შინაარსზე გადასვლა

ემინ აგალაროვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემინ აგალაროვი
250
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 დეკემბერი, 1979(1979-12-12)[1] (44 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
ხელმოწერა
საიტი emin-music.com
ემინ აგალაროვი ვიკისაწყობში

ემინ არაზ ოღლუ აგალაროვი (აზერ. Emin Araz oğlu Ağalarov, რუს. Эмин Аразович Агаларов; დ. 12 დეკემბერი, 1979, ბაქო, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი-რუსი მომღერალი და ბიზნესმენი. წერს და ასრულებს სიმღერებს ენაინგლისურ და რუსულ ენებზე; ფართოდაა პოპულარული აზერბაიჯანსა და რუსეთში.[2][3]

ემინ არასოვიჩ აგალაროვი დაიბადა ბაქოში, აზერბაიჯანში. ის არის აზერბაიჯანელი-რუსი ოლიგარქის, Crocus Group ხელმძღვანელის, არას აგალაროვის ვაჟი. ემინის მამა მუსლიმია, დედა კი ებრაელია.[4] ის თავს მაჰმადიანად თვლის.[5] ოთხი წლის ასაკში ემინი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. როდესაც ის 13 წლის იყო, მშობლებმა იგი შვეიცარიის სკოლაში გაგზავნეს.[6][7] აგალაროვი 1994 წელს საცხოვრებლად ტენაფლუში, ნიუ-ჯერსიში გადავიდა და 1997 წელს დაამთავრა ტენაფლუს საშუალო სკოლა.[8][6] მას დამთავრებული აქვს ნიუ-იორკში მდებარე მერიმაუნთის მანჰეტენის კოლეჯი. [9]

მუსიკალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემინი მუსიკით აშშ-ში, საშუალოს სკოლაში სწავლის დროს დაინტერესდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი დაბრუნდა რუსეთში, სადაც განაგრძო სიმღერების წერა. 2005 წელს მუშაობა დაიწყო ვოკალის და მუსიკის მასწავლებელთან, აზერბაიჯანელ მომღერალ მუსლიმ მაგომიევთან.

2006 წელს ემინმა ყურადღება მიპოყრო თავისი სადებიუტი სტუდიო ალბომით, რომელიც პირველ ექვს თვეში გაიყიდა 70,000 ეგზემპლარი რუსეთში და დამატებით 30,000 ეგზემპლარი დსთ-ს ქვეყნებში.

ამის შემდეგ იგი ალბომებს ყოველწლიურად უშვებს: 2007 წელს გამოუშვა დაუჯერებელი, 2008 წელს – აკვიატებული აზრი (კლასიკური ფრენკ სინატრას და ელვის პრესლის სიმღერების ნაკრები).[10] ხოლო 2009 წელს თავდადება.

2010 წელს ემინი საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში, იმუშავა პროდიუსერთან ბრაიან რაულინგთან და ფოკუსირდა გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ბაზარზე. ემინის ალბომი Wonder რუსეთსა და დსთ-ში 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში 2011 წლის 21 მარტს.

იგი იყო 2012 წლის 23 სექტემბერს, ბაქოში გამართულ კონცერტში მონაწილე ჯენიფერ ლოპეზთან ერთად.[11][12]

ემინმა მისიკა "სხვა ცხოვრებაში"-ის ვიდეორგოლი დონალდ ტრამპთან და მის სამყარო 2013-ის მონაწილეებთან ერთად.[13][14]

ემინ აგალაროვი არის არას აგალაროვის, აზერბაიჯანელი-რუსი მილიარდერის შვილი.[15] 2006-2015 წლებში იგი დაქორწინებული იყო ლეილა ალიევაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილზე.[16] წყვილს ტყუპი ვაჟები 2008 წელს შეეძინა, ხოლო 2015 წელს, (განქორწინების შემდეგ) გოგონა სახელად ამინა იშვილეს. 2018 წელს აგალაროვი დაქორწინდა ყოფილ მოდელსა და ბიზნესმენზე, ალიონა გავრილოვაზე; მათ ჰყავთ საერთო შვილი სახელად ათენა.[17]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.radioswissjazz.ch/de/musiker/kuenstler/81269772f3849fa392b11f1286da22dc6f3b19/biography
  2. Quinn, Gerry. Musician Emin is definitely not just in it for the money (21 April 2015). ციტირების თარიღი: 12 July 2017.
  3. Bilger, Oliver (13 September 2015). „Dieser Oligarchensohn will Europa mit Musik erobern“ [Son of oligarch wants to conquer Europe with music]. Die Welt. ციტირების თარიღი: 12 July 2017.
  4. Yaffe, Simon. Rob Prepares Star Emin for International Fame and Glory. ციტირების თარიღი: 2018-02-10
  5. Boyd, Brian. (22 March 2015) Not Eminem. Just Emin. The Irish Times. ციტირების თარიღი: 11 July 2017.
  6. 6.0 6.1 Trust - Translation of interview the Agalarovs gave to Forbes by Crocus Group. Crocus Group (March 27, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 7, 2018. ციტირების თარიღი: March 6, 2018
  7. April 2013 cover of Russian-language issue of Forbes Life. baku.ws. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 7, 2018. ციტირების თარიღი: March 6, 2018
  8. Cowen, Richard; Shkolnikova, Svetlana (July 13, 2017). „Russian pop star tied to Trump has Tenafly roots“. The Record. ციტირების თარიღი: February 28, 2018. ციტატა: „Russian pop star Emin Agalarov wore black leather, drove a souped-up moped and wanted to be the next Elvis Presley, having spent his teenage years living large and dreaming big on the streets of his adopted hometown, Tenafly. Twenty years after graduating from Tenafly High School, the Russian crooner this week hit it really big.... Emin Agalarov as a senior in Tenafly High School's 1997 yearbook.“
  9. Calamur, Krishnadev (July 10, 2017). „Who Is Emin Agalarov?“. The Atlantic. ციტირების თარიღი: 7 June 2019.
  10. Emin Agalarov: Singing Commercial Director. Luxe Magazine (19 November 2009). ციტირების თარიღი: 10 March 2011.
  11. Jennifer Lopez gave concert in Baku (PHOTO). Gulustan (24 September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 11 July 2017.
  12. Warrick, Joby. Tiny Azerbaijan unleashes pop-power against Iran's mullahs. The Washington Post (14 October 2012). ციტირების თარიღი: 11 July 2017.
  13. EMIN in Another Life Official Music Video ft. Donald Trump and Miss Universe 2013 Contestants YouTube-ზე
  14. Crowley, Michael (15 May 2016). „When Donald Trump brought Miss Universe to Moscow; How a 2013 beauty pageant explains Trump's love for Russia and obsession with Vladimir Putin“. Politico. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  15. Smith, Neil (1 March 2011). „Emin: a singer with connections“. BBC News. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  16. Harris, Paul. (10 March 2011) Leyla, the champagne connection. iol.co.za. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  17. Fitzharris, Dustin (May 19, 2015). „More Love From Emin: The Russian Pop Star Opens Up About His Music, Family and Wealth“. HuffPost. ციტირების თარიღი: 7 June 2019.