ერიკ კანტონა
კანტონა 2009 წლის კანის ფესტივალზე | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
Éric Daniel Pierre Cantona ერიკ დანიელ პიერ კანტონა | ||
დაბადების თარიღი | 24 მაისი, 1966 | ||
დაბადების ადგილი | მარსელი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1980–1981 | SO Les Caillols | ||
1981–1983 | ოსერი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1983–1988 | ოსერი | 82 | (23) |
1985–1986 | → მარტიგი (იჯარა) | 15 | (4) |
1988–1991 | მარსელი | 40 | (13) |
1989 | → ბორდო (იჯარა) | 11 | (6) |
1989–1990 | → მონპელიე (იჯარა) | 33 | (10) |
1991 | ნიმი | 17 | (2) |
1992 | ლიდს იუნაიტედი | 28 | (9) |
1992–1997 | მანჩესტერ იუნაიტედი | 143 | (64) |
სულ | 369 | (131) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1987–1995 | საფრანგეთი | 45 | (20) |
2005 | საფრანგეთი (პლაჟი) | 1 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2005–2011 | საფრანგეთი (პლაჟი) | ||
2010– | ნიუ იორკ კოსმოსი (ფეხბურთის დირექტორი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ერიკ კანტონა (ფრანგ. Eric Cantona; 24 მაისი, 1966) — ფრანგი მსახიობი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე ინგლისის და საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბებში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 45 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერიკ კანტონა დაიბადა მარსელში, მედძმის და მხატვრის, ალბერ კანტონას და მკერავ ელეონორ რორიშის ოჯახში. სახლი სადაც ის დაიბადა მდებარეობს ლე კაილოლსის კვარტალში, ქალაქის მე-12 რაიონში. ჰყავს ორი ძმა: 4 წლით უფროსი ჟან-მარი და 17 თვით უმცროსი ჟოელი.
საფეხბურთო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანტონამ თავისი კარიერა თავის კვარტალში, ახალგაზრდულ საფეხბურთო კლუბ „კაიოლსში“ დაიწყო. თავდაპირველად ერიკმა ასპარეზობა მეკარედ დაიწყო, თუმცა მისი შეტევითი პოტენციალი მალე გახდა თვალშისაცემი და სულ უფრო ხშირად უწევდა წინა ხაზში თამაში. სულ მან კლუბში 200 თამაშამდე ჩაატარა და შემდეგ „ოსერის“ ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. ახალგაზრდულ კლუბში გატარებული 2 სეზონის შემდეგ კანტონამ თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა „ოსერის“ ძირითად გუნდთან.
საფრანგეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ოსერში“ გატარებულ პირველ სამ წელიწადში კანტონამ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო, რაშიც მას სავალდებულო სამხედრო სამსახურმაც შეუშალა ხელი, ფორმის აღსადგენად ოსერმა ის ლიგა 2-ის კლუბ „მარტიგში“ გაანათხოვრა. კანტონამ ერთი წელი ითამაშა განათხოვრების წესით და კვლავ „ოსერში“ დაბრუნდა. მომდევნო ორი წელი კანტონამ თამაში გამოასწორა და ჯამში 27 გოლი გაიტანა, რაც უკანდახეული თავდამსხმელისთვის მშვენიერი შედეგი იყო, რაც უმალ დაუფასდა: 1987 წელს შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.
1988 წელს კანტონამ კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ოლიმპიკ მარსელთან“, თუმცა სეზონი ისეთი არ გამოვიდა როგორსაც ელოდნენ, კანტონამ მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ დაიწყო კანტონას ერთწლიანი მოგზაურობა განათხოვრების წესით „ჟირონდენ ბორდოში“ და „მონპელიეში“, საიდანაც ისევ ერთი სეზონით „მარსელში“ დაბრუნდა. 1991 წელს ის „ნიმში“ გადაბარგდა. მიუხედავად იმისა, რომ კანტონა ცუდად არ გამოიყურებოდა და ეროვნულ გუნდშიც იწვევდნენ, მან მაინც ვერ შეძლო პოტენციალის სრულად გამოვლენა, ყველაზე მთავარი რაც კანტონამ ამ პერიოდში გამოიმუშავა: ახალ გარემოში თავის დამკვიდრების უნარი და ბრძოლის ჟინი იყო, რაც მომავალში ძალიან გამოადგა.
ლიდს იუნაიტედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ნიმში“ კანტონამ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო და ინგლისში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, მან მიიღო შემოთავაზება „ლიდს იუნაიტედისგან“ და კლუბში ჩაირიცხა. „ლიდსთან“ ერთად, რომელიც წინა წელს სამეულშიც არ იყო, კანტონა ინგლისი ჩემპიონი გახდა, ხოლო ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულთან“ გამართულ მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავის გუნდს 4-3 გაამარჯვებინა.
მანჩესტერ იუნაიტედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ლიდს იუნაიტედში“ სახლმოხვეჭილი და „ლივერპულის“ კარში 3 გოლის გამტანი კანტონა, უკვე მომდევნო სეზონიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარდა. ეს იყო კლუბი სადაც კანტონამ ბოლომდე შეძლო თავისი ტალანტის სრულად წარმოჩენა, „ოლდ ტრაფორდზე“ ის ხუთი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და ოთხჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ხოლო ორჯერ ინგლისის თასზე შეძლო გამარჯვება. საერთო მოსაზრებით სწორედ კანტონამ ითამაშა ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი მანჩესტერ იუნაიტედის მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში. იგი უზომო სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა ადგილობრივ ქომაგებშიც, მანჩესტერელმა გულშემატკივრებმა მას სიყვარულით „მეფე ერიკი“ (King Eric) უწოდეს, კლუბის ოფიცილურმა ჟურნალმა Inside United-მა კი, იუნაიტედის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
მიუხედავად შესანიშნავი საფეხბურთო კარიერისა, ერიკს ძალიან ცუდი დისციპლინარული მაჩვენებლები ჰქონდა, გულშემატკივარზე თავდასხმის გამო, მას 8 თვიანი დისკვალიფიკაციის მოხდაც კი მოუწია.
ინდივიდუალური ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსგავსად საკლუბოსი, კანტონა არც ინდივიდუალური ჯილდოების სიმცირეს განიცდიდა, ის ხშირად ხვდებოდა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სპორტული გამოცემების მიერ ჩატარებული სხვადასხვა სახის გამოკითხვების მოწინავე პოზიციებზე. 1993 წელს, ჟურნალმა France Football-მა, ოქროს ბურთის გამოკითხვაში, წლის საუკეთესო ფეხბურთლების სამეულში დაასახელა, 1996 წელს კი, Onze Mondial-ის მიერ, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული Onze d'Or გადაეცა.
კინო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ერიკმა კინო მოღვაწეობას მოჰკიდა ხელი, პარალელურად კი პროექტები ჰქონდა ტელევიზიაშიც. პირველი მნიშვნელოვანი ფილმი, სადაც ერიკი დაკავდა, იყო 1998 წელს, დედოფალ ელისაბედ I-ის შესახებ, გადაღებული ფილმი „ელისაბედი“ (Elizabeth), სადაც სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად კეიტ ბლანშეტი და ჯეფრი რაში უწევდნენ პარტნიორობას. 2003 წელს დანიელ ოტეისთან, მონიკა ბელუჩისთან და მიშელ ბლანთან ერთად გამოჩნდა ფილმში „მეორე სუნთქვა“ (Le deuxième souffle), თუმცა მიუხედავად ვარსვლავკრებულისა, ფილმმა უარყოფითი შეფასებები მიიღო. პირველი მთავარი როლი კანტონამ შეასრულა, რეჟისორ კენ ლოუჩის 2009 წლის კომედიურ ფილმში — „ერიკის ძიებაში“ (Looking for Eric), სადაც მან საკუთარი თავი ითამაშა.
2012 წელს ერიკმა გადაიღო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი — „ფეხბურთის მეამბოხეები“ (Les rebelles du foot), სადაც თავად მოგვევლინა მთხრობელის როლში. სერიალში მოთხრობილია ცნობილი ფეხბურთელების ცხოვრებისეულ პრობლემებზე, მათ ბრძოლაზე ტირანიის, უსამართლობის და ჩაგვრის წინააღმდეგ. ფილმი ხუთი დამოუკიდებელი სერიისგან შედგება, თითო სერია კი თითო ფეხბურთელის ისტორიაზეა აგებული. კანტონამ თავისი ფილმის გმირებად კარლოს კასელი, დიდიე დროგბა, სოკრატესი, პრედრაგ პაშიჩი და რაშიდ მეხლუფი აირჩია.
ფეხბურთში დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტელე და კინოკარიერის პარალელურად ერიკს სპორტული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. 2005-2011 წლებში საფრანგეთის პლაჟის ფეხბურთის ნაკრებს წვრთნიდა და ორი თამაშიც ჩაატარა მოთამაშე მწვრთნელის რანგში, 2010 წლიდან კი აშშ-ში გადავიდა და საფეხბურთო კლუბ ნიუ იორკ კოსმოსის საფეხბურთო დირექტორად დაინიშნა.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანტონა დაქორწინებული იყო იზაბელ ფერერზე და მასთან ორი შვილი ჰყავს: რაფაელი (1988 წელს დაბადებული) და ჟოზეფინა (1995 წელს დაბადებული). ამჟამად ქორწინებაში იმყოფება მსახიობ რაშიდა ბრაკნისთან.
