაბატონებულია სხვადასხვა კუნელი, კვიდო, დიდგულა, ზღმარტლი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მაჟალოს, პანტის, კუნელის, თამელის და მისთანების მონაწილეობა.[67]
ქვემო ქართლში, ფოლადაურის ხეობაზე, განვითარებულია შესანიშნავი მუხნარები, მუხნარ-ჯაგრცხილნარები და მუხნარ-რცხილნარები. მუხები აქ უმეტესად უზარმაზარია, 300–500 წლისანი. ასეთ მუხნარში ხილეული (პანტა, მაჟალო, ბალამწარა) ხშირი მოვლენაა. ზღმარტლი უფრო ხისმაგვარ მცენარედ იზრდება, მეტად ბევრია კვრინჩხი, მრავალ ადგილას, შიგ ტყეში და ტყის მეჩხერში ძეძვია შეჭრილი (ბერდიკი, ფოლადაური), ბევრგან ნასოფლარზე განვითარებულია მუხნარი. აქ ხეები, ჩვეულებრივ, 300–500 წლისაა.[68]
ფოთოლმცვენი ტყეები
წიფლნარები (Fageta; Fagus orientalis). აღმოსავლური წიფლის მიერ შექმნილი ტყე (წიფლნარი) საქართველოს ძირეული ტყეების უმთავრესი ფორმაციაა. წიფლნარების საერთო ფართობი შეადგენს 1 175 მლნ ჰექტარს.[კომ. 8][კომ. 9]
წიფლნარები გავრცელებულია კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთების საშუალო და დიდი დაქანების კალთებზე, სადაც უდიდეს გარემოსდაცვით (წყალმარეგულირებელ, კლიმატმარეგულირებელ, ნიადაგდაცვით და სხვ.) ფუნქციებს ასრულებს — ზღვის დონიდან 150–200 მ-დან (აღმოსავლეთ საქართველოში 600–800 მ-დან) 2300–2350 მ-მდე (აღმოსავლეთ საქართველოში 2100–2150 მ-მდე). წიფლის ტყეების გავრცელება მკვეთრად შეზღუდულია სამხრეთ საქართველოში (მესხეთში), ხოლო თუშეთში საერთოდ არ ვრცელდება.[37][69]
არარაციონალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს წიფლნარების საერთო ფართობი და გაუარესდა არსებული ტყეების მდგომარეობა (სტრუქტურა, პროდუქტიულობა, ბუნებრივი განახლება). ოფიციალური მონაცემებით წიფლნარების დაახლოებით 55% — 0,5 და უფრო დაბალი სიხშირისაა; სამეურნეო ტყეებში შემცირდა (ხელუხლებელ წიფლის ტყესთან შედარებით) მერქნის წლიური შემატება და საერთო მარაგი (მერქნის მარაგი 1 ჰა-ზე შემცირდა 2–3-ჯერ, ზოგან — მეტადაც); გაძლიერდა წიფლნარი კორომების ცვლა მეორადი (წარმოებული) ტყეებით და ტყისშემდგომი მცენარეულობით (ბუჩქნარები, ბალახეულობა). სატყეო-სამეურნეო საქმიანობაში ხანგრძლივი დროის მანძილზე არასწორი მეთოდების გამოყენების შედეგად მასიურად ჩამოყალიბდა ტრანსფორმირებული (სახეშეცვლილი) წიფლნარი ცენოზები და მეჩხერები, რომლებიც სუსტად ან საერთოდ არ განახლდება, რითაც შეიქმნა წიფლნარების ფართობის კიდევ უფრო შემცირების საშიშროება.[69]
წიფლნარი ტყის ცენოზები განვითარებულია ეკოლოგიურად განსხვავებულ ადგილსამყოფელებში (სხვადასხვა ექსპოზიციის და დაქანების ფერდობები; სხვადასხვა სიღრმის, განსხვავებული შემადგენლობისა და ტენიანობის ნიადაგები), რაც მათ დიდ მრავალფეროვნებას განაპირობებს. საქართველოს წიფლნარების ტიპოლოგიური სპექტრი 50-ზე მეტ ასოციაციას მოიცავს:
ველები
უროიანი ველი. უროიანი ველები საქართველოს ფარგლებში ტიპურად გავრცელებულია თბილისის ქვემოთ — მტკვრის ხეობის ორივე ნაპირას. მისი გავრცელება ჩვეულებრივ აღწევს 750 მ-მდე და გვხვდება, როგორც დაბლობებში (250 მ), ისე ზეგნებზე (770 მ). გარდა მლაშობი ადგილებისა, იგი ყოველგვარ ნიადაგზე საკმაოდ კარგად ვითარდება. უროიან ველს ვხვდებით შავმიწა ნიადაგებზე, წაბლა ნიადაგების სხვახვა ტიპებზე, ნათელ, პრიმიტიულ ნიადაგებზე, შავმიწაღორღიან ნიადაგებზე და სხვ.[70]
მტკვრის მარჯვენა ნაპირას იგი გავრცელებულია თბილისიდან კუმისის ტბამდე, აქ წყდება და იაღლუჯს მტკვრის მხრიდან ვიწრო ზოლად გაუვლის იაღლუჯსა და სარვანის დაბლობს შორის, აქ გადაკვეთს ხრამს და მარჯვენა ნაპირით გადადის სომხეთ-აზერბაიჯანში, სადაც მთის ფერდობისკენ მისი საზღვარია ჯაგეკლიანი ველი და დაბლობისაკენ — მლაშობის ტიპის დაჯგუფებანი და სხვა მისი მსგავსნი. მთავარი გავრცელება მისი გამოსახულია მარჯვენა ნაპირზე, სადაც მტკვრის ნაპირიდან, კერძოდ კი, მტკვრის პირას გავრცელებულ ტუგაის ტიპის ტყის პირიდან მოყოლებული ვრცელდება მთელ ზეგანზე, დაახლოებით 750 მ სიმაღლემდე. აქედან გადაკვეთს გომბორის ქედის დაბლობ ადგილებს სიღნაღის მიდამოებში. იმავე სიმაღლეზე ვრცელდება შირაქში. შიგნით კახეთში, გომბორისკენ მიქცეულ მხარეზე, გვხვდება გურჯაანამდე. ეს გავრცელების არე ყოველთვის მთლიანი არ არის, მრავალ ადგილას იგი გადაკვეთილია სხვა ფორმაციებით და უმთავრესად კი ჯაგეკლიანი ველით.[71]
საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, უროიანი ველები, ძირითადად, წარმოდგენილია: წმინდა უროიანი (Andropogon ischaemum L.), უროიან-წივანიანი (Andropogoneta-Festueta), უროიან-ვაციწვერიანი (Andropogoneta-Stipeeta), უროიან-ჭანგიანი (Andropogoneta-Agropyrumeta), უროიან-ნაირბალახოვანი (Andropogoneta-mixtoherbosa), უროიან-ძეძვიანი (Andropogoneta-Paliureta), უროიან-გრაკლიან-ძეძვიანი (Andropogoneta-Paliureta), უროიან-გრაკლიან-ღვიიანი (Andropogoneta-Spiraeta-Junipereta) და სხვა ბალახოვნების სახით, სადაც ფართოდაა, ასევე, წარმოდგენილი ეფემერებიც.
უროიან-წივანიანი ველი. უროიან-წივანიანი ველი უმთავრესად გვხვდება გორაკებზე და გორაკთა ზურგებზე: დაბლობებზე, მტკვრის პირებზე.[71]
მდელოები
სუბალპური მდელოები. სუბალპური მდელოები — საქართველოს მაღალმთიან ნაწილში ზღვის დონიდან 2000–2600 მ სიმაღლეზე გვხდება, სადაც ბალახეულობის სიმაღლე უმეტესად დაახლ. 35–55 სმ ფარგლებში მერყეობს. დამახასიათებელია ხშირი, მრავალიარუსიანი დაჯგუფებები. ჭარბობს — ნაირბალახოვანი, პარკოსანი და მარცვლოვანი მცენარეები.
ალპური მდელოები. ალპური მდელოები — გავრცელებულია ზღვის დონიდან 3000–3200 მ სიმაღლეზე, სადაც ბალახეულობის სიმაღლე უმეტესად დაახლ. 25–35 სმ ფარგლებში მერყეობს. აქ გვხდება მარცვლოვანი მცენარეულობა. ალპური მდელოებისთვის ტიპურია ცალკეული დაბალბალახოვანი დაჯგუფებები, რომელთაც „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ.
ჯაგრცხილნარი
ჯაგრცხილა (Carpinus orientalis) — ფართო ეკოლოგიური არეალის მქონე ბუჩქია (ზოგჯერ იზრდება დაბალ და საშუალო სიმაღლის ხედ). იგი გვხვდება ნაირგვარ ნიადაგურ პირობებში, არ უყენებს განსაკუთრებულ მოთხოვნას ნიადაგის სიმდიდრეს და ტენიანობას, ასევე ადგილსამყოფელის განათებულობას. მას შეუძლია ზრდა და განვითარება როგორც ტყის (მუხნარის) საბურველქვეშ, ისე ტყისპირებში და ღია ადგილებში, არ გაურბის ეროზირებულ მშრალ ნიადაგებსაც. ამ მხრივ ჯაგრცხილა არსებითად განსხვავდება ამავე გვარის მეორე სახეობა — რცხილისაგან (Carpinus caucasica). საქართველოში ჯაგრცხილა ფიტოცენოლოგიურად ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულია ქართულ მუხასთან (მუხნართან). აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მუხნარ-ჯაგრცხილნარი ცენოზები (კორომები), სადაც ჯაგრცხილა კარგად გამოსახულ ქვეტყეს ქმნის. მეორად მუხნარებში ჯაგრცხილა ხშირად აღწევს მთავარ (A) იარუსსაც და ქართულ მუხასთან ერთად ბიდომინანტურ საბურველს ქმნის (ჯაგრცხილნარ-მუხნარი).[72]
აღმოსავლეთ საქართველოში, მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში ჯაგრცხილნარი პრაქტიკულად ყველგანაა განვითარებული. ჯაგრცხილნარი ცენოზები განვითარებულია ყველა ექსპოზიციის ნაირგვარი დაქანების ფერდობებზე, ნაირგვარ ნიადაგებზე. გენეზისურად ახალგაზრდა ჯაგრცხილნარების და ჩრდილოეთის ფერდობების ჯაგრცხილნარების ქვეშ განვითარებული ნიადაგები, პროფილის მორფოლოგიის მიხედვით, ახლო დგას მუხნარი ტყის ნიადაგებთან (საერთო სიღრმე, მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ჰორიზონტი).[72]
ჯაგრცხილნარი ცენოზები უმეტეს შემთხვევაში მუხნარი ტყის სხვადასხვა ტიპის (ასოციაციის) ცენოზებიდან განვითარდა. მუხნარებთან მათ სუქცესიურ კავშირზე მეტყველებს გავრცელება და ადგილსამყოფელის პირობები, ფლორისტული მსგავსება (ფიტოცენოზური რელიქტები) და სხვ. გენეზისურად ახალგაზრდა და კალთაშეკრული ჯაგრცხილნარი ცენოზების შემადგენლობაში საკმაოდ მრავლად მონაწილეობს მუხნარის დამახასიათებელი სახეობები, კერძოდ: ხეებიდან (დაბალტანიანი და დაბუჩქული სახით) — ქართული მუხა, იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი; ბუჩქებიდან — შინდი, ზღმარტლი, შინდანწლა, წერწა, ჯიქა, კვიდო და სხვ.[72]
ძეძვიანები
ძეძვიანები ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში, ზ. დ. 1000–1200 მ-მდე. უფრო მშრალ რეგიონებში (ცენტრალური და აღმოსავლეთი თრიალეთი, გომბორის ქედის სამხრული კალთა) ძეძვიანებში აღინიშნება ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე. შედარებით ნაკლებად მშრალ რეგიონებში კი (აღმოსავლეთ საქართველოს დასავლური ნაწილი, კახეთის კავკასიონი) ძეძვიანები მეტწილად განვითარებულია სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. ძეძვიანების ქვეშ განვითარებული ნიადაგები (ყოფილი ტყის ნიადაგები) დეგრადირებულია, მათ პრაქტიკულად დაკარგული აქვთ ტყის ნიადაგების მთავარი ნიშნები (მდგრადი მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ჰორიზონტი და სხვ.).[73]
ძეძვიანები მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. მათგან უმეტესად გვხვდება წმინდა ძეძვიანი (მონოდომინანტური ცენოზები), ნაირბუჩქნარ-ძეძვიანი, გრაკლიანძეძვიანი და შავჯაგიან-ძეძვიანი. ბალახეული საფარის მიხედვით გამოიყოფა ორი მთავარი ვარიანტი (ასოციაცია): ძეძვიანი უროს საფარით (Paliuretum botriochloosum), ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი საფარით (Paliuretum graminoso-mixtoherbosum).[73]
ძეძვიან ცენოზებში კარგად არის ფორმირებული ორი იარუსი — ბუჩქების (I იარუსი) და ბალახების (II იარუსი). I იარუსში მეტწილ შემთხვევებში დომინირებს ძეძვი. უფრო იშვიათად თანადომინანტის როლში მონაწილეობს გრაკლა (Spiraea hypericifolia), შავჯაგა (Rhamnus pallasii) ან ნაირბუჩქები — ჯაგრცხილა (Carpinus orientalis), წითელი კუნელი (Crataegus kyrtostyla), ჟასმინი (Jasminum fruticans). გარდა აღნიშნული ბუჩქებისა, I იარუსში მონაწილეობს (დამახასიათებელი სახეობები) — კვიდო (Ligustrum vulgare), ასკილი (Rosa canina, R. spinosissima, R. corymbifera), ჩიტაკომშა (Cotoneaster racemiflora). დაბალი კონსტანტობით აღინიშნება — ღვიები (Iuniperus oblonga, J. rufescens), გარეული ბალი (Cerasus incana), ხორციფერა (Atraplaxis spinosa), გლერძა (Astragalus caucasicus, A. microcephalus), თრიმლი (Cotinus coggygria), თუთუბო (Rhus coriaria) და სხვ. I იარუსის საშუალო სიმაღლე 1,0–2,0 მ შეადგენს, საშუალო პროექციული დაფარულობა 35–50%-ია (ცვალებადობს 20–70% ფარგლებში).[74]
