გრინდა
იერსახე
გრინდა, შავი დელფინი (ლათ. Globicephalus melas) — ძუძუმწოვარი ცხოველი კბილიანი ვეშაპების ქვერიგისა. სხეულის სიგრძე 6,5 მ აღწევს, წონა 2 ტ-მდე. გრინდა შავია, ზოგჯერ რუხ ან თეთრმუცლიანი, აქვს მოკლე ყბები, 40-მდე კბილი, ამობურცული შუბლი, ფართო ზურგის ფარფლი. გვხვდება ზომიერ და თბილ სარტყელში. იშვიათად შემოდის ბარენცისა და შორეული აღმოსავლეთის ზღვებში. კარგად იტანს ტყვეობას. ადვილად იწვრთნება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 273.