ენრიკო დანდოლო
ენრიკო დანდოლო | |
---|---|
Enrico Dandolo | |
ვენეციის 41-ე დოჟი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 ივნისი, 1192 |
მმართ. დასასრული: | 1205 |
წინამორბედი: | ორიო მასტროპიერო |
მემკვიდრე: | პიეტრო ძიანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1107 ან 1108 |
დაბ. ადგილი: | ვენეცია |
გარდ. თარიღი: | 14 ივნისი, 1205 (98 წლის) |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ენრიკო დანდოლო (იტალ. Enrico Dandolo, ლათ. Henricus Dandulus; დ. 1108, ვენეცია — გ. 14 ივნისი, 1205, კონსტანტინოპოლი) — ვენეციის დოჟი 1192 წლიდან. ისარგებლა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობით, ხელთ იგდო მისი ხელმძღვანელობა და თავისი უფლებები გამოიყენა ვენეციის სასარგებლოდ. ენრიკო დანდოლოს მოთხოვნით ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი ზადარი (ზარა) დალმაციის სანაპიროზე (ვენეციის სავაჭრო კონკურენტი) და გადასცეს ვენეციას (1202), შემდეგ ენრიკომ ჯვაროსნული ლაშქრობა წარმართა ბიზანტიის წინააღმდეგ. ლათინთა იმპერიის დაარსების დროს ვენეციას ერგო ადრიანოპოლი და მნიშვნელოვანი სამფლობელოები მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, პელოპონესში, კონსტანტინოპოლის ნაწილი, კუნძული ევბეა, იონიის კუნძულები; ენრიკომ შეისყიდა კუნძული კრეტა, ყოველივე ამან საფუძველი ჩაუყარა ვენეციის სავაჭრო ძლევამოსილებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 367.