ელენ ნიიტი
ელენ ნიიტი | |
---|---|
ესტ. Ellen Niit | |
დაბადების თარიღი | 13 ივლისი, 1928[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ტალინი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 30 მაისი, 2016[3] (87 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტალინი |
დასაფლავებულია | Rahumäe Cemetery |
საქმიანობა | მთარგმნელი, მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა | ესტონეთი |
ალმა-მატერი | ტარტუს უნივერსიტეტი |
Magnum opus | Q43749609? |
ჯილდოები | Order of the White Star, 3rd Class, Coat of Arms of Tallinn, Yearly prize of the Endowment of Literature by the Cultural Endowment of Estonia, Honored Writer of the Estonian SSR, Juhan Smuul literary award და მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ |
მეუღლე | Heldur Niit[4] და Jaan Kross[4] |
შვილ(ებ)ი | Toomas Niit, Eerik-Niiles Kross, Märten Kross და Maarja Undusk |
ელენ ნიიტი (ესტ. Ellen Niit, დ. 13 ივლისი, 1928, ტალინი — გ. 30 მაისი, 2016, ტალინი) — ესტონელი მწერალი და მთარგმნელი. ესტონეთის სსრ დამსახურებული მწერალი (1977).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მუშათა ოჯახში.
დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის ესტონური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1952), სწავლობდა ასპირანტურაში ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებაში (1952-1956).
1956-1961 წლებში იყო ტალინის მწერალთა კავშირის კონსულტანტი პოეზიის მიმართულებით, ხოლო 1961-1963 წლებში — ესტონეთის ტელევიზიის რედაქტორი.
ესტონეთის სსრ იუჰან სმულის სახელობის ლიტერატურული პრემიის (1971, 1978) და ესტონეთის კულტურის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2009).
ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985), დისერტაციის თემა „ესტონეთის სანაპიროს დიალექტების პროსოდიული მახასიათებლები და ბალტიის პროსოდიული არეალის სტრუქტურა“.[5]
თარგმნა შანდორ პეტეფის 120-ზე მეტი ლექსი.[6]
პირველ ქორწინებაში (1949-1958) იმყოფებოდა ლიტერატურათმცოდნე ჰელდურ ნიიტთან, მათ შეეძინათ ვაჟი ტომას ნიიტი (1953-2020). 1958 წლიდან დაქორწინებული იყო მწერალ ჯაან კროსზე (1920-2007). ამ ქორწინების შედეგად შეეძინა ქალიშვილი, მარია უნდუსკი (დ. 1959) და ორი ვაჟი — ერიკ-ნილეს კროსი (დ.1967) და მარტენ კროსი (დ. 1970).
იგი დაკრძალულია ტალინში, რაჰუმეს სასაფლაოზე.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოხერხებული მღებავი [7]
- მამა, მე და ბაჭია [8]
- მოთხრობა პილე-რინზე [9]
- ახალი და ძველი მოთხრობები ტრიინუზე და ტავიზე [10]
- ბაჭია — შავი თვალები [11]
- ზღაპარი ბაჭიაზე, რომელსაც არ უნდოდა დაძინება [12]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Нийт Э. Пусть книга дает радость, силу и убежденность! М.:Детская литература. 1977. С. 66 — 69 [13]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1016154518 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Eesti biograafiline andmebaas ISIK
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 http://ellen-niiit.weebly.com/perekond.html
- ↑ Каталог РНБ. ციტირების თარიღი: 2020-06-03
- ↑ Ellen Niit. ციტირების თარიღი: 2020-06-03
- ↑ Каталог РНБ. ციტირების თარიღი: 2020-06-03
- ↑ Каталог РГБ. ციტირების თარიღი: 2021-09-13
- ↑ Каталог РГБ. ციტირების თარიღი: 2021-09-13
- ↑ Каталог РГБ. ციტირების თარიღი: 2021-09-13
- ↑ Каталог РГБ. ციტირების თარიღი: 2021-09-13
- ↑ Каталог РГБ. ციტირების თარიღი: 2021-09-13
- ↑ PMB. ციტირების თარიღი: 2024-03-05