შინაარსზე გადასვლა

არნოლდ ტოინბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოინბი 1967 წელს

არნოლდ ჯოზეფ ტოინბი (დ. 14 აპრილი, 1889, ლონდონი — გ. 22 ოქტომბერი, 1975, ნიუ-იორკი) — ინგლისელი ისტორიკოსი და სოციოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი (1919–1924), ეკონომიკის მეცნიერებათა ლონდონის სკოლის პროფესორი (1925–1955), საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1925–1955).

აღიარება მოუპოვა „ისტორიის გამოკვლევამ“ (ტ.1-12, 1934–1961). ტოინბის აზრით, არ არსებობს კაცობრიობის ერთიანი ისტორია, არსებობს მხოლოდ თავისებური და დახშული ცივილიზაციების ისტორია. თითოეული მათგანი გადის წარმოშობის, ზრდის, მსხვრევისა და ხრწნის სტადიებს, რის შემდეგაც იღუპება და ადგილს უთმობს ახალ ცივილიზაციას.

ცივილიზაციის განვითარების მამოძრავებელი ძალაა „შემოქმედებითი უმცირესობა“, რომელსაც თავისი კვალზე მიჰყავს "ინერტული უმრავლესობა". როდესაც „შემოქმედებითი ელიტა“ თავს ვერ ართმევს მორიგ სოციალურ-ისტორიულ ამოცანას და იქცევა გაბატონებულ უმცირესობად, რომლის წინააღმდეგ ჯანყდება გაუცხოებული მასა („პროლეტარიატი“ და „ბარბაროსული პერიფერია“), ცივილიზაცია იღუპება თუ უფრო ადრე არ მოუღო ბოლო გარე კატასტროფამ.

ტოინბი თანაგრძნობით ეკიდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და კაპიტალისტურ და სოციალისტურ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის იდეას.