ძეძვიანებში ბალახეული საფარი (II იარუსი) მეტწილად კარგად განვითარებულია მხოლოდ ბუჩქთშორისებში, სადაც მისი პროექციული დაფარულობა საშუალოდ 40–60% შეადგენს. განაწილება აქაც არათანაბარია, ცვალებადობს 30–70% ფარგლებში. უშუალოდ ბუჩქებქვეშ ბალახეული საფარი თხელია, ან პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ბალახეული საფარის დომინანტებს შორის უწინარესად უნდა აღინიშნოს ურო (Botriochloa ischaemum); უფრო იშვიათად აღინიშნება დომინირება სხვა სახეობებისაც. უროს გარდა დამახასიათებელ სახეობებს წარმოადგენს — Achillea milefolium, Eringium campestre, Euphorbia sequeriana, Festuca sulcata, Galium verum, Lolium rigidum, Melica transilvanica, Koeleria gracilis, Phleum phleoides, Poterium Polygamum, Teucrium chamaedrys, T. polium, Tragopogon graminifolius, Trisetum rigidum, Xeranthemum squarrosum და სხვ. საერთოდ, ძეძვიანები ფლორისტულად მდიდარია (კონკრეტული ნაკვეთების აღწერებში გვხვდება 50–60 სახეობა).[75]
ძეძვიანი ცენოზებიდან (ასოციაციებიდან) ყველაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება ძეძვიან-უროიანი (Paliuretum botriochloosum) და ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი საფარით (Paliuretum graminoso-mixtoherbosum); შედარებით იშვიათად აღინიშნება: ძეძვიანი გლერძათი (Paliuretum astragalosum) — გვხვდება მეტწილად ცენტრალურ თრიალეთზე; ძეძვიანი ავშანით (Paliuretum artemisiosum) — გვხვდება შიდა ქართლში.[75]
წყლის და ჭაობის მცენარეულობა
წყლის და ჭაობის მცენარეულობა საქართველოში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე. არც ისე დიდი ხნის წინ აქ ვრცელი ფართობი ეჭირა დაჭაობებულ მურყნარებს, აგრეთვე ისლიან-თეთრხავსიან (სფაგნუმიან) ჭაობებს. ამჟამად მურყნარები ძირითადად გაჩეხილია, ჭაობები ამოშრობილია. ტბის ნაპირები და თხელი წყლები კოლხეთში დაფარულია ლერწმის, ლაქაშის და სხვა რაყებით. მდგარ და მდოვრე წყლებში, გარდა წყალმცენარეებისა, იზრდება დუმფარა, წყლის პური, წყლის ვაზი, წყლის კაკალი, წყლის ბაია; ჭაობებში — ისლის, ჭილის სახეობები, წყლის ზამბახი და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში, წყალსატევების დაჭაობებულ ნაპირებზე გავრცელებულია ლერწმისა და ლაქაშის რაყები.
ნახევრადუდაბნოების ზონის ტენიან ადგილებში იზრდება სიმლაშის ამტანი მცენარეები. მთებში წყლისა და ჭაობის მცენარეულობას შედარებით ნაკლები ფართობი უკავია; აქ იგი გავრცელებულია უმთავრესად ტაფობებში და ლავურ პლატოებზე, განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოს ვულკანურ პლატოზე. სიმაღლის მატებასთან ერთად წყლისა და ჭაობის მცენარეულობა თანდათანობით ღარიბდება: ალაგ-ალაგ გვხვდება ისლიანი და თეთრხავსიან-ისლიანი ჭაობის მცირე ფართობები. წყაროსეული ჭაობები გვხვდება მთის კალთებზე — უმთავრესად სუბალპურ სარტყელში და ალპური სარტყლის ქვედა ნაწილში. ამ ჭაობებში, გარდა სხვადასხვანაირი ხავსისა, ისლისა, ჭილისა და ჭაობისათვის დამახასიათებელი სხვა მცენარეებისა, იზრდება მახრჩობელა, დიდბათა, ფურისულა და სხვ.)
თბილისის მიდამოების ფლორა
თბილისის მიდამოების ფლორის ზოგადი დახასიათება. ფიტოგეოგრაფიულად თბილისი და თბილისის მიდამოები გაერთიანებულია (დიდიდან მცირესკენ) უძველესი ხმელთაშუაზღვისპირეთის სამყაროს, სუბხმელთაშუაზღვისპირეთის ოლქის, ივერიის ან აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პროვინციის, თრიალეთის ფლორისტულ რაიონში. თბილისის მიდამოები ფლორისტულად მრავალფეროვანი შემადგენლობით ხასიათდება. თბილისის მიდამოების ფლორის მრავალფეროვნებას მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მრავალგვარობა და განსხვავებული კლიმატური ზონების თავმოყრა განაპირობებს. თბილისი წარმოადგენს ერთგვარ ფლორისტულ კვანძს, სადაც სახეზეა როგორც ეკოსისტემური ასევე ფლორისტული მრავალფეროვნება. თბილისის მიდამოებისათვის აღწერილია 1640-ზე მეტი სახეობა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ასეთი პატარა ტერიტორიისთვის.
თბილისის მიდამოებისათვის დამახასიათებელია შემდეგი მცენარეული ტიპის თანასაზოგადოებები: 1. ტყის მცენარეულობა (მთისწინების, მთის ქვედა და შუა სარტყლის ფოთლოვანი ტყეები (Quercus petraea subsp. iberica, Carpinus caucasica), ჭალის ტყეები (Populus nigra, Salix excelsae), ასევე ე.წ. „მეორეული ტყეები“ (Carpinus orientalis), რომლებიც ტყის სხვადასხვა ფორმაციების გაჩეხვის შედეგადაა წარმოქმნილი და გარდამავალია ტიპურ ტყეებსა და ბუჩქნარებს შორის; 2. ქსეროფიტული ტყეები (არიდული მეჩხერი ტყეები) (Juniperus spp. Pistacia mutica, Celtis caucasica); 3. ქსერომეზოფილური ბუჩქნარები (Carpinus orientalis); 4. შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები (Paliurus spina-christi, Spirea hypericifoliae); 5. მდელო-სტეპი (Poa spp.); 6. სტეპი (Bothriochloa ischaemum, Festuca valesiaci, Stipa pennatae); 7. ტრაგაკანთული ბუჩქნარები (Astragalus microcephalus, A. caucasici, A. tanaea); 8. უდაბნოს (ნახევარუდაბნოს) მცენარეულობა (Artemisia lerchianae, Salsola dendroides); 9. მლაშობი მდელოები (Elytrigia repens); 10. ჰიგროფილური ანუ წყლის მოყვარული მცენარეულობის ფრაგმენტები (Phragmites australis, Typhetum); 11. სპონტანური მცენარეულობა (Elytrigia repens, Artemisia lerchianae); 12. კლდოვან და ნაშალ-ღორღიან ეკოტოპების ფლოროცენოკომპლექსები; 13. ხელოვნური ნარგაობა (Pinus nigra, P. brutia subsp. eldarica, Amygdalus communis).
