შინაარსზე გადასვლა

პატრიცია ჰარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
14:59, 23 აგვისტო 2024-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
პატრიცია ჰარისი
Patricia Harris
პატრიცია ჰარისი Patricia Harris
აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მაისი, 1980 – 20 იანვარი, 1981
პრეზიდენტი  ჯიმი კარტერი
წინამორბედითვითონ (ჯანმრთელობა, განათლება და სოციალური უზრუნველყოფა)
მემკვიდრერიჩარდ შვაიკერი

აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აგვისტო, 1979 – 4 მაისი, 1980
პრეზიდენტიჯიმი კარტერი
წინამორბედიჯოზეფ კალიფანო
მემკვიდრეთვითონ (ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა)

აშშ-ის საბინაო და ურბანული განვითარების მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 იანვარი, 1977 – 10 სექტემბერი, 1979
წინამორბედიკარლა ანდერსონ ჰილსი
მემკვიდრემუნ ლენდრიუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 სექტემბერი, 1965 – 22 სექტემბერი, 1967
წინამორბედიუილიამ რივკინი
მემკვიდრეჯორჯ ფელდმანი

დაბადებული31 მაისი, 1924
მატუნი, ილინოისი, აშშ
გარდაცვლილი23 მარტი, 1985 (60 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეუილიამ ბისლი ჰარისი
განათლებაჰოვარდის უნივერსიტეტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

პატრიცია რობერტს ჰარისი (ინგლ. Patricia Roberts Harris; დ. 31 მაისი, 1924, მატუნი, ილინოისი, აშშ — გ. 23 მარტი, 1985, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის საბინაო და ურბანული განვითარების მეექვსე მდივანი და აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მე-13 მდივანი (რომელსაც მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ეწოდა აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი) პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში. იგი იყო პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც მუშაობდა აშშ-ის სამდივნოში და ასევე შედიოდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო უფლებამოსილების მემკვიდრეობის სიაში. მანამდე იგი იყო აშშ-ის ელჩი ლუქსემბურგში (1965—1967 წწ.) ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის დროს, ამ კუთხითაც პირველი აფრო-ამერიკელი იყო, რომელიც მსახურობდა ელჩად[1].

პატრიცია რობერტსი დაიბადა ილინოისის შტატის ქალაქ მატუნში. იგი იყო ვაგონ-რესტორნის ოფიციანტის შვილი. 1945 წელს დაასრულა ჰოვარდის უნივერსიტეტი, მანამდე იგი აირჩიეს ორგანიზაცია „ფი-ბეტა-კაპა“-ს საზოგადოების წევრად და მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთ პირველ ეროვნულ მჯდომარე აქციაში. აქ იგი შეხვდა უილიამ ბისლი ჰარისს, ჰოვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს, რომელსაც ცოლად გაჰყვა 1955 წელს. 1949 წელს დაასრულა ჩიკაგოსა და ამერიკული უნივერსიტეტების ასპირანტურა. 1953 წლამდე მუშაობდა ადამიანის უფლებათა ამერიკული საბჭოს დირექტორის ასისტენტად. პატრიცია ჰარისი იყო ქალთა საზოგადოება „დელტა-სიგმა-ტეტა“-ს პირველი ხელმძღვანელი. 1960 წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიიღო იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

ჰარისი მცირე ხნით მუშაობდა აშშ-ის იუსტიციის სამდივნოში, 1961 წელს დაუბრუნდა ჰოვარდის უნივერსიტეტს და მუშაობა დაიწყო დეკანის მოადგილედ. 1963 წლამდე იგი სრული პროფესორიოს წოდებამდე დაწინაურდა, ხოლო 1969 წელს დანიშნეს ჰოვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანად.

აშშ-ის მთავრობაში მისი პირველი სამსახური იყო იუსტიციის სამინისტრო, სადაც იურისტად მუშაობდა. აქვე გაიცნო და დაუმეგობრდა რობერტ კენედის — ახალ მთავარ პროკურორს.

1964 წელს ჰარისი აირჩიეს დემოკრატიული ეროვნული კონვენციის დელეგატად კოლუმბიიდან. იგი მუშაობდა პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის საპრეზიდენტო კამპანიაში. მალევე, ჯონსონის გამარჯვების შემდეგ დანიშნეს აშშ-ის ელჩად ლუქსემბურგში (1965-1967 წწ.).

1977 წელს, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს წარადგინეს აშშ-ის კაბინეტში და გახდა აშშ-ის პრეზიდენტის რიგით მე-13 და პირველი აფრო-ამერიკელი სამართალმემკვიდრე. 1977-1979 წლებში მუშაობდა აშშ-ის საბინაო და ურბანული განვითარების მდივნად, ხოლო 1979 წელს გახდა აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი. 1980 წლის 4 მაისს ჩამოყალიბდა ცალკე სამდივნოდ განათლების მიმართულება და თანამდებობა რომელიც ჰარისს ეკავა გახდა აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი. ეს თანამდებობა ეკავა ჯიმი კარტერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (1981 წ.).

პატრიცია ჰარისმა წარუმატებლად სცადა კენჭისყრა ვაშინგტონის მერის თანამდებობაზე 1982 წლის 14 სექტემბერს. ჰარისი გარდაიცვალა 1985 წლის 23 მარტს მკერდის კიბოს დიაგნოზით, 60 წლის ასაკში. დაკრძალულია ვაშინგტონში, როკ-კრიკის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. DeLaat, Jacqueline. Harris, Patricia Roberts // Women in World History, Vol. 7: Harr-I (англ.)русск. (англ.). — Waterford, CT: Yorkin Publications, 2000. — P. 14—17. — ISBN 0-7876-4066-2.