ალ-დივანია
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ალ-დივანია الديوانية | |
ქვეყანა | ერაყი |
მუჰაფაზა | ქადისია |
კოორდინატები | 32°00′00″ ჩ. გ. 45°00′00″ ა. გ. / 32.00000° ჩ. გ. 45.00000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 25 მ |
მოსახლეობა | 650 927 კაცი (2012) |
ალ-დივანია (არაბ. الديوانية), ასევე ცნობილია დივანიის სახელით — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და იგი არის ქადისიის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქ დივანიის მოსახლეობა 2012 წელს 650 927 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდებარეობს 25 მეტრზე ზღვის დონიდან. დივანია მდებარეობს საკუთარი მუჰაფაზის დასავლეთ ნაწილში.
2011 წლის 21 ივნისს, ალ-დივანიაში, ერთ-ერთ ადამიანს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა ქადისიის მუჰაფაზის გუბერნატორის სახლის წინ და ააფეთქა ბომბი, რის შედეგადაც, მართალია, გადარჩა გუბერნატორი, მაგრამ გარდაიცვალა 27 ადამიანი და დაიჭრა 30-ზე მეტი.