ასპერგილუსი
იერსახე
ასპერგილუსი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Aspergillus niger | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Aspergillus | ||||||||||||
|
ასპერგილუსი (ლათ. Aspergillus) — ობის სოკოების გვარი ჩანთიანი სოკოების კლასისა. მრავლდებიან კონიდიუმებით — უსქესო გამრავლების დროს წარმოქმნილი სპორებით. ბინადრობენ ნიადაგში, საკვებ პროდუქტებზე და აფუჭებენ მათ. ზოგი სახეობა (ლათ. Aspergillus glaucus, Aspergillus fumigatus) იწვევს ადამიანისა და ცხოველის მიკოზს, ზოგს (ლათ. Aspergillus niger) იყენებენ ლიმონის მჟავისა და ყველის წარმოებაში, ხოლო ზოგი სახეობა (ლათ. Aspergillus fumigatus) წარმოქმნის ანტიბიოტიკებს, რომლებსაც ეფექტურად იყენებენ ფუტკრის ნოზემატოზისა და ამებური დიზენტერიის დროს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 639.