თბილისის მიდამოებისთვის დამახასიათებელი ტყის მცენარეულობა განსხვავებული ვარიანტებითაა წარმოდგენილი. ძირითადი ფორმაციებია: მუხნარი, შექმნილი ქართული მუხით (Quercus petraea subsp. iberica), რცხილნარი (Carpineta caucasica), წიფლნარი (Fageta orientalis), რცხილნარ-მუხნარი (Carpineto-Quercetum), რცხილნარ-წიფლნარი (Carpineto-Fagetum) და სხვა თანასაზოგადოებანი, ხოლო ჭალის ტყეები წარმოდგენილია ვერხვნარისა (Populeta nigrae) და ტირიფნარის (Saliceta excelsae) კორომებით.
თბილისის მიდამოებისთვის (ლისის პლატო, დიდგორის მისადგომები, ქორქის ტბა, თელეთის ქედი, შიომღვიმე) — დამახასითებელია შემდეგი მცენარეული ტიპები: ქსეროფიტული ტყეები (არიდული მეჩხერი ტყეები Celtis caucasica, Pistacia mutica და სხვა), ფრაგმენტები გვხვდება როგორც წაბლა და კარბონატულ-შავმიწა ნიადაგებზე ისე, ვეძიანებზე, ბიცობებზე, ხირხატიანებზე და სხვა. ნათელი ტყეებისათვის დამახასითებელია ხეების ერთმანეთისაგან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორება.
ნათელი ტყე თავისებური ფლორისტული შემადგენლობით ხასიათდება, ძირითადი შემქმნელი სახეობებია: საკმლის ხე (Pistacia mutica), აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), ბერყენები (Pyrus spp.), თელა (Ulmus foliaceae), ღვიები (Juniperus spp.) და სხვ. ნათელ ტყეებში განარჩევენ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ტიპს: 1) ფოთლოვანი ნათელი ტყე, რომელიც შექმნილია საკმლის ხის (Pistacia mutika) კავკასიური აკაკისა (Celtis caucasica) და სხვა სახეობებით. 2) წიწვოვანი ნათელი ტყე, რომელიც შექმნილია ღვიას სახეობებით (Junipesus spp.). თბილისის მიდამოებში წიწვოვანი ნათელი ტყე წარმოდგენილია სხალტბის სერზე და ნაწილობრივ არმაზის ქედზე. ძირითადი შემქმნელია ღვიიანები (Junipereta).
ნათელი ტყის ფრაგენტებთან ერთად გვხვდება ასევე ჯაგეკლიანი დაჯგუფებანი. ნათელი ტყეების დეგრადაციის შედეგად ჯაგეკლიანების წარმოშობა მეორადი ტიპის ველების განვითარების პირველი სტადიაა და ის განსაკუთრებით კარგად თბილისის მიდამოებშია გამოხატული. მათი ზედა საზღვრის სიმაღლე პირობითად 750 მ უნდა იქნას მიჩნეული, თუმცა ზოგან, სადაც მთის შუა სარტყლის ტყეების განადგურება ინტენსიურად მიმდინარეობდა და ფერდობები შიშვლდებოდა ჯაგეკლიანების გავრცელების სიმაღლემ 900 მ-მდეც მიაღწია.
ამ ტიპის ფონის შემქმნელია ძეძვი (Paliurus spina-christi), რომელიც ხშირად გაუვალ რაყას ქმნის, ხოლო იქ სადაც ბუჩქები ერთმანეთისგან საკმაო მანძილითაა დაცილებული — ტერიტორია კორდის შემქმნელ მცენარეულობას უჭირავს, უმთავრესად უროს (Bothriochloa ischaemum), წივანას (Festuca valesiaci) და სხვებს.
ბუჩქებიდან მთავარი მონაწილენი არიან: ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus pallasii), გრაკლა (Spiraea hypericifoliae), ქართული ნუში (Amygdalus georgica), მენახირის ბალი (Prunus incana), კვრინჩხი (Prunus spinosa). შედარებით ახალ ჯაგეკლიანებში ხშირია კუნელი (Crataegus spp.), ასკილი (Rosa canina), ჯაგრცხილა (Carpinus orientalis). შემადგენლობა სხვადასხვა ადგილას რაოდენობის მიხედვით იცვლება. ქსერომეზოფილურ ბუჩქნარების ძირითადი ფორმაციაა ჯაგრცხილნარი (Carpineta orientalis), შიბლიაკის ტიპის ბუჩქნარების შემქმნელია გრაკლიანი (Spiraeta hypericifoliae) და ძეძვიანი (Paliureta spina-christi) ფორმაციები. რაც შეეხება ტრაგაკანთულ ბუჩქნარებს მათ შექმნაში დომინირებს Astragalus microcephalus Willd.,[76] Astragalus caucasicus Pall.,[77] Astragalus tanae Sosn. (Astragalus sosnowskyi Grossh.)[78] ეს უკანასკნელი ფორმაციები მრავლად გვხვდება თაბორის, თელეთის, ლისის, იალნოს და სხვა ქედების მთისწინებზე.
მდელო სტეპები შექმნილია მარცვლოვან-ნაირბალახოვანი თანასაზოგადოებით. სტეპები წარმოდგენილია რამდენიმე ფორმაციის მცენარეული თანასაზოგადოებით: უროიანი (Bothriochloeta ischaemum), წივანიანი (Festuca valesiaca) და შედარებით იშვიათად ვაციწვერიანი (Stipa pennata) ფორმაციებით. უდაბნოს (ნახევარუდაბნოს) მცენარეულობის თანასაზოგადოებებია: ავშნიანი (Artemisia lercheana), ყარღანიან-ავშნიანი (Salsola dendroides-Artemisia lercheana) და სხვ.
რაც შეეხება მლაშობ მდელოებს ისინი ჭაგნიანი თანასაზოგადოებით ფრაგმენტულადაა გავრცელებული მტკვარ-არაქსის დაბლობზე. ჰიგროფილური მცენარეულობის შემთხვევაშიც ფრაგმენტებია გავრცელებული ლისისა და კუს ტბის პერიფერულ ნაწილში და ძირითადად ლელიანი (Phragmites australis) და ლაქაშიანი თანასაზოგადოებებია. ხოლო ხელოვნური ნარგაობებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია შავი ფიჭვის, ელდარის ფიჭვის და ყირიმული ფიჭვის ხელოვნური კორომები, რომლებსაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ თბილისის მიდამოების მცენარეული საფარის ჩამოყალიბებაში.
