შინაარსზე გადასვლა

აშშ-ის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის გერბი
დეტალები
მატარებელი ამერიკის შეერთებული შტატები
დამტკიცდა 16 სექტემბერი, 1782
ავტორი ჩარლზ ტომსონი
იდეა ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, ტომას ჯეფერსონი
საჩაფხუტე 13 ვარსკვლავი ლაჟვარდოვან ღრუბელში
ფარი ფარი შედგება ზურმუხტისფერი ნაწილისა და 13 ვერცხლისფერი და ალისფერი ვერტიკალური ზოლისაგან.
ფარმჭერები თეთრთავა ფსოვი
დევიზი E pluribus unum (ავერსი) Annuit cœptis და Novus ordo seclorum (რევერსი)
სხვა ელემენტები ფსოვს ერთ მხარეს ბრჭყალებით უჭირავს 13 ისარი, ხოლო მეორე მხარეს ზეთისხილის რტო.

აშშ-ის დიდი ბეჭედი (ინგლ. Great Seal of the United States) — ამერიკის შეერთებული შტატების ემბლემა. გამოიყენება აშშ-ის მტავრობის მიერ გამოცემულ დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს. მის ოფიციალურ მფლობელად ითვლება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. დიდი ბეჭდის ნახვა შეიძლება ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის საგამოფენო დარბაზში. ბეჭდის წინა მხარეს ზოგჯერ უწოდებენ აშშ-ის გერბსაც.

ამერიკის დიდი ბეჭედი ორი სახსაგან შედგება, მაშინ როდესაც ბეჭედი ჩვეულებრივ ერთი სახლისაგან შედგება.

აშშ-ს გერბზე გამოხატულია თეთრთავა არწივი ფართოდ გაშლილი ფრთებით, ერთ-ერთ ბრჭყალში მას ზეთისხილის რტო უჭირავს - მშვიდობის სიმბოლო, მეორეში 13 ისარი - ომის სიმბოლო. არწივის თავი შეტრიალებულია ზეთისხილის ტოტისკენ, რაც გულისხმობს მშვიდობისკენ მისწრაფებას. მის თავზე ცამეტი ვარსკლავია, რაც პირველ ცამეტ შტატს ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: