შინაარსზე გადასვლა

ემილ ჟაკ-დალკროზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ-დალკროზი, ემილ

ემილ ჟაკ-დალკროზი (ნამდვილი გვარი ჟაკი) (დ. 6 ივლისი, 1865, ვენა — გ. 1 ივლისი, 1950, ჟენევა), შვეიცარიელი კომპოზიტორი და პედაგოგი. სწავლობდა ჟენევის კონსერვატორიაში, შემდეგ - ვენაში (რ. ფუქსსა და ა. ბრუკნერთან) და პარიზში (ლ. დელიბთან). 1892- 1910 იყო ჟენევის კონსერვატორიის პედაგოგი. აქ შექმნა მუსიკალური-რიტმული აღზრდისა (რიტმული გიმნასტიკა) და მუსიკალური და რიტმული შესაძლებლობების განვითარების სისტემები (ვარჯიში აბსოლუტური სმეისა და მუსიკალური იმპროვიზაციის უნარის გამომუშავებისათვის). 1911-1914 რიტმული აღზრდის კურსს კითხულობდა ჯერ ჰელერაუს სპეციალურ სკოლაში, 1915-იდან კი მის მიერვე ჟენევაში დაარსებულ ინსტიტუტში. ამგვარი სკოლები შეიქმნა სტოკჰოლმში, ლონდონში, პარიზში, ვენასა და ბარსელონაში. ჟაკ-დალკროზის მოწაფეები იყვნენ: მ. რამბერი, ვ. ნიჟინსკი, მ. ვიგმანი, რ. სენ-დენი და სხვები. 1920 მოსკოვსა და პეტროგრადში შეიქმნა რიტმის ინსტიტუტები ჟაკ-დალკროზის მეთოდის მიხედვით. ჟაკ-დალკროზმა დაწერა 7 ოპერა, ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისათვის, 3 კანტატა, 2 კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის და სხვა.