ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა
ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა | მძიმე მეტალი, პანკ როკი |
კულტურული წარმომავლობა | გვიანი 1970-იანები, გაერთიანებული სამეფო |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | ვოკალი • ელექტრო გიტარა • ბას გიტარა • დრამები |
აღრეული ჟანრები | |
მელოდიური დეზ მეტალი | |
რეგიონული განშტოებები | |
გაერთიანებული სამეფო | |
სხვა თემები | |
ექსტრემალური მეტალი |
ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა (ინგლ.: New Wave of British Heavy Metal, ან აბრევიატურა NWOBHM, წარმოითქმის /n.ˈwɒbm/) იყო მძიმე მეტალ მოძრაობა, რომელიც დაიწყო გვიან 1970-იანებში ბრიატნეთში და საერთაშორისო ყურადღება ადრეულ 1980-იანებში მიიქცია. ერა განვითარდა როგორც რეაქცია, რომელიც ნაწილობრივ უარყოფდა ისეთ ადრეულ მძიმე მეტალ ჯგუფებს, როგორებიცაა ლედ ზეპელინი და Black Sabbath.[1] ამ ჟანრის ჯგუფებმა განდევნეს ბლუზ გავლენა მძიმე მეტალიდან, რაც ახასიათებდათ ჩამოთვლილ ჯგუფების შემოქმედებას, მოაშორეს პანკ ელემენტები თავიანთ მუსიკას, ააჩქარეს ტემპი და დაიწყეს უფრო „მკაცრი“, მძიმე მუსიკის დაკვრა.[1] ეს სცენა თითქმის მთლიანად ექსკლუზიურად მძიმე მეტალის ფანებზე იყო გათვლილი.[1] ერა მიიჩნევა ძირითად საძირკვლად ახალი ექსტრემალური მეტალის ჟანრების და ჯგუფების ჩამოსაყალიბლებლად; ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფი მეტალიკა ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის შემსრულებელ ჯგუფებს (საქსონი, მოუტერჰედი, დაიმონდ ჰედი და Iron Maiden) მათ შემოქმედებაში ყველაზე გავლენიან ჯგუფებად ასახელებს.[1][2]
ადრეულ-შუა 1980-იან წლებში ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა მძიმე მეტალ სცენაზე. ამ ჟანრის სიმღერებს ახასიათებს სწრაფი ტემპი, მძლავრი აკორდები, სწრაფი საგიტარო სოლოები და მელოდიური ვოკალი მაღალ ოქტავებში. ტექსტები კი, ხშირად, შთაგონებას მითოლოგიასა და სამეცნიერო ფანტასტიკაში პოულობდა.
ამ პერიოდის მრავალ ჯგუფს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული ლეიბლთან Neat Records, რომელმაც შემდგომ წლებში გამოუშვა ამ ჟანრის სიმღერები კრებულებად.[3][4][5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 NWOBHM at allmusic. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2007-08-21.
- ↑ Metallica: History. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-18. ციტირების თარიღი: 2011-11-07.
- ↑ The Neat Singles Collection Vol.1: Various Artists: Amazon.co.uk: Music. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2010-08-20.
- ↑ The Neat Singles Collection Vol.2: Various Artists: Amazon.co.uk: Music. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2010-08-20.
- ↑ The Neat Singles Collection Vol.3: Various Artists: Amazon.co.uk: Music. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2010-08-20.
|