შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური რეგიონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური რეგიონი

აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური რეგიონი (აზერ. Şərqi Zəngəzur iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის 14 ეკონომიკური რეგიონიდან ერთ-ერთი. მოიცავს ჯაბრაილის, ქალბაჯარის, გუბადლის, ლაჩინის და ზანგილანის ადმინისტრაციულ რეგიონებს[1].

ფართობი 6420 კმ² (2021 წლის 7 ივლისამდე) - აზერბაიჯანის მთლიანი ფართობის 7,5%.

1991 წლიდან 2021 წლამდე მას ქალბაჯარ-ლაჩინის ეკონომიკური რეგიონი ეწოდებოდა. ფორმალურად მოიცავდა ქელბაჯარის, ლაჩინის, ზანგელანისა და გუბადლის ადმინისტრაციულ რეგიონებს.

2021 წლის 7 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეკონომიკური რეგიონების ახალი დაყოფის შესახებ“[2], რომლის თანახმად, ქელბაჯარ-ლაჩინის ეკონომიკურ რეგიონს ეწოდა აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური რეგიონი. შეიცვალა შემადგენლობაც[2].

რეგიონში მოიპოვება ოქრო, ვერცხლისწყალი, ქრომიტი, მარმარილო, მოსაპირკეთებელი სამშენებლო ქვა, პერლიტი.

სამრეწველო საწარმოები დაფუძნებულია ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე. ეკონომიკურ რეგიონში განვითარებულია ხორცისა და რძის პროდუქტების გადამუშავება და ხალიჩების ქსოვა.

სოფლის მეურნეობის განვითარებული დარგებია მეცხვარეობა, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, თამბაქოს მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა და მარცვლეული.

რეგიონში მდებარე მინერალური წყაროები ისტისუ, ტუტგუნი, მინქენდი, ხელსაყრელი კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობები და მთის ტყეები ხელს უწყობს ამ ადგილების საკურორტო ზონად გადაქცევას.