ანასტეიშა
ანასტეიშა | |
---|---|
ანასტეიშა 2013 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ანასტეიშა ლინ ნიუკირკი |
დაბ. თარიღი | 17 სექტემბერი, 1968 |
დაბ. ადგილი | ჩიკაგო |
წარმოშობა | ჩიკაგო, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა, სოული, საცეკვაო პოპი, პოპ-როკი[1] |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, დიზაინერი, ფილანთროპი |
აქტიური |
1983–1992 (მოცეკვავე) 1990-დღემდე (მომღერალი |
ლეიბლ(ებ)ი | Epic, Daylight, Mercury, BMG Rights Management |
ხელმოწერა | |
საიტი | |
ანასტეიშა ვიკისაწყობში |
ანასტეიშა ლინ ნიუკირკი (ინგლ. Anastacia; დ. 17 სექტემბერი, 1968)[2] — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. წარმატება მოიპოვა ევროპაში, ავსტრალიაში, აზიაში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, თუმცა მშობლიურ აშშ-ში არც თუ ისე დიდი წარმატება ხვდა წილად. მისი სადებიუტო ალბომი „Not That Kind“ გამოვიდა 2000 წელს და აშშ-სა და კანადის გარდა გაიყიდა ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ამასთანავე ალბომი დადებითად შეაფასეს მაიკლ ჯექსონმა და ელტონ ჯონმა. 2000 წელს მიენიჭა ჯილდო „საუკეთესო გაყიდვების საერთაშორისო ხელოვანი“. ანასტეიშას მომდევნო ორი ალბომი ასევე წარმატებით გაიყიდა ევროპასა და მთელ ოკეანეთში. იგი ცნობილია მეტსახელით „პატარა ლედი დიდი ხმით“, აგრეთვე თავისი მძლავრი ხმითა და პატარა სიმაღლით (157 სმ).[3] ანასტეიშამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდა 25 მილიონი ალბომი, სინგლი და ვიდეო.[4][5]
ანასტეიშა ლინ ნიუკირკი დაიბადა ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში,[6] მამამისის, გერმანელი წარმოშობის რობერტ ნიუკირკისა და დედამისის, დიანა ჰარლის ოჯახში.[7] პატარა ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ნიუ-იორკში გადავიდა.[8] მოგვიანებით მანჰეტენში ჩააბარა ბავშვთა სპეციალურ სკოლაში. 13 წლის ასაკში აღმოუჩნდა კრონის ავადმყოფობა.[9] გარკვეული პერიოდი „მიჯაჭვული“ იყო ინვალიდის სავარძელს, თუმცა შემდეგ ცეკვით დაინტერესდა.
2003 წლის იანვარში ანასტეიშას დაუსვეს დიაგნოზი მკერდის კიბო. იმთავითვე დაიწყო რადიოთერაპია და წარმატებით ჩაიარა ოპერაციამაც. მოგვიანებით მომღერალმა შექმნა ფონდი „ანასტეიშა“. 2008 წელს დაუსვეს დიაგნოზი სუპრავენტრიკულარული ტაქიკარდია.
2007 წელს იქორწინა პირად მცველზე უეინ ნიუტონზე, თუმცა 2010 წელს წყვილი განქორწინდა. ანასტეიშას ზურგზე რამდენიმე ტატუ აქვს. ყველაფერთან ერთად იგი ფილანთროპიცაა.
2010 წელს გამოუშვა ალბომი Heavy Rotation. 2012 წელს — ალბომი It's a Man's World, ცნობილი ჰიტების საკუთარი ვერსიებით. Resurrection, მეექვსე სტუდიური ალბომი, 2014 წელს გამოსცა.
2016 წელს ჩაიწერა და 2017 წელს გამოიცა მომღერლის რიგით მე-7 ალბომი, სახელწოდებით Evolution, რომელშიც შესულია 13 სიმღერა, ამავე ალბომიდან გადაიღო ვიდეორგოლი სიმღერაზე Caught in the middle. [წყარო არ არის მითითებული 1214 დღე]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Not That Kind (2000)
- Freak of Nature (2001)
- Anastacia (2004)
- Heavy Rotation (2008)
- It's a Man's World (2012)
- Resurrection (2014)
- Evolution (2017)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ანასტეიშა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ანასტეიშა YouTube-ზე
- ანასტეიშა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Anastacia by Anastacia. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
- ↑ Chrissy Iley (August 24, 2008). Anastacia Bares All დაარქივებული 2008-12-25 საიტზე Wayback Machine. . Fabulous Magazine UK. Prior to this she was represented as born in 1973 in mainstream media, eg Trials of Anastacia დაარქივებული 2006-01-13 საიტზე Wayback Machine. at Times Online and Anastacia დაარქივებული 2010-09-05 საიტზე Wayback Machine. at The Biography Channel. Retrieved 2008-08-24.
- ↑ Wilde, Jon (December 27, 2008). „'I really don't like music,' says Anastacia (who happens to have sold 20 million albums)“. Mail Online. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
- ↑ Anastacia, 20 million worldwide sales award დაარქივებული 2014-09-08 საიტზე Wayback Machine. (November 2005) JM Enternational. Retrieved 2008-10-10.
- ↑ „Anastacia-turns-her-pop-and-life-experiences-to-judging-talent“. Daily Express. London. July 11, 2010. ციტირების თარიღი: 2012-01-02.
- ↑ Official Website : Biography. Anastacia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-03. ციტირების თარიღი: 2009-09-26.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-22. ციტირების თარიღი: 2012-06-23.
- ↑ The Times Online|TimesOnline.co.uk (October 23, 2005). Trials of Anastacia დაარქივებული 2008-08-29 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 2006-09-09.
- ↑ MTV.com (January 21, 2003). Anastasia Diagnosed with Breast Cancer დაარქივებული 2003-02-20 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 2006-09-06.
- Pages with image sizes containing extra px
- ვიკიპედია:სტატიები წასაშლელი დებულებებით
- XXI საუკუნის ამერიკელი ქალი მომღერლები
- დაბადებული 1968
- დაბადებული 17 სექტემბერი
- XX საუკუნის ამერიკელი ქალი მომღერლები
- საცეკვაო პოპის მუსიკოსები
- მსოფლიო მუსიკის ჯილდოს გამარჯვებულები
- ამერიკელი მეცო-სოპრანოები
- Sony BMG-ის შემსრულებლები
- Sony/ATV Music Publishing-ის შემსრულებლები
- Mercury Records-ის შემსრულებლები
- ირლანდიელი ამერიკელები
- გერმანელი ამერიკელები
- მკერდის კიბოსგან გადარჩენილები
- ამერიკელი ქალი როკ-მომღერლები
- ამერიკელი მომღერლები და სიმღერების ავტორები
- ამერიკელი ქალი პოპ-მომღერლები
- ამერიკელი დენს-მუსიკოსები