აკრძალული ქალაქი
იერსახე
აკრძალული ქალაქი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
უზენაესი ჰარმონიის ტაძარი აკრძალულ ქალაქში | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 39°54′53″ ჩ. გ. 116°23′26″ ა. გ. / 39.91472° ჩ. გ. 116.39056° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 437 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 439 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე (ჩინ.: 紫禁城; ნიშნავს "მეწამულ აკრძალულ ქალაქს") მდებარეობს პეკინის ცენტრში და მინის და ცინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა. ამჟამად სასახლის მუზეუმად არის ცნობილი. კომპლექსს 720 000 კვ.მ ფართობი უჭირავს, 800 შენობით და 8000-ზე მეტი ოთახით. იუნესკოს მიერ შეფასებულია როგორც მსოფლიოში უდიდესი უძველეს შემონახულ ხის ნაკეთობათა კოლექცია და 1987 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც „მინისა და ცინის დინასტიების იმპერიული სასახლე“.
სასახლის მიმდებარე ტერიტორია ტიანანმენის მოედნის ჩრდილოეთით იწყება და მასთან ტიანანმენის კარიბჭე აკავშირებს. მის ირგვლივ კი იმპერიული ქალაქი მდებარეობს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩინეთში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში