შინაარსზე გადასვლა

გერმანელი ამერიკელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერმანული წარმოშობის ამერიკელები ძალიან ხშირია აშშ-ში; ღია ლურჯისფრად აღნიშნულია ოკრუგები, რომლებშიც 2000 წლის აღწერის შედეგების მიხედვით დომინირებს გერმანული წარმოშობის მოსახლეობა

გერმანელი ამერიკელები (ინგლ. German Americans, გერმ. Deutschamerikaner) — ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, რომლებიც გერმანელ ემიგრანტთა ჯგუფებს მიეკუთვნებიან, თვითონ ან თავიანთი წინაპრები წარმოშობით არიან გერმანიიდან, ან ცხოვრობდნენ გერმანელებით დასახლებულ მიწებზე ევროპაში.

2010 წელს აშშ-ში ჩატარებულ სახალხო აღწერაში 47 911 129-მა ადამიანმა, ანუ ამერიკის მოსახლეობის 17,1%-მა აღნიშნა რომ ის გერმანელია, ან ჰყავს გერმანელი წინაპრები.

გერმანელმა ემიგრანტებმა ამერიკის ტერიტორიაზე დასახლება XVII საუკუნის მიწურულს დაიწყეს. თავდაპირველად გერმანული დასახლებები წარმოიშვა პენსილვანიის შტატში, რომლის მოსახლეობის 2/3 1775 წელს გერმანულენოვანი იყო. პენსილვანიაში ჩამოყალიბდა გერმანული ენის ერთ-ერთი ფორმა ე.წ. პენსილვანიური გერმანული (Pennsylvania Dutch), რომელზეც დღესაც ლაპარაკობენ ამერიკაში მცხოვრები გერმანელების ნაწილი.

1848 წელსა და პირველ მსოფლიო ომს შორის დაახლოებით 6 000 000-მა გერმანელმა მიაშურა ამერიკას. ემიგრაციის მთავარი მიზეზი ეკონომიური სიდუხჭირე იყო.

გერმანელი ემიგრანტების დისკრიმინაციას ამერიკაში არ ჰქონია ადგილი. მათი ინტეგრაცია ამერიკულ საზოგადოებაში ადვილად ხდებოდა. გერმანელებს დიდი გავლენა ჰქონდათ განსაკუთრებით ფინანსურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებზე.

მას შემდეგ, რაც გერმანიაში ჰიტლერის მეთაურობით ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმი დამყარდა, კიდევ ასი ათასობით გერმანელმა დატოვა სამშობლო და ამერიკაში ემიგრანტად იქცა.

დღესდღეობითაც საკმაოდ ბევრი გერმანელი მიდის ყოველ წლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად.

შტატების მიხედვით რაოდენობრივად ყველაზე მეტი გერმანელი ამერიკელი ცხოვრობს კალიფორნიაში, ტექსასსა და პენსილვანიაში.

პროცენტულად (მოცემულია ამერიკის 10 შტატი, რომლებშიც პროცენტულად ყველაზე მეტი გერმანელი ამერიკელი ცხოვრობს):

ჩრდილოეთი დაკოტა - 46,9%

სამხრეთი დაკოტა - 44,5%

უისკონსინი - 43,9%

ნებრასკა - 42,7%

მინესოტა - 38,4%

აიოვა - 35,7%

მონტანა - 27%

ოჰაიო - 26,5%

უაიომინგი - 25,9%

კანზასი - 25,8%

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქების გერმანული სახელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკაში არსებული უამრავი დასახლება ატარებს გერმანულ სახელებს,მათ შორის: ჰამბურგი (ნიუ-იორკი), შტუტგარტი (არკანზასი), აუგსბურგი (არკანზასი), ბისმარკი (ჩრდილოეთი დაკოტა), ფლენსბურგი (მინესოტა), ფრანკფორტი (კენტუკი), დრეზდენი (ოჰაიო), ახალი ბერლინი (უისკონსინი), კილი (უისკონსინი), ახალი ჰოლშტაინი (უისკონსინი), ჰანოვერი (პენსილვანია), ბერლინი (ნიუ-ჰემფშირი), ჰანოვერი (ნიუ ჰემფშირი), კარლსრუე (ჩრდილოეთი დაკოტა), ახალი ულმი (მინესოტა), ახალი ტრიერი (მინესოტა), ბრემენი (ჯორჯია), ვაიმარი (ტექსასი) და ა.შ.