ბლონდი (ძაღლი)
ბლონდი (დ. 1941[კომ. 1] — გ. 29 აპრილი, 1945)[1] — ადოლფ ჰიტლერის ძაღლი, ჯიშით გერმანული ნაგაზი. ჰიტლერს ძაღლი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ლეკვი იყო,[2][3] მარტინ ბორმანმა 1941 წელს აჩუქა. 1945 წლის 16 იანვარს, ჰიტლერის ფიურერბუნკერში გადასვლის შემდეგ ბლონდიმაც მასთან ერთად შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.[4]
ცნობილია, რომ ჰიტლერს ძალიან უყვარდა ბლონდი. იგი მასთან ახლოს ბევრ დროს ატარებდა და ბუნკერში თავის საწოლზე წოლის ნებასაც კი აძლევდა. ამ სიყვარულს არ იზიარებდა ჰიტლერის კომპანიონი, მოგვიანებით კი ცოლი, ევა ბრაუნი, რომელიც ნაგაზს შოტლანდიურ ტერიერებს, ნეგუსს და სტასის (ან კიდევ, კატუშკას) ამჯობინებდა.[5][6] ჰიტლერის პირადი მდივნის, ტრაუდლ იუნგეს მიხედვით, ევა ბრაუნს აღიზიანებდა ბლონდი და ყურადღების ის დონე, რომლითაც ის ჰიტლერის მიერ იყო განებივრებული. ცნობილია შემთხვევაც, როდესაც სასადილო მაგიდის ქვეშ მწოლიარ ბლონდის ევამ ფეხი დაარტყა.[7]
ბლონდი თავის როლს თამაშობდა ნაცისტურ პროპაგანდაშიც და გამოსახავდა ჰიტლერს, როგორც ცხოველების დიდ მოყვარულს. ბლონდისნაირი ძაღლი, როგორც germanischer Urhunde (ანუ, მგელთან ახლოს მყოფი) ძალიან პოპულარული იყო მესამე რაიხში.[8] ბლონდი 1945 წლის 29 აპრილს, საწამლავით მოკვდა; ალბერტ შპეერის მიხედვით ჰიტლერს ეშინოდა, რომ ბერლინში შესული რუსები ბუნკერის აღების შემდეგ ძაღლის წამებას დაიწყებდნენ.[9]
ბლონდის ლეკვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წლის მარტში ან აპრილში[10][11][12][13] (დაახლოებით 4 აპრილს)[14], გერდი ტროოსტის გერმანული ნაგაზის, ჰარასისგან ბლონდის ეყოლა ხუთი ლეკვი. ერთ-ერთ ლეკვს ჰიტლერმა მისი საყვარელი ზედმეტსახელი ვულფი დაარქვა. ვულფი ასევე მისი სახელის, ადოლფის, ანუ კეთილშობილი მგელის განმარტებაც იყო.[15][16] ჰიტლერმა მალევე ძაღლის გაწვრთნა დაიწყო. ბლონდის ერთ-ერთი ლეკვი „გადანახული“ იყო ევა ბრაუნის და გრეტლისთვის. ევამ თავის დას გაუგზავნა წერილი და ფოტო, რომელზეც გამოსახულნი იყვნენ ბლონდის და მისი სამი ლეკვი. გრეტლის ლეკვი ისრით იყო გამოყოფილი.[17]
სხვა ძაღლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ მსოფლიო ომში ბრძოლის დროს ჰიტლერმა გადაარჩინა ფოქსტერიერი, სახელად ფუშლი. ჰიტლერს ძალიან უყვარდა ეს ძაღლი. ფრონტზე არყოფნისას თავისუფალი დროის დიდი ნაწილს იგი ძაღლთან თამაშში ატარებდა. ძაღლის დაკარგვის შემდეგ ჰიტლერის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა.[18][19]
გერმანული ნაგაზი ჰიტლერს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰყავდა: 1921 წელს, სიღარიბეში ყოფნის დროს, მას ნაგაზი პრინცი აჩუქეს. უფულობის გამო ჰიტლერს ძაღლის სხვაგან განსახლება მოუწია, თუმცა, ძაღლმა გაქცევა მოახერხა და თავის ძველ პატრონს დაუბრუნდა. ამიშ შემდეგ, ძაღლის ერეთგულებით და ჭკუით აღტაცებულმა ჰიტლერმა ძლიერ შეიყვარა გერმანული ნაგაზის ჯიში.[20]
ჰიტლერს აგრეთვე ჰყავდა გერმანული ნაგაზი სახელად მუკლი.[21]
ბლონდიმდე, ჰიტლერს ჰყავდა ორი გერმანული ნაგაზი, დედა (დ. 1926) და შვილი (დ. დაახ. 1930). ორივე მათგანს ბლონდა ერქვა. 1930-იან წლებში, ახალგაზრდა ბლონდა არასწორად არის მოხსენიებული, როგორც ბლონდი[14] (თითქმის ყველა შემთხვევაში ფოტოების აღწერა მოგვიანებით დაიწერა).
