შინაარსზე გადასვლა

ტახო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:27, 28 იანვარი 2015-ის ვერსია, Henry McCleanBot (განხილვა | წვლილი) (რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link FA|es}} using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ტახო, ტეჟუ

ტახოს აუზი
ქვეყანა დროშა: ესპანეთი ესპანეთი, დროშა: პორტუგალია პორტუგალია
ქალაქები ტოლედო (ესპანეთი),
სანტარენი (პორტუგალია)
სათავე უნივერსალესის მთები
სიგრძე 1010 კმ
აუზის ფართობი 81 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ტახო, ტეჟუ ვიკისაწყობში

ტახო, ტეჟუ (ესპ. Tajo, პორტ. Tejo) — მდინარე ესპანეთსა და პორტუგალიაში, უდიდესი პირენეის ნახევარკუნძულზე. სიგრძე 1010 კილომეტრი, აუზის ფართობი - 81 ათასი კმ2. სათავე აქვს უნივერსალესის მთებში. კვეთს ახალი კასტილიის ზეგანს, შემდეგ მიედინება პორტუგალიის დაბლობზე, ერთვის ატლანტის ოკეანეს და აჩენს ესტუარს, უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. წყალუხვია ნოემბრიდან აპრილამდე. წყლის საშუალო ხარჯი ესპანეთისა და პორტუგალიის საზღვართან 438 მ3/წმ. ტახოსა და მის შენაკადებს იყენებენ სარწყავად და ენერგეტიკისათვის. სანაოსნოა 185 კილომეტრი. ტახოს ნაპირებზეა ქალაქები: ტოლედო (ესპანეთი), სანტარენი (პორტუგალია), ხოლო ესტუარში — პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი.

ტახო
ხედი ალმოუროლის ციხიდან (პორტუგალია)
ალკანტარის ხიდი, ტოლედო, ესპანეთი
პუენტე დე სან-მარტინის ხიდი, ტოლედო, ესპანეთი
ალკანტარის ხიდი
ლისაბონის პორტი, პორტუგალია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]