შინაარსზე გადასვლა

აზად-ქაშმირი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
აზად-ქაშმირი
ურდუ آزاد جموں و کشمیر‎‎
დროშა გერბი

ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
ადმ. ცენტრი Muzaffarabad
შიდა დაყოფა Mirpur Division, Muzaffarabad Division და Poonch Division
კოორდინატები 33°56′17″ ჩ. გ. 73°45′52″ ა. გ. / 33.938083° ჩ. გ. 73.764556° ა. გ. / 33.938083; 73.764556
მმართველი Chaudhry Abdul Majeed
დაარსდა 24 ოქტომბერი, 1947
ფართობი 13 297 კმ²
ოფიციალური ენა ურდუ ენა და ინგლისური ენა
სალაპარაკო ენები პენჯაბური; პუშტუ
მოსახლეობა 4 045 366 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 300 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი ajk.gov.pk

აზად-ქაშმირი (ურდუ آزاد جموں و کشمیر‎‎) – პაკისტანის დაქვემდებარებაში არსებული თვითმართველი ადმინისტრაციული ერთეული.[1][2][3] ტერიტორია მდებარეობს ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ჯამუ და ქაშმირის დასავლეთით, რომელიც 1947 წლის ინდოეთ-პაკისტანის ომამდე ჯამუ და ქაშმირის სამეფო შტატის ნაწილი იყო.

აზად-ქაშმირი წარმოადგენს ქაშმირის რეგიონის ნაწილს, რომელიც პაკისტანსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის მიზეზია. მას ესაზღვრება გილგიტ-ბალტისტანი, რომელთან ერთადაც ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ "პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირად" მიიჩნევა. აზად-ქაშმირის ფართობი გილგიტ-ბალტისტანის ფართობის მეექვსედს შეადგენს.[4] მას ასევე ესაზღვრება პენჯაბის პროვინცია სამხრეტიდან და ხაიბერ-პახტუნხვა დასავლეთიდან. ის ინდოეთის კონტროლირებადი ტერიტორიისგან კონტროლის ხაზითაა გამოყოფილი, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის დე-ფაქტო საზღვარს წარმოადგენს. 2017 წლის მონაცემებით მის ფართობი შეადგენს 13 297 კვ.კმ.-ს და, ხოლო მოსახლეობა 4 045 366 ადამიანს.

ტერიტირიას ჰყავს ვესტმინსტერის სისტემის პარლამენტი. დედაქალაქს წარმოადგენს მუზაფარაბადი. შტატის კონსტიტუციური მმართველი არის პრეზიდენტი, ხოლო პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი აღმასრულებელი ხელისუფლება. ერთ-პალატიანი საკანონმდებლო კრება ირჩეს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს. შტატს ჰყავს საკუთარი უზენაესი და უმაღლესი სასამართლოები. პაკისტანის მთავრობაში მას ქაშმირის საქმეების და გილგიტ-ბალტისტანის სამინისტრო წარმოადგენს. აზად-ქაშმირის ასევე არ არის წარმოდგენილი პაკისტანის პარლამენტში.

2005 წლის მიწისძვრამ მოკლა დაახლოებით 100 000 ადამიანი და 3 მილიონამდე უსახლკაროდ დატოვა. მას შემდეგ პაკისტანის მთავრობის და უცხოური ფონდების დახმარებით მიმდინარეობს რეგიონის ინფრასტრუქტურის განახლება. აზად-ქაშმირის ეკონომიკა დიდ წილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, მომსახურების სფეროზე, ტურიზმზე და ბრიტანეთში არსებული დიასპორის ფულად გზავნილებზე. მოსახლეობის დაახლოებით 87% ფლობს ფერმებს.[5] რეგიონში წიგნიერების დონე 72%-ს შეადგენს და პაკისტანის მასშტაბით სკოლაში დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.[6]

დირკოლ პარკი.

