შინაარსზე გადასვლა

ბალდუინ IV იერუსალიმელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალდუინ IV
Baudouin IV de Jérusalem
იერუსალიმის მეფე
კორონაცია: 11 ივლისი 1174
მმართ. დასაწყისი: 11 ივლისი 1174
მმართ. დასასრული: 16 მარტი 1185
წინამორბედი: ამორი I იერუსალიმელი
მემკვიდრე: ბალდუინ V იერუსალიმელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1161
დაბ. ადგილი: იერუსალიმის სამეფო
გარდ. თარიღი: 16 მარტი, 1185
გარდ. ადგილი: იერუსალიმის სამეფო
მამა: ამორი I იერუსალიმელი
დედა: აგნეს დე კურტენე
რელიგია: კათოლიკობა
ბრძოლები/ომები: მონჟისარის ბრძოლა
მარჯ-აიუნის ბრძოლა
იაკობის ფონის ბრძოლა
ბელვუარის ციხესიმაგრის ბრძოლა
კერაკის ალყა

ბალდუინ IV (აგრეთვე ცნობილია როგორც ბალდუინ IV კეთროვანი[1]; ფრანგ. Baudouin IV de Jérusalem; დ. 1161 — გ. 16 მარტი, 1185) — იერუსალიმის მეფე 1174 წლიდან. ამორი I-ისა და აგნეს დე კურტენეს შვილი.

დაიბადა იერუსალიმში. იზრდებოდა სამეფო კარზე. როდესაც 2 წელი შეუსრულდა მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ[2]. 1167 წელს ბოდუენის მამამ ცოლად შეირთო ბიზანტიის პრინცესა მარია კომნენოსი, რომელთაც 5 წლის შემდეგ ეყოლათ შვილი იზაბელა. 1170 წელს 9 წლის ვაჟიშვილის აღზრდა დაეკისრა ვილჰელმ დე ტირს. ბალდუინს კეთრით პატარა ასაკშივე დაავადდა. 1174 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა ამალრიკ I, ხოლო იმავე წლის 15 ივლისს შედგა ბალდუინის, როგორც იერუსალიმის მეფედ კურთხევა. იმ მომენტისათვის ბოდუენი 13 წლისა იყო, რის გამოც სამეფოს 3 წლის განმავლობაში რეგენტები მართავდნენ. თავდაპირველად თვითნებურად არაოფიციალური რეგენტი გახდა სენეშალი მილ დე პლანსი, თუმცა მოგვიანებით საკუთარი უფლებებით გამოვიდა ბოდუენის ბიძა რაიმუნდ III. 1174 წლის გაზაფხულზე დე პლანსი მოკლული იქნა, ხოლო ოფიციალური რეგენტი გახდა რაიმუნდ III.

ბალდუინ IV მძიმედ ავადმყოფობდა და შესაბამისად გასაგები იყო, რომ იგი მემკვიდრეს გარეშე დარჩებოდა, ხოლო მისი მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. ამიტომ მეფის გარემოცვის წევრებმა ყურადღება გადაიტანეს ბალდუინის მიერ დასახელებულ მემკვიდრეებზე — სიბილაზე და იზაბელაზე. სიბილა იერუსალიმელი ბეთანიის მონასტერში იზრდებოდა, ხოლო იზაბელა ქალაქ ნაბლუსში ცხოვრობდა.

1176 წელს რაიმუნდ III-ის ინიციატივით სიბილა ცოლად გაჰყვა ვილჰელმ მონფერატელსლუი VII-ისა და ფრიდრიხ I ბარბაროსას ნათესავს. ვილჰელმს გადაეცა იაფისა და ასკალონის საგრაფო და იერუსალიმის სამეფოს ვასალური სახელმწიფო.

1177 წელს ბალდუინი სრულწლოვანი გახდა და შესაბამისად, აქტიურად ჩაება სახელმწიფო საქმეებში. გარკვეულ ხანში გადაწყვიტა ეგვიპტეში შეჭრა. 1176 წელს მუსლიმანთა ტყვეობიდან გათავისუფლდა რენო დე შატიიონი, რომელმაც 16 წელი გაატარა ალეპოს საპყრობილეში. ბალდუინმა იგი კონსტანტინოპოლში გაგზავნა, რათა იმპერატორთან მოლაპარაკება ეწარმოებინა კამპანიის დროს ბიზანტიის ფლოტის დახმარებასთან დაკავშირებით. ბიზანტიამ იერუსალიმის დასახმარებლად გაგზავნა 70 გალერისგან შემდგარი ესკადრა. ბალდუინი იმედოვნებდა, რომ რენო დე შატიიონი და ვილჰელმ მონფერატელი თავის თავზე აიღებდნენ ბრძოლას სალადინის წინააღმდეგ, თუმცა 1177 წელს მალარიით გარდაიცვალა ვილჰელმ მონფერატელი.

ვილჰელმ მონფერატელის სიკვდილის შემდეგ, 1180 წელს ბალდუინმა თავისი და, სიბილა მიათხოვა ფრანგ რაინდს, გი დე ლუზინიანს, რომელიც 1186 წელს გახდა იერუსალიმის მეფე.

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიდლი სკოტის 2005 წლის ფილმში „ზეციური სამეფო“, მეფე ბალდუინ IV-ის როლს ასრულებს ამერიკელი მსახიობი, ედვარდ ნორტონი.

  • William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea. E. A. Babcock and A. C. Krey, trans. Columbia University Press, 1943.
  • Steven Runciman, A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem. Cambridge University Press, 1952.
  • Hamilton, Bernard (1978). „Women in the Crusader States: The Queens of Jerusalem“, Medieval Women. Ecclesiastical History Society. ISBN 0631192603. 
  • Hamilton, Bernard (2000). The Leper King and his Heirs: Baldwin IV and the Crusader Kingdom of Jerusalem. Cambridge University Press. ISBN 052164187X. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. - Person Page 823. thepeerage.com.
  2. Edbury 1988, p. 79.