შინაარსზე გადასვლა

აპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აპო იგივე აპუ - ინკების მითოლოგიური პანთეონის ერთ-ერთი ღვთაება. მთის სული, რომელიც მაღალმთიან ადგილებში მაცხოვრებელ ადამიანს შეეწეოდა და იფარავდა. ამ ღვთაებას დღემდე ეთაყვანება პერუს, ბოლივიის, ეკვადორისა და ჩილეს ზოგიერთი რაიონის მკვიდრი მოსახლეობა.


კონტექსტის მიხედვით სიტყვა აპო-ს ინკების მითოლოგიაში სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს:

  • ღვთება ან ზეარსება, წმინდა მთის სული, უძლიერესი ბუნების სულთა შორის.
  • წმინდა მთა, წინაპართა საცხოვრებელი.
  • ავტორიტეტული ადამიანი, წინამძღოლი. ერთ-ერთი უმაღლესი წოდება ინკების იმპერიაში, რომელსაც ეკისრებოდა საიმპერიო საბჭოსა და უმაღლესი სასამრთლოს ფორმირება. ეს ტერმინი ტრადიციულად გამოიყენება თავაზიანი მიმართვისას და მოწიწების გამოსახატავად. მაგალითად, ატაჰუალტა აპუ ინკა. ასევე ერთ-ერთი სახელი ვირაკოჩასი: აპუ კუნ ტიკსი ვირაკუტრა.
  • ძლიერებისა და მორჭმულობის აღმნიშვნელი ზედსართავი სახელი.
  • ზკნელსა და ზესკნელში მობინადრე ადამიანის მცველი მთის სულები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]