აგრანულიციტოზი
აგრანულიციტოზი, აგრანულოციტური ანგინა — სისხლში მარცვლოვანი ლევკოციტების (გრანულოციტების) მკვეთრი შემცირება ან სრული გაქრობა. აგრანულიციტოზი შეიძლება განვითარდეს ავიტამინოზისა და ინფექციურ დაავადებათა დროს, ძვლის ტვინზე ქიმიური ნივთიერებების (ბენზოლი) ან მაიონიზებელი გამოსხივების უშუალო ზემოქმედებისას, აგრეთვე სულფანილამიდური პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ამიდოპირინისა და სხვა წამლეულის ჭარბად მიღების შედეგად. იწყება მწვავედ, ახასიათებს შემცივნება, მაღალი სიცხე, გულისრევა, პირღებინება, ჩნდება წყლულები ღრძილებზე, პირის ღუს, ნუშურებისა და ხახის ლორწოვან გარსზე. სისხლში მცირდება ნეიტროფილების რაოდენობა. მკურნალობის მიზანია ძვლის ტვინის სისხლის წარმომქმნელი ფუნქციის — ჰემოპეზის — გაძლიერება. ავადმყოფს ენიშნება სისხლის გადასხმა, ჰორმონოთერაპია, B2, B6, B12, ჯგუფის ვიტამინები. წყლულების ადგილობრივი მკურნალობა და სხვა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში საჭიროა ძვლის ტვინის გადანერგვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 61.