აშშ-ის პოპულარული არქიტექტურული შენობა-ნაგებობების სია
漢>ა A>ა | ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
2006 და 2007 წლებში, ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტმა (AIA) დააფინანსა კვლევა შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარულ არქიტექტურულ ნამუშევართა დასადგენად. კომპანიამ "Harris Interactive" ჯერ AIA-ს წევრების ერთი სტატისტიკური ჯგუფი გამოკითხა, შემდეგ კი საზოგადოების აზრის კვლევა ჩაატარა.
კვლევის პირველ სტადიაზე გამოკითხულ იქნა AIA-ს 2448 წევრი. რესპონდენტებს სთხოვეს დაესახელებინათ 20 შენობა-ნაგებობა 15 განსაზღვრულ კატეგორიაში. სულ მცირე ექვსი AIA-ს წევრის მიერ დასახელებული 248 ნაგებობით შეადგინეს სია, რომელიც მომდევნო სტადიაზე საზოგადოების აზრის გამოკითხვისას გამოიყენეს. ამ გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 2214 ადამიანმა მიიღო, რომლებმაც არქიტექტორთა მიერ შერჩეული 248 ნაგებობა შეაფასეს, მათთვის წარმოდგენილი სურათების მიხედვით. საზოგადოების ფავორიტები კვლევისთვის შემუშავებული "likeability" შკალის გამოყენებით გამოავლინეს.
2007 წელს ორგანიზაციის 150 წლისთავის აღსანიშნავად, AIA-მ "ამერიკის პოპულარული არქიტექტურის" 150 შენობა-ნაგებობა გამოაქვეყნა. ამ სიაში 32 ნაგებობა ქალაქ ნიუ-იორკშია, რითაც ის ყველა დანარჩენ ადგილს უსწრებს. 10 ყველაზე პოპულარული ნაგებობიდან 6 ქალაქ ვაშინგტონშია, სადაც ამ სიის 150 შენობიდან 17 მდებარეობს. ასევე 17 შენობაა სრულ სიაში ჩიკაგოდან.
ქვემოთ ჩამოთვლილია 150 უმაღლესი რეიტინგის მქონე სტრუქტურა.