აკაჟუ
იერსახე
აკაჟუ | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აკაჟუს ნაყოფი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Anacardium occidentale | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 60761600 | ||||||||||||||
|
აკაჟუ, კაჟუ (ლათ. Anacardium occidentale) — ხე თუთუბოსებრთა ოჯახისა. ბუნებრივად გვხვდება ტროპიკულ ამერიკაში, მოშენებულია სხვა ტროპიკულ ქვეყნებშიც.
აკაჟუს ნაყოფი თხილისებრია, იჭმევა. საჭმელად ვარგისია. (უმად ან კომპოტში) მისი მსხვილი ხორციანი ყუნწიც (ყრუნაყოფი). თესლი შეიცავს ზეთს. ნაყოფის კანისაგან მზადდება მელანი, ამიტომ აკაჟუს "მელნის ხეს" უწოდებენ. მერქანი, რომელიც ცნობილია აკაჟუს ან თეთრი მაჰაგონის სახელით, მაღალი ღირსებისაა, იხმარება სადურგლო და სახარატო საქმეში. აკაჟუგან მიიღება აგრეთვე გუმფისი. ზოგჯერ აკაჟუს უწოდებენ მელიასებრთა (ლათ. Meliceae) ოჯახის დასავლეთაფრიკულ ხეს კჰაიას (ლათ. Khaya ivorensis), რომლის მერქნისაგან მზადდება ჭურჭელი. აკაჟუ ცნობილია კაშუსა და ინდური თხილის სახელითაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 247.