1942 წლის მაისში ჰიტლერმა შეიძინა კიდევ ერთი ახალგზარდა გერმანული ნაგაზი,[22] რათა ბლონდი მარტო არ ყოფილიყო. „ახალ ნაგაზს“ ბელა დაარქვეს.[23]
ბლონდის და სხვა ძაღლების გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა შეიტყო იტალიელი მოკავშირის, ბენიტო მუსოლინის გარდაცვალების შესახებ. ამან, იმ ფაქტთან ერთად, რომ რუსები უახლოვდებოდნენ მის ბუნკერს, კიდევ უფრო გაუღვივა ჰიტლერს სურვილი ტყვედ არ ჩაბარებულიყო. იმავე დღეს, ჰიტლერმა გამოთქვა ეჭვი ჰაინრიხ ჰიმლერის მიერ გამოგზავნილ ციანიდზე.[24] ეს განპირობებული იყო იმით, რომ ჰიტლერი იმ დროისთვის ჰიმლერს მოღალატედ თვლიდ და შიშობდა, რომ ციანიდის კაფსულები უბრალოდ დამამშვიდებელი ან ტკივილგამაყუჩებელი იყო. ჰიტლერს უკვე ჰქონდა განზრახული ბლონდის მკვლელობა[25], ამიტომ, კაფსულების ეფექტიანობაში დასარწმუნებლად, ექიმ ვერნერ ჰაასეს მან ციანიდის ბლონდიზე გამოცდა დაავალა. ძაღლი გარდაიცვალა,[26] ჰიტლერი კი სრულიად უნუგეშო გახდა.[27]
იოსებ სტალინის დავალებით მომზადებულ ანგარიშზე და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, ჰიტლერის ძაღლების მწვრთნელმა, ფელდფებელ ფრიც ტორნოუმ ბლონდის ლეკვები ევა ბრაუნის და ჰიტლერის სუიციდის შემდეგ, ბუნკერის ბაღში დახვრიტა. მან ასევე მოკლა ევა ბრაუნის ორი ძაღლი, გერდა კრისტიანის ძაღლები და თავისი ტაქსა. ტორნოუ მოგვიანებით მოკავშირეებმა აიყვანეს ტყვედ.[28] ჰიტლერის მედდამ, ერნა ფლეგელმა 2005 წელს განაცხადა, რომ ბლონდის სიკვდილმა ბუნკერში მყოფ ადამიანებზე ევა ბრაუნის სუიციდზე მეტად იმოქმედა.[29] ბერლინისთვის ბრძოლის დასრულების შემდეგ ჰიტლერის, ბრაუნის და ორი ძაღლის (რომლებიც ბლონდი და ვულფი ეგონათ) ნარჩენები სმერშმა, საბჭოთა კონტრ-დაზვერმამ აღმოაჩინა.[30][31] მოხდა ექსჰუმირება და ფოტოგრაფირება ძაღლისა, რომელიც ბლონდი ეგონათ.[32]
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზოგიერთი წყარო არასწორად თვლის ბლონდის დაბადების წლად 1934-ს. // Eatwell, Roger (1995). Fascism: A History. Chatto & Windus. p. 152.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kershaw, Ian. Hitler: A Biography, W.W. Norton & Co. p. 252. ISBN 0-393-06757-2
- ↑ Comfort, David (1994). The First Pet History of the World. New York: Simon & Schuster, გვ. 247. ISBN 0-671-89102-2.
- ↑ some sources suggest the Summer of 1942 (see: Wires, Richard (1985). Terminology of the Third Reich. Ball State University, გვ. 9. ) or even February 1943 (see: timelines.ws დაარქივებული 14 November 2009 საიტზე Wayback Machine. )
- ↑ Beevor, Antony (2002). Berlin: The Downfall 1945. Viking-Penguin Books, გვ. 139. ISBN 978-0-670-03041-5.
- ↑ Who Was Who at Hitler's Berghof. Third Reich in Ruins.
- ↑ (2004) Until the Final Hour: Hitler's last secretary. Arcade Publishing, გვ. 77. ISBN 978-1-55970-728-2.
