ბერნარდ ფონ ბრაიდენბახი
იერსახე
ბერნარდ ფონ ბრაიდენბახი (გერმ. Bernhard von Breidenbach) (დ. დაახლ. 1440 — გ. 5 მაისი, 1497, მაინცი) — გერმანელი სასულიერო მოღვაწე.
მოღვაწეობდა მაინცის საკურფიურსტოში. 1483–1484 წლებში იმოგზაურა პალესტინასა და სინის მთაზე. მოგზაურობის დღიურების წერა და ჩანახატების გაკეთება მიანდო უტრეხტელ მხატვარს ერჰარდ რევიხს. დღიურების საფუძველზე შეიქმნა წიგნი, რომელშიც მოცემულია იმდროინდელ პალესტინაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის, მ. შ. ქართველების, ჩაცმულობა, ზნე-ჩვეულებანი, ენა, დამწერლობა და ისტორიული წარსული. წიგნს ერთვის მრავალრიცხოვანი დიაგრამები, რუკები და სურათები.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Peregrinatio in Terram Sanctam, Mainz, 1486.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამისთვალიშვილი ე., ბერნარდ ფონ ბრაიდენბახი პალესტინაში მყოფი ქართველების შესახებ, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1975, № 3, გვ. 74–79.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.