დნმ-ის ზესპირალიზაცია
დნმ-ის ზესპირალიზაცია, დნმ-ის სუპერსპირალიზაცია — დნმ-ის ტოპოლოგიურად დახურული ჯაჭვების ზედმეტად ან არასაკმარისად სპირალიზაციის მოვლენა, რომლის შედეგადაც დნმ-ის ორმაგი სპირალის ღერძი თვითონ იხვევა უფრო მაღალი დონის სპირალად. „ტოპოლოგიურად დახურულის“ ქვეშ გულისხმობენ მოლეკულებს, რომელთა ბოლოების თავისუფალი ბრუნვა გართულებულია (დნმ-ის რგოლოვანი მოლეკულები ან ხაზოვანი მოლეკულები, რომელთა ბოლოებიც დაფიქსირებულია ცილოვანი სტრუქტურებით)[1]. ზესპირალიზაციის შედეგად წარმოქმნილ დნმ-ს ეწოდება ზესპირალიზებული.
ზესპირალიზაცია მნიშვნელოვანია მრავალ ბიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის კომპაქტიზაცია.
განსაზღვრულ ფერმენტებს, კერძოდ კი, ტოპოიზომერაზებს, შეუძლიათ დნმ-ის ტოპოლოგიის შეცვლად, მაგალითად, დნმ-ის რეპლიკაციისთვის ან ტრანსკრიპციისთვის[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Takashi Ohyama, Chapter 1. DNA: Alternative Conformations and Biology // DNA Conformation and Transcription, 2005, ISBN 0387255796.
- ↑ Valenti A, Perugino G, Rossi M, Ciaramella M (2011). „Positive supercoiling in thermophiles and mesophiles: of the good and evil“. Biochem. Soc. Trans. 39 (1): 58–63. PMID 21265747.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)