შინაარსზე გადასვლა

ედგარ რინკევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედგარ რინკევიჩი
ლატვ. Edgars Rinkēvičs
დაბადების თარიღი 21 სექტემბერი, 1973 (1973-09-21) (51 წლის)
დაბადების ადგილი იურმალა, ლატვიის სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა ლატვია
განათლება ლატვიის უნივერსიტეტი და გრონინგენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მაგისტრი
ეროვნება ლატვიელი
პარტია ერთობა
ჯილდოები Order of Viesturs[1] , Commander of the Cross of the Order of Merit of the Republic of Poland[2] , Q25517729?, Order of the Three Stars, 2nd Class[2] , NATO Meritorious Service Medal[2] , Commander First Class of the Order of the Lion of Finland[1] , ნორვეგიის დამსახურების ორდენის დიდი ჯვარის კავალერი[2] , Grand Officer of the Order of Orange-Nassau[2] , Grand Cross 1st class of the Order of Merit of the Federal Republic of Germany[2] , ტერა მარიანას I ხარისხის ჯვრის ორდენი[2] , I ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“[3] , Grand Officer of the Order of the Oak Crown[2] , სამი ვარსკვლავის ორდენი, Order of the Lion of Finland, ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, Cross of Recognition, Order of Merit, ტერა მარიანას ჯვრის ორდენი, Order of Merit of the Italian Republic, Order of Orange-Nassau, Order of Merit of the Federal Republic of Germany და Order of Merit

ედგარ რინკევიჩი (დ. 21 სექტემბერი, 1973, იურმალა, ლატვიის სსრ, სსრკ) — ლატვიელი პოლიტიკოსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2011-2023 წლებში, 2023 წლიდან ლატვიის პრეზიდენტი.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რინკევიჩმა დაწყებითი განათლება იურმალას საშუალო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ლატვიის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრის ხარისხის მოიპოვა ისტორიისა და ფილოსოფიის მეცნიერებებში (1995). 1997 წელს მოიპოვა მაგისტრის წოდება პოლიტიკურ მეცნიერებებში. მეორე სამაგისტრო ხარისხი დაიცვა ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში .

1993 წელს რინკევიჩმა კარიერა ლატვიის რადიოს საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში ჟურნალისტობით დაიწყო. 1995 წელს თავდაცვის სამინისტროში დაიკავა პოზიცია, ხოლო შემდეგ წელს უკვე იმავე დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. 1997 წლის მაისში ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, შემდეგ კი - სახელმწიფო მდივნის პოსტზე.[4]

1998 წლიდან 2004 წლამდე რინკვიჩი პოლიტიკური პარტია „ლატვიის გზის“ წევრი იყო. 1998 წლის თებერვალში იგი აშშ-ბალტიის პარტნიორობის ქარტიის დისკუსიაში ჩაერთო; 2002 წლიდან 2003 წლამდე იყო ლატვიის დელეგაციის წევრი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ნატოში შესვლის შესახებ (იმ დროისთვის იკავებდა დელეგაციის უფროსის მოადგილის პოზიციას). 2011 წლისთვის იგი დაინიშნა ლატვიის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში რინკევიჩსი შეუერთდა ვალდის დომბროვსკის მთავრობას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. 2012 წლის იანვარში მისი პარტია ოფიციალურად შევიდა მმართველ ალიანსში „ზატლერების რეფორმების პარტიასთან“. 2014 წელს ჩაერთო საპარლამენტო არჩევნებში და არჩეულ იქნა პარლამენტარად; იგი კვლავ მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2023 წლამდე.

2014 წლის 6 ნოემბერს მან Twitter-ის საკუთარ პროფილზე საჯაროდ განაცხადა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და თქვა, რომ გეია.[5][6] ამ ფაქტით ის გახდა პირველი გეი კანონმდებელი ლატვიის ისტორიაში და ასევე ყველაზე ცნობილი ღიად გეი პოლიტიკოსი ყოფილი საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოებში.[7] ამასთანავე, 2023 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რინკევიჩი გახდა პირველი ღიად გეი პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებში.

  1. 1.0 1.1 https://www.mk.gov.lv/en/employee/edgars-rinkevics
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Edgars Rinkēvičs | Ārlietu ministrija
  3. https://www.president.gov.ua/documents/5952022-43765
  4. Kroet, Cynthia. (18 December 2014) Edgars Rinkēvičs: Latvia’s foreign minister. Politico. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
  5. Foreign Minister 'Proud to be gay'. Public Broadcasting of Latvia (6 November 2014). ციტირების თარიღი: 6 November 2014.
  6. „Latvia’s foreign minister comes out as gay“. 2014-11-07. ციტირების თარიღი: 2019-04-06.
  7. Latvia’s Foreign Minister Edgars Rinkevics has come out as gay on Twitter. Gay Star News (7 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 8 November 2014.
ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.