აზად-ქაშმირის ჩრდილოეთი ნაწილი ესაზღვრება ჰიმალაის ქვედა ნაწილს და მოიცავს ჯამგარის პიკს (4734 მ.). ტერიტორიის უმაღლესი მწვერვალია, ნილამის ხეობაში არსებული სარვალის პიკი.[7] აზად-ქაშმირის გეოგრაფიისთვის დამახასიათებელია უხვ მოსავლიანი მწვანე ხეობები, რაც მას სუბ-კონტინენტის ულამაზეს რეგიონად წარმოაჩენს. აზად-ქაშმირის სამხრეთ ნაწილში: ბიმბერის, მირპურის და კოტლის ოლქებში ცხელი ზაფხული და შედარებით ცივი ზამთარი იცის. ნალექის მოსვლა დამოკიდებულია მუსონურ წვიმებზე. ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებში ტემპერატურა ზაფხულში შედარებით თბილია, ხოლო ზამთარი ცივი და სუსხიანი. თოვლი დეკემბერში ან იანვარში მოდის. შტატის ყველაზე ნესტიანი რეგიონებია მუზაფარაბადი და პატანი. შტატის მიხედვით ნალექის საშუალო მაჩვენებელი 1400 მმ.-ს აჭარბებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის მუზაფარაბადში - 1800 მმ.

დემოგრაფიული მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზად-ქაშმირის მოსახლეობა თითქმის მთლიანად მუსლიმანურია. მოსახლეობის უმეტესობა არ წარმოადგენს ქაშმირელს,[8] მათი უმეტესობა პანჯაბელია.[9] რეგიონის ოფიციალურ ენას წარმოადგენს ურდუ. სხვა გავრცელებული ენებია: პაჰარი, გუჯარი და პოთვარი.

2004 წლის მონაცემებით რეგიონს პაკისტანში მასშტაბით ყველაზე სკოლაში დაწრებადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს,[10] მიუხედავად ამის სკოლას მხოლოდ 2,2 % ამთავრებს, რაც პაკისტანის საშუალო მაჩვენებელზე (2,9 %) დაბალია.[11]

  • Mathur, Shubh (2008) „Srinagar-Muzaffarabad-New York: A Kashmiri Family's Exile“, Partitioned Lives: Narratives of Home, Displacement and Resettlement. Pearson Education India. ISBN 9332506205. 
  • Schoefield, Victoria [First published in 2000] (2003). Kashmir in Conflict. London and New York: I. B. Taurus & Co. ISBN 1860648983. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. (December 4, 2008) Fiscal Decentralization in Developing Countries. Cambridge University Press, გვ. 127–. ISBN 978-0-521-10158-5. 
  2. Bose, Sumantra (2009), Contested Lands, Harvard University Press, ISBN 978-0-674-02856-2, https://books.google.com/books?id=KKZcgOJPjVkC&pg=PA193
  3. „Territorial limits“. Herald. მაისი 7, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 24, 2015. ციტირების თარიღი: July 24, 2015. ციტატა: „These are self-ruled autonomous regions. But restrictions apply.“
  4. Gilgit-Baltistan: Story of how region 6 times the size of PoK passed on to Pakistan.
  5. Underdevelopment in AJK. ციტირების თარიღი: June 18, 2016
  6. Education emergency: AJK leading in enrolment, lagging in quality–The Express Tribune en-US (March 26, 2013). ციტირების თარიღი: June 18, 2016
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: 2017-11-20.
  8. Snedden, Christopher (2015). Understanding Kashmir and Kashmiris. Oxford University Press. ISBN 9781849046220. „Confusingly, the term 'Kashmiri' also has wider connotations and uses. Some people in Azad Kashmir call themselves 'Kashmiris'. This is despite most Azad Kashmiris not being of Kashmiri ethnicity.“ 
  9. Coakley, John (2 August 2004) The Territorial Management of Ethnic Conflict. Routledge, გვ. 153. 
  10. 'Literacy Rate in Azad Kashmir nearly 62 pc'. Pakistan Times. MUZAFFARABAD (Azad Kashmir). სექტემბერი 27, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 27, 2005.
  11. Hasan, Khalid (აპრილი 17, 2005). „Washington conference studies educational crisis in Pakistan“. Daily Times. Washington. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 7, 2011. ციტატა: „Grace Clark told the conference that only 2.9% of Pakistanis had access to higher education.“