კანტონას უმცროსი ძმა ჟოელი და ბიძაშვილი საშა ოპინელი, ასევე ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, თუმცა ნათესავებს გაცილებით ნაკლები საფეხბურთო მიღწევები ჰქონდათ კარიერაში. ძმის მსგავსად აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ჟოელმაც მსახიობობას მიჰყო ხელი.
კარიერის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | კლუბი | დივიზიონი | ლიგა | თასი | ლიგის თასი | კონტინენტალური | სხვა | მთლიანად | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩები | გოლები | მატჩები | გოლები | მატჩები | გოლები | მატჩები | გოლები | მატჩები | გოლები | მატჩები | გოლები | |||
საფრანგეთი | ლიგა | საფრანგეთის თასი | საფრანგეთის ლიგის თასი | ევროპა | სხვა | მთლიანად | ||||||||
1983–84 | ოსერი | I დვიზიონი | 2 | 0 | 0 | 0 | – | – | – | 2 | 0 | |||
1984–85 | 5 | 2 | 0 | 0 | – | 0 | 0 | – | 5 | 2 | ||||
1985–86 | 7 | 0 | 0 | 0 | – | 1 | 0 | – | 8 | 0 | ||||
1985–86 | მარტიგი | II დივიზიონი | 15 | 4 | 0 | 0 | – | – | – | 15 | 4 | |||
1986–87 | ოსერი | I დივიზიონი | 36 | 13 | 4 | 4 | – | – | – | 40 | 17 | |||
1987–88 | 32 | 8 | 5 | 1 | – | 2 | 1 | – | 39 | 10 | ||||
1988–89 | მარსელი | 22 | 5 | 0 | 0 | – | – | – | 22 | 5 | ||||
1988–89 | ბორდო | 11 | 6 | 1 | 0 | – | 0 | 0 | – | 12 | 6 | |||
1989–90 | მონპელიე | 33 | 10 | 6 | 4 | – | – | – | 39 | 14 | ||||
1990–91 | მარსელი | 18 | 8 | 0 | 0 | – | 3 | 1 | – | 21 | 9 | |||
1991–92 | ნიმი | 17 | 2 | 0 | 0 | – | – | – | 17 | 2 | ||||
ინგლისი | ლიგა | ფა თასი | ინგლისის ლიგის თასი | ევროპა | საქველმოქმედო | მთლიანად | ||||||||
1991–92 | ლიდზ იუნაიტედი | პირველი დივიზიონი | 15 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | – | – | 15 | 3 | ||
1992–93 | პრემიერ ლიგა | 13 | 6 | 0 | 0 | 1 | 0 | 5 | 2 | 1 | 3 | 20 | 11 | |
1992–93 | მანჩესტერ იუნაიტედი | 22 | 9 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 23 | 9 | ||
1993–94 | 34 | 18 | 5 | 4 | 5 | 1 | 4 | 2 | 1 | 0 | 49 | 25 | ||
1994–95 | 21 | 12 | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | 1 | 1 | 25 | 14 | ||
1995–96 | 30 | 14 | 7 | 5 | 1 | 0 | 0 | 0 | – | 38 | 19 | |||
1996–97 | 36 | 11 | 3 | 0 | 0 | 0 | 10 | 3 | 1 | 1 | 50 | 15 | ||
მთლიანად საფრანგეთში | 198 | 58 | 16 | 9 | — | 6 | 2 | — | 220 | 69 | ||||
მთლიანად ინგლისში | 171 | 73 | 17 | 10 | 7 | 1 | 21 | 7 | 4 | 5 | 220 | 96 | ||
მთლიანად კარიერაში | 369 | 131 | 33 | 19 | 7 | 1 | 27 | 9 | 4 | 5 | 440 | 165 |
საერთაშორისო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის ეროვნული ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩები | გოლები |
1987 | 3 | 1 |
1988 | 2 | 0 |
1989 | 4 | 3 |
1990 | 7 | 6 |
1991 | 4 | 2 |
1992 | 9 | 2 |
1993 | 7 | 5 |
1994 | 8 | 1 |
1995 | 1 | 0 |
სულ | 45 | 20 |
საერთაშორისო გოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთში გატანილი გოლები[5] | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
# | თარიღი | პოზიცია | მოწინააღმდეგე | ანგარიში | შედეგი | ჩემპიონატი |
1 | 12 აგვისტო, 1987 | ოლიმპიაშტადიონი, ბერლინი | დასავლეთი გერმანია | 1–2 | 1–2 | ამხანაგური |
2 | 16 აგვისტო, 1989 | მალმეს სტადიონი, მალმე | შვედეთი | 1–1 | 4–2 | ამხანაგური |
3 | 4–2 | |||||
4 | 11 ოქტომბერი, 1989 | პარკ დე პრენსი, პარიზი | შოტლანდია | 2–0 | 3–0 | 1990 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი |
5 | 24 იანვარი, 1990 | Kazma SC Stadium, ელ-ქუვეითი | გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა | 1–0 | 3–0 | ამხანაგური |
6 | 2–0 | |||||
7 | 28 თებერვალი, 1990 | სტად დე ლა მოსონი, მონპელიე | დასავლეთი გერმანია | 2–1 | 2–1 | ამხანაგური |
8 | 28 მარტი, 1990 | ფერენც პუშკაშის სტადიონი, ბუდაპეშტი | უნგრეთი | 1–0 | 3–1 | ამხანაგური |
