შინაარსზე გადასვლა

ელმირა გაფაროვა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელმირა გაფაროვა
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ნოემბერი 1991 – 5 მარტი 1992
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეიაგუბ მამედოვი

აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მაისი, 1990 – 26 ნოემბერი, 1991
წინამორბედისულეიმან რუსტამზადე
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა (თავად, როგორც მილი მეჯლისის თავმჯდომარე)

აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 1983 – 22 დეკემბერი, 1987
წინამორბედიტაირა ტაიროვა
მემკვიდრეჰუსეინაღა სადიკოვი

აზერბაიჯანის სსრ-ის განათლების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1980 – 1983
წინამორბედიმეჰთი მეჰთიზადე
მემკვიდრექამრან რაჰიმოვი

დაბადებული1 მარტი, 1934
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვლილი1 აგვისტო, 1993(1993-08-01)
ბაქო, აზერბაიჯანი
პოლიტიკური პარტიასკკპ (1958-დან)

ელმირა გაფაროვა (აზერ. Elmira Qafarova; დ. 1 მარტი, 1934, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 1 აგვისტო, 1993, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა კავშირისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. დიპლომატი. აზერბაიჯანის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1989-1990 წწ.), აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი (1983-1987 წწ.), აზერბაიჯანის სსრ-ის განათლების მინისტრი (1980-1983 წწ.), აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის თავმჯდომარე (1991-1992 წწ.).

ელმირა გაფაროვა დაიბადა 1934 წლის 1 მარტს, ბაქოში. 1952 წელს დაასრულა ბაქოს № 189 საშუალო სკოლა. სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს. სტუდენტობისას ხელმძღვანელობდა კომკავშირულ კომიტეტს. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფილოლოგიაში. 1962 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის სსრ-ის კომკავშირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო 1966-1970 წლებში იყო ორგანიზაციის პირველი მდივანი[1]. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ეკავა აზერბაიჯანის სსრ-ის კპ ცკ-ის კულტურის განყოფილების უფროსის თანამდებობა. 1971 წელს გაფაროვა დაინიშნა პარტიის ბაქოს საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. არჩეული იყო საბჭოთა კავშირის სახლხო დეპუტატთა ყრილობის დელეგტად. 1980 წელს ელმირა გაფაროვამ თანამდებობაზე შეცვლა 77 წლის განათლების მინისტრი მეჰთი მეჰთიზადე, ხოლო 1983 წელს დანიშნეს აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად.

1984 წელს მონაწილეობდა გაეროს გენერალური ასამბლეის საშემოდგომო სესიაში, რომელიც ეძღვნებოდა რასიზმისა და დისკრიმინციის პრობლემებს[2]. 1987-1989 წლებში იყო აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე[3]. 1987-1991 წლებში კი ეკავა აზერბაიჯანის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სპიკერის თანამდებობა (სადაც ოთხჯერ აირჩიეს დეპუტატად)[1]. 1989 წელს აირჩიეს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, ხოლო ერთი წლის შემდეგ — რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1990 წლის მარტ-მაისში წარმოადგენდა აზერბაიჯანს ახლად შექმნილ საბჭოთა კავშირის ფედერაციის საბჭოში. 1990-1991 წლებში იყო სკკპ ცენტრალური მაკონტროლებელი კომისიის წევრი.

აზერბაიჯანის ისტორიის ამ ქაოტურ პერიოდში ელმირა გაფაროვამ თავი გამოიჩინა როგორც გაბედულმა და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიმღებმა პოლიტიკოსმა. აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის დროს, მისი ინიციატივით, მოსკოვში მოეწყო გამოფენა, რომელშიც ორი ათასზე მეტი იარაღი იყო გამოფენილი, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ომის დროს სომეხი მებრძოლებისაგან ამოიღეს. აღნიშნულმა მოვლენამ გაფაროვას წინააღმდეგ მკვეთრი მუქარა გამოიწვია სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. 1989 წლის 30 დეკემბერს ელმირა გაფაროვამ ქალაქ კიროვაბადს (რომელსაც სახელი ეწოდა სერგეი კიროვის პატივისცემის ნიშნად) დაუბრუნა ისტორიული სახელწოდება — განჯა, ხოლო 1990 წლის 13 მარტს ნოვრუზი გამოაცხადა დასვენების დღედ. გაფაროვას მოღვაწეობა ასევე დაკავშირებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობს აღდგენის დეკლრციის მიღებასთან (30 აგვისტო, 1991 წელი) დ აზერბაიჯანის გაეროს წევრად მიღებასთან (1992 წლის 2 მარტი). უკანასკნელი ამბიდან სამ დღეში გაფაროვა გადადგა თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო[4].

ელმირა გაფაროვა გარდაიცვალა 1993 წლის 1 აგვისტოს მიოკარდის ინფარქტის შედეგად[5] და დაკრძალულია ბაქოს გამოჩენილ მოღვაწეთა სასაფლაოზე.

  1. 1.0 1.1 Ministers of Foreign Affairs of Azerbaijan. Elmira Qafarova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
  2. Biographies. Elmira Qafarova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
  3. FEMALE PRESIDENTS OF UNDERSTATE ENTITIES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
  4. Томас Гольц. «Азербайджанский дневник»
  5. Юнусов, Рамис. Азербайджан, Баку: Чёрный январь 1990 года.