ადელარ ბათელი
ადელარ ბათელი | |
---|---|
ლათ. Adelardus Bathensis | |
დაბადების თარიღი | 1075[1] |
დაბადების ადგილი | ბათი |
გარდაცვალების თარიღი | 1160[1] |
გარდაცვალების ადგილი | ბათი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, მთარგმნელი, მწერალი და ასტროლოგი |
ენა | ლათინური ენა |
მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო |
Magnum opus | Quaestiones naturales, De cura accipitrum, De eodem et diverso, Regulae abaci, Ezich Elkauresmi, Liber ysagogarum Alchorismi, Liber prestigiorum Thebidis (Elbidis) secundum Ptolomeum et Hermetem, Ysagoga minor და Libellus de opere astrolapsus |
ადელარ ბათელი (ლათ. Adelardus Bathensis, ინგლ. Adelard of Bath; დაახლოებით 1080 — 1160) — მე-12 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, ნატურფილოსოფოსი და სქოლასტიკოსი. გარდა იმისა, რომ საკუთარ ორიგინალურ თხზულებებს წერდა, არაბული და ბერძნული წყაროებიდან ლათინურ ენაზე თარგმნიდა ფილოსოფიურ, ასტროლოგიურ და მათემატიკურ ნაშრომებს.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელარის ორი ფილოსოფიური თხზულებაა დღემდე მოღწეული: „De eodem et diverso“ („იმავესა და განსხვავებულისათვის“) და „Quaestiones naturales“ („ბუნებითი საკითხები“). ამ თხზულებების ძირითადი მიმართულება პლატონურია[2]:
„არისტოტელე მართებულად თვლის, რომ სახეები და გვარები იმანენტურნი არიან ინდივიდთა მიმართ, ვინაიდან გრძნობადი ობიექტები ინდივიდუმებად, სახეებად და გვარებად გვევლინებიან იმის მიხედვით, თუ რა თვალსაზრისით განვიხილავთ მათ, ესე იგი, მათ ინდივიდუალურ არსებობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუ იმაზე, რაც ერთგვაროვანია მათში, მეორე მხრივ, პლატონიც მართებულად ამტკიცებს, რომ წმინდა სახით ისინი მხოლოდ გრძნობად საგანთა გარეშე, ღვთაებრივ გონებაში არსებობენ.“