შინაარსზე გადასვლა

ბერძნული ღვინო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენახი ნაუსაში, ცენტრალური მაკედონია

ბერძნული ღვინო — საბერძნეთში წარმოებული ღვინო. საბერძნეთი მიიჩნევა ერთ – ერთი უძველეს ღვინის მწარმოებელ რეგიონად მსოფლიოში და ღვინის პირველ მწარმოებელ რეგიონად ევროპაში. ბერძნული ღვინის ყველაზე ადრეული მტკიცებულებები თარიღდება 6 500 წლის წინ, [1] [2] როდესაც ღვინო იწარმოებოდა საყოფაცხოვრებო ან კომუნალური წესით. ძველად ღვინით ვაჭრობა ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა და ხმელთაშუა ზღვის ბოლოდან გაჰქონდათ გასაყიდად. ბერძნულ ღვინოს განსაკუთრებით მაღალი პრესტიჟი ჰქონდა იტალიაში რომის იმპერიის დროს. შუა საუკუნეების პერიოდში კრეტადან, მონემვაზიიდან და სხვა ბერძნული პორტებიდან ექსპორტირებულ ღვინოებს მაღალი ფასი ჰქონდათ ჩრდილოეთ ევროპაში.

დიონისე ჰერმესთან ერთად, სილენე და ყურძენი
სიმპოზიუმზე ბიჭი ღვინით

საბერძნეთში ღვინის დაყენების ისტორია 6 500 წელს ითვლის [3] და ღვინის წარმოების დამადასტურებელი საბუთები მოწმობს, რომ საბერძნეთში ნაპოვნია ყურძნის ღვინის მეორე ყველაზე ძველი ნაშთი [2] და დაქუცმაცებული ყურძნის ადრეული მტკიცებულებები მსოფლიოს მასშტაბით. [4] ბერძნულმა ცივილიზაციამ გაავრცელა ღვინის კულტურა ხმელთაშუაზღვისპირეთში, სადაც ღვინის სხვადასხვა კულტურები ჩამოყალიბდა. [5] ძველმა ბერძნებმა შემოიტანეს ისეთი ვაზები, როგორიცაა ევროპული ვაზი და აყენებდნენ ღვინოს მათ მრავალრიცხოვან კოლონიებში: იტალიაში, [6] სიცილიაში, [7] სამხრეთ საფრანგეთში, [8] და ესპანეთში .

1937 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააარსა ღვინის ინსტიტუტი. 1960-იანი წლების განმავლობაში, რეცინა მოულოდნელად გახდა ეროვნული სასმელი. სწრაფად მზარდი ტურიზმის შედეგად, რეცინა მსოფლიოში ასოცირდება საბერძნეთთან და ბერძნულ ღვინოსთან. საბერძნეთის პირველი კაბერნე სოვინიონის ვენახი 1963 წელს გაშენდა. 1971 და 1972 წლებში კანონმდებლობამ დაადგინა ღვინის დასახელების შესახებ კანონები.

დაინერგა დასახელებების სისტემა, რათა მომხმარებლებს დაედგინათ ღვინის ადგილწარმოშობა. დასახელების სისტემა შემდეგ კატეგორიებად ჩამოყალიბდა: [9] [10] [11]

დაცული გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ( PDO ), ანუ უმაღლესი ხარისხის ადგილწარმოშობის დასახლება.

დაცული გეოგრაფიული იდენტიფიკაცია ( PGI ), ანუ ადგილწარმოშობის ხარისხიანი ღვინოები.

სუფრის ღვინო Epitrapezios Oinos, ანუ vin de table - არა სერტიფიცირებული ღვინო ბერძნული რეგიონიდან (რომელსაც არ აქვს რეალური ღვინის ხარისხი). სუფრის ღვინო იყოფა სამ ქვეკატეგორიად: 1. ჩვეულებრივი სუფრის ღვინო, რომელიც ჩვეულებრივ მოდის ხრახნიანი კონტეინერებით. 2. უფრო პრესტიჟული, დაძველების მქონე „რეზერვის“ ნაზავები (მინიმალური დაძველება: ერთი წელი თეთრებისთვის; ორი წელი წითლებისთვის). 3. რეცინა, ტრადიციული ბერძნული ღვინო, ფიჭვის ფისის არომატით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. Ancient Mashed Grapes Found in Greece Discovery News.
  2. 2.0 2.1 Mashed grapes find re-write history of wine Zeenews
  3. 6,500-year-old Mashed grapes found World’s earliest evidence of crushed grapes
  4. 6,500-year-old Mashed Grapes Found in Greece . Discovery News.
  5. Introduction to Wine Laboratory Practices and Procedures, Jean L. Jacobson, Springer, p. 84.
  6. The Oxford Companion to Archaeology, Brian Murray Fagan, 1996 Oxford Univ Pr, p. 757.
  7. Wine: A Scientific Exploration, Merton Sandler, Roger Pinder, CRC Press, p. 66.
  8. Medieval France: an encyclopedia, William Westcott Kibler, Routledge Taylor & Francis Group, p. 964.
  9. THE GREEK WINE LAW დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine. symposio.com
  10. Yachting paradise Greece, the yachting paradise planaco.gr
  11. Greece wein-plus.eu