9 | 2–1 | |||||
10 | 5 სექტემბერი, 1990 | ლაუგარდალსვოლური, რეიკიავიკი | ისლანდია | 2–0 | 2–1 | 1992 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი |
11 | 20 ნოემბერი, 1991 | პარკ დე პრენსი, პარიზი | ისლანდია | 2–0 | 3–1 | 1992 წლის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი |
12 | 3–0 | |||||
13 | 14 ოქტომბერი, 1992 | პარკ დე პრენსი, პარიზი | ავსტრია | 2–0 | 2–0 | 1994 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი |
14 | 14 ნოემბერი, 1992 | პარკ დე პრენსი, პარიზი | ფინეთი | 2–0 | 2–1 | 1994 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი |
15 | 17 თებერვალი, 1993 | რამათ-განის სტადიონი, რამათ-განი | ისრაელი | 1–0 | 4–0 | 1994 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი |
16 | 28 აპრილი, 1993 | პარკ დე პრენსი, პარიზი | შვედეთი | 1–1 | 2–1 | 1994 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი |
17 | 2–1 | |||||
18 | 28 ივლისი, 1993 | მიშელ დ'ორნანო, კანი | რუსეთი | 2–0 | 3–1 | ამხანაგური |
19 | 17 სექტემბერი, 1993 | პარკ დე პრენსი, პარიზი | ბულგარეთი | 1–0 | 1–2 | 1994 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი |
20 | 26 მაისი, 1994 | Kobe Universiade Memorial Stadium, კობე | ავსტრალია | 1–0 | 1–0 | 1994 წლის კირინის თასი |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Auclair, Philippe (2009). Cantona: The Rebel Who Would Be King. Macmillan. ISBN 978-0-230-74430-1.
- Blacker, Terence; Donaldson, William (1997) The Meaning of Cantona: Meditations on Life, Art and Perfectly Weighted Balls. Mainstream Publishing. ISBN 978-1-85158-950-0.
- Cantona, Eric (1996). Cantona on Cantona: Reflections of a sporting legend. Andre Deutsch. ISBN 978-0-233-99045-3.
- Robinson, Michael (1995). La Philosophie De Cantona. Prentice Hall. ISBN 978-1-898051-39-8.
- Wightman, Rob (2002). FourFourTwo Great Footballers: Eric Cantona. Virgin Books. ISBN 978-0-7535-0662-2.
- Worrall, Frank (2008) „Chapter 7: From Caveman to Cavemen“, The Magnificent Sevens. London: John Blake Publishing, გვ. 103. ISBN 978-1-84454-609-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერიკ კანტონა — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ერიკ კანტონა — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ერიკ კანტონა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- პროფილი — ManUtd.com
- პროფილი დაარქივებული 2013-09-12 საიტზე Wayback Machine. — Premierleague.com
- Transfermarkt პროფილი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cantona career stats. Football Database.eu. ციტირების თარიღი: 17 ივილისი, 2012.
- ↑ Cantona UEFA stats. UEFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 პრილი, 2012. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2013.
- ↑ Cantona Manchester United stats. Stretfordend.co.uk. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2013.
- ↑ "Eric Cantona – International Matches". RSSSF. Retrieved 2 თებერვალი, 2013.
- ↑ "Eric Cantona". EU-Football.info. Retrieved 17 April 2013.
|
- დაბადებული 24 მაისი
- დაბადებული 1966
- ფრანგი ფეხბურთელები
- ფრანგი მსახიობები
- ფრანგი მამაკაცი კინომსახიობები
- საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები
- ლიგა 2-ის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- ბორდოს ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელები
- ლიდზ იუნაიტედის ფეხბურთელები
- მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები
- ოსერის ფეხბურთელები
- ოლიმპიკი მარსელის ფეხბურთელები
- მონპელიეს ფეხბურთელები
- ფიფას 100-ეული
- ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები
- 1992 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები