აბასთუმანი (დაბა)
დაბა | |
---|---|
აბასთუმანი | |
აბასთუმანი ზაფხულში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°45′22″ ჩ. გ. 42°49′41″ ა. გ. / 41.75611° ჩ. გ. 42.82806° ა. გ. |
დაარსდა | IX-X საუკუნეები |
ადრეული სახელები | ოძრხე |
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 |
ფართობი | 19.54 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1340 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 937[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 77,7 % სომხები 18,0 % რუსები 2,3 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 0301[3] |
აბასთუმანი[4][5] — დაბა (1926 წლიდან) საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში. ადიგენიდან დაშორებულია 25, ხოლო ახალციხიდან 28 კილომეტრით. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 937 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 | 2447 | -- | -- |
2002[6] | 1368 | -- | -- |
2014[1] | 937 | 439 | 498 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IX-X საუკუნეებში მას „ოძრხედ“ მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა „ოცხე”, XIX საუკუნიდან — „აბასთუმანი“. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
- XIX საუკუნის აბასთუმნის პარკი
- ეკლესია „ახალი ზარზმა“ (1899-1902)
- „თამარის ციხე“ (IX‐XI სს.)
- „მელნისის ციხე“ (განვით. შუა საუკუნეები)
- „თამარის ხიდი“ მდინარე ოცხეზე (IX‐XI სს.)
- სამონასტრო კომპლექსი (განვით. შუა საუკუნეები)
- „მახვილოს ციხე“ (განვით. შუა საუკუნეები)
- ეკლესია (XIX საუკუნე)
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კურორტ აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერს 2008 წლის 12 მარტს ხანძარი გაუჩნდა. მონასტერი განთავსებული იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, უფლისწულ გიორგის მიერ აგებულ XIX საუკუნის ხის სასახლეში. გიორგი თავად ცხოვრობდა ამ სასახლეში რამდენიმე წლის განმავლობაში და აქვე გარდაიცვალა 1899 წლის 28 ივნისს. ცეცხლი შენობის სახურავს და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას უცებ მოედო. ხანძარი იმდენად დიდი იყო და ისე სწრაფად გავრცელდა, რომ საშიშროება შეექმნა დასახლებულ პუნქტს. ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამსახურმა მოახერხა ხანძრის ლოკალიზება; მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, საკუთარი ძალებითაც დახმარებოდა მეხანძრეებს. ხანძრის შედეგად მონასტრის უმეტესი ნაწილი სრულიად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, ძველი ბუხრის დაზიანებული ყელი უნდა ყოფილიყო.[7]
- 2009 წლის ივნისში, აბასთუმანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოების დროს შუასაუკუნეების უნიკალური ფრესკა აღმოჩნდა, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. სპეციალისტებმა, ტაძრის დასავლეთ ნაწილის აღდგენისას აღმოაჩინეს კედლის მხატვრობა, რომელზედაც გამოსახულია მაცხოვრის ნათლობის სცენა, ღვთისმშობელი, მეუდაბნოე მამები და საშინელი სამსჯავრო. ტაძრის აღდგენის სარესტავრაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო.[8]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 14.
- სიხარულიძე ი., ბაგრატიონი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 15.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ http://georgianpost.ge/?site-lang=ka&site-path=help%2Fzipcodes%2F&group=3
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დამწვარი მონასტრიდან მონაზვნები დროებით საავადმყოფოში გადაასახლეს/თბილისი, 13 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-09-27.
- ↑ В Абастумани обнаружены уникальные средневековые фрески
|
|