თბილისის ეროვნული პარკი. თბილისის ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ფლორა წარმოდგენილია 675 სახეობის ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეული საფარით. ეროვნული პარკის ტყის საფარში ძირითადად გვხვდება — ქართული მუხის, წიფლის, რცხილის, ჩვეულებრივი იფნის, ჯაგრცხილისა და პანტის ტყის ეკოსისტემები. ქვეტყეში გვხვდება: კუნელის, შინდის, ზღმარტლის, ჭანჭყატის, თრიმლის და სხვა დასახელების ბუჩქები. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორებზე ნაირფეროვან ბალახოვან საფარს, წივანას სხვადასხვა სახეობები ქმნის. წივანასთან ერთად გვხვდება: ტყის თაგვისარა, კრაზანა, ბრძამი, ჩვეულებრივი თავშავა და სხვა მცენარეები. ბალახოვან მცენარეულობაში დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სამკურნალო მცენარეებიც. პარკში ხელოვნურად არის გაშენებული ფიჭვნარები და უნიკალური უთხოვრის კორომები. თბილისის ეროვნულ პარკში ტყეებს ვერტიკალური ზონალობა ახასიათებთ.[79]
საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან, თბილისის ეროვნულ პარკში გავრცელებულია: კოლხური ბზა (Buxus colchica), უთხოვარი (Taxus baccata), თელადუმა (Ulmus glabra), პატარა თელა (Ulmus minor), კაკალი (Juglans regia), პონტოური მუხა (Quercus pontica) და სხვ.
ენდემური და რელიქტური სახეობები. თბილისის ეროვნული პარკის დენდროფლორა იმითაც არის საინტერესო, რომ აქ გავრცელებულია მესამეული პერიოდის კოლხეთის ფლორის წარმომადგენელები: კოლხური ჭყორი, კოლხური სურო, პასტუხოვის სურო, აღმოსავლეთის ძახველი, თაგვისარა, უთხოვარი, კავკასიური დეკა, წყავი და სხვა.[80]
სამცხე-ჯავახეთის ფლორა და მცენარეულობა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი განცალკევებული გეომორფოლოგიური წარმონაქმნია. მისი მცენარეულობა თავისებურია და გარკვეული ხარისხით კონტრასტული. ის წარმოადგენს ხმელთაშუაზღვეთის, ირან-თურქეთისა და ჩრდ. ნახევარსფეროს უძველესი ფლორებისათვის დამახასიათებელი გეოგრაფიულ-გენეტიკური ელემენტების გზაჯვარედინს. ეს ლანდშაფტურ-გეობოტანიკური ზონა მოიცავს ჭარბტენიან ტერიტორიებს, უნიკალურ ტბებსა და ჭაობებს, მთის სტეპების მრავალ მოდიფიკაციას, მთის ქსეროფიტულ ბუჩქნარებს, მშრალ და მეზოფილურ მდელოებსა და ტყის რელიქტურ ნაშთებს, რომლებიც ერთ დროს ჩვეულებრივ არსებობდა ჯავახეთის ზეგანზე. სამხრეთ მთიანეთის რეგიონის ზეგანზე (პლატოზე) წარმოდგენილია ორი რელიეფური ფორმა, წარმოქმნილი ლავური ნაკადებისა და ვულკანური კონუსებისაგან (პიკები). ვულკანოგენური და ოროგენული პროცესები ემთხვეოდა გლაციალურს (პლიოცენ-პლეისტოცენი), რის შედეგაც მოხდა მესამეული პერიოდის მცენარეულობის ტოტალური დესტრუქცია.[81]
თანამედროვე ფლორა განვითარდა, აგრეთვე, კომპლექსური პროცესების შედეგად. გამყინვარებას მოსდევდა ქსეროთერმული პერიოდები, რომელთაც განაპირობეს მეზოფილური, ქსერომეზოფილური და ქსეროფიტული მდელოების წარმოქმნა. პარალელურად ვითარდებოდა ჭარბტენიანი ტერიტორიების მცენარეულობა. ისტორიული წყაროების თანახმად,ჯავახეთის ზეგანზე ტყეებს ეკავა დიდი ტერიტორია. ეს ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა ადამიანის მიერ; ამჟამად შემორჩენილია მცირე ფრაგმენტების სახით.[81]
სამცხე-ჯავახეთის ფართობი 6 413 კმ²-ია. აქ თვალშისაცემია ეკოსისტემათა კონტრასტული ხასიათი, რაც გამომდინარეობს კლიმატური, ლითოლოგიური, რელიეფური, პალეოგეოგრაფიული ფაქტორებიდან და ადამიანის საქმიანობიდან. რეგიონი ჰიფსომეტრიულად ვრცელდება 745–3301 მ დიაპაზონში, შესაბამისად მკვეთრადაა გამოხატული ვერტიკალური სარტყლურობა.
ეკოსისტემათა მრავალფეროვნებას განაპირობებს: 1. შავი ზღვის გავლენა და დასავლეთ საქართველოს ნოტიო ოლქებთან სიახლოვე; 2. კლიმატის კონტინენტურობის ზრდა აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთისაკენ; 3. მთის ქვაბულის ფარგლებში ნალექების მკვეთრი შემცირება და ზაფხულის მაღალი ტემპერატურები; 4. მაღალი ვულკანური ზეგნები; 5. სიახლოვე ანატოლიის რეგიონთან; 6. პალეოგლაციალური ფაქტორი.[82]
მცენარეულობის ვერტიკალური ზონალობა და ფლორისტული ოლქები
საქართველოს სამხრეთ მთიანეთის რეგიონში წარმოდგენილია მცენარეულობის შემდეგი სარტყლები:
1. მთის შუა სარტყელი (800–1500 მ) — უმეტესად გამოყენებულია სახნავ მიწებად. ბუნებრივი მცენარეულობა შემორჩენილია ჭალის ტყეების, მუხნარ-რცხილნარების, მთის ქსეროფიტული ბუჩქნარებისა და მთის სტეპების სახით;
2. მთის ზედა სარტყელი მოიცავს წიფლნარ-წიწვოვან შერეულ ტყეებს (1200–2050 მ);
3. სუბალპური სარტყელი (1900–2500 მ) — წარმოდგენილია ტყის ზედა საზღვრის ეკოტონით, მაღალბალახეული მცენარეულობით, ბუჩქნარებითა და სუბალპური პოლიდომინანტური მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოებით. ეს ზონა ტიპოლოგიურად მრავალფეროვანია;
4. ალპური სარტყელი (2500–2900 მ) — ალპური მდელოები და ალპური ხალების თანასაზოგადოებები ძირითადად საძოვრებადაა გამოყენებული. მცენარეულობა აქ სუბალპურთან შედარებით, როგორც ბიომასის, ისე ტიპოლოგიური მრავალფეროვნებით საკმაოდ ღარიბია;
5. სუბნივალური სარტყელი (2900–3300 მ) — წარმოდგენილია მხოლოდ აბულ-სამსრის ქედზე;
6. აზონალური მცენარეულობა წარმოდგენილია ბორეალური ფლორის სახეობებით მდიდარი ვეტლენდების, უდაბნოს ჰალოფილური და კლდოვანი ადგილების თანასაზოგადოების ფრაგმენტებით. უნდა აღინიშნოს, რომ კლდოვანი ადგილების ქსეროფიტები შეიცავენ მრავალ ენდემურ სახეობას.
