შინაარსზე გადასვლა

ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულში. თარიღდება XIV-XV საუკუნეებით.

ეკლესია ერთნავიანია. შემოსილია რუხი ფერის უხეშად გათლილი ნათალ ქვიშაქვის კვადრებით. სამხრეთ და დასავლეთ კარებს, ისევ როგორც ამავე ფასადებისა და აღმოსავლეთ ფასადის სარკმლებს, მოჩუქურთმებული საპირეები ამკობს. შიგნით ეკლესიის კედლები, კამარა და კონქი მთლიანად დაფარული XVI-XVII საუკუნეების ფრესკული მხატვრობით. მხატვრობაში ტრადიციულ რელიგიურ სიუჟეტებთან ერთად მრავლად არიან წარმოდგენილი საერო პირებიც.

ჩრდილოეთ ფასადის წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია 1837 წელს შეუკეთებიათ. 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრის დროს ეკლესია დაინგრა.

ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].