დირაკის დელტა ფუნქცია
დირაკის დელტა ფუნქცია, ან δ ფუნქცია, წარმოადგენს განზოგადებულ ფუნქციას დამოკიდებულს რეალურ ცვლადზე, ისე, რომ ფუნქციის მნიშვნელობა ტოლია ნულის ცვლადის ყველა მნიშვნელობისთვის გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც პარამეტრის მნიშვნელობა ნულის ტოლია, ხოლო ამ ფუნქციის ინტეგრალი −∞ დან ∞ -მდე 1-ის ტოლია. ეს ფუნქცია შგანსაზღვრული იქნა ფიზიკოს-თეორეტიკოსის პოლ დირაკის მიერ. დირაკის დელტა ფუნქცია წარმოადგენს კრონეკერის სიმბოლოს უწყვეტ ანალოგს.
განმარტება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დირაკის დელტა ფუნქცია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ფუნქცია, რომლის მნიშვნელობა ნულის ტოლია ყველა წერტილში გარდა ნულისა, სადაც მისი მნიშვნელობა უსასრულოა:
ასევე, განმარტების თანახმად იგი აკმაყოფილებს პირობას.
ეს განმარტება გარკვეულწილად ევრისტიკულია. დირაკის დელტა ფუნქცია არ წარმოადგენს რეალურ ფუნქციას. მისი მკაცრი გამნარტება შესაძლებელია განაწილების ან ზომის ცნების გამოყენებით.
თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმეტრია და მასშტაბური ინვარიანტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დირაკის დელტა ფუნქცია აკმაყოფილებს შემდეგ მასშტაბურ ინვარიანტობის თვისებას ნებისმიერი არანულოვანი α სკალარისთვის:[2]
- .
გარდა ამისა, დირეკის დელტა ფუნქცია არის ლუწი ფუნქცია, ასე რომ
- .
სხვანაირად, დირაკის ფუქცია არის ერთგავროვანი ფუნქცია −1-ის ტოლი ერთგვაროვნების ინდექსით.
ალგებრული თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განაწილება, რომელიც მიიღება δ-ფუნქციის x-ზე ნამრავლით ნულის იგივურად ტოლია:
საპირისპიროდ, თუ xf(x) = xg(x), სადაც f და g განაწილებებია, მაშინ
სადაც c დაიმე მუდმივია.
წანაცვლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროში წანაცვლებული დელტა ფუნქციის ინტეგრალი მოიცემა როგორც:
- .
კავშირი კრონეკერის სიმბოლოსთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრონეკერის სიმბოლო delta არის სიდიდე, რომელიც განისაზღვრება როგორც
i და j ნატურალური მნიშვნელობებისთვის. ეს ფუნქცია აკმაყოფილებს წანაცვლების თვისების მსგავს თვისებას: თუ არის ნებისმიეირ უსასტულო მიმდევრობა, მაშინ
ანალოგიურად, ნებისმიეირი უწყვეტი ფუნქციისთვის განსაზღვრულს რაიმე არეში , დირალის დელტა ფუნცია აკმაყოფილებს წანაცვლების თვისებას
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gel'fand და Shilov 1968, Volume I, §1.1, p. 1
- ↑ Strichartz 1994, Problem 2.6.2