შინაარსზე გადასვლა

ბარინასის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
ბარინასის შტატი
Estado Barinas
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ბარინასი
შიდა დაყოფა არისმენდის მუნიციპალიტეტი[1] , ბარინასის მუნიციპალიტეტი, ანდრეს-ელოი-ბლანკოს მუნიციპალიტეტი[1] , ბოლივარის მუნიციპალიტეტი[1] , კრუს-პარედესის მუნიციპალიტეტი[1] , ობისპოსის მუნიციპალიტეტი[1] , პედრასას მუნიციპალიტეტი[1] , როხასის მუნიციპალიტეტი[1] , სოსას მუნიციპალიტეტი[1] , ანტონიო-ხოსე-დე-სუკრეს მუნიციპალიტეტი[1] , ალბერტო-არველო-ტორეალბის მუნიციპალიტეტი[1] , ესეკიელ-სამორა[1] და Municipio Páez[1]
კოორდინატები 8°08′00″ ჩ. გ. 69°25′00″ დ. გ. / 8.13333° ჩ. გ. 69.41667° დ. გ. / 8.13333; -69.41667
დაარსდა 1955
ფართობი 35 200 კმ²
მოსახლეობა 756 600 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი barinas.net.ve

ბარინასი (ესპ. Estado Barinas) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია ბარინასი. 1954 წელს შტატში დაიბადა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი უგო ჩავესი. შტატის გუბერნატორი ამჟამად მისი ძმა — ადან ჩავესია.

ბარინასის შტატის ფართობი 35 200 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 756 600 ადამიანს.

მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ვაკეებს უჭირავს, დარჩენილი ნაწილი კი ანდების მთებს. მისი ფართობი ქვეყნის მთლიანი ფართობის 3,84%-ს შეადგენს.

შტატის სახელი მომდინარეობს ადგილობრივი ტომისგან, რომელიც ვენესუელის ანდებში სახლობს.

ბარინასის შტატი მოიცავს 12 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ალბერტო-არველო-ტორეალბა საბანეტა 769 36 363
ანდრეს-ელოი-ბლანკო ელ-კანტონი 1 493 18 816
ანტონიო-ხოსე-დე-სუკრე სოკოპო 2 975 74 968
არისმენდი არისმენდი 7 209 20 305
ბარინასი ბარინასი 3 304 319 387
ბოლივარი ბარინიტასი 1 047 47 878
კრუს-პარედესი ბარანკასი 778 25 178
ესეკიელ-სამორა სანტა-ბარბარა 4 042 51 436
ობისპოსი ობისპოსი 1 753 31 694
პედრასა სიუდად-ბოლივია 6 693 62 847
როხასი ლიბერტადი 1 591 40 264
სოსა სიუდად-დე-ნუტრიასი 3 546 27 445

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 OpenStreetMap — 2004.