შინაარსზე გადასვლა

აღვირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღვირიცხენის აღკაზმულობის ნაწილი. შედგება ლითონის ლაგამისა და თასმებისაგან. ლაგმის რგოლებში გაყრილია სადავეები და გვერდითი თასმები, რომლებზეც მიბმულია საცხვირე და საშუბლე. გვერდით თასმებს ზემოთ მიკერებული აქვს ყურებზე გადასაცმელი და ყელსქვედა თასმები. აღვირის ტოტები ბოლოში კვანძითაა შეერთებული. სადღესასწაულო აღვირის თასმები შემკული იყო ვერცხლის ნაირნაირი ღილებით — პეპლებით.