ანდრია სახაროვი
ანდრია (ანდრეი) დიმიტრის ძე სახაროვი (რუს. Сахаров, Андрей Дмитриевич; დ. 21 მაისი, 1921, მოსკოვი — გ. 14 დეკემბერი, 1989, მოსკოვი) — საბჭოთა ფიზიკოსი, დისიდენტი და ადამიანთა უფლებების აქტივისტი. 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.[19]
ბიოგრაფია და სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრია სახაროვი დაიბადა მოსკოვში 1921 წლის 21 მაისს. 1938 წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1941 წლის ევაკუაციის შემდეგ, სამამულო ომის პერიოდში აშხაბადში გადავიდა და სწავლაც იქვე დაამთავრა. უნივერსიტეტის შემდეგ ის ულიანოვსკის ლაბორატორიაში გაამწესეს სამუშაოდ. 1945 წელს მოსკოვში ბრუნდება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში თეორიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად. 1947 წელს დაიცვა სადოქტორო ხარისხი.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სახაროვი კოსმოსურ გამოსხივებას სწავლობს. 1948 წელს ის მონაწილეობს საბჭოთა ატომური ბომბის პროექტზე იგორ კურჩატოვის ხელმძღვანელობით. პირველი საბჭოთა ატომური მოწყობილობის ტესტირება განხორციელდა 1949 წლის 29 აგვისტოს.
1950 წელს საროვში გადასვლის შემდეგ სახაროვი აქტიურ როლს ასრულებს შემდეგ ეტაპზე - წყალბადის ბომბის დამუშავებაზე. ამ მოწყობილობის პირველი ტესტირება 1953 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ამავე წელს სახაროვი მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს იღებს და მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ხდება. ამავე წელსვე ენიჭება პირველი სოციალისტური შრომის გმირის ორდენი.
სახაროვი განაგრძობს მუშაობას საროვში, წყალბადის ბომბის დამუშავების დასრულებაზე, რომლის ტესტირება 1955 წელს მოეწყო. მასვე ეკუთვნის იდეა კონტროლირებადი ატომური რეაქტორისა „ტოკამაკი“, რომელიც დღემდე რჩება ამ სფეროში ნამუშევრების უმრავლესობის ბაზისად.
სახაროვი და მისი საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახაროვმა შეიმუშავა საბჭოთა კავშირის „ახალი კონსტიტუცია“ - რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის „გარდაქმნისა“ და მისი განახლებულ საკანონმდებლო ბაზაზე შენარჩუნებისათვის[20]
ამონაწერი ჟურნალ „ოგონიოკის“ 1989 წლის #31 გამოცემიდან:
კიდევ ერთი ამონაწერი ჟურნალ „ოგონიოკის“ 1989 წლის #31 გამოცემიდან:
სახაროვი საქართველოზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახაროვს ეკუთვნის 1989 წელს მის ინტერვიუში წარმოთქმული ფრაზა:
კიდევ ერთი ამონაწერი „ოგონიოკიდან“:[21]
„საქართველოც მცირე იმპერიაა, როგორც საბჭოთა კავშირი და თუ ქართველ ხალხს აქვს უფლება განთავისუფლდეს იმპერიისგან, მაშინ სხვა ერებსაც, დამოუკიდებლად მათი რიცხოვნობისა, აქვთ თავისუფლების უფლება...“
|
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახაროვის არქივი — სტატიები, წიგნები, ინტერვიუ, ფოტოსურათები და სხვა მასალები
- სახაროვის სახელობის საზოგადოებრივი ცენტრისა და მუზეუმის საიტი (სარკე დაარქივებული 2012-10-01 საიტზე Wayback Machine. საიტი)
- როი მედვედევი სოლჟენიცინი და სახაროვი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Сахаров Андрей Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1976. — Т. 23 : Сафлор — Соан. — С. 13.
- ↑ 3.0 3.1 Cochran T. B., Norris R. S. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 7.0 7.1 Munzinger Personen
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ https://www.nobelprize.org/prizes/peace/1975/sakharov/biographical/
- ↑ Homeland heroes — 2000.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1975/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.fi.edu/en/laureates/andrei-sakharov
- ↑ http://www.fondation-del-duca.fr/prix-mondial
- ↑ https://aps.org/programs/honors/prizes/szilard.cfm
- ↑ https://www.cavavub.be/nl/eredoctoraten
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1989. — P. 12180. — ISSN 0242-6773
- ↑ Biography, by American Institute of Physics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-29. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
- ↑ http://www.yabloko.ru/Themes/History/sakharov_const.html
- ↑ http://archive.svoboda.org/programs/vg/2005/vg.052005.asp
|
- დაბადებული 21 მაისი
- დაბადებული 1921
- მოსკოვში დაბადებულები
- გარდაცვლილი 14 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1989
- მოსკოვში გარდაცვლილები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- ყამირი მიწების ათვისებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები
- რუსი ფიზიკოსები