2015 წლის თებერვალში Marvel Studios-ს და Sony-ს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ადამიანი ობობა დაემატებოდა Marvel-ის კინოსამყაროს. ივნისში ჰოლანდმა მიიღო პარკერის როლი, ხოლო ტომეის როლზე შერჩევის შემდეგ უოტსი გახდა რეჟისორი. დეილიმ და გოლდსტაინმა დაიწყეს სცენარზე მუშაობა. 2016 წლის აპრილში ცნობილი გახდა ფილმის სრული სახელწოდება, ისევე, როგორც მონაწილე მსახიობების სია, დაუნის ჩათვლით. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის ივნისიდან Pinewood Atlanta Studios-ში (ფეიეტი, ჯორჯიის შტატი) და გაგრძელდა ნიუ-იორკში, ხოლო დასრულდა ბერლინში, ოქტომბერში. გადაღების დროს ცნობილი გახდა, რომ უოტსი, ფორდი, მაკ-კენა და სომერსი აგრეთვე მუშაობდნენ სცენარზე და მსახიობთა გუნდის სხვა დეტალებიც გამოცხადდა.
ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში, 2017 წლის 28 ივნისს. კინოთეატრებში იგი გამოვიდა 2017 წლის 7 ივლისს, 3D, IMAX და IMAX 3D ფორმატებში. მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა 874,4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა[1]. კრიტიკოსებმა იგი დადებითად შეაფასეს, აღნიშნეს რა ჰოლანდის და გუნდის სხვა წევრების შესრულება, საუნდტრეკი, მხიარული ტონი და მოქმედებითი სცენები. ფილმის გაგრძელების პრემიერა დაგეგმილია 2019 წლის 5 ივლისს.
ფილმის „დოქტორი სტრეინჯი“ სარეკლამო კამპანიის დროს, 2016 წლის ნოემბერში, ფაიგიმ შემთხვევით ახსენა, რომ მაიკლ ჯაკინო იქნებოდა ფილმის კომპოზიტორი და იმუშავებდა „დაბრუნებაზეც“. მოგვიანებით ეს თავად ჯაკინომ დაადასტურა[2]. მუსიკის ჩაწერა დაიწყო 2017 წლის 11 აპრილს[3]. საუნდტრეკი შეიცავს „ადამიან-ობობის“ თემას 1967 წლის ტელესერიალიდან[4]. დისკი მუსიკით გამოვიდა Sony Masterworks-ზე, 2017 წლის 7 ივლისს[5].