რეგიონი განეკუთვნება 3 ფლორისტულ ოლქს: ევქსინურს, არმენო-ირანულს და კავკასიურს. ევქსინური აღწევს არსიანის ქედამდე, რომელიც რეგიონის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს და ნაწილობრივ ვრცელდება აჭარა-იმერეთის ქედზე. არმენო-ირანული ოლქი ვრცელდება მესხეთის სამხრეთ ნაწილსა და ჯავახეთის პლატოზე, წარმოდგენიილია მთის სტეპებით. კავკასიის ოლქი მოიცავს თითქმის ყველა დანარჩენ მთათა სისტემას.
სამცხე-ჯავახეთში ა. დოლუხანოვი (Долуханов, 1989) განასხვავებს 2 რეგიონს — ადიგენ-ბორჯომის რეგიონსა და ჯავახეთის ზეგანს. პირველი მოიცავს თრიალეთის ქედის ჩრდილო დასავლეთ კალთებს, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთებს, ახალციხის დეპრესიას და მდ. ქვაბლიანის ხეობას. ხაშურის ზემოთ, მდ. მტკვარი აჭარა-თრიალეთის მთათა სისტემას ყოფს თრიალეთისა და მესხეთის ქედებად. ამ ნაწილში სიმაღლე მერყეობს 750–800 მ-დან 2 700–2 900 მ-მდე, ახალციხის დეპრესიის სიმაღლე ზღვის დონიდან ყველაზე დაბალია ახალციხის მახლობლად 950–1 000 მ-ია. სიმაღლე მნიშვნელოვნად მატულობს თურქეთის საზღვრისაკენ, სამხრეთის მიმართულებით.
ტყის საფარი
ტყეები მეტად არათანაბრადაა განაწილებული სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. ტყით დაფარული ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 12 881 ჰა-ს (1997–98 წლებში ჩატარებული ტყეთმოწყობის მასალების მიხედვით). აქედან ყველაზე მეტი ტყიანობით გამოირჩევა ბაკურიანის სატყეო უბანი, რომლის ტერიტორიის 28 896 ჰა ტყითაა დაფარული. ტყიანობით მეორე ადგილზეა ადიგენის სატყეო უბანი, რომლის ტერიტორიის 27 909 ჰა ტყეა. ტყიანობით გამოირჩევა ახალციხის სატყეო უბანი 27 048 ჰა. თუმცა ახალციხის სატყეო უბნის სახელმწიფო ტყის ფონდის საერთო ფართობი შედარებით მეტია ვიდრე ადიგენის სატყეო უბნის. შესაბამისად, ახალციხის სატყეო უბნის სახელმწიფო ტყის ფონდის საერთო ფართობი შეადგენს 32 168 ჰა-ს, ადიგენის კი 31 156 ჰაა. ტყიანობით გამოირჩევა ბორჯომის სატყეო უბანიც 21 875 ჰა. ყველაზე ნაკლებდაა ტყით დაფარული ნინოწმინდის სატყეო უბანი 2 209 ჰა. ტყით დაფარული ფართობით საშუალედო ადგილი უჭირავს ასპინძის 12 197 ჰა და ახალქალაქის 4 747 ჰა სატყეო უბნებს.
სამცხე-ჯავახეთის ტყით დაფარული ტერიტორიის ფართობიდან 83 473 ჰა წიწვოვნებს უჭირავს. წიწვოვნები სოჭით, ნაძვით და ფიჭვით არის წარმოდგენილი. ყველაზე დიდი ფართობები რეგიონში 38 019 ჰა ფიჭვით არის დაკავებული, აქედან 35 056 ჰა ნაძვია, 10,398 ჰა სოჭის ტყითაა დაფარული. ფიჭვის ყველაზე დიდი ფართობით ახალციხის სატყეო გამოირჩევა 9 842 ჰა, შემდეგ მოდის ადიგენის სატყეო 8 374 ჰა, ყველაზე მცირე ფართობზე ფიჭვი წარმოდგენილია ნინოწმინდის სატყეოში 2 209 ჰა.[83]
საქართველოს დაცული ტერიტორიები
2023 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 912 908 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13%-ია. აქედან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 100 დაცული ტერიტორია, ხოლო 5 დაცულ ლანდშაფტს მართავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
საქართველოში (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირიის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით) 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ — 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 14 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 26 აღკვეთილი და 5 დაცული ლანდშაფტი.[84]
საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები და ჰაბიტატები
დეგრადაციისა და ფრაგმენტაციის საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები და ჰაბიტატები. საქართველოს ტყეები საფრთხის ქვეშაა არამდგრადი ჭრის, ძოვებისა და სუსტი მართვის სისტემის გამო. ქვეყნის სატყეო ფონდის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია, ზოგ ადგილას კი, ტყის საფარი სრულიად გამქრალია. შედეგად, შემცირებულია ტყეზე დამოკიდებული ფლორისა და ფაუნის სახეობების რიცხოვნობაც. ამას გარდა, დაკნინებულია ტყის ეკოსისტემების მიერ მიწოდებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემური სერვისები.
სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეში მყოფი გენეტიკური რესურსები. კონსერვაციული თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოში უძველესი დროიდან გაკულტურებული მცენარეები (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები/ლენდრასები) და მათი ველური მონათესავე სახეობები (როგორც ადგილობრივი ჯიშების გაკულტურების შესაძლო წყარო). ესენია: (ა) ყურძენი და მისი ველური მონათესავე სახეობები (Vitis vinifera subsp. sylvestris),[85] აგრეთვე, ხილი და კაკლოვნები (Malus, Pyrus, Prunus Corylus); (ბ) მინდვრის კულტურები — ხორბალი (მათ შორის, ხუთი ენდემური კულტურული სახეობა, მრავალი ადგილობრივი ჯიში და შვიდი ველური მონათესავე სახეობა), ქერი და სხვა მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, ასევე, სელი; (გ) კულტურული ბალახოვანი მცენარეები.
კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების ბუნებრივი პოპულაციები საფრთხის ქვეშაა, ძირითადად, ჰაბიტატების განადგურებისა და ფრაგმენტაციის, ასევე, ჭარბი ძოვებისა და გაუდაბნოების გამო. ასევე, არსებობს ამ სახეობების გენეტიკური ეროზიისა[კომ. 10] და დაბინძურების საფრთხე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან.
სამკურნალო მცენარეების ლოკალურ პოპულაციებს სრული გაქრობის საფრთხეს უქმნის სამრეწველო მიზნით ჭარბი შეგროვება, ძირითადად, ფარმაცევტული ინდუსტრიის დაკვეთით. მრავალი სამკურნალო მცენარე ამჟამად საფრთხის ქვეშაა, მაგ.: Origanum vulgare, Helichrysum plicatum,[86] Hypericum spp.[87] და სხვ.[88]
ტყის მავნებლები და დაავადებები. ტყის მავნებლები და დაავადებები, მაგ. წაბლის კიბო (Cryphonectria parasitica, ძველი სახელწოდება Endothia parasitica) სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ტყეებს.[კომ. 11] მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კოლხური ბზის ხმობა, ფიჭვის ხმობა თუშეთსა და თბილისის შემოგარენში და სხვა.
ხე-მცენარეთა არაადგილობრივი და ინვაზიური სახეობები. ხელოვნურად გაშენებული ტყეების საერთო ფართობი საქართველოში დაახლოებით 110 000 ჰექტარია. ამ ტყეების გაშენების მთავარი მიზანი ტყის საფარის გაფართოება და ამ გზით, დამატებითი სოციო-ეკოლოგიური სარგებლის უზრუნველყოფა იყო. ხელოვნურად გაშენებული ტყეების დიდი ნაწილი ახლა 50–60-წლოვან მონოკულტურებს წარმოადგენს, სადაც ხშირად, ეგზოტიკური და გარემოსთან ნაკლებად ადაპტირებული სახეობებია გამოყენებული (მაგ. შავი ფიჭვი). ბიომრავალფეროვნების მხრივ, ეს მონოკულტურები ბევრად ღარიბია, ვიდრე შერეული ტყის კულტურები, სადაც რამდენიმე ადგილობრივი სახეობა გამოიყენება. საქართველოს ტყეებს, განსაკუთრებით ჭალის ტყეებს, საშიშროებას უქმნის არაკონტროლირებადი ინვაზიური სახეობები, მაგ. პავლოვნია (ლათ. Paulownia tomentosa), ჭალის ტყეების შემთხვევაში — ჩინური ხემყრალი და სხვ.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- გიგაური, გიორგი., საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნება, თბ.: შპს რარიტეტი, 2000.
- კეცხოველი, ნიკო., საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები, თბ.: თბ. სახ. უნ-ტი., 1935.
- კეცხოველი, ნიკო., საქართველოს მცენარეული საფარი, თბ.: საქ. მეცნ. აკად., 1959.
- კეცხოველი, ნიკო., კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში, თბ.: საქ. მეცნ. აკად., 1957.
- ქვაჩაკიძე, რ., იაშაღაშვილი, კ., ლაჩაშვილი, ნ., საქართველოს ძირეული ტყეები, თბ., 2004.
- ქვაჩაკიძე, რევაზ., საქართველოს მცენარეულობა, თბ.: საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2009.
- ქვაჩაკიძე, რევაზ., საქართველოს მცენარეული საფარის ისტორია, თბ.: მეცნიერება, 2002.
- სამცხე-ჯავახეთის იშვიათი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, თბ., 2008.
- სადუნიშვილი, თ., მაისაია, ი. და სხვ., საქართველოს აგრარული კულტურა, თბ.: საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, 2021.
- შეთეკაური, შამილ., თუშ-ფშავ-ხევსურეთის ფლორა : აღმოსავლეთი კავკასიონი, თბ.: მერიდიანი, 2017.
- შეთეკაური, შ., ჭელიძე, დ., მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთის ფლორა (მცირე კავკასიონი), თბ.: მერიდიანი, 2016.
- Синская Е.Н. Историческая география культурной флоры (на заре земледелия). — Л.: Колос, 1969.
ბიბლიოგრაფია
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 178.
- შემდგ.: მაყაშვილი, ა., თბილისის მიდამოების ფლორა : წიგნი II, თბ.: თბ. სახ. უნ. გამ-ბა., 1953.
- შემდგ.: ლ. კემულარია-ანთაძე, ა. შხიანი., საქართველოს ფლორა : ტომი II, თბ.: მეცნიერება, 1973.
- შემდგ.: რ. გაგნიძე, ა. დოლუხანოვი, შ. ქუთათელაძე და სხვ., საქართველოს ფლორა : ტომი III, თბ.: მეცნიერება, 1975.
- შემდგ.: შ. ქუთათელაძე და სხვ., საქართველოს ფლორა : ტომი IV, თბ.: მეცნიერება, 1978.
- სვანეთის ფლორა და მცენარეულობა / ნახუცრიშვილი, გ. (მთ. რედ.), თბ.: მეცნიერება, 1985.
- ქვლივიძე, ა., დავით-გარეჯის მონასტრის მიდამოების ფლორა და მცენარეულობა, თბ.: სახ. უნ-ტი, 2018.
- ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, 2019.
რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს მცენარეული საფარი · გეობოტანიკური ლექსიკონი
- საქართველოს დაცული ტერიტორიების ფლორა
- საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის ისტორია
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფია
- საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- A Revised Catalog of Lichens of Georgia
- Natural Flora of National Botanical Garden of Georgia
თემატური საიტები |
---|
Flora and Vegetation · PlantNet |
საქართველოს ფლორა |
---|
ტომი I · ტომი II · ტომი III · ტომი IV · ტომი V · ტომი VI · ტომი VII · ტომი VIII · ტომი IX · ტომი X · ტომი XI · ტომი XII · ტომი XIII · ტომი XIV · ტომი XV · ტომი XVI |
კომენტარები
- ↑ უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების ბიომრავალფეროვნება მკვლევარებს საფუძველს აძლევს, საქართველო რიგი კულტურული მცენარეების წარმოშობის კერად მიიჩნიონ. მეცნიერული გამოკვლევებით მტკიცდება, რომ კულტურულ მცენარეთა წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კერა მდებარეობს წინა აზიის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და წინააზიურ ადრესამიწათმოქმედო კერის განუყრელ ნაწილად ითვლება. იხ. საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 4.
- ↑ კავკასიის ეკორეგიონი მოიცავს 586,800 კმ²-ს და მის შემადგენლობაში შედის აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის მხარე, ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთი და ჩრდილო-დასავლეთ ირანი. კავკასიის ეკორეგიონში გავრცელებულია მცენარეთა 2 791 სახეობა და 21 გვარი, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება; რეგიონში გავრცელებული მცენარეთა 25%-ზე მეტი ენდემური სახეობაა. იხ. კავკასიის ეკორეგიონი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია
- ↑ მეცნიერების მიერ განისაზღვრა გლობალური მასშტაბით არსებული ეკოსისტემების მნიშვნელობა. სახეობათა სიმრავლე, ენდემური სახეობები, ტაქსონომიური სიმდიდრე, უნიკალური ევოლუციური და ეკოლოგიური მოვლენები, გლობალური მასშტაბით იშვიათი ჰაბიტატების არსებობა. ამ კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულ იქნა „ცხელი წერტილები“, რომელთა შორის არის კავკასია, თავისი უნიკალური და შეუცვლელი ბიომრავალფეროვნებით.
- ↑ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კავკასია, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეგიონადაა აღიარებული. WWF-ის 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ ერთ-ერთი („შავი ზღვის დიდი აუზი“) მოიცავს კავკასიის რეგიონს; Conservation International-ის მიერ განსაზღვრული „ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილიდან“ (ტერიტორიები, რომლებიც გამოირჩევიან უმდიდრესი, მაგრამ სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ბიომრავალფეროვნებით) საქართველოს ტერიტორია ორი „ცხელი წერტილის“ — კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაში შედის. იხ. 2014–2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა. 2. საქართველოს ბიომრავალფეროვნება. 2.1 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა
- ↑ საფრთხეში მყოფი სახეობები. საფრთხის წინაშეა მცენარეთა ენდემური სახეობების 60%-მდე, საარსებო გარემოზე ზემოქმედების, ჭარბი მოპოვების, პათოგენების და სხვა ფაქტორების გამო. მერქნიანი მცენარეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები: წაბლი, იმერული მუხა, კოლხური ბზა და თელადუმა, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ ინვაზიური სოკოვანი დაავადებების გამო. იხ. 2014–2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა. 2.2 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა
- ↑ ჭალის მუხა (გრძელყუნწა) — 30 მ-მდე სიმაღლის ფოთლოვანი ჯიშის ხე. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ჭალებში. მისი მერქანი გამოირჩევა შესანიშნავი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით და პრაქტიკულად სახალხო მეურნეობის ყველა დარგში გამოიყენება.
- ↑ ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 3007.6 ათას ჰექტარს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰექტარი) — 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) ეკავა 2822.4 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი), რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იმ დროისთვის მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებელი 27%-ს, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისათვის 15%-ს არ ღემატებოდა. ტყეებში მერქნის (ხეთა ღეროების) საერთო მარაგი შეადგენდა 454.5 მლნ მ³-ს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი — 4.5 მლნ მ³-ს
- ↑ ტყეების ფართობი მოტანილია სახელმწიფო ტყეთმოწყობის 2000 წლისათვის არსებული მასალების მიხედვით.
- ↑ საქართველოს წიფლნარების ტიპები საკმაოდ ფართოდ არის შესწავლილი. ამ მხრივ აღსანიშნავია ვ. გულისაშვილის (1964), ა. დოლუხანოვის (1963), ი. თუმაჯანოვის (1938), ლ. მახათაძის (1965), მ. სვანიძის (1978; 1999), რ. ქვაჩაკიძის (1992) და სხვათა შრომები.
- ↑ გენეტიკური ეროზია — გენეტიკური ინფორმაციის დაკარგვა პოპულაციის მცირერიცხოვნობის, გარემოსთან უკეთ ადაპტირებული ნაირსახეობის ფართო გავრცელების ან ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითად მოქმედი სხვადასხვა გარემოებების შედეგად.
- ↑ XX საუკუნეში ევროპიდან შემოსულმა კრიფონეკროზის ეპიდემიამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოში გავრცელებული წაბლის (Castanea sativa Mill.) კორომები. იხ. წაბლის კიბოს გამომწვევი ფიტოპათოგენური სოკოს Cryphonectria Parasitica-ის (Murrill) ანტაგონისტი მიკროსკოპული სოკოების შესწავლა საჩხერის რაიონში
სქოლიო
- ↑ ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 5–6.
- ↑ საქ. IV ეროვნ. მოხსენება // ბმკ-სადმი, 2009, გვ. 3.
- ↑ საქ. IV ეროვნ. მოხსენება // ბმკ-სადმი, 2009, გვ. 8.
- ↑ Синская Е.Н., 1969, გვ. 47–57.
- ↑ საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 8.
- ↑ მაისაია, 2009.
- ↑ Mosulishvili et al., 2019.
- ↑ საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 8–9.
- ↑ В. Дорофеев и др., Культурная флора СССР, 1979.
- ↑ Index Seminum, Gatersleben, 1996.
- ↑ საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 9.
- ↑ საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 10.
- ↑ 13.0 13.1 ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 7.
- ↑ ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 7–8.
- ↑ 15.0 15.1 ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 8.
- ↑ ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 8–9.
- ↑ 17.0 17.1 17.2 ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 9.
- ↑ Acantholimon lepturoides (Jaub. & Spach) Boiss. // GBIF
- ↑ Anemone fasciculata L. // World Flora Online
- ↑ 20.0 20.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 38.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 39.
- ↑ 22.0 22.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 40.
- ↑ 23.0 23.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 41.
- ↑ ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 41.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 36.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 36–37.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 37.
- ↑ გიგაური, გიორგი., 2000, გვ. 92.
- ↑ გიგაური, გიორგი., 2000, გვ. 17.
- ↑ 30.0 30.1 გიგაური, გიორგი., 2000, გვ. 18.
- ↑ გიგაური, გიორგი., 2000, გვ. 22.
- ↑ მთის ტყეების ბიომრავალფეროვნების არსი
- ↑ ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 3.
- ↑ საქართველოს ტყეები // geography.ge
- ↑ ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 41–42.
- ↑ ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 42.
- ↑ 37.0 37.1 ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 43.
- ↑ საქ. IV ეროვნ. მოხსენება // ბმკ-სადმი, 2009, გვ. 11.
- ↑ ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 5.
- ↑ საქ. IV ეროვნ. მოხსენება // ბმკ-სადმი, 2009, გვ. 12.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 51.
- ↑ 42.0 42.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 53.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 54.
- ↑ 44.0 44.1 44.2 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 49.
- ↑ 45.0 45.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 50.
- ↑ Quercus longipes Steven // GBIF
- ↑ Ulmus suberosa Moench // GBIF
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 76.
- ↑ 49.0 49.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 77.
- ↑ 50.0 50.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 78.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 84.
- ↑ 52.0 52.1 52.2 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 86.
- ↑ Quercus longipes Steven // GBIF
- ↑ Populus hybrida M.Bieb. // GBIF
- ↑ Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth ex Iljinsk. // GBIF
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 87.
- ↑ 57.0 57.1 57.2 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 89.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 90.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 92.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 96.
- ↑ 61.0 61.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 97.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 113.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 117.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 120.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 121–122.
- ↑ 66.0 66.1 66.2 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 122.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 123.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 125.
- ↑ 69.0 69.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 20.
- ↑ კეცხოველი, ნიკო., 1935, გვ. 22.
- ↑ 71.0 71.1 კეცხოველი, ნიკო., 1935, გვ. 24.
- ↑ 72.0 72.1 72.2 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 11.
- ↑ 73.0 73.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 14.
- ↑ ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 14–15.
- ↑ 75.0 75.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 15.
- ↑ Astragalus microcephalus Willd. // GBIF
- ↑ Astragalus caucasicus Pall. // GBIF
- ↑ Astragalus sosnowskyi Grossh. // GBIF
- ↑ თბილისის ეროვნული პარკი
- ↑ თბილისის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება
- ↑ 81.0 81.1 მ. ახალკაცი, მ. ქიმერიძე და სხვ., 2008, გვ. 13.
- ↑ სამცხე-ჯავახეთის ეკოსისტემები, რუკათშედგენა და შეფასება
- ↑ სამცხე-ჯავახეთის მცენარეული საფარი
- ↑ საქართველოს დაცული ტერიტორიები // apa.gov.ge
- ↑ Vitis vinifera subsp. sylvestris // gd.eppo.int
- ↑ Helichrysum plicatum DC. // powo.science.kew.org
- ↑ Hypericum online // hypericum.myspecies.info
- ↑ საქართველოს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა
|
|
|