გიორგი ღონღაძე
გიორგი რუსლანის ძე ღონღაძე (უკრ. Георгій Русланович Ґонґадзе; დ. 21 მაისი, 1969, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2000, ტარაშჩის რაიონი[1]) — წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტი; გატაცებული და მოკლული იქნა 2000 წელს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის, რუსლან ღონღაძის შვილი.
ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა ხმაურიან სკანდალში და პროტესტებში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ. ღონღაძის მკვლელების ძებნა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა მის სიკვდილთან დაკავშირებული ორი ადამიანი დააპატიმრეს 2005 წლის მარტში, ხოლო მესამე 2009 წლის ივლისში. მისმა ქვრივმა, მიროსლავა ღონღაძემ და მათმა შვილებმა მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცხოვრობდნენ ამერიკაში 2001 წლამდე. ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1645, რომელშიც მოუწოდა უკრაინის პროკურატურას გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა გიორგი ღონღაძის მკვლელებისა და მკვლელობის ორგანიზატორების საპოვნელად.
2005 წლის 23 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ როგორც დაადგინა გამოძიებამ და დაამტკიცა სასამართლომ. იხ. Gongadze Case (2000-2008): A Legal Review by Dr iur Vyacheslav "Slavik" Bihun, LL.M. - http://www.bihun.info/jushits/jurhit/article/242/ დაარქივებული 2009-07-27 საიტზე Wayback Machine. (უკრაინული)
- ↑ Про присвоєння Г. Гонгадзе звання Герой України. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება (უკრაინული)