ავსტრალიური ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა | ავსტრალია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ავსტრალიური ტერიერი (ინგლ. Australian Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრალიაში XIX საუკუნეში.
ამ ძლიერი აღნაგობის მქონე ავსტრალიის მკვიდრის ძარღვებში რამდენიმე ბრიტანული ტერიერის სისხლია: კერნის, იორკშირის, სკაის და, შესაძლოა, ნორვიჩის. ყველა ეს ტერიერი ავსტრალიაში შეიყვანეს ინგლისელებმა ფერმებსა და რანჩოებზე ვირთხების განადგურების მიზნით. ძლიერი, მტერთან საბრძოლველად მუდამ მზადმყოფი, ავსტრალიური ტერიერი ოდესღაც ფერმერების შეუცვლელი დამხმარე იყო. ის კლავდა გველებს და სხვადასხვა წვრილ მავნებლებს, ასევე დარაჯობასაც ითავსებდა. ეს თვისებები დღემდე არ დაუკარგავს - ის თითქმის არასოდეს იხევს უკან სხვა ძაღლებთან ბრძოლისას და არ ასვენებს უცნობ კატებს.
ავსტრალიური ტერიერი სიცოცხლისმოყვარული კომპანიონია, ადვილად იწვრთნება. სილკ ტერიერის მსგავსად, ის სამხედროებს და ბიზნესმენებს გაჰყვა ჩრდილოეთ ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიში ყველაზე პოპულარულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, მის წარმომადგენლებს შეგიძლიათ შეხვდეთ თითქმის ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს მოცისფრო-ხორბლისფერი, ქვიშისფერი. ავსტრალიური ტერიერი კარგად ეგუება ქალაის პირობებს და სიცხეს, ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, კარგი მოდარაჯეა. პატარა, მუქ თვალებს მეტყველი გამოხედვა ახასიათებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავსტრალიური ტერიერი (ინგლისური)