შინაარსზე გადასვლა

ანონისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანონისებრნი
Asimina triloba
Asimina triloba
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ანონისებრნი
ლათინური სახელი
Annonaceae

ანონისებრნი (ლათ. Annonaceae) — მერქნიან მცენარეთა ოჯახი ორლებნიანთა კლასისა. ცნობილია 2100-მდე სახეობა.

გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში. ზოგი სახეობა კულტივირებულია, მაგ., Anona cherimolia, რომლის არომატული ნაყოფი ფერითა და კონსისტენციით ნაღებს წააგავს. კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე მოშენებულია Asimina triloba, რომელიც ალკალოიდ აზიმინს შეიცავს. მისი სურნელოვანი, ტკბილი, წვნიანი ნაყოფი იჭმება, ფოთლებს და თესლს კი მედიცინაში იყენებენ. ზოგი სახეობა სამშენებლო ხეტყეს, სუნელ-სანელებელს, არომატულ ნივთიერებებს იძლევა.

ყვავილების თავისებური აგებულებით ანონისებრთა შორის გამოირჩევიან Eupomatio-ს გვარის წარმომადგენლები. მათ ყვავილს ყვავილსაფარი არ აქვს, მწერებს იზიდავს ანდროცეუმით.