ალექსანდრე არსენიშვილი
იერსახე
ალექსანდრე (ალი) ილიას ძე არსენიშვილი (დ. 1892, სოფ. დაბაძველი, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 14 ნოემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი და მთარგმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1913 წლიდან აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს რუსულ და ქართულ პრესაში. 1918 წლიდან „ცისფერყანწელებს“ მიემხრო. 30-იანი წლების დასაწყისში არსენიშვილი მარქსისტულ-ლენინურ ესთეტიკურ პოზიციაზე დადგა. არსენიშვილის წერილებში, რომლებიც გამოირჩევა ერუდიციითა და ფაქიზი გემოვნებით, განხილულია ქართველი, რუსი და უცხოელი მწერლების შემოქმედება, ესთეტიკური საკითხები. არსენიშვილმა თარგმა პ. მერიმეს, თ. დრაიზერის და სხვა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წულუკიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 586.