შინაარსზე გადასვლა

დეპრესია (მეტეოროლოგია)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატმოსფერული დეპრესია, რომელიც დაფიქსირდა ისლანდიის სანაპიროებთან 2003 წლის 4 სექტემბერს

დეპრესია (ლათ. depressio – დათრგუნვა) — შედარებით სუსტი ატმოსფერული წნევის მეტეოროლოგიური არე. არსებობს პერიოდული და მუდმივი წარმოქმნილი დეპრესიები, რომლებიც მსოფილიოს სხვადასხვა მხარეებშია გავრცელებული. პერიოდული დეპრესიული მოვლენები ფიქსირდება ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, ინდონეზიაში, ალეუტის კუნძულებზე; ხოლო მუდმივი – ეკვატორულსა და სუბპოლარულ არეებში. მეტეოროლოგიურ დეპრესიას წარმოადგენს ასევე ციკლონი, რომელიც მოძრავი დეპრესიაა.

კარგად არის ცნობილი ალეუტის დეპრესია, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ალეუტის კუნძულების მახლობლად. ატმოსფეროს მოქმედების ერთ-ერთი ცენტრია. ზაფხულში თითქმის ქრება (გადაინაცვლებს პოლარული აუზის სიღრმეში). იანვარში მის ცენტრში წნევა 1000 მბ-ზე ნაკლებია.

მისი ანალოგია ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილი ისლანდიის დაბალი წნევის არე, რომელიც განსაკუთრებით კარგად ზამთარშია გამოხატული, როდესაც წნევა დეპრესიის ცენტრში 996 მბარ-ზე ნაკლებია. ცნობილია ასევე აზიის დეპრესია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]