ანდრეი მირონოვი
ანდრეი მირონოვი | |
---|---|
ანდრეი მირონოვი | |
დაბადების სახელი | ანდრეი მენაკერი |
დაბადების თარიღი |
7 მარტი, 1941 მოსკოვი, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი |
16 აგვისტო, 1987 რიგა, ლატვია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1960-1987 |
მეუღლე(ები) |
ეკატერინა გრადოვა ლარისა გოლუბკინა |
მშობლები |
მამა: ალექსანდრე მენაკერი დედა: მარია მირონოვა |
ანდრეი მირონოვი (რუს. Миронов, Андрей Александрович; დ. 7 მარტი, 1941 — გ. 16 აგვისტო, 1987) — თეატრის, კინოსა და ესტრადის მსახიობი. რსფსრ-ის დამსახურებული (1974) და სახალხო არტისტი (1980). მარია მირონოვას და ალექსანდრე მენაკერის შვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წლიდან, შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის სატირის თეატრის მსახიობი. მისი პირველი თეატრალური როლია სილვესტრი („სკაპენის ოინები“). ახალგაზრდა მირონოვის კომედიური ტალანტი გამოვლინდა სპექტაკლებში: „ბაღლინჯო“ (თავდაპირველად წარდგენილი იყო პრისიპკინის როლზე, ათწლეულის შემდეგ თამაშობდა ოლეგ ბაიანას), „აბანო“ (ველოსიპედკინი), „შემოსავლიანი ადგილი“ (ჟადოვი), „დონ ჟუანი ანუ გეომეტრიის სიყვარული“ (დონ ჟუანი), „რევიზორი“ (ხლესტაკოვი). მსახიობის ყველაზე პოპულარული თეატრალური როლი გახდა ვირტუოზული, ზღაპრული, საზეიმო და ჰაეროვანი ფიგარო „ფიგაროს ქორწინებაში“. კინოში სახელი მოიხვეჭა პეტკას როლის შესრულებით ფილმში „და თუ ეს სიყვარულია?“, რომელშიც „თავისუფალი“ იმიჯი შექმნა.
ახალგაზდრობიდანვე კინოში გვევლინებოდა სიმპათიური ჭაბუკების როლში: „ჩემი უმცროსი ძმა“ (იურკა), „სამს პლუს ორი“ (რომკა). უფრო მოგვიანებით მსახიობმა სარკასტული ფერების გამოყენების გესლი გამომაჟღავნა ფილმებში: „უფრთხილდი ავტომობილს“ (დიმა სემიცვეტოვი) და „ბრილიანტის ხელი“ (გენადი). იმპროვიზაციული ელფერითა და ფილიგრანული ტექნიკით მირონოვი თამაშობდა ვოდევილებსა და ოპერეტებში, სატირულ და ფილოსოფიურ კომედიებში.
1987 წლის 14 აგვისტოს ანდრეი მირონოვმა რიგაში ჩატარებული თეატრალური გასტროლებისას სპექტაკლში „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“ თამაშისას გონება დაკარგა. შედეგად გადაყვანილი იქნა ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც დაუსვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევის დიაგნოზი. 2 დღის შემდეგ, ესე იგი 16 აგვისტოს მირონოვი გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1961 | ფ | და თუ ეს სიყვარულია? | А если это любовь? | პეტრე |
1962 | ფ | ჩემი უმცროსი ძმა | Мой младший брат | იური პოპოვი |
1963 | ფ | სამს პლუს ორი | Три плюс два | რომან ლიუბეშკინი |
1966 | ფ | უფრთხილდი ავტომობილს | Берегись автомобиля | დიმა სემიცვეტოვი |
1968 | ფ | ბრილიანტის ხელი | Бриллиантовая рука | გენადი კოზოდოევი |
1971 | ფ | რესპუბლიკის ღირსება | Достояние республики | შილოვსკი |
1971 | ფ | მოხუცი-ყაჩაღები | Старики-разбойники | იური პროსკუდინი |
1973 | ფ | იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში | Невероятные приключения итальянцев в России | ანდრეი ვასილიევი |
1974 | ფ | ჭილის ქუდი | Соломенная шляпка | ლეონიდას ფადინარი |
1976 | ფ | ციური მერცხლები | Небесные ласточки | სელესტენ-ფლორიდორი |
1976 | ფ | 12 სკამი | 12 стульев | ოსტაპ ბენდერი |
1978 | ფ | ჩვეულებრივი სასწაული | Обыкновенное чудо | მინისტრი-ადმინისტრატორი |
1981 | ფ | გახდით ჩემი ქმარი | Будьте моим мужем | ვიქტორი |
1987 | ფ | კაცი კაპუცინების ბულვარიდან | Человек с бульвара Капуцинов | ჯონი ფოსტი |