შინაარსზე გადასვლა

გაიუს ოქტავიუსი (პრეტორი ძვ. წ. 61)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:26, 20 ივნისი 2016-ის ვერსია, ILIA (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ქანდაკების თავი, რომელიც, როგორც ფიქრობენ, გაიუს ოქტავიუსის უნდა იყოს. დაახლ. ძვ. წ. 60. მიუნხენი, გლიფტოთეკა.

გაიუს ოქტავიუსი[1] (ლათ. Gaius Octavius; დაახლოებით ძვ. წ. 100-59) — რომის იულიუს-კლავდიუსელი იმპერატორების წინაპარი. იმპერატორ ავგუსტუსის მამა, კლავდიუსის დიდი პაპა, კალიგულას ბებიის (დედის მხრიდან) პაპა (მამის მხრიდან) და ნერონის ბებიის (დედის მხრიდან) პაპის (დედის მხრიდან) მამა. წარმოშობით ქალაქ ველეტრიდან იყო და ოქტავიების გვარის ძველ და მდიდარ შტოს ეკუთვნოდა. სიმდიდრის მიუხედავად, მისი ოჯახი არა პატრიციებს, არამედ პლებსს მიეკუთვნებოდა. რადგანაც novus homo („ახალი ადამიანი“) იყო, იგი სენატორული კლასის ოჯახიდან არ უნდა ყოფილიყო.

პაპამისი, გაიუს ოქტავიუსი, მეორე პუნიკური ომის დროს, სამხედრო ტრიბუნის ჩინით იბრძოდა სიცილიაში. მამამისი კი, აგრეთვე გაიუს ოქტავიუსი, მუნიციპალურ მაგისტრატად მსახურობდა და საშუალო ასაკამდე იცოცხლა.

ოქტავიუსის პირველი ცოლი ანქარიების გვარიდან იყო იყო. წყვილს ჰყავდა ერთი შვილი (ოქტავია უფროსი). ცნობილი არაა თუ როგორ დასრულდა მათი ქორწინება, შესაძლებელია, ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ოქტავიუსი მეორედ იულიუს კეისრის დისშვილზე, ატია ბალბა ცეზონიაზე დაქორწინდა. უცნობია როგორ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ატიას ოჯახი მამის მხრიდან (ბალბიები) ველეტრისთან, ოქტავიუსების სამემკვიდრეო სახლთან ახლოს ცხოვრობდა. მათ ორი შვილი ეყოლათ: ოქტავია უმცროსი და ოქტავიანე, მომავალი იმპერატორი ავგუსტუსი. ეს უკანასკნელი ძვ. წ. 63 წელს დაიბადა.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჩნეულია, რომ ძვ. წ. 70 წლისთვის ოქტავიუსი კვესტორად აირჩიეს, ძვ. წ. 61 წელს კი პრეტორი გახდა. ძვ. წ. 60 წელს, როდესაც მისი ვადა დასრულდა, იგი მაკედონიის გუბერნატორად (praefectus pro praetor) დაინიშნა, თუმცა სანამ მაკედონიაში გაემგზავრებოდა, სენატმა იგი თურინუმში მონათა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა. ამ მონებს მანამდე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სპარტაკისა და კატილინას აჯანყებებში. ამის შემდეგ, იგი მაკედონიაში ჩავიდა, რომელსაც „გაბედულად და სამართლიანად“ მართავდა. მის საქმეთა შორისაა თრაკიის ბესიური ტომის წინააღმდეგ მოულოდნელ ბრძოლაში რომის ძალების მეთაურობა, სადაც მან გამარჯვების მოპოვება შეძლო. ციცერონი მაღალ შეფასებას აძლევს მის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რადგანაც ოქტავიუსმა მაკედონიაში გუბერნატორად წარმატებით სამსახურის წყალობით, კონსულად არჩევისათვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა.

ძვ. წ. 59 წელს ოქტავიუსი რომისაკენ გაემართა, რათა კონულის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ქალაქში ჩასვლამდე ნოლაში გარდაიცვალა. იგი მოულოდნელად მოკვდა იმავე საძინებელში, სადაც მრავალი წლის შემდეგ თავისი შვილი, ავგუსტუსი გამოეთხოვა სიცოცხლეს. მისი კარიერა შეჯამებულია თავისი შვილის მიერ აღმართულ წარწერაზე, რომელიც რომში მისსავე აგებულ ფორუმზე მდებარეობს:[2]

C(aius) Octavius C(ai) f(ilius) C(ai) n(epos) C(ai) pr[on(epos)]
pater Augusti
tr(ibunus) mil(itum) bis q(uaestor) aed(ilis) pl(ebis) cum
C(aio) Toranio iudex quaestionum
pr(aetor) proco(n)s(ul) imperator appellatus
ex provincia Macedonia
„გაიუს ოქტავიუსი, გაიუსის ძე, შვილიშვილი და შვილთაშვილი,
ავგუსტუსის მამა,
ორჯერ სამხედრო ტრიბუნი, კვესტორი, სახალხო ედილი
გაიუს ტორანიუსთან ერთად, მოსამართლე,
პრეტორი, პროკონსული, იმპერატორად გამოცხადებული
მაკედონიის პროვინციაში“
ლეგენდა
ნარინჯისფერი
იმპერატორი
მწვანე
კონსული


 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გნეუს ოქტავიუს რუფუსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გნეუს ოქტავიუს II
 
 
 
 
 
 
გაიუს ოქტავიუს I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გნეუს ოქტავიუს III
 
 
 
 
 
 
გაიუს ოქტავიუს II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გნეუს ოქტავიუს IV
 
 
 
მარკუს ოქტავიუსი
 
 
 
გაიუს ოქტავიუს III
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გნეუს ოქტავიუს V
 
 
მარკუს ოქტავიუსი I
 
 
 
 
 
 
 
გაიუს ოქტავიუს IV
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლუციუს ოქტავიუსი
 
 
გნეუს ოქტავიუსი
 
 
 
ოქტავია უფროსი
 
ოქტავია უმცროსი
 
ავგუსტუსი (გაიუს ოქტავიუს V)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარკუს ოქტავიუსი II
  1. არცერთი ანტიკური ავტორი მის cognomen-ს (გვარი) არ იყენებს. გვარი რუფუსი მის წინაპარს, გნეუს ოქტავიუს რუფუსს ეკუთვნოდა, რომელსაც ამ უკანასკნელის შთამომავლები ძალზედ იშვიათად იყენებდნენ.
  2. Corpus Inscriptionum Latinarum VI, 41023