შინაარსზე გადასვლა

ბერნარდინო რამაცინი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერნარდინო რამაცინი
იტალ. Bernardino Ramazzini
დაბ. თარიღი 3 ნოემბერი, 1633(1633-11-03)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი კარპი
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1714(1714-11-05)[4] [5] [1] [6] [2] [3] [7] (81 წლის)
გარდ. ადგილი პადუა[8]
საქმიანობა ექიმი, მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი პადუის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარმის უნივერსიტეტი

ბერნარდინო რამაცინი (იტალ. Bernardino Ramazzini; დ. 3 ნოემბერი, 1633 — გ. 5 ნოემბერი, 1714) — იტალიელი ექიმი. შრომის ჰიგიენის ფუძემდებელი. სწავლობდა ფერარისა და პარმის უნივერსიტეტებში. 1659 წელს მიენიჭა ექიმის წოდება. 1682-1700 წლებში სათავეში ედგა თეორიული მედიცინის კათედრას მოდენის უნივერსიტეტში, ხოლო 1700 წლიდან პრაქტიკული მედიცინის კათედრას პადუის უნივერსიტეტში. ამ პერიოდში უმეტესწილად დაკავდა ეპიდემიოლოგიის საკითხებით, მათ შორის მალარიის მკურნალობით. 1700 წლიდან არის პადუის უნივერსიტეტის პროფესორი მედიცინის დარგში. მის მთავარ შრომაში აღწერილია სხვადასხვა პროფესიული დაავადებები. რამაცინის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე სამედიცინო გეოგრაფიის საწყისები. რამაცინის სახელობისაა სხვადასხვა ჰიგიენური საზოგადოებები იტალიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

ბერნარდინო რამაცინი გარდაიცვალა 1714 წლის 5 ნოემბერს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Who Named It?
  2. 2.0 2.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  3. 3.0 3.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. SNAC — 2010.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Base biographiqueBIU Santé.
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #119392364 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.