- ↑ Traudl Junge: Bis zur letzten Stunde. Hitlers Sekretärin erzählt ihr Leben. Claassen, Düsseldorf 2001, ISBN 3-546-00311-X (Biography of Hitler's secretary Traudl Junge)
- ↑ Sax, Boria (2000). Animals in the Third Reich: Pets, Scapegoats, and the Holocaust. Foreword by Klaus P. Fischer. New York and London: Continuum. ISBN 978-0-8264-1289-8.
- ↑ Gitta Sereny, Albert Speer: His Battle with the Truth, p. 528
- ↑ (1989) Voices from the Bunker. New York, NY: G.P. Putnam's, გვ. 12. ISBN 0-399-13404-2.
- ↑ (2000) Dearest Pet: On Bestiality. Verso, გვ. 171. ISBN 1-85984-310-7.
- ↑ Eberle, Henrik and Uhl, Matthias, ed. (2005). The Hitler Book: The Secret Dossier Prepared for Stalin, New York: PublicAffairs, p. 188. ISBN 1-58648-366-8
- ↑ Brush, Karen A. (2007). Everything Your Dog Expects You to Know. New Holland Publishers Ltd, გვ. 108. ISBN 1-84537-954-3.
- ↑ 14.0 14.1 Distant Relatives. Abby K-9 (March 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2007.
- ↑ Bullock, Alan (1962). Adolf Hitler: A Study in Tyranny, Penguin Books, p. 785.
- ↑ (2001) Wagner's Hitler: The Prophet and His Disciple. Polity Press, გვ. 19. ISBN 0-7456-2710-2.
- ↑ Gun, Nerin E. (1969). Eva Braun: Hitler's Mistress. Meredith Press, გვ. 241, 246. ISBN 0-7456-2710-2.
- ↑ Kershaw, Ian (1998). Hitler 1889-1936: Hubris. Penguin Press. ISBN 0-393-320359.
- ↑ (2000) The Life and Death of Adolf Hitler. New York, Praeger [1973], გვ. 20. ISBN 0-395-90371-8.
- ↑ Beevor, Antony (2002). Berlin: The Downfall 1945. Viking-Penguin Books, გვ. 357. ISBN 978-0-670-03041-5.
- ↑ von Schirach, Baldur (1967). Ich glaubte an Hitler. Mosaik Verlag, გვ. 106.
- ↑ Goebbels' Diary, 30 May 1942: " He [Hitler] has bought himself a young German Shepherd dog called "Blondi" which is the apple of his eye. It was touching listening to him say that he enjoyed walking with this dog so much, because only with it could he be sure that [his companion] would not start talking about the war or politics. One notices time and time again that the Führer is slowly but surely becoming lonely. It is very touching to see him play with this young German Shepherd dog. The animal has grown so accustomed to him that it will hardly take a step without him. It is very nice to watch the Führer with his dog. At the moment the dog is the only living thing that is constantly with him. At night it sleeps at the foot of his bed, it is allowed into his sleeping compartment in the special train and enjoys a number of privileges...that no human would ever dare to claim. He bought the dog from a minor official in the post office in Ingolstadt."
- ↑ Irving, David John Cawdell (1977). Hitler's war. New York: Viking Press, გვ. 328. ISBN 0-670-37412-1.
- ↑ Kershaw, Ian (2008). Hitler: A Biography, W.W. Norton & Co. pp. 951-953. ISBN 0-393-06757-2
- ↑ Gitta Sereny, Albert Speer: His Battle with the Truth, p. 528
- ↑ Kershaw, Ian (2008). Hitler: A Biography, W.W. Norton & Co. p. 952. ISBN 0-393-06757-2
- ↑ O'Donnell, James (1978). The Bunker: The History of the Reich Chancellery Group. Boston: Houghton Mifflin, გვ. 166. ISBN 0-395-25719-0.
- ↑ Eberle, Henrik and Uhl, Matthias, ed. (2005). The Hitler Book: The Secret Dossier Prepared for Stalin, New York: PublicAffairs, p. 273. ISBN 1-58648-366-8
- ↑ Harding, Luke. "Hitler's nurse breaks 60 years of silence", The Guardian, May 2, 2005.
- ↑ Beevor, Antony (2002). Berlin: The Downfall 1945. Viking-Penguin Books, გვ. 399. ISBN 978-0670030415.
- ↑ According to the autopsy, both dogs were shot and Blondi was killed by poison. Some sources say that Wolf was killed with the other puppies in the Chancellery garden (see Moorhouse, Roger (2007). Killing Hitler: The Plots, The Assassins, and the Dictator Who Cheated Death. Bantam, გვ. 323. ISBN 0-553-38255-1. ).
- ↑ Le Tissier, Tony (1992). Berlin Then and